;
29 ივნისი 2012      SaaL--SanzOna     35 კომენტარი     ნანახია 3837-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ლეგენდარული ჯგუფის "Queen" -ის
საინტერესო ფაქტები, უცნობი დეტალები, ფრაზები და სიმღერის ტექსტები ქართულად!

Queen - ნაკლებად ცნობილი ფაქტები და სიმღერის ტექსტები Queen - ნაკლებად ცნობილი ფაქტები და სიმღერის ტექსტები
Queen - ნაკლებად ცნობილი ფაქტები და სიმღერის ტექსტები Queen - ნაკლებად ცნობილი ფაქტები და სიმღერის ტექსტები

ინფორმაციები და ნაკლებად ცნობილი დეტალები ჯგუფის ბიოგრაფიიდან

"ბითლზიდან" დაწყებული, თვით დედოფალი ელისაბედ მეორეც ამ ჯგუფის თაყვანისმცემელია.

"I can hear music" სიმღერის ავტორი ფილ სპექტორია, რომლის ნაწარმოებებსაც
აგრეთვე ასრულებდნენ "ბითლზი", "როლინგ სტოუნი" და სხვა ცნობილი ჯგუფები.

1973 წლის 6 ივლისს გამოჩნდა "ქუინის" პირველი სინგლი, რომელშიც შევიდა უკვე ცნობილი
სიმღერები "keep yourself alive" და "son and daughter", ორივე სიმღერა ბრაიან მეიმ დაწერა.

"ქუინმა" პირველი, ყველაზე ხანგრძლივი (თითქმის სამთვიანი) ტურნე 1975 წლის
დასაწყისში ჩაატარა. წარმატება იმდენად დიდი იყო, რომ მათ ხანდახან დღეში
ორჯერ უწევდათ

სინგლი "ბარსელონა" სექტემბერში გამოვიდა და ესპანეთში 10000 ცალი სამ საათში გაიყიდა.

როგორც ჟურნალი "ამერიკა"იუწყებოდა: "ბოჰემური რაფსოდია" ითვლება პირველ
ვიდეოკლიპად, რომელმაც მკვეთრი გავლენა იქონია ფირფიტების გაყიდვაზე. იმ დროისთვის "ქუინი"
არ მოგზაუურობდა და არც არავითარი რეკლამა არ გაუკეთებიაამ სიმღერის პოპულარობისთვის"

ბოჰემური რაფსოდიის მოსმენისას კრიტიკოსები ამბობდნენ: "ნუთუ ამის შემდეგაც იქნება კიდევ რამე!"
მათი თქმით "ახალი, თანამედროვე სიმფონია,კლასიკური მუსიკის განსხვავებული ნიმუში" იყო ეს სიმღერა.

ბრაიანი, რომელიც მრავალმხრივი ნიჭის მქონდე პიროვნება გახლდათ,
ერთ-ერთ ალბომში უკრავს შემდეგ ინსტრუმენტებზე: არფაზე (Love of My Life)
და იაპონურ საკრავზე - ტოი კოტოზე (The Prophet's)

სიმღერაში "Good Old Fashioned Lover Boy" (კარგად, ძველმოდურად ჩაცმის
მოყვარული ბიჭი) პირველად გაისმა დამატებითი ვოკალი მაიკ სტოუნის შესრულებით.

მთლიანი ისტორიის მანძილზე გამოვიდა ჯგუფის 18 ალბომი

Queen-ის ძირითადი ლოგო ფრედი მერკურიმ შექმნა, ჯგუფის წევრების ასტროლოგიური ნიშნებისა
და სხვა სიმბოლიკის გამოყენებით. ეს პირველი ალბომის გამოშვებამდე ცოტა ხნით ადრე მოხდა.
ყველა სიმბოლოს თავისი მნიშვნელობა აქვს: ორი ლომი ჯონს და როჯერს აღნიშნავს, კიბორჩხალა
- ბრაიანს, ორი ფერია კი - ფრედის.

