;

28 June 2012      lady_tamo     Views 2894    
Category: Fun, Interesting

სტივენ კინგის ცხოვრების წესები

სტივენ კინგი - ყველაზე რეიტინგული ამერიკელი მწერალი. სტივენ კინგის შედევრების მიხედვით არაერთი კინოფილმი გადაღებულა, რომლებიც ჯერ კიდევ ინარჩუნებენ წამყვან პოზიციებს კინოინდუსტრიაში. ფანტაზია, რომელიც საშიში ისტორიების გენიას აქვს, მხოლოდ შესაშურია. სტივენ კილგის ხელს ეკუთვნის ის უნიკალური მხატვრული ნაწარმოებები, რომლებიც შემდეგ კინოშედევრებად იქცა, მათ რიგს მიეკუთვნება "გაქცევა შოუშენკიდან", "ნათება". "მწვანე მილი", ტომარა ძვლებით", "1408" და ა.შ ეს სია შეიძლება უსასრულოდ გაგრძელდეს, მაგრამ ნიუსში სულ სხვა თემას განვიხილავთ. ნიუსით თქვენ გაეცნობით სტივენ კინგის ცხოვრების წესებს, რომლებიც მის ციტატებში აღიბეჭდა.


მე ვარ კარტოფილი ფრის და ბიგ-მაკის ლიტერატურული ექვივალენტი

მე პატივს ვცემ შიშს. ის ორგანზიებას უკეთებს ხალხს. მე მაგალითად, არჩევანი რომ მქონდეს, არასოდეს გავფრინდებოდი თვითმფრინავით, რომლის ეკიპაჟსაც ფრენის არ ეშინია.

მე ყოველთვის ბიზნეს-კლასით დავფრინავ. თუკი სიკვდილი მელის, მინდა ახლოს ვიყო მასთან.

მხოლოდ მტრები გეტყვიან სიმართლეს. მეგობრები და შეყვარებულები მუდამ მოგატყუებენ, ისინი გახლართულნი არიან მათ თავზე აღებული მოვალეობების ქსელში.

ყველაზე მნიშვნელოვანის და ფასეულის გამოხატვა ყოველთვის ძნელია. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ ჩვენ საკთარი გრძნობების გვრცხვენია,იმიტომ რომ სიტყვებიჩვენს გრძნობებს ყალბს ხდიან.

საკუთარ ცხოვრებაზე წერა- რთული ამოცანაა. ეს სექსს ჰგავს: ჯობია გამოსცადო იგი, ვიდრე აღწერო.

მე მიყვარს იმაზე წერა, რისიც მეშინია. მე მაგალითად, არასდროს დამიწერია გველებზე, იმიტომ რომ სულაც არ მეშინია მათი. ხშირად ვწერ ვირთხებზე - ეს პატარა ნაცრისფერი არსებები ბევრად საშიშნი არიან.

სტივენ კინგის ცხოვრების წესები


დღევანდელ დღეს ხალხის წიგნებით დაშინება შეუძლებელი გახდა. ისნი უკვე ტელევიზორით არიან დაშინებულები, ამიტომ მე უძლური ვარ.

კოკაინი - ეს საჩუქარია. მისი გამოყენება 1979ში დავიწყე და ეს 8 წელი გაგრძელდა. არც იმდენი ხანი გასულა, მასზე რომ 'შევმჯდარიყავი', მაგრამ მეორე მსოფლიო ომზე დიდხანს კი გასტანა.

მონსტრები და სულები არსებობენ. ისინი მუდამ ცხოვრობენ თითოეული ჩვენგანის სხეულში და ხშირად იმარჯვებენ კიდეც.

კინო ვერ აჯობებს წიგნს. მართალია ირგვლივ უამრავი ადამიანი ამტკიცებს რომ კულტურა გაქრობის პირასაა, წიგნები მკვდარია, ირგვლივ სულელები არიან, პოპ-მუსიკა შემოვიდა მოდაში, სრული იდიოტოკრატიაა, მაგრამ..რაც არ უნდა თქვან არსებობს წიგნი 'ჰარი პოტერი', 734 გვერდიანი შედევრი, რომელიც 5 მილიონიანი ტირაჟით იყიდება. ჩემ თავზე არაფერს ვიტყვი.

სტივენ კინგის ცხოვრების წესები


ლიტერატურა - სიმართლეა, შეფუთული ტყუილით.

ზოგჯერ ღმერთი იმდენად სასტიკია, რომ გაძლევს უფლებას კიდევ დიდხანს იცოცხლო.

სიცოცხლის ნებისმიერი ფორმა- ნებსით თუ ენებლიედ უკვდავებისკენ მიისწრაფვის.

ტალანტი არ არის სტატიკური (უძრავი). ის ან იზრდება ან კვდება.

იმედი - არც ისე ცუდი რამეა. 'არც ისე ცუდი რამეები' კი არასოდეს კვდებიან.

ჩემთვის არ არსებობს სიტყვები 'განწყობა', 'შთაგონება'. მე მუდამ ვარ იმის განწყობაზე, რომ რამე დავწერო.


სტივენ კინგის ცხოვრების წესები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top