;
18 ივნისი 2012      Britain     27 კომენტარი     ნანახია 2114-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა, მუსიკა

Ed Sheeran - Lego House (www.primemusic.ru)

Powered by mp3skull.com
Ed Sheeran

ედვარდ კრისტოფერ შეერანი ( Edward Christopher Sheeran) - ცნობილი როგორც უბრალოდ ედ შეერანი დაიბადა 1991 წლის 17 თებერვალს, ჰალიფაქსში. იგი არის ბრიტანელი მომღერალი, კომპოზიტორი და პროდიუსერი. ედმა გიტარაზე დაკვრა და სიმღერების წერა ადრეულ ასაკში დაიწყო. სიმღერების ჩაწერა 2005 წელს. 2008 წელს საცხოვრებლად გადავიდა ლონდონში მუსიკალური კარიერის მოსაწყობად. ედის თქმით, მისი მთავარი შთაგონება და ინსპირაცია ჯეიმს მორისონია. 2011 წელს, შეერანმა კონტრაქტზე ხელი მოაწერა Asylum / Atlantic Records-თან. ამავე წლის ივნისში, ახალგაზრდა ინგლისელის სადებიუტო სინგლმა "The A Team" მესამე ადგილი დაიკავა დიდი ბრიტანეთის ოფიციალურ ჩარტებში. ედს კიდევ უფრო დიდი სტიმული მისცა იმ ფაქტმა, რომ მისმა პირველმა ალბომმა ოთხგზის პლატინუმი მიიღო. 2012 წელს, მან მოიგოო ორი BRIT ჯილდო ნომინაციებისთვის: "Best British Male Solo Artist" და "British Breakthrough of the Year". სიმღერა - "The A Team"-მ მოიგო Ivor Novello ნომინაციისთვის - "Best Song Musically and Lyrically".
Ed Sheeran

26 აპრილს, შეერანი გამოჩნდა სატელევიზიო მუსიკალურ შოუში "Later... with Jools Holland" – სადაც შეასრულა "The A Team". 6 კვირის შემდეგ, სინგლი ყველასთვის იყო ხელმისაწვდომი. სიმღერამ მესამე ადგილი დაიკავა ბირტანეთის ოფიციალურ ჩარტებში. მან გამოსვლის პირველივე კვირას 58,000 კოპია გაყიდა. "The A Team"გახდა ბესტსელერი სინგლი 2011 წლისა, სულ გაყიდული 801,000 ეგზემპლარით. პირველი ადგილი დაიკავა ავსტრალიის, გერმანიის, ირლანდიის, იაპონიის, ლუქსემბურგის,ახალი ზელანდიის, ნორვეგიის და ჰოლანდიის ჩარტების ტოპ ათეულში. შეერანმა დაადასტურა ინფორმაცია, რომ "You Need Me, I Don't Need You" ხელმისაწვდომი გახდებოდა 28 აგვისტოს, როგორც მეორე სინგლი ალბომიდან. მართლაც, ამ სინღერამ მეორე ადგილი დაიკავა ბრიტანეთის ჩარტებში.
Ed Sheeran

Ed Sheeran

ედ შეერანის ალბომი "+" გამოიშვა 2011 წლის 12 სექტემბერს და დაიმსახურა კრიტიკოსების დიდი მოწონება. " Metacritic " -ამ ალბომს მიანიჭა 65 ქულა 100-დან, რაც საკმაოდ კარგს ნიშნავს. დიდი ბრიტანეთის ალბომების ოფიციალურ ჩარტში, "+"-მა დაიკავა პირველი ადგილი. ალბომმა გაყიდა 102,000 კოპია პირველივე კვირაში. ის გახდა ბესტ-სელერი სადებიუტო ალბომი ბრიტანეთში. 2011 წელს მთლიანობაში გაყიდული აქვს 791,000 კოპია. 2012 წლის იანვრის მონაცემების მიხედვით, ალბომი #1 იყო მთელი ბრიტანრეთის მასშტაბით, ალბომმა მიიღო ოთხმაგი პლატინუმი "British Phonographic Industry"-ს მიერ. 2012 წლის მარტში ალბომის გაყიდვების სრული რაოდენობა 1,021,072 ეგზემპლარს შეადგენდა ბრიტანეთში. "+" მოექცა ავსტრალიის, ბელგიის, ჰოლანდიის, ირლანდიის, ახალი ზელანდიის და შვედეთის ალბომების ჩარტების ტოპ ათეულში.

Ed Sheeran

ბრიტანული ბოი-ბენდის "One Direction"-ის სიმღერა "Moments" შეერანის დაწერილია. 2012 წლის 21 თებერვალს, ედი დაესწრო " Brit Awards"-ს და იგი ორი ჯილდოთი დატოვა - ნომინაციებისთვის "Best British Male Solo Artist" & "British Breakthrough of the Year". 2012 წლის 10 იანვარს, შეერანის სიმღერამ "Give Me Love" გაიჟღერა "Dangerous Liaisons" და The Vampire Diaries-ს რამდენიმე ეპიზოდში. ასევე 2012 წლის "Ivor Novello Awards"-ზე ედის სიმღერამ "The A Team" აჯობა ადელის "Rolling in the Deep"-ს და "Florence and the Machine's" -ის "Shake It Out"-ს, " Best Song Musically and Lyrically"-ს მოგებით. დღესდღეობით ედ შეერანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მომღერალია, რომელიც ბრიტანეთის საზღვრებს უკვე გასცდა...

Ed Sheeran

Ed Sheeran

Ed Sheeran

Ed Sheeran

Ed Sheeran

Ed Sheeran

კატეგორია: საინტერესოა, მუსიკა
Tags:

27


  • Taamoo თქვა:
    23 ივნისი 2012 15:54 - ID: 27,
    "Give Me Love" როგორ მიყვარს love

  • Britain თქვა:
    21 ივნისი 2012 22:37 - ID: 26,
    usaxelo gmiri var:),
    ფრედის დიდი ფანი ვარ, მაგრამ ედი ფრედს შესახედავად ბევრად ჯობს.

  • anamaisashvili თქვა:
    20 ივნისი 2012 15:08 - ID: 25,
    კაია რუპერტის გამო ვუყურე ამ სიმღერის კლიპს და ძAაან მომწონს უკვე რამდენი ხანია

  • DIRECTIONER თქვა:
    19 ივნისი 2012 17:11 - ID: 24,
    oooo gmerto : | JB Edsssssssssss rogor jobia xalxo ??? garegnobit ro msjelobt simgeris xarisxsac shexedet ra

  • TeeSh_T თქვა:
    19 ივნისი 2012 15:29 - ID: 23,
    Ed Sheeran ჩემი საყვარელი მომღერალი ! ამისი ყველა სიმღერა მიყვარს ! love love

  • miley-justin თქვა:
    19 ივნისი 2012 12:13 - ID: 22,
    ცუდი არ არის,მაგრამ ჩემი ჯასტინი მილიარდჯერ ჯობია smile

  • -Fashionable თქვა:
    19 ივნისი 2012 10:20 - ID: 21,
    როგორ მიყვარს love განსაკუთრებით Lego House love ჰო და კიდევ ერთს დავამატებ,გარეგნობას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.ამ შემთხვევაში სმენა და ხმაა მთავარი smile

  • elena -elena თქვა:
    19 ივნისი 2012 09:32 - ID: 20,
    Moments love The A Team love მიყვარს ედი ნიჭიერი ადამიანია love

  • 19 ივნისი 2012 08:34 - ID: 19,
    usaxelo gmiri var:),
    რა კარგად ხარ :|

    ამის რამდენიმე სიმღერა მომწონს
    ერთ-ერთ კლიპსი რუპერტი მონაწილეობს ისეთი საყვარელია
    რომ რავიცი... :)

  • Miss Nirvana თქვა:
    19 ივნისი 2012 00:26 - ID: 18,
    ვაიმეე როგორ მიყვარს აი პირველივე სიმღერიდან მოყოლებული ვაფრენ ამ ბიჭზე <3

  • evergreen_angel თქვა:
    19 ივნისი 2012 00:17 - ID: 17,
    <3 იდიდიიიიიდიდიდიდდიდი <3

  • DIRECTIONER თქვა:
    18 ივნისი 2012 23:53 - ID: 16,
    usaxelo gmiri var:),
    ra shuashia gregnoba da simgera? saertod ici Edis romelime simgera? ro code egre ar ilaparakebdi : | ra sisuleleebs ityvit xolme ra

  • elga თქვა:
    18 ივნისი 2012 23:42 - ID: 15,
    ვაიმე მიყვარს ეს ბიჭი თან საყვარელია და სიმპატიურიი.
    ნიუსი love

  • Britain თქვა:
    18 ივნისი 2012 23:34 - ID: 14,
    usaxelo gmiri var:),
    ფრედი მერკურიც არ იყო დიდად სიმპატიური. და ამან შეუშალა ხელი იმას, რომ იგი ყველა დროის უდიდესი მუსიკოსია?

  • nattia.. თქვა:
    18 ივნისი 2012 23:33 - ID: 13,
    ვგიჟდები ეძიკაზე უნიჩიერესია და უძლიერესი სიმგღერები აქვთ და გარეგნობა რა შუაშია საერთოდ belay love love

  • DIRECTIONER თქვა:
    18 ივნისი 2012 23:21 - ID: 12,
    daiwyes exla ras gavs da egetebi : ||| xalxo musicas mousminet martla dzaan kargi simgerebi aqvs egreve garegnobit ro iwyebt : @

  • Britain თქვა:
    18 ივნისი 2012 23:19 - ID: 11,
    Trouble_Maker,
    აბა შენ ეგა თქვი :)

  • Trouble_Maker თქვა:
    18 ივნისი 2012 23:11 - ID: 10,
    ყველა ბიჭი ასეთი იყოს გვეშველებოდა love

  • Nanno_Dobrev თქვა:
    18 ივნისი 2012 23:09 - ID: 9,
    The a team შეუდარებელი სიმღერაა ოღონდმ ე ბირდის ცოვერი უფრო მომწონს

  • Annnn...♥♥ თქვა:
    18 ივნისი 2012 22:49 - ID: 8,
    2012 წლის 10 იანვარს, შეერანის სიმღერამ "Give Me Love" გაიჟღერა "Dangerous Liaisons" და The Vampire Diaries-ს რამდენიმე ეპიზოდში

    ვამპირის დღიურების მერე გავიგე ამის შესახებ მანამდე არც ვიცოდი
    Give Me Love მიყვარს love ჩემი დელენა ცეკვავს ამ სიმღერაზე

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top