Queen - ნაკლებად ცნობილი ფაქტები და სიმღერის ტექსტები
Queen - ნაკლებად ცნობილი ფაქტები და სიმღერის ტექსტები

ჯგუფის წევრების (ფრედი მერკური, ბრაიან მეი, როჯერ ტეილორი, ჯონ დიკონი) ფრაზები

"ჩვენ არავის ვბაძავთ - ჩვენ ჩვენა ვართ მხოლოდ - "ქუინი". ვფიქრობ, მრავალფეროვნება
ერთ-ერთი დიდი ღირსებაა. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მძიმე როკის სტილის ჯგუფი. იმედია
მსმენელიც იგივეს ფიქრობს. ჩვენს რეპერტუარში მძიმე როკს მხოლოდ 10 პროცენტი შეადგენს" - ფრედი

"ხელოვნებაში ყოველთვის იგრძნობა ერთიმეორეზე გავლენა, მაგრამ ჩვენ გვჯერა, რომ გაგვაჩნია
ჩვენთვის დამახასიათებელი რამ და არასოდეს ვცდილობთ ვინმეს მივბაძოთ. სისულელეა, როცა
გვაბრალებენ "ლედ ზეპელინისადმი" მიბაძვას. ასე რომ გვდომოდა, მაშინ ჩვენი მუსიკა სულ
სხვაგვარი იქნებოდა. ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ მაგალითად, ზემოთხსენებულთ, ან კიდევ სხვებს,
გვაქვს ამის საშუალება, მაგრამ სად მიგვიყვანს მაშინ ეს ყველაფერი? ან კი ვის შეუძლია თქვას, რომ
ფრედი მერკური მღერის რობერტ პლანტივით ან როჯერ დელტრივით? ან ბრაიან მეი უკრავს პიტ
თაუნშენდივით ან ჯიმი ჰენდრიქსივით? ეს ხომ აბსურდული შედარებებია. ჩვენ არ ვუწევთ პროპაგანდას
სხვის მუსიკას, რადგან გვაქვს საკუთარი.
ჩვენ გვიყვარს იგი და ხშირადაც ვუსმენთ. არ მჯერა იმათი,
ვინც უარყოფს საკუთარი მუსიკის მოსმენას." - როჯერი

"ბევრს ჰგონია, რომ ყველა პოპულარული ვარსკვლავი სატვირთო მანქანის ყოფილი მძღოლი
უნდა იყოს და დაკვრა მხოლოდ "შემოსავლის წყაროს" გამო ისწავლოს" - ფრედი

"The Prophet's - ამ ნაწარმოებს თემად დაედო ჩემი ერთი სიზმარი, იმის თაობაზე, თუ რას
უშვება სამყარო ადამიანს, როგორ იპყრობს მას. მესიზმრებოდა თუ როგორ ცდილობდა ბრბო
ერთმანეთთან ურთიერთობის დამყარებას, ცდილობდნენ როგორმე აღენიშნათ ურთიერთ ზრუნვა,
მაგრამ ეს არ ხდებოდა, რადგან ისინი ვერ უგებდნენ ერთმანეთს. ამ სიმღერაზე მუშაობამ ბევრი
ენერგია წამართვა, მაგრამ ამასთანავე დიდ სიამოვნებას განვიცდიდი" - ბრაიანი

"მე ვარ მუსიკოსი, რომელსაც მეცნიერება აინტერესებს. ჩემს გიტარას, რომელსაც არ აქვს
ტრანზისტორები, შეუძლია ხმების ცვლა სამი სხვადასხვა კომბინაციით, რომელიც ერთ
ფაზაში ირთვება. ჩემთვის გიტარა თვითგამოხატვის საუკეთესო საშუალებაა. მე ვცდილობ
უკეთ დავუკრა ფორტეპიანოზე, მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემს გრძნობებს ისე მაინც ვერ
გამოვხატავ კლავიატურაზე, როგორც გიტარაზე" - ბრაიანი

