;

30 June 2012      Nina√     Views 10657    
Category: Fun, Interesting

მოდით დავიწყოთ იქიდან რომ სრულყოფილი არავინაა. ალბათ ყველას გიფიქრიათ იმაზე, თუ რა ნაკლი გაქვთ გარეგნობაში და უმეტესობას თავში ის აზრიც მოსვლია, რომ ამ ნაკლის გამოსწორება სხვადასხვა მეთოდებით არის შესაძლებელი. არ აქვს მნიშვნელობა რა იქნება თქვენი ნაკლი, წარბები, ტუჩები თუ ცხვირი. რაც მთავარია შესაძლებელია ყველა გარეგნული ნაკლის გამოსწორება და ამაში თქვენ პლასტიკური ქირურგია დაგეხმარებათ, რომელიც მიზნად ადამიანის ნაკლისა და დეფექტების გამოსწორებას ისახავს.

საინტერესო ფაქტები პლასტიკურ ქირურგიაზე


ჩვენს წელთაღრიცხვამდე, მაშინ როცა მედიცინა ისე არ იყო განვითარებული, როგორც დღეს, შეიძლებოდა ადამიანის გარეგნობის შეცვლა. წყაროებს თუ დავუჯერებთ, პლასტიკურ ქირურგიას საფუძველი ეგვიპტეში, ძვ.წ 1900 წელს ჩაეყარა.

"Plastikos" ბერძნულ ენაზე "ფორმის მიცემას", ლათინურად კი "დახვეწილს" ნიშნავს.

კაცობრიობის ისტორიაში ცხვირის ოპერაცია პირველად ძვ.წ 600 წელს ინდოეთში გაკეთდა. ექიმები ცხვირს გარდაქმნიდნენ იმავე ადამიანის შუბლისა და ლოყისგან მოჭრილი ტყავის გამოყენებით.

ახ.წ I საუკუნეში რომაელები ცხვირის, თვალების, კბილებისა და ტუჩების ოპერაციას თავისუფლად აკეთებდნენ. ამ პროცესებს კი რომაელი ექიმი კორნელიუს კელსასი აღწერდა.

ძველად რომში კაცებისთვის სირცხვილი იყო ნაიარევის ქონა ზურგზე, ვინაიდან ეს ომში დამარცხებას ნიშნავდა. რომაელი მეომრები ნაიარევის მოშორებას პლასტიკური ქირურგიით ცდილობდნენ. სწორედ ამიტომ რომში ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ოპერაცია ნაიარევის მოშორება იყო.

შუა საუკუნეებში პლასტიკური ქირურგია ცოდვად ითვლებოდა. ამ ყოველივეს ხალხი ისეთ ადამიანს მიაწერდა, რომელსაც ღვთის არ სწამდა და კერპთაყვნაისმცემელი იყო. ხალხი ასე იმიტომ ფიქრობდა, რომ თუ სისხლს ქირურგი დაღვრიდა და ის ამისთვის ძლიერი აღმოჩნდებოდა, ე.ი ის აუცილებლად ჯადოქრის მონათესავე უნდა ყოფილიყო.

საინტერესო ფაქტები პლასტიკურ ქირურგიაზე


რენესანსის ეპოქაში ქირურგიული კაბინეტები სილამაზის სალონში იყო განთავსებული.

იტალიელი გასპარ ტაგლიაკოსი (1546-1599) "პლასტიკური ქირურგიის მამად" მიიჩნეოდა. მისი წიგნით " De curtorum chirugiau" ხშირად სარგებლობდნენ ომებში და დუელებში, ასევე