;
25 ივნისი 2012      nini.     36 კომენტარი     ნანახია 8158-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

8 რამ, რასაც საკუთარ თავს უნდა ეუბნებოდე !


Hedley - Perfect

Powered by mp3skull.com




1) მე ვუსმენ ჩემს გულს და ვმოქმედებ ინტუიციით

არ უნდა იყო დამოკიდებული პრობლემებზე.იოცნებე. იცხოვრე იმ ცხოვრებით, რომელიც ყოველთვის გინდოდა. იყავი ადამიანი, რომელიც გინდა რომ ახსოვდეს ხალხს წლების განმავლობაში. მიიღე გადაწყვეტილებები და იმოქმედე! დაუშვი შეცდომები, დაეცი, მაგრამ კვლავ ფეხზე წამოდექი, კიდევ ერთხელ სცადე. თუ ათასჯერ დაეცემი, ნუ ინერვიულებ, რადგანაც გულის სიღრმეში გეცოდინება, რომ შენი ოცნებების მისაღწევად ყველაფერი გააკეთე, რაც შეგეძლო !

თითოეულ ჩვენგანს გულში ცეცხლი უნთია, რომელიც რაღაცას წვავს. შენი პასუხისმგებლობაა, რომ იპოვო ის რაღაც და შეინახო. ეს შენი ცხოვრებაა და თან ძალიან ხანმოკლე. არ მისცე სხვებს უფლება ჩააქრონ ეს ცეცხლი. სცადე რისი ცდაც გინდა. წადი იქ, სადაც გინდოდა. გაჰყევი საკუთარ ინტუიციას. იოცნებე გახელილი თვალებით, ყოველ დღე გააკეთე რაიმე ისეთი, რაც დაგეხმარება შენი ოცნების რეალობად ქცევაში.

ნუ მოიწყენ თუ რაღაც არ გამოგივა, რადგანაც ოცნებებისაკენ მიმავალი გზის გავლა არც ისე ადვილია. იფიქრე რომ იმედგაცრუებები და ჩავარდნები უბრალოდ გამოწვევაა - ტესტი, რომელიც ცდის თუ რამდენად შეუპოვარი და მამაცი ხარ. იცოდე, რომ გზის დასასრულს იმას კი არ გაიხსენებ ხშირად, რაც გააკეთე, არამედ ინანებ იმას, რომ არ გააკეთე რაღაც, რისი გაკეთებაც შეგეძლო, ახლა კი გვიანია...




2) ვამაყობ საკუთარი თავით !


შენ ხარ საუკეთესო მეგობარი და კრიტიკოსი საკუთარი თავის. გულგრილად დატოვე სხვისი მოსაზრებები, რადგანაც დღის ბოლოს, როდესაც სარკეში ჩაიხედავ აღმოჩნდები საკუთარი თავის პირისპირ. მიიღე ყველაფერი შენს შესახებ - ყველაფერი ! შენ შენ ხარ, ეს არის დასაწყისიც და დასასრულიც.

იყავი კმაყოფილი და სხვისგან აიღე კარგი მაგალითი. ეს შთაგაგონებს და დაგეხმარება გახდე ისეთი ადამიანი, როგორიც გინდა რომ იყო და ასევე დაგეხმარება სულიერ ზრდაში.

ამაყობდე მაინც და მაინც არ ნიშნავს ტრაბახობდე, იკვეხნიდე თუ რამდენად შესანიშნავი ხარ. ეს არ ნიშნავს, რომ უნდა ფიქრობდე თუ რამდენად სრულყოფილი ხარ - სრულყოფილი არავინ არ არის !
უბრალოდ უნდა იცოდე, რომ ხარ ღირსი გიყვარდეს და უყვარდე ! ერთადერთი რამ უნდა გააკეთო მხოლოდ- უნდა იყო ის, რაც ხარ და იცხოვრო იმ ცხოვრებით, იმ ისტორიით, რომლითაც სხვა ვერავინ შეძლებს ცხოვრებას - შენი, საკუთარი ისტორია ხომ უნიკალურია. უნდა იამაყო, უნდა იყო სანდო, არ იცი როდის ვინ გიყურებს და ფიქრობს თუ როგორ უნდა შენს ადგილზე ყოფნა !




