;

12 June 2012      ფსიქეა     Views 5226    
Category: Fun, Interesting

როგორ ვიშოვოთ ბევრი ფული?

ბევრი ფულის შოვნის ნლპ-ეური მეთოდები:
1. შედით ძვირიან, ძალიან ძვირიან მაღაზიაში და ეცადეთ მოირგოთ სუპერ-ძვირიანი ნივთი (ბრილიანტის ბეჭედი, უახლესი მოდელის მანქანა...)
2. ერთხელ მაინც მიეცით უფლება თავს და შეიძინეთ ის, რაც თქვენს შესაძლებლობას აღემატება და იმაზე ძვირია, ვიდრე მისცემდით თავს უფლებას დაგეხარჯათ გარკვეული თანხა.
3. ამის შემდეგ შესაძლოა იფქროთ, რომ დარჩებით ნულზე. მაგრამ დაუკვირდით, თუკი ერთხელ მოგეცათ საშუალება დაგეხარჯათ ამხელა თანხა იმაში, რისი მსგავსიც უფრო იაფადაც შეგეძლოთ მიგეღოთ, მაშინ ამის საშუალება მერეც გექნებათ. დაინახეთ თქვენი რესურსი. თქვენ უკვე შეძელით და კიდევ არაერთხელ შეძლებთ გამოიმუშავოთ ასეთი ოდენობის ფული.

როგორ ვიშოვოთ ბევრი ფული?
4. იმას კი ნუ ფიქრობთ და დარდობთ, თუ რამდენი გაკლიათ სასურველ თანხამდე, არამედ გიხაროდეთ ის, რაც უკვე გაქვთ ჯიბეში, სეიფში, ბანკში, მუთაქაში...
5. თუ გინდათ გახდეთ მდიდარი, არ გააკრიტიკოთ სხვა მდიდრები. ნუ ფიქრობთ მათზე, რომ არ არიან კარგის ღირსები, რომ იქურდეს, იმაიმუნეს და ამით მიაღწიეს დიდ ქონებას. ეს ხომ ყოველთვის შეგაფერხებთ წარმატების მიღწევაში. თქვენ თავს ასეთ ,,ცუდ” სტატუსს ვერ აკადრებთ.
6. ნუ იწუწუნებთ იმის გამო, რომ ცოტა გაქვთ. იფიქრეთ პოზიტიურად, დააპროგრამეთ თავი და საკუთარი გონება სიმდიდრეზე, სასიამოვნო მოვლენებზე, იმაზე, რაც ცხოვრებაში სიამოვნებას განიჭებთ. მეტი პოზიტივი დაგაჯერებთ, რომ მეტის ღირსი ხართ ცხოვრებაში.

პატივისცემით
თიკა ევდეევი
წყარო: http://www.facebook.com/ფსიქეა


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top