;

20 June 2012      Annnn...♥♥     Views 18911    
Category: Fun, Interesting

ვამპირები — მითოლოგიური ან ფოლკლორული არსებები. ხშირად, გამოცოცხლებული ადამიანის ცხედრები, რომლებიც ადამიანისა და ან ცხოველის სისხლით იკვებებიან. ამას გარდა, ვამპირები ხშირად არიან სხვადასხვა მხატვრული ფილმისა თუ ლიტერატურის გმირები. თუმცა, ვამპირები მხატვრულ ლიტერატურაში და მითოლოგიაში ოდნავ განსხვადებიან. ფოლკლორში ეს ტერმინი, როგორც წესი, დასავლურევროპული ლეგენდების სისხლისმწოველა არსებების მიმართ გამოიყენება, თუმცა ხშირად ვამპირებს მათ მსგავს არსებებსაც უწოდებენ სხვა ქვეყნების კულტურებიდან. ყველა გადმოცემაში ვამპირის დამახასიათებელი თვისებები ძლიერ განსხვავებულია. ზოგიერთ კულტურაში გავრცელებულია ისტორიები არაადამიან ვამპირებზე, მაგალითად ღამურებზე, ძაღლებზე და ობობებზე.
მათი დამახასიათებელი ნიშნები:
თვალების ფერის შეცვლა ყოველდღიურად;
წელიწადის გარკვეულ დროს დაბადებულები (ახალი მთვარისას, წმინდა დღესასწაულებზე და ა.შ.);
კუდით, კბილებით ან ზედმეტი ძუძუთი დაბადებულები (თანდართული ანომალია);
დიდი თმის საფარით, წითელი ხალით ან ორი გულით დაბადებულები;
წმინდა დღესასწაულებზე ჩასახულები;
დედის ძუძუს ნაადრევად მოშორებულები;
სხვისი ძუძუთი გამოკვებილები, მას შემდეგ რაც დედისას მოაშორეს;
მამის მეშვიდე ვაჟი;
მოუნათლავად გარდაცვლილები;
დაწყევლილები;
გაზრდამდე ნაადრევი სისხლ მოსულობა ანუ სისხლის მოსვლა
ტუჩების სიწითლე დაბადებისთანავე

სიკვდილის შემდგომი მოვლენები:
ვამპირის ხელში სიკვდილი;
ცხოველი, რომელიც მიცვალებულს ან კუბოს გადაახტება;
ცხედარზე არსებული მუდმივი ჩრდილი;
დაუკრძალავი მიცვალებული ან არასათანადო დაკრძალვა;
ძალადობის ან მკვლელობის მცდელობისას სიკვდილი;
მკვლელობა შურისძიებით;
უყურადღებოდ დატოვებული ცხედარი;
წყალზე მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად სიკვდილი (დამხრჩვალი);
გაძარცული ცხედარი;
პირქვე დაკრძალულები.


მაინც ვინ არიან ვამპირები?ბნელი შუა საუკუნეებიდან ადამიანების გონებაში დალექილი ზღაპრული არსებები თუ ჩვენ ირგვლივ მცხოვრები რეალური არსებები?
ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხი არ არსებობს. ზოგს სჯერა მათი არსებობის…ზოგს არა… ამ ფენომენის თავისებურ განმარტებას მეცნიერებიც გვთავაზობენ. ვამპირიზმს, როგორც ყველაფერ სხვა ზებუნებრივს ისე უყურებენ. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ წარსულში ვამპირებად მიჩნეული ადამიანები, უბრალოდ პორფირიით იყვნენ დაავადებულნი.

ფინელი პროფესორი ტიკანენი აცხადებს, რომ ვამპირების ბუნების ამოცნობა შეძლო.
პროფესორის აზრით, ვამპირებისა და მაქციების შესახებ ევროპულ მითებს საფუძვლად რეალური მოვლენები უდევს. ტიკანენის თქმით, გადმოცემებში, რომლებიც გაზვიადებული დეტალებითაა სავსე, იმ ადამიანების ცხოვრებაა აღწერილი, რომლებიც ე.წ. პორფირიის ძალზე მძიმე ფორმით არიან დაავადებულნი.

უზარმაზარ ძალას, რომელსაც გადმოცემით ვამპირებს მიაწერენ, ავადმყოფებს არა ზებუნებრივი შესაძლებლობები, არამედ ჩვეულებრივი სასოწარკვეთილება ანიჭებს. საშინელი ტკივილისგან გამხეცებულნი, ხშირად ადამიანებსაც ესხმოდნენ თავს და ამ ბრძოლაში მათ ბადალი არ ჰყავდათ,მაგრამ მედალს მეორე მხარეც აქვს-პორფირია გადამდები დაავადება არ არის,შეუძლებელია ადამიანი კბენის შემდეგ ამ საშინელი სენით დაავადდეს,ეს ის არგუმენტია რომელსაც მეცნიერები ჯერ-ჯერობით ვერ აქარწყლებენ და მხოლოდ ჰიპოთეზების დონეზე გამოთქვამენ აზრებს

მსჯელობები ვამპირებისა და ვამპირიზმის შესახებ ყოველგვარ ზღვარს სცდება,უბრალოდ ადამიანთა გარკვეულ კატეგორიას სურს სჯეროდეს სასწაულების,
ნებისმიერი მითი თუ ლეგენდა ემყარება რეალურ მოვლენებს, მხოლოდ ადამიანები დროთა გნმავლობაში მიაწებებენ ხოლმე “რაღაცას.”

კიდევ არსებობს ასეთი აზრი რომ ვამპირი არ არის მკვდარი არსება, ის ცოცხალია და ცხოვრობს ჩვეულებრივ ადამიანთა შორის. მისი ორგანოების უმრავლსობა აღარ ფუნქციონირებს, მაგალითად მას არ ჭირდება სუნთქვა – მისი ფილტვები ჰაერს არ ითხოვენ, მაგრამ მისი გული და ტვინი ისევ ფუნქციონირებს. მას სისხლი ისევე ანაყრებს როგორც ადამიანს ჩვეულებრივი საკვები. ვამპირმა თუ საჭირო რაოდენობის სისხლი არ “მიირთვა” მაშინ მას კანი უბერდება და უძლურდება, ხოლო დანაყრებული ვამპირი კი ძალიან საშიშია. ისინი არიან ძალიან ფერმკრთალნი , მაგრამ ჭამის შემდეგ ვამპირს ცოტათი “ადამიანის ფერი” უბრუნდება, რომელიც მალვე ქრება. თვალები ძალიან ღრმა აქვთ და აქვთ ძალიან წითელი ტუჩები. ზოგ ქვეყანაში თვლიან რომ ვამპირებს ენის წვერი ორად აქვთ გაყოფილი- როგორც გველებს, ხოლო ეშვები კი მხოლოდ მაშინ გამოდიან როცა ვამპირი ვინმეს დასაკბენად ემზადება, შემდეგ კი ისევ ქრებიან. ვამპირები ყოველთვის ჯგუფებად არიან დაყოფილნი და ემორჩილებიან უხუცეს ვამპირს- მათ მბრძანებელს….

გჯერათ ვამპირების არსებობის?

1)კი
2)არა

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top