;
9 ივნისი 2012      FAME     30 კომენტარი     ნანახია 3467-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მოჩვენებები _ არსებობენ ისინი თუ არა ფაქტია, რომ მსოფლიოში უამრვაი ადამიანი ხედავს მათ. ზოგი მალევე ივიწყებს, ზოგი ვერც იმას ბედავს, რომ მის მიერ ნანახი აბსქრაქტული ენერგიის შესახებ ვინმეს უამბოს, რაც სავსებით გასაგებია. თურმე მოჩვენებებსაც ახასიათებთ აკვიატებები, რაც მათ მიერ არჩეულ ადგილებში ვლინდება, ადგილებში სადაც მათ ყველაზე ხშირად აფიქსირებენ. ამასაც თავისი ახსნა აქვს _ ყველა ეს ადგილს უკავშირდება მათი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტს.



ტუნისის საელჩო მოსკოვში _ ,,ბერიას სახლი''


ეს საკმაოდ ძველი შენობა მდებარეობს მოსკოვის ცენტრში. დღეს აქ ტუნისის საელჩოა განთავსბული. ოდესღაც კი ეს შენობა საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ გამორჩეულ მოხელეს, წარმოშობით ქართველ ლავრენტი ბერიას ეკუთვნოდა. დადის ხმები, რომ ბერია ქალაქში სეირნობისას ყველა იმ გოგოსთან ჩერდებოდა თავისი მანქანით, რომელიც მას მოეწონებოდა და მოსკოველ ლამაზმანებს სთავაზობდა მასთან სტუმრად წასვლას. უარის თქმას რაღათქმაუნდა აზრი არ ჰქონდა. ფაქტიურად ბერია ძალით ამყარებდა ინტიმურ კავშირს გოგონებთან. მათ ისინი ზემოთხსენებულ სახლში მიჰყავდა. შიგნით შესული გოგონების უმრავლესობა კი უგზო-უკლოდ იკარგებოდნენ. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა თუმცა ყოველი თვის ერთსა და იმავე რიცხვში სახლის წინ ისმის უცნაური ხმები _ თითქოს სახლის წინ უხილავი ავტობსი ჩერდება და მისი კარები ხმაურიანად იკეტება, ამას კი მოსდევს ქალის განწირული კივილის ხმა.
ნაკლები ანომალიები არც შენობის შიგნით ხდება. აქ ხშირად იკარგება საბუთები, რომლებიც სეიფში ინახებოდა. მაგიდაზე დატოვებული დოკუმენტები ხშირად ერთმანეთში არეული ან სულაც გადაყრილი ხვდებათ ხოლმე იქ მომუშავე პერსონალს. ყოფილა შემთხვევები როცა თვით სახლის მეპატრონეს (ბერიას) გამჭვირვალე სილუეტი დაუნახავთ.
სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები 2



The Myrtles Plantation (შტატი ლუიზიანა, ა.შ.შ.)


ეს სახლი არის ყველაზე უფრო ხშირად სტუმრებადი მოჩვენებების მიერ. ყველაფერი კი სახლის აშენებით დაიწყო. 1769 წელს გენერალმა დეივ ბრედფორდმა ააგო ეს სახლი და მასში ცხოვრობდა მისი ქალიშვილი ორ შვილთან და ქმართან ერთად. ოჯახის მონათაგან ერთ-ერთს ქლოის ძლიერ უყვარდა სხვისი ლაპარაკისთვის ყურის დაგდება. ერთხელაც სახლის მეპატრონემ (გარდაცვლილი გენერლის სიძემ) შეუსწრო მას ამ საქმიანობის დროს და მოაჭრა ყური. ამ დღიდან ქლოი სახეზე ნაჭერახვეული დადიოდა. მალე მან შურისძიება გადაწყვიტა. დააცხო მოწამლული ტკბილეული, რომელსაც უბედური შემთხვევითობის წყალობით ყველამ გაუსინჯა გემო გარდა მამაკაცისა. ქალი და მისი ორი ქალიშვილი მომდევნო დღეებში ტანჯვით გარდაიცვალნენ. ქლოი კი დანარჩენმა მონებმა ლინჩის წესით გაასამართლეს. ამ დღიდან ხშირად ხედავენ სახლში ან ეზოში მოსეირნე ქლოის მოჩვენებას. სახლი არც მისი შურისძიების მსხვერპლთ დაუტოვებიათ. ისინი იპარავენ თავიანთ კუთვნილ ნივთებს, რომლებიც სახლში დღემდე ხელუხლებლად დევს, ტოვებენ ანაბეჭდებს ავეჯზე, სახლის სტუმრებს ენახვებიან სარკეებში. აქ მოსული ვიზიტორები ამბობენ, რომ ექსკურსიის დროს მათ ესმოდათ პატარა ბავშვების სიცილისა და სირბილის ხმები. ერთხელ ასეთი ექსპერიმენტიც ჩაატარეს _ იატაკზე დაყარეს ფქვილი, რომელზეც თვითმხილველთა თვალწინ ბავშვების ფეხის ნაკვალევი გაჩნდა. ამბავმა ხალხი შეაძრწუნა. მომდევნო დღეს ლუიზიანას გაზეთები მხოლოდ ამ შემთხვევაზე საუბრობდნენ.
სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები 2