" ჩვენ არ ვართ ჩვეულებრივი ჯგუფი. რაც დრო გადის, ჩვენ უფრო ძველმოდურები
ვხდებით, მაგრამ ჯანდაბა დღევანდელობას, გაუმარჯოს ხვალინდელ დღეს!" - ფრედი


Queen - ნაკლებად ცნობილი ფაქტები და სიმღერის ტექსტები
Queen - ნაკლებად ცნობილი ფაქტები და სიმღერის ტექსტები

სიმღერის ტექსტები ქართულად!

"WE ARE THE CHAMPIONS" (ჩვენ ჩემპიონები ვართ)

"...
მე საკმაოდ ვიწვნია ჩემი წილი მარცხი,
მაგრამ გავუძელი.
ჩვენ ჩემპიონები ვართ მეგობრებო!
და ვიბრძოლებთ ბოლომდე.
ჩვენ ჩემპიონები ვართ!
ჩვენ ჩემპიონები ვართ!
და არ გვცალია დამარცხებისთვის,
რადგან ჩვენ მსოფლიო ჩემპიონები ვართ! ..."

IS THIS WORLD THAT WE CREATED..? (ეს ის სამყაროა, რომელიც ჩვენ შევქმენით?)

"..
ეს არის ის, სადაც ჩვენ ყველანი ვცხოვრობთ -
სამყარო, რომელიც ჩვენ შევქმენით.
იცი, რომ ყოველდღიურად უსუსური ბავშვი იბადება,
რომელსაც ბედნიერება, სიყვარული და ზრუნვა სჭირდება.
სადღაც კი შეძლებული კაცი წამომჯდარა ტახტზე.
თავისი ცხოვრების დასასრულის მოლოდინში.
ეს არის სამყარო, რომელიც ჩვენ შევქმენით, ჩვენთვის,
ეს არის სამყარო, რომელსაც ვღლიტავთ მთლიანად
და თუ არსებობს ქვემოთ მომზირალი ღმერთი,
რაღაცას იფიქრებს ის ჩვენს მიერ ჩადენილ საქციელზე,
იმ სამყაროზე რომელიც მან შექმნა.. "

FRIENDS WILL BE FRIENDS (მეგობრები დარჩებიან მეგობრებად)

"...
ახლა უკვე ადვილია, რადგან შენ შეიძინე მეგობრები,
რომელთაც ენდობი.
მეგობრები მეგობრებად დარჩებიან,
როცა შენ სიყვარული გინდა,
ისინი შენზე ზრუნვასა და სიყვარულს იჩენენ,
მეგობრები მეგობრებად დარჩებიან,
როცა ცხოვრებაში ყველა იმედი გადაწურული გაქვს,
გაიშვირე ხელი, რადგან
მეგობრები ბოლომდე მეგობრებად დარჩებიან.."

BARCELONA (ბარსელონა)

