;

27 June 2012      nini.     Views 7245    
Category: Fun, Interesting

10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე


ცხოვრება არ არის უცვლელი, შენ შეგიძლია ის შეცვალო ნებისმიერ დროს.. არ აქვს მნიშვნელობა შენს ახლანდელ მდგომარეობას, იმას თუ რა მოხდა წარსულში. არ აქვს მნიშვნელობა ასაკს, სქესს ან სოციოეკონომიკურ სტატუსს, შენ ხარ შემქმნელი იმ ცხოვრების, რომელშიც გსურს რომ იცხოვრო.


10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე


გორდონ ლივინგსტონი არის ავტორი წიგნისა ,,Too Soon Old, Too Late Smart" . ის იყო ვიეტნამის ომის ვეტერანი და პრაქტიკანტი ფსიქიატრიაში. ის საუბრობდა იმაზე, რომ ტრაგედია ადამიანის ცხოვრებას ცვლის, მან იპოვა იმის აუცილებლობა, რომ კვლავ ვიყოთ მხიარულები, ვიყოთ მხნედ მიუხედავად დიდი ტკივილისა.

ლივინგსტონის ცხოვრების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ მან 13 თვეში დაკარგა ორი ვაჟი. მისმა უნარმა და ძლიერმა მხარემ აჯობა სისუსტეს, დაავიწყა ბრაზი და სიბოროტე, გადალახა სირთულეები. ეს ბევრი ადამიანისათვის შთამაგონებელია.

,,Too Soon Old, Too Late Smart" შეიცავს 10 არსებით სიმართლეს, რომელიც გვახსენებს რომ ჩვენ არ შეგვიძლია გავიქცეთ იმისგან ვინც ვართ და იმისგან, რაც ჩვენს თავს მოხდა; ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე თუ ვინ გვინდა რომ ვიყოთ და სად გვინდა რომ წავიდეთ.


10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე

1) ჩვენ ვართ ის, რასაც ვაკეთებთ !
ჩვენ არ ვართ ის, რასაც ვფიქრობთ, რასაც ვგრძნობთ ან რასაც ვამბობთ. ჩვენ ვართ ის, რასაც ვაკეთებთ. მოქმედებები იმაზე ხმამაღლა გადმოსცემენ სათქმელს, ვიდრე სიტყვები. თუ შენ უბედურად გრძნობ თავს შენი ცხოვრების გამო, მაშინ დაფიქრდი და გაიხსენე რას აკეთებ იმისათვის, რომ ბედნიერი იყო.


2) მხოლოდ ცუდი რაღაცეები ხდება ძალიან სწრაფად.

3)ნამდვილი სამოთხე არის ის, რაც უკვე დავკარგეთ


10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე


4_ გრძნობები მიჰყვება ქცევას
არ აქვს მნიშვნელობა თუ როგორ ძლიერ ვცდილობთ. ვერ გავაკონტროლებთ ჩვენს ფიქრებსა და გრძნობებს. მაგრამ, ჩვენ ვიცით რომელი მოქმედება გვანიჭებს ბედნიერებას, სიამოვნებას და ნდობას. ამგვარად ჩვენი მოქმედებები გვანიჭებენ ბედნიერებას.

5) ცალმხრივი სიყვარული მტანჯველია, მაგრამ არა რომანტიული.


10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე


6) ცხოვრებაში ორი მნიშვნელოვანი კითხვა არსებობს: ,,რატომ?" და ,,რატომ არა?" . მოხერხება კი იმაში მდგომარეობს, რომ იცოდე თუ რა დროს რომელი უნდა დასვა.
იმის გაანალიზება თუ რატომ ვაკეთებთ რაიმეს კარგად ან ცუდად, ცვლილებებისაკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.

7) ამაოდ ცდილობთ სიმართლისაგან თავის დაღწევას !


10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე


8) ჩვენი ყველაზე დიდი სიძლიერე, ყველაზე დიდი სისუსტეა !

9) ყველაზე უსაფრთხო ციხე ისა, რომელსაც საკუთარი თავისათვის ვაშენებთ !

10) ვინც ხეტიალობს ყველა დაკარგული არ არის !


10 ფაქტი, რომელიც უნდა იცოდე


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top