Point Hicks Lighthouse (ავსტრალია)


ეს შუქურა ყველაზე დიდია ავსტრალიაში. თუმცა იგი ცნობილი მხოლოდ ამ ფაქტის გამო როდია. 1947 წელს გაზეთებში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ ამ შუქურის ზედამხედველი უცნაურ ვითარებაში გაქრა. იგი მოლუსკებისთვის ხაფანგის დასადებად წავიდა და მას შემდეგ აღარავის აღარ უნახავს. ეს ამბავი მალე მიეცა დავიწყებას თუმცა ერთხ დღესაც შუქურის ახალმა ზედამხედველმა, რომელიც სამსახურში იყო გაიგონა მძიმე ნაბიჯების ხმა. იგი დარწმუნებული იყო, რომ შენობაში მარტო იმყოფებოდა ამიტომ ძლიერ შეშინდა. მართალია ამ ადგილას მოჩვენება არავის უნახავს თუმცა ხშირად გაიგებთ ნაბიჯების ხმას, რომელიც არსაიდან მოდის. ასევე ხშირად დამლაგებლებს შუქურა ხვდებათ დალაგებული, კარის სახელურები კი გაწმენდილი. ადგილობრივების აზრით ამ ყველაფერს დაკარგული ზედამედველი სული აკეთებს.
თუ თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი შეგიძლიათ აქ ღამეც კი გაათიოთ.
სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები 2




Joelma Building/Praca da Bandeira Building (სან-პაულუ, ბრაზილია)



1974 წელს აქ მოხდა საშინელი შემთხვევა. ოცდახუთ სართულიანი შენობის მეთორმეტე სართულზე მოხდა ხანძარი. სამწუხაროდ შენობას არც საავარიო კიბე, არც სახანძრო სიგნალი არ ჰქონდა. მოხერხდა სამიათასამდე ადამიანის გადარჩენა, რომელთა უმრავლესობამ სხვადასხვა სიმძიმის დამწვრობა მიიღო. გარდაცვლილების რიცხვი კი 180 იყო. აქედან 40 ადამიანი გადმოხტა შენობიდან იმ იმდეით, რომ გადარჩებოდა.
ოთხი წლის განმავლობაში ხდებოდა შენობის რეკონსტრუქცია. რათა იგი გაეხადათ შეძლებისდაგვარად უსაფრთხო ხანძრისათვის. საოფისე შენობა დღესაც ფუნქციონირებს, თუცა აქ ფართის ქირაობის მოსურნეები ძალიან ცოტაა. აქ მომუშავე პერსონალთა უმრავლესობა აცხადებს, რომ საღამოობით (ხანძარი საღამოს მოხდა) მათ ესმით ყვირილისა და კივილის ხმები, აევე ნაბიჯების ხმა, თითქოს ვიღაცამ დერეფანში ჩაირბინაო. ასევე სცემთ კვამლის სუნი, და ზოგჯერ კვამლიც ჩნდება ხოლმე, თითქოს არსაიდან.
მოჩვენებების საკითხში ბრაზილიელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ ამ შენობის ადგილას ადრე იყო ჭა სადაც ქალაქის ცნობილი მანიაკი თავის მსხვერპლთა გვამებს ყრიდა. მათი მტკიცებით სწორედ ისინი არღვევენ აქ სიმყურდოვეს და შესაძლოა მათ გააჩინეს შენობაში ხანძარი თავის დროზე. ასე, რომ ამ შენობასთან დაკავშირებით საქმე უნდა გვქონდეს მოჩვენებების მთელს ორ თაობასთან.