3) მე ვარ ბედნიერი და მადლიერი !


ბედნიერება არის შენი შინაგანი განწყობა. ის თუ როგორ ხედავ საკუთარ თავს და სამყაროს .

იყო მადლიერი, ნიშნავს იყო ბედნიერი მუდამ. თუ ეს გეძნელება, უბრალოდ დაჯექი, დახუჭე თვალები, ნელა ჩაისუნთქე და იყავი მადლიერები იმით, რომ ჰაერს სუნთქავ. ამ მომენტში შენი ყოველი ჩასუნთქვა, სხვისთვის შესაძლოა უკანასკნელი იყოს !




4) მე ვიზრდები პიროვნულად, იზრდება ჩემი საუკეთესო მხარეები !


ნათქვამია: ,,იყავი ყოველთვის პირველი საკუთარი პიროვნებიდან გამომდინარე და არა მეორე სხვისი მიმბაძველობით " იცხოვრე ამ ფრაზით. იმაზე საშინელება რა არის, ცხოვრობდე სხვის ფეხსაცმელში. ერთადერთი, რომელ ფეხსაცმელსაც შეგიძლია დაეპატრონო არის საკუთარი. თუ არ ხარ ის. რასაც სინამდვილეში წარმოადგენ , მაშინ არც ცხოვრობ.

დაიმახსოვრე ! იყო ვიღაც სხვა, ნიშნავს კარგავდე საკუთარ თავს ! უნდა იზრდებოდე მუდამ სულიერად. უნდა იცოდე შენი სუსტი და ძლიერი მხარეების შესახებ. უნდა იყავი შენი თავის საუკეთესო ვერსია !




5) დროს კარგად ვიყენებ !


დრო ალბათ ცხოვრების ყველაზე ღირებული შემადგენელი ნაწილია. იცხოვრე ამ წუთით, ამ მომენტით. დაინახე სამყარო სხვა თვალით, იმოგზაურე, რას უცდი? იყავი შესანიშნავ ადამიანებთან ერთად, გასინჯე განსხვავებული საკვები, მოინახულე გასაოცარი ადგილები.

დაიმახსოვრე ! შენი დრო ფასდაუდებელია, მაგრამ უფასოა ! ვერ დაისაკუთრებ, თუმცა შეგიძლია გამოიყენო. შეგიძლია დახარჯო, მაგრამ შენთვის ვერ დაიტოვებ. ერთხელ თუ დაკარგავ, ვეღარასდროს დაიბრუნებ. მართლაც ძალიან ხანმოკლე დროა ცხოვრებისათვის. ასე რომ იყოს შენი ოცნებები იმაზე დიდი და ძლიერი ვიდრე შიშია, იყოს შენი მოქმედებები იმაზე ხმამაღალი, ვიდრე სიტყვებია. გამოიყენე ეს დრო !




6) მე ვარ გულწრფელი საკუთარ თავთან !


იყავი სამართლიანი შენი ქმედებების მიმართ, სწორი თუ არასწორის. იყავი სამართლიანი შენი ცხოვრების ყოველი ასპექტის მიმართ, ყოველთვის.

ეძებე შენი სული, რადგან შენ ხარ ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ნამდვილად იცის თუ ვინ ხარ სინამდვილეში. თუ ამას შეძლებ უკეთესად გაიგებ თუ სად დგეხარ ახლა და როგორ მოხვედი აქამდე.




7) დავივიწყე ისინი, რომლებმაც ოდესღაც ტკივილი მომაყენეს !