"მე ვოცნებობდი,
ეს ოცნება ვიყავით მე და შენ..
მთელი მსოფლიოს ხილვა მინდოდა.
სოცარი შეგრძნებაა
ჩემი მრჩეველი და შთამაგონებელი.
ახლა კი ჩემი ოცნება სრულდება,
ნიავი ნაზად უბერავს და ზარები რეკენ.
ისინი ჩვენ ერთად მოგვიხმობენ,
სამუდამო მეგზურებად გვაქცევენ.
ვისურვებდი, რომ ჩემმა ოცნებამ აღარასოდეს მიმატოვოს -
ბარსელონა!
ეს იყო ჩვენი პირველი შეხვედრა -
ბარსელონა!
როგორ შემიძლია დავივიწყო წამი,
როცა ჩემს ოთახში ფეხი შემოდგი და
ჩემი ამოსუნთქვა თან წაიყოლე -
ბარსელონა!
ბარსელონა!
და თუ უფალი შეგვეწევა,
ჩვენ კვლავ შევხვდებით ერთმანეთს ოდესმე.
მოდი, ხელახლა ვიმღეროთ, ხელახლა დავუკრათ,
ხმები ავაჟღეროთ და დაიწყება
ზეიმი და ჟრიამული.
ჭექა-ქუხილი დაიწყება ციდან.
შეზანზარდება ჩვენი ცხოვრება. -
ბარსელონა!
შესანიშნავი ადგილია -
ბარსელონა!
წააგავს მზეში ჩასმულ საგანძურს -
ბარსელონა!
ბარსელონა!
თუ უფალი შეგვეწევა,
თუ უფალი შეგვეწევა,
თუ უფალი შეგვეწევა,
მეგობრობა სამუდამოდ დარჩება,
გაუმარჯოს,
გაუმარჯოს
ბარსელონას!

THE MIRACLE (საოცრება)

".. ამბობენ, რომ საჰარის უდაბნოში
წვიმის ყოველი ჩამოვარდნილი წვეთი - საცორებაა.
ღმერთის მიერაა შექმნილი ყოველი - დიდი და მცირე.
ოქროს კარიბჭე და თაჯმაჰალი - საოცრებაა.
სინჯარაში ჩნდებიან ბავშვები,
დედები და მამები მათ ქმნიან და მიდიან -
ესეც საოცრებაა.
ჩვენ დედამიწაზე გვაქვს საოცრება,
მშობელმა ბუნებამ იზრუნა ყველაფერზე,
ქრებიან მსოფლიო საოცრებები:
ბაბილონის დაკიდული ბაღები,
კაპიტანი კუკი და კაენი,
და ნიჭიერი ჯიმი ჰენდრიქსი ბაბილონის გოდოლთან -
ესეც საოცრებაა..
ერთი რამეა, რომელსაც ყველა მოველით:
ეს მშვიდობაა დედამიწაზე, ომის დასასრუილი -
ეს საოცრებაა.
რაც ჩვენ გვინდა საოცრებაა.
საოცრებაა, რომელსაც ყველა მოველით დღეს.
ხეზე ყოველ ფოთოლს რომ შეეძლოს მოყოლა-
რა საოცრება იქნებოდა.
ქუჩაში მყოფ ყოველ ბავშვს რომ ქონდეს
საკვები და სამოსი -
ეს საოცრება იქნებოდა!
ყოველი მორწმუნე თავისუფალი რომ ყოფილიყო
და ურთიერთგაგებით ეცხოვრა
ეს საოცრება იქნებოდა,

ჩვენ გვაქვს საოცრება დედამიწაზე.
მშობელმა ბუნებამ უკვე იზრუნა ყველაფერზე.
...
ერთი რამ, რასაც მოველით: ეს მშვიდობაა დედამიწაზე
და ომის დასასრული -
ეს საოცრებაა,
რაც ჩვენ გვინდა - საოცრებაა, საოცრება,
მშვიდობა დედამიწაზე და ომის დასასრული.
ერთ დღეს კი ეს ჟამი დადგება
და შენ შეძლებ დანახვას,
რომ ჩვენ ყველანი დავმეგობრდებით.

WAS IT ALL WORH IT (ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?)