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები 2



ყველა ამ ფოტოს აქვს საკუთარი ისტორია


სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები 2

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები 2

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები 2

სახლები სადაც ბინადრობენ მოჩვენებები 2

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

30


  • elva თქვა:
    17 იანვარი 2013 21:46 - ID: 30,
    მოჩვენება რომ დავინახო დეპრესიაში ჩავვარდები




  • Mother თქვა:
    12 ივნისი 2012 16:38 - ID: 29,
    საინტერესოა: )) მე მჯერა მოჩვენებების

  • FuCk Off. თქვა:
    11 ივნისი 2012 20:48 - ID: 28,
    ბერია იუდა wink

  • salome55555 თქვა:
    10 ივნისი 2012 21:11 - ID: 27,
    ძაან მაინტერესებს ესეთი ისტორიები love გააგრძელე ავტორ love

  • AshleyMGreene თქვა:
    10 ივნისი 2012 20:17 - ID: 26,
    კიდეე დადეე ასეთიიი winked

  • MaRRia თქვა:
    10 ივნისი 2012 19:30 - ID: 25,
    გული თუარ გამისკდებოდა არ მეგონა...ძაან მაგარია შემზარავიაა.....:*

    აი გეფიცებით ასეთი რაღაც რო შემემთხვას მორალურად დავეცემი და მარტლა პსიქიკურად შევიშლებიი :*

  • -Diana- თქვა:
    10 ივნისი 2012 18:56 - ID: 24,
    - ძაან მაგარია
    უზომოდ მომეწონა

  • katokato თქვა:
    10 ივნისი 2012 13:28 - ID: 23,
    ბერიაზე ვიღადავე,ჯერ ცოცხალი არავის ასვენებდა და ეხლა მიცვლაებული,მეეჭვება მაგის სული ჯოჯოხეთის გარდა სადმე დაძრწოდეს,ფოტოების ზოგი ჰოტოშოპს გავს

  • meduca თქვა:
    10 ივნისი 2012 11:09 - ID: 22,
    pirveli surati iyooo sakmaoood damajerebeliiii)))moomwoooonsss))

  • arabidze xatia თქვა:
    10 ივნისი 2012 10:55 - ID: 21,
    კარგი იყოოო ბოლო სურათი არადამაჯერებელია :DDD

  • MEOW თქვა:
    10 ივნისი 2012 10:25 - ID: 20,
    Dzalian Saintereso Niusia.Kidev Dadet. smile

  • marita)) თქვა:
    10 ივნისი 2012 01:37 - ID: 19,
    თუ თქვენ გაგიჩნდებათ სურვილი შეგიძლიათ აქ ღამეც კი გაათიოთ.

    არა მადლობთ wink
    FAME,
    კიდო მინდა ;)

  • likalikunaa თქვა:
    10 ივნისი 2012 00:08 - ID: 18,
    gaagrzele kide dade eseti siaxleebi zaan momcoons

  • krist...star თქვა:
    10 ივნისი 2012 00:07 - ID: 17,
    ღამის გათევა რა მესიამოვნებოდა :D:D

  • Thug Life თქვა:
    9 ივნისი 2012 23:53 - ID: 16,
    ყველა ამ ფოტოს აქვს საკუთარი ისტორია sadac weriaa CamonaTvalshi mesame suratze eg videeoo youtubzeec deevss da memgoni sisuleleaa gaketebulia photoshopiit sxva videoeebic deevss iseti videoeebic devss sadaac aswavliaaan esee gaketebaas :) isee kargi niusiaa momewonaa :*

  • Nii♥ თქვა:
    9 ივნისი 2012 23:40 - ID: 15,
    ვაიმეე რა მშიშარა ვარ,ნერვებიი მეშლება ჩემს თავზე :D ამ შუა კითხვისას რო ჭექა-ქუხილმა დაიგრუხუნა ერთი სიცოცხლე გავათავე wink ბოლომდე ვეღარ ჩავდივარ და იმ სურათს ნორმალურად ვერ შევხედე ბოლოში როა თუ ბოლოს წინა ,არადა მაინტერესებს :შ wink

  • gogoladze თქვა:
    9 ივნისი 2012 23:16 - ID: 14,
    შეგიზლიათ ღამე გაათიოთოო?? :DD ჰაა ჰაა !! ხო მოვკვდი შიშისგან !! FAME,
    მოსაბეზრებელი არაა !! მაგარი ღადაობაა და მე პირადად ძაან მომწონს !! ))

  • beonce თქვა:
    9 ივნისი 2012 22:53 - ID: 13,
    უფფ,შემეშინდა პირველ სურათში,რომ მოჩვენება იყო

  • FAME თქვა:
    9 ივნისი 2012 22:33 - ID: 12,
    TT.West ♥,
    Amber Rose,
    QiQiTo:):),
    aNn_♥_memi,
    anka_ano,
    Johnny depp,
    მადლობა გავაგრძელებ აუცილებლად.. მაგრამ მოსაბეზრებელი ხო არაა ცოტაა მემგონი კიი wink

  • Amber Rose თქვა:
    9 ივნისი 2012 20:43 - ID: 11,
    ძაან მაგარიაა ::))

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top