;

24 June 2012      Britain     21 Comments     Views 8755    
Category: Fun, Interesting, Music

Johann Sebastian Bach - bach 1034adagio

Powered by mp3skull.com
ზოგადად, ბახი გერმანიაში ძალზედ გავრცელებული და სახელგანთქმული გვარია. განსაკუთრებულად იგი ცნობილია მუსიკოსეის წყალობით. ამ გვარს გამორჩეული დიდება მოუტანა იოჰან სებასტიან ბახმა - მეთვრამეტე საუკუნის გენიალურმა მუსიკოსმა, კომპოზიტორმა, შემსრულებელმა და პედაგოგმა.
იოჰან სებასტიან ბახი/Johann Sebastian Bach

იოჰან სებასტიან ბახი - დაიბადა 1685 წელს, გერმანიის ქალაქ აიზენახში. მისი პირველი მასწავლებელი საკუთარი მამა გახლდათ. ბახი ცხრა წლისა, რომ შესრულდა, დაობლდა, მაგრამ მარტო არ დარჩენილა. მას ჰყავდა უფროსი ძმა, რომელსაც ასევე იოჰანი ერქვა, მაგრამ არა იოჰან სებასტიანი, არამედ იოჰან ქრისტოფი. იგი მახლობელ ქალაქ ორდრუფში ცხოვრობდა და ეკლესიაში ორგანს უკრავდა. პატარა იოჰან სებასტიანს უფროსი ძმა ამეცადინებდა. მას ისეთი გასაოცარი მიღწევები ჰქონდა, რომ იოჰან ქრისტოფიც შეაქებდა ხოლმე : "თქვენით კმაყოფილი ვარ, ძმაო, მეტად კმაყოფილიო."
იოჰან სებასტიან ბახი/Johann Sebastian Bach

იოჰან სებასტიანის უფროსი ძმა უცნაური ბუნების ადამიანი იყო. მარტო იმას ასწავლიდა უმცროს ძმას, რაც თვითონ მიაჩნდა საჭიროდ. სწორედ ამიტომ, ღამღამობით, შეუმჩნევლად, პატარა იოჰანი მიიპარებოდა ხოლმე წიგნის კარადასთან , გამოიღებდა იმ დროის ყველაზე გამოჩენილი კომპოზიტორების ნაწარმოებებს, და ერთი მეორეს მიყოლებით იწერდა. მხოლოდ მთვარის მკრთალი შუქი უნათებდა, არც ლამფა ჰწონდა და არც სანთელი. ამაზე ოცნებასაც ვერ ბედავდა სებასტიანი. მხედველობა დაეძაბა, მაგრამ მაინც იჯდა, ლამის დაბრმავებულიყო, მაგრამ უკან არ იხევდა, ჯიუტად იწერდა და იწერდა. ეს მძიმე, თითქმის აუტანელი შრომა იყო. მხოლოდ მუსიკით გატაცება, მხოლოდ შეუპოვარი ხასიათი მატებდა ძალას, მხოლოდ დიდი სურვილი, რომ თვითონ დაეკრა ორგანზე და მოესმინა, ეხმარებოდა ბიჭს მუშაობაში. ექვს თვეს მოუნდა ნოტების გადაწერას, ექვს თვეს არ ეძინა. და აი, ნოტები უკვე ხელთ ჰქონდა, თითქმის ყველა გადაწერილი...მაგრამ მოხდა ის, რისიც ყველაზე მეტად ეშინოდა პატარა იოჰანს...
იოჰან სებასტიან ბახი/Johann Sebastian Bach

იოჰან სებასტიანს მეცადინეობის დროს უფროსი ძმა დაადგა თავზე - ღამის ჩაჩით თავზე ჩამოფხატული და დაბამბულ ხალათში გამოწყობილი შევიდა ოთახში. ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა იოჰან სებასტიანს, ამაოდ ემუდარებოდა გულქვა უფროს ძმას, ეპატიებინა დანაშაული, მაგრამ ვერც ვედრებამ, ვერც ცრემლებ,ა ვერ გაჭრა. ძლივძლივობით გადაწერილი ნოტები ქრისტოფმა ბიჭს წაართვა და ნაკუწებად აქცია...
იოჰან სებასტიან ბახი/Johann Sebastian Bach

ამის შემდეგ, გავიდა დიდი დრო. იოჰან სებასტიან ბახი უდიდესი კომპოზიტორი გამოვიდა. იოჰან ქრისტოფი, კი მართალია, ძმას წაართვა ნოტები, რომელსაც საბრალო მთელი ექვსი თვის განმავლობაში გულმოდგინეთ იწერდა, მაინც ორდრუფის ეკლესიის ერთ უბრალო ორგანისტად დარჩა. დღეს მისი სახელის ხსენებაც კი არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო მისი უფროსი ძმა, გენიოსი - იოჰან სებასტიან ბახი!
იოჰან სებასტიან ბახი/Johann Sebastian Bach

იოჰან სებასტიან ბახი/Johann Sebastian Bach

იოჰან სებასტიან ბახი/Johann Sebastian Bach

იოჰან სებასტიან ბახი/Johann Sebastian Bach


Category: Fun, Interesting, Music
Tags:

Share it
Comments

  • MEOW თქვა:
    26 June 2012 13:14 - ID: 21,
    Unichieresi Adamiania.

  • _somebody_ თქვა:
    25 June 2012 15:42 - ID: 20,
    მაგარია ბახი love

  • -Fashionable თქვა:
    25 June 2012 11:02 - ID: 19,
    ძალიან მომეწონაlove
    ამგვარი ტიპის სიახლეები უნდა იდებოდეს,შემეცნებითი! love
    ყოჩაღ ავტორ! love love

  • aNn_♥_memi თქვა:
    24 June 2012 20:56 - ID: 18,
    ძან მაგარი სიახლეა ძან მომწონს უძლიერესი კომპოზიტორი და უკვდავი ზელოვანი იყო ეს კაცი და არის love ...ეს ისტორია სკოლაში ვისწავლეე ...და ახლა გამახსენდა გული დამეწვაა sad

  • Ani_pupsika15 თქვა:
    24 June 2012 20:22 - ID: 17,
    ძაან მაგარი ნიუსიაა ავტორო საღოლ :)
    მე 7 წლედი დავამთავრე და გავაგრძელე tongue 4 წლიანი ტექნიკუმი რა.. და ხვალ მაქ გამოცდააააააა ვაი გული:(((( და ბახის პრელუდიას ვუკრავ და ა.შ..
    თუ გადავრჩი შემოვალ კიდე" ანჯელზე" wink

  • Airplanes თქვა:
    24 June 2012 20:13 - ID: 16,
    ჩემ ფავორიტ კომპოზიტორებში მეორეა <3 ძაალიაან მიყავრს მისი შემოქმედება... როცაა ვუკრაავ მგონია რომ ჩემი თითებისთვის დაწერა :დ <3 ძალიაან ნიჭიერიი ადამიანი იყო <3

  • keetaa თქვა:
    24 June 2012 20:00 - ID: 15,
    როგორ მიყვაააააააარს love ბებიაჩემი უკრავს ხოლმე love ძაან მაგარი ნიუსია

  • Nii♥ თქვა:
    24 June 2012 19:19 - ID: 14,
    ბახზე ჩემი კომენტარი ზედმეტიი იქნება love ვგიჟდები კლასიკაზე,ძალიან მიყვარს მისი დაკვრა,მე როცა ვუკრავ განსაკუთრებით დიდ სიამოვნებას ვიღებ.. ბახს ვუკრავდი პატარაობაში რო დავდიოდი,ბეთჰოვენს და კიდევ ბევრ სხვას...

  • Britain თქვა:
    24 June 2012 19:10 - ID: 13,
    Ancho.,
    მეც ვერ გავდიოდი კაი 2 საათი შენი ნიუსი " intéressant 2 " -დან feel

    LizyNavy,
    გმადლობ love

  • Perfection❣ თქვა:
    24 June 2012 18:56 - ID: 12,
    ეს კაცი იყო მოვლენა love
    ძალიან კარგი ნიუსია love

  • Ancho. თქვა:
    24 June 2012 18:48 - ID: 11,
    Britain,
    ვუსმენ და ვერ ვძღები ამ ნიუსიდან ვერ გავდივარ
    wink

  • Britain თქვა:
    24 June 2012 18:21 - ID: 10,
    Ancho.,
    ანჩოოოო უღრმესი მადლობა love
    ჰოო, ბახი საოცრებაა

  • Ancho. თქვა:
    24 June 2012 18:14 - ID: 9,
    ელე უღრმესი, მადლობა უნდა მოგიხადო
    ასეთი შესანიშნავი პოსტისთვის
    კლასიკა ჩემი სისუსტეა!
    ბახი პირველ სემეესტრში მქონდა გამოცდაზე მმ ვგიჟდები
    აი ეს არის მუსიკა ყველაზე დამამშვიდებელი
    რა კარგი ადაჟიო აირჩიე:*

  • human13 თქვა:
    24 June 2012 17:55 - ID: 8,
    ვუკრავდი და სიმართლე გითხრათ დიდად არ აღმაფრთოვანებენ ეს კლასიკოსები belay belay ნიუსს არაუშავს კარგია fellow

  • Britain თქვა:
    24 June 2012 17:51 - ID: 7,
    ta_mo,
    lalaa,
    QiQiTo:):),
    მადლობა გოოგოეებოოოო love love

  • lalaa თქვა:
    24 June 2012 17:41 - ID: 6,
    ძაან კარგი ნიუსია ელლე love

  • QiQiTo:):) თქვა:
    24 June 2012 17:30 - ID: 5,
    ძალიან კარგი ნიუსია

  • Britain თქვა:
    24 June 2012 17:29 - ID: 4,
    Anch_Bey,
    მადლობა ანჩოო love

  • ketimtvarelidze თქვა:
    24 June 2012 17:24 - ID: 3,
    მიყვაარს ბახიი დაა საერთოოდ კლასიკაა <3

  • Anch_Bey თქვა:
    24 June 2012 17:15 - ID: 2,
    ყოჩაღ, ყოჩაღ, ელენე. ძალიან მიყვარს მისი შემოქმედებაlove

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top