"ცხოვრებაში რაღა დამრჩენია გასაკეთებელი?
მივაღწიე იმას, რაც მიზნად მქონდა დასახული
ვარ თუ არა ბედნიერი კაცი თუ ჩაფლული ვარ ქვიშაში?
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ახლა კი მოისმინე ჩემი მონათხრობი.
ნება მომეცი მოგიყვე:
ჩვენ შევიძინეთ დასარტყამი ინსტრუმენტების ნაკრები,
ვუბერავდით საყვირში, ვუკრავდით წრეში,
ვფიქრობდით რომ ვიყავით სრულყოფილნი -
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ამ წლების განმავლობაში ვიხარჯებოდით
და ფასს აღარ ვუყურებდით
არ ჰქონდა მნიშვნელობა ვაგებდით თუ ვიგებდით,
დიახ, გაღიზიანებულნი ვიყავით,
დიახ, კაცის მოკვლაც შეგვეძლო,
დიახ, ვშიმშილობდით,
დიახ ნათელნი ვიყავით,
მიზანდასახულად ვშრომობდით, როგორც სისხლიან არენაზე,
გიჟურად გვიყვარდა და ვბრწყინავდით,
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ვცხოვრობდით როკენროლის სუნთქვით, განმარტოებით
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
როცა აყალმაყალი გათავდა, ჩვენ წავედით ბალისთან
ვნახეთ ღმერთი და დალი
ასე მისტიკურად, სიურეალისტურად,
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ვათენებდით ღამეებს,
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
მთელი გულისა და სულის მისაცემად,
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ვცხოვრობდით როკენროლის სუნთქვით,
ამ უსასრულო ბრძოლაში
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
ღირდა კი ეს ყველაფერი ამად?
დიახ, ეს ექსპერიმენტი ღირდა ამად!
ის ღირდა ამად!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

35


  • marika0704 თქვა:
    13 აპრილი 2013 22:16 - ID: 35,
    ოხ ფრედი love

  • Scouser Kate თქვა:
    19 აგვისტო 2012 20:57 - ID: 34,
    არ ვაფრენ ამათზე მარა დიდ პატივს ვცემ. ფრედი მართლაც რო მოვლენა იყო მუსიკის სამყაროსი

  • ninakuna თქვა:
    1 ივლისი 2012 16:18 - ID: 33,
    love lol drunk [color=#FF6666][/color]სალომე

  • krusuna თქვა:
    1 ივლისი 2012 01:16 - ID: 32,
    ფრედიი love სიტყვები არ მყოფნის და ალბათ ზედმეტი არც ჭირდება იმიტო რო ყველამ ძალიან კარგად ვიცით რა იყო Queen ეს იყო რაღაც სასწაული :) ლეგენდა ლეგენდად დარჩება ! love რაც არ უნდა წლები გავიდეს ისინი მაინც ყოველი ჟურნალის სათავეში იქნებიან რათქმაუნდა The Beatles თან ერთად და არამარტო :)ნამდვილი მუსიკა :) სიტყვები არ მყოფნის :) და ბრაიანი ყველაზე მაგარი გიტარისტი :) მაგრამ ფრედი მაინც ჩეუცვლელია love რა ლამბერტი რის ლამბერტი :D (არა რა თქმა უნდა მას ძალიან ძლიერი ხმა აქვს მაგრამ...ფრედი შეუცვლელია ქუინში ) ეს უკვე ქუინი აღარ არის :) love

  • gvanci (X_x) თქვა:
    30 ივნისი 2012 00:35 - ID: 31,
    love love

  • paradise. თქვა:
    29 ივნისი 2012 21:47 - ID: 30,
    queen yvela drois udzlieresi jgufi love mati fani ar var sul ramodenime simgera miyvars mati mgram fredis xmaze da saertod masze vgijdebi love newsi dzalian kargi iyo love

  • Queen. თქვა:
    29 ივნისი 2012 21:29 - ID: 29,
    ჩემი ფრედი recourse სულ ტირილი მინდა ქუინის სიმღერებს რომ ვუსმენ love ჩემი ცხოვრების აზრია მართლა...(ვულგარულად ჟღერს,მაგრამ ასეა winked ) მიყვააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააარს love

