;

28 June 2012      FAME     Views 8554    
Category: Fun, Interesting

კოლხეთის ძლევამოსილი მეფის აიეტის უმცროსი ქალიშვილი მედეა. რომელიც მსოფლიოში ცნობილია, როგორც მამაცი, მშვენიერი, მრისხანე, შეყვარებული ქმნილება. ქალი, რომელმაც დატოვა მშბლიური მხარე, სიყვარულის სახელით, თუმცა არასოდეს უთქვამს უარი მასზე. ქალი, რომელიც ერთდროულად ნუსხავდა მნახველთ და შიშით გულებს უცახცახებდა ათასებს. ქალი, რომელიმაც მოახერხა და მისთვის უცხო მიწაზე უცხო ხალხის თაყვანისცემის ობიექტად იქცა. მითში გაქვავებული კოლხეთის ასეული, რომელმაც დროსაც კი გაუძლო.
დღეს კი საკითხი, ასე დგას _ კოლხი მედეა _ გმირი თუ სამშობლოს მოღალატე?!
კოლხი მედეა



ყველა სხვა წყაროდან, რომელიც ამ იდუმალ ქალზე მოგვეპოვება უფრო ცნობილი მითია არგონავტებზე, რომლებიც კოლხეთის მიწაზე, უძველეს ქართულ სახელმწიფოში ჩამოაღწიეს და მოიპარეს ეროვნული განძი _ ოქროს საწმისი. ამ ყველაფრის განხორციელებაში კი მათ მეფის, აიეტის ქალიშვილი მედეა დაეხმარა, რომელსაც თავდავიწყებით, შეუყვარდა იასონი, არგონავტების კაპიტანი. მედეა მათთან ერთად გაიქცა და საბერძნეთში დამკვიდრდა.

კოლხი მედეა


უცხო მიწაზე ჩასული ქალი ეხმარება თავის ქმარს დაიკავოს კუთვნილი ტახტი, ამისთვის კი ის მკველობაზეც არ იხევს უკან და იასონის ბიძას, უკანონო მეფეს უგზავნის მოწამლულ სამომსს, რომლის კანზე შეხების შემდეგაც ეს უკანასკნელი კვდება. საბოლოოდ ტახტის დაბრუნების გეგმას წყვილი ვერ ახოსციელებს და იძულებულია დევნილობაში გაიქცეს. ისინი თავს კორინთოს აფარებენ, რომლის მეფის ქალიშვილსაც იასონი მოიყვანს ცოლად და მედეას ბედის ანაბარად მიატოვებს, ორ შვილთან ერთად(სხვა წყაროების მიხედვით მათ გაცილებით მეტი შვილი ჰყავდათ) განრისხებული კოლხეთის ასული კი მოკლავს ქმრის ახალ ცოლს და დაუპირისპირდება მთლიანად სამეფო ოჯახს, რის შედეგადაც უბრალო ხალხის ცნობიერებაში გმირად, ხოლო სამეფო ოჯახის მომხრეების თვალში მკვლელად, სასტიკ გრძნეულად აღიბეჭდება.

კოლხი მედეა



მითის შემდეგ გაგრძელების სხვადასხვა ვერსიები არსებობს, ზოგი ვერსიით მედეამ მოკლა თავისი შვილები, ზოგის აზრით ისინი სამეფო ოჯახმა მოაკვლევინა, ზოგი ვერსიით მედეა დარდიგან გარდაცვალა, ზოგი ვერსიით კი იგი სამშობლოში დაბრუნდა. ზოგი ვერსიით იგი კიდევ ერთხელ გათხოვდა, სხვა ვერსიით იგი ათენში გადასახლდა და მოგვიანებით იქედანაც მოუწია გაქცევა. თუმცა მთავარია არა მითის შინაარსი არამედ მისი ანალიზი და მედეას უდაოდ საინტერესო სახე.


კოლხი მედეა



ასეა თუ ისე მედეამ ისტორიაში სხვა დამსახურებითაც მოხერხა თავის დამკვიდრება. გადმოცემების მიხედვით იგი იყო მკურნალობის საოცარი ნიჭით დაჯილდოვებული. მას შეეძლო უკურნებელი სენების მორჩენა. ახალგაზრდობის მაქსიმალურად გახანგრძლივება და ახლად გარდაცვლილის გაცოცხლებაც კი. მედიცინის განვითარებასაც მას მიაწერენ, ვინაიდან სწორედ მან ჩაიტანა საბერძნეთში კოლხური ცოდნები ამ სფეროს შესახებ. თვითონ ტერმინი_ მედიცინა მომდინარეობს სახელ _მედეადან.
საბერძნეთში მოღვაწეობისას მედეამ მოიპოვა ხალხის სიყვარული თუ შიში, რაც არ უნდა ყოფილიყო ეს ფაქტია, რომ დაახლოებით ორი ათასი წლის წილ იქ ყვაოდა მედეას კულტი. მის საპატივცემულოდ იგებოდა ტაძრები და ხალხი ისეთივე პატივს მიაგებდა მას, როგორც ქალღმერთებს _ ათენას, აფროდიტესა და ჰერას. გადმოცემის მიხხედვით მედეამ დაიმსახურა ღმერთების კეთილგანწყობა კრონოსის ამპარტავან სამეფო ოჯახთან დაპირისპირებით, რომლებით ღმერთების უზენაესობას აღარ აღიარებდნენ. თვით ზევსიც მოხიბლულა მისი სილამაზით და საყვარლობა შეუთავაზებია, რაზეც კოლხ ასულს უარი განუცხადებია. ეს ყველაფერი უადაოდ მეტყველებს მის ფიზიკურ მშვენიერებაზე.

კოლხი მედეა


მედეას სახემ ფართო ასახვა ჰპოვა ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.
ამსზე დაწერილი ტრაგედია დღესაც წამრატებით იდგმება სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი თეატრების სცენებზე.
კოლხი მედეა

მუსიკაში მას მიუძღვნეს ათობით ნაწარმოები.
მასზე შეიქმნა მრავალი ლიტერატურული ნაწარმოები.

ის წარმოადგენდა მუზას არქიტექტორებისთვისაც.

კოლხი მედეა


1963 წელს კი გამოვიდა ფილმი ,,მედეა და არგონავტები'' სადაც მედეა განასახიერა ნენსი ქოვაქმა.

კოლხი მედეა



2000 წელს გამოსულ ფილმში კი მედეას, როლი მოირგო ჟოლენ ბიალოქმა.

კოლხი მედეა


მედეას, როლი წარმატებით განასახიერა ლეგენდარულმა მარია კალასმა, 1970 წელს.

კოლხი მედეა

კოლხი მედეა

კოლხი მედეა


2007 წელს კი ვიხილეთ მითის ახლად ინტერპრეტირებული ფრანგული ვერსია. სადაც მედეა ცხოვრობს პარიზში, თუმცა იასონისგან მიტოვებას ვერც ამჯერად გადაურჩა.

მედეას სახე მრავაჯერ დაუხატავთ მხატვრებსაც.


მედეას ქანდაკება დაიდგა შავიზღვისპირა ქალაქ ბათუმში. აღსანიშნვაია, რომ ქანდაკების დადგმისას ხალხის აზრი ორად გაიყო.

კოლხი მედეა



კოლხი ასულის უცხოეთში ასეთ პოპულარობას იყენებდა საბჭოთა კავშირიც. ამ პერიოდში ბერვმა ბრენდმა მიიღო ტრაგიკული ბედის მქონე ქართველი ქალის სახელი. ამ სახელის სასტუმრო დღესაც დგას მოსკოვში.
კოლხი მედეა





და მაინც კითხვა რჩება კითხვად და ხალხის აზრი მაინც გაყოფილია საკითხთან _ ქართველმა ხალხმა უნდა იამაყოს მედეას ქართული წარმომავლობით თუ პირიქით?!


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top