თითოეული ჩვენგანისთვის ოდესღაც ვინმე სხვა ადამიანს მოუყენებია ტკივილი - მოგვპყრობიან ცუდად, ნდობა არ გაუმართლებიათ, გული უტკენიათ. ტკივილი ნორმალურია, თუმცა ხშირად ძალიან დიდი დრო უნდება მის მოშუშებას. ამ დროის განმავლობაში კი ტკივილი ისადგურებს ჩვენს სულში, გონებაში და ხელს გვიშლის ნორმალურად ცხოვრებაშიც კი.

როდესაც გულნატკენები ვართ, ვკარგავთ იმ დროს, როდესაც შესაძლებელია უბედნიერესები ვყოფილიყავით. ხელს გვიშლის დავინახოთ თუ რამდენად მშვენიერია სამყარო, აქ ხომ უამრავი მშვენიერი რამ ხდება. ამ ყველაფრისათვის კი საჭიროა, რომ პატიმარი გაათავისუფლო ციხიდან და შემდეგ აღმოაჩინო, რომ ეს პატიმარი შენ იყავი !




8) არ მაქვს სინანულის გრძნობა !


ეს არის შეჯამება იმის, თუ რაზე ვისაუბრე წინა 7 ნაწილში.

უსმინე შენს გულს. იყავი სამართლიანი საკუთარ თავთან მიმართებაში. გააკეთე ის, რაც ბედნიერ გხდის. იყავი იმ ადამიანის გვერდით, რომელიც ბედნიერს გხდის. იცინე იმდენ ხანს, რამდენსაც სუნთქავ. გიყვარდეს იმდენ ხანს, რამდენსაც ცხოვრობ. თქვი, რაც საჭიროა, რომ ითქვას. გაუწოდე ვინმეს დახმარების ხელი თუ ეს შეგიძლია. დააფასე ყველაფერი, რაც გაქვს. გაიღიმე. აღნიშნე შენი პატარა მოგებები. ისწავლე საკუთარი შეცდომებიდან. გაანალიზე, რომ ყველაფერი გაკვეთილია, უბრალოდ შენიღბული სახით. დაივიწყე. და უბრალოდ განთავისუფლდი ისეთი რაღაცეებისაგან, რომლის კონტროლიც არ შეგიძლია !



კატეგორია: საინტერესოა
Tags:

36


  • mareXX თქვა:
    3 ივლისი 2012 20:21 - ID: 36,
    ამ მომენტში შენი ყოველი ჩასუნთქვა, სხვისთვის შესაძლოა უკანასკნელი იყოს !
    ამის ფრაზას სანამ წავიკითხავდი წამით ადრე ღრმად ჩავისუნთქე და ორმაგად ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა:(( love

  • nini_nini5521 თქვა:
    30 ივნისი 2012 14:55 - ID: 35,
    საუკეთესო სიახლეა რაც საერთოდ წამიკითხავს , ყოჩაღ ავტორო !!! ასე გააგრძელე love

  • SaLiSa თქვა:
    27 ივნისი 2012 15:04 - ID: 34,
    ყოველ დღე გააკეთე რაიმე ისეთი, რაც დაგეხმარება შენი ოცნების რეალობად ქცევაში.

    შენ შენ ხარ, ეს არის დასაწყისიც და დასასრულიც.
    აჰჰ მართალიააა
    "მე ვარ - მე და არავინ სხვა ! " < ჩემი პრინციპია და ამ პრინციპით ვმოქმედებ.


    ჩემი სათქმელი თქვი ამ ნიუსით. რავიცი რასაც ვფიქრობ ზუსტად ისინი წერია

  • just,nino თქვა:
    26 ივნისი 2012 20:39 - ID: 33,
    ასეთი კარგი ნიუსი მე ჯერ არ წამიკითხავს : მოდურ სიახლეებს არ ვეხებიი )) ყოჩაღ ავტოროოო

  • FuNnYbUnNy თქვა:
    26 ივნისი 2012 16:01 - ID: 32,
    ვგიჟდები ამ სიმღერაზე

  • nini. თქვა:
    26 ივნისი 2012 14:12 - ID: 31,
    ყველას უღრმესი მადლობა, მიხარია ეს პუბლიკაცია თუ დაგეხმარათ ცოტათი მაინც )

  • catherine თქვა:
    26 ივნისი 2012 14:05 - ID: 30,
    ძალიან მომეწონააა love მართლა დამეხმარება smile

  • KeSso13 თქვა:
    26 ივნისი 2012 11:40 - ID: 29,
    ძალიან კარგი ნიუსია love მომეწონა love ფავორიტებშიი love

    muraba,
    დროებიით :* მთავარია მოინდომო :* მე თითქმის ყველა პუნქტში ვჯდები მაგრამ უკეთესად მინდა მოვირგო :) შეეცადე და ყველაფერი გამოგივა :) მთავარია მონდომება და სიმტკიცე :*

  • Nina√ თქვა:
    26 ივნისი 2012 11:10 - ID: 28,
    Anch_Bey,
    მეც ანჩოო
    კარგი ნიუსიაა ისე request

  • muraba თქვა:
    25 ივნისი 2012 22:22 - ID: 27,
    აქედან სამწუხაროდ უმეტესობა ჩემს პუნქტში არ არის მადლიერი ვარ ღმერთის მაგრამ დანარჩენი ნამდვილად შორსა ყველანაირად ვცდილობ პოზიტიურად დავინახო ეს ცხოვრება მაგრამ არ გამომდის ასე რომ დანარჩენი პუნქტი ჩემთვის დროებით მიუწდომელია

  • aaNoo_BaaNoo თქვა:
    25 ივნისი 2012 22:22 - ID: 26,
    ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა <3 დავმშვიდდი და კიდევ უფრო ძლიერი გავხდი ვიდრე აქამდე ვიყავი <3 მადლობა ავტორო*

  • mariegrenier თქვა:
    25 ივნისი 2012 22:10 - ID: 25,
    <3

  • monica94 თქვა:
    25 ივნისი 2012 22:06 - ID: 24,
    აუ რა იყოოოოოოოო love love მაგარიაა კითხვის დროს მუგამშიი შევედიი მაგრააააად))))) აუ კაია ძაააააან რაგაც ამ ბოლო დროოოს ვეგარ ვაკეთეეებ იმას რაც მინდაა რაგაცამ შემბოჩაა ძააან და სხვის აზრს უფროო ვითვალისწინებ ვიდრე ჩემსას )))))))))) მომიყვანა ხოდზეე )))))))))))))) მმმმმმაგაარიაა)))))))))))))))))))))) love love

  • best თქვა:
    25 ივნისი 2012 21:43 - ID: 23,
    უი კაი იყო

  • FuCk Off. თქვა:
    25 ივნისი 2012 20:10 - ID: 22,
    ვაა ავტორ ეს რა გაჩითე საღოლ რა feel

  • ბაჭია♥ თქვა:
    25 ივნისი 2012 19:38 - ID: 21,
    ძაან მომეწონდა ნიუსიიიიიიი winked feel მაგრამ ასე ადვილიც არაა ამათი შესრულება ყოველთვის..

  • Queen. თქვა:
    25 ივნისი 2012 19:38 - ID: 20,
    5) დროს კარგად ვიყენებ ! ეს რო მეთქვა იმხელა ტყუილი გამომდიოდა,რო უბრალოდ ვეღარც წავიკითხე lol

  • Johnny depp თქვა:
    25 ივნისი 2012 19:10 - ID: 19,
    ძალიან კაარგი ნიუსია არ ვიიცი რა ვთქვა love

    tamo,
    რა არ გაქვს საამაყო მითხარი ერთი ?? :D wink

  • Nini ) თქვა:
    25 ივნისი 2012 19:06 - ID: 18,
    WoW!!! love უმაგრესი ნიუსიიი...გავგიჯდიიი!!! სგ ავტოორ request

  • mariami თქვა:
    25 ივნისი 2012 18:49 - ID: 17,
    love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top