;
15 ივნისი 2012      Britain     6 კომენტარი     ნანახია 7292-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

გამომგონებელია ადამიანი, ვინც რაიმე ახალს ქმნის ან ძველი იდეების ახლებური გამოყენების გზას პოულობს. მის ნამუშევარს გამოგონება ჰქვია. მთელი ისტორიის მანძილზე ადამიანის წინსვლა გამომგონებლებისა და მათი გამოგონებების წყალობით ხდებოდა. ზოგიერთი გამოგონება ისეთი ძველია, რომ მისი შემქმნელის სახელი აღარავის ახსოვს. ასეთებს მიეკუთვნება ცული, გუთანი და დანა, რომლებიც, შეიძლება, სხვადასხვა დროს გამოჩნდა მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში. ზოგიერთ გამოგონებას თვითონ გამომგონებლის სახელი ჰქვია, მაგალითად, ბიროს ბურთულიანი ავტოკალამი, მტვერსასრუტი და დიზელის ძრავა. დღევანდელი გამოგონებები მეტწილად ისეთი რთულია, რომ მათ ერთი ადამიანი ვერ გამოიგონებდა.
გამოგონებები და გამომგონებლები

დაახლოებით XVI-XVIII საუკუნეებში ევროპელმა მოაზროვნეებმა ახლებური, მეცნიერული აზროვნება დაიწყეს. ამას ახალმა გამოგონებებმა შეუწყო ხელი. გალილეო გალილეიმ (15664-1642) ტელესკოპის გამოყენებით პირველმა შეძლო კოსმოსის დათვალიერება. ამის შემდეგ კი, რობერტ ჰუკმა (1635-1703) მძლავრი მიკროსკოპი გამოიგონა.
ამერიკელ გამომგონებელს - თომას ედისონს (1847-1931) 1000-ზე მეტი გამოგონება აქვს.

გამოგონებები და გამომგონებლები

◤რობერტ ჰიუკის მიკროსკოპი


ტრანსპორტი

ზოგიერთი ადრეული გამოგონებები ადამიანს მიმოსვლას უადვილებდა. ხის მთლიანი ტანისგან გაკეთებული კანოე დაახლოებით 8000 წლის წინ გაჩნდა. დაახლოებით 5500 წლის წინ, ბორბლის გამოგონებას მოჰყვა ეტლის, ფორნისა და ტრანსპორტის სხვა სახეობების შექმნა. გასულ საუკუნეში მრავალგვარი ტრანსპორტი გამოიგონეს, მათ შორის, ტანკი, რაკეტა, რეაქტიული თვითმფრინავი, შვეულმფრენი, ჰაერბალიშიანი გემი და კოსმოსური ხომალდი.

გამოგონებები და გამომგონებლები

დაზგა - დანადგარები

გამოგონება ხშირად ადამიანს საქმის კეთებას უადვილებს. დაახლოებით 1750 წლიდან მოყოლებული, გაჩნდა ისეთი გამოგონებები, როგორიც სართავი, საქსოვი დაზგები და ორთქლმავალია. მათი საშუალებებით ფაბრიკა-ქარხნებში საქონლის შექმნა გაიოლდა და გაიაფდა. ეს უდიდესი ცვლილება დიდ ბრიტანეთში მოხდა და მალე მთელ მსოფლიოს მოედო. ამას ეწოდა ინდუსტრიული რევოლუცია.

გამოგონებები და გამომგონებლები

კომუნიკაციები

ტელეფონი 1876 წელს გამოიგონა ალექსანდ გრემ ბელმა (1847-1922). ბოლო 100 წლის განმავლობაში კომპიუტერი, სატელიტები და ინტერნეტი გაჩნდა. ეს გამოგონებები კავშირის დამყარებას უადვილებს ადამანს. ინტერნეტში ისეთი ვებსაიტები და ფორუმებიც კია, სადაც გამომგონებლები ერთმანეთს უზიარებენ თავიან გამოგონებებს!

გამოგონებები და გამომგონებლები

◤პირველი კომპიუტერი


სიცოცხლის საიდუმლო

შეიძლება თუ არა, ცხოველი ადამანის გამოგონებად ჩაითვალოს? ცხვარი, სახელად დოლი, 1996 წელს გაჩნდა. იგი კვერცხუჯრედიდან არ განვიტარებულა : მეცნიერებმა დოლი მოზრდილი ცხვრის უჯრედის კოპირების (კლონირების) საშუალებით შექმნეს. დოლი პირველი ძუძუმწოვარი იყო, რომლის კლონირება მოახერხეს მეცნიერებმა.

გამოგონებები და გამომგონებლები

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

6


  • tamta თქვა:
    11 დეკემბერი 2013 19:06 - ID: 6,
    მაგარია მაგრამ მე სხვანაირი მინდოდა sad
    გილოცავთ ახალ წელს drunk

    drunk drunk drunk drunk drunk drunk იუჰუუუუუუუუუუუ

  • Britain თქვა:
    15 ივნისი 2012 16:55 - ID: 5,
    lalaa,
    love love

  • arabidze xatia თქვა:
    15 ივნისი 2012 16:50 - ID: 4,
    საინტერესოა love

  • lalaa თქვა:
    15 ივნისი 2012 15:33 - ID: 3,
    ვაუუ ყოჩააღ ძაან საინტერესო ნიუსიი იყოო love

  • aNn_♥_memi თქვა:
    15 ივნისი 2012 15:31 - ID: 2,
    დოლზე ვიცოდიიი wink ბიოლოგიაში მაგისმეტს რას ვსწავლობდი lol ხო მართლა დღეს სკოლა დავამთავრეე drunk love
    ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვარ მგონიიი wink

  • Deakoo თქვა:
    15 ივნისი 2012 15:24 - ID: 1,
    ვაააა რა საინტერესო იყო გადავირიეე

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top