    ციტატა: Queen.
    კომენტარების დამატება

    ტირილი იმიტომ მინდა,რომ გული მწყდება,მე ხო ვერასდროს ვნახავ ფრედის recourse love

  • -Diana- თქვა:
    29 ივნისი 2012 19:30 - ID: 28,
    - აი ძაან მიყვარს ქუინი
    ფრედის ხმაზე ვაფრენ
    ძაან საინტერესო და კარგი ნიუსი იყო

  • (:Kristen-Emma:) თქვა:
    29 ივნისი 2012 19:12 - ID: 27,
    არაჩვეულებრივი ნიუსია love love love

  • zamtari თქვა:
    29 ივნისი 2012 18:06 - ID: 26,
    აი ლეგენდა!!!!!

  • -Sally- თქვა:
    29 ივნისი 2012 16:50 - ID: 25,
    უძლიერესი ჯგუფი იყო love
    როგორც ყოველთვის უმაგრესი ნიუსია love

  • ketimtvarelidze თქვა:
    29 ივნისი 2012 16:47 - ID: 24,
    Queen, Freddie, ყველაფერიაა ჩემთვიისს.. სუნთქვაა.. მიყვაარს მიყვაააარს ყველაზეე და ყველაფერზეე მეტაად..!! <3

  • Michel თქვა:
    29 ივნისი 2012 16:45 - ID: 23,
    სიტყვების ნაკლებობას განვიცდი ან სულაც ზედმეტია, საოცარი ნიუსი ავტორო love საოცარი ჯგუფი love

  • QiQiTo:):) თქვა:
    29 ივნისი 2012 16:38 - ID: 22,
    "ბოჰემური რაფსოდია" ....ეს რაღაააააააც საოცრება..ახლაც უსმეენნ..ძააალიან მაგარიააააააააა
    ნიუსი ძააააალიან მაგარიააააააა

  • SaaL--SanzOna თქვა:
    29 ივნისი 2012 15:52 - ID: 21,
    მადლობთ ბავშვებო:)) love

  • lalaa თქვა:
    29 ივნისი 2012 15:30 - ID: 20,
    ვაიმეე არაჩვეულებრივი ნიუსია ვისიამოვნეე love

  • მარი ) თქვა:
    29 ივნისი 2012 14:42 - ID: 19,
    გამიხარდა ეს სიახლე ძალიან . :* მიყვარს ქუინი , პატარაობიდან ვუსმენ და ფრედიზე ხო საერთოდ ვგიჟდები .... love love P.S. Love Of My Life-ს ტექსტიც რომ ყოფილიყო აიაი ძაააან მაგარი იქნებოდა .. არა მე კი ვიცი მარა მაინც :D :**

  • tamo თქვა:
    29 ივნისი 2012 14:40 - ID: 18,
    . მე ვცდილობ
    უკეთ დავუკრა ფორტეპიანოზე, მაგრამ ვგრძნობ რომ ჩემს გრძნობებს ისე მაინც ვერ
    გამოვხატავ კლავიატურაზე, როგორც გიტარაზე

    \ვაიმე ვგიჯდები გიტარაზეე..რა მჟღერი და მელოდიურიიაა,როცა ვუსმენ ტანშიი ჟრუანტელი მივლისსს love

    ქუინიიი ვგიჯდებიი love

    სალო ყოჩაღ!!! ძალიან მაგარი სიახლე იყო
    love

  • MEOW თქვა:
    29 ივნისი 2012 14:37 - ID: 17,
    Vcxovrobdit Rock'n Roll-is Suntqvit,Am usasrulo brdzolashi".Saocaria.

  • Enuchka ♥ თქვა:
    29 ივნისი 2012 14:26 - ID: 16,
    ვგიჟდებიიი ქუინზეე! love ბავშვობიდან ამას ვუსმენ მასმენინებენ!:))) ვგიჟდები თითქმის თითქმიიის ყველაფერი ვიცოდიიი!!! უუუუუუუუუუმაგრესი ნიუსია!! ყოჩაღ!!!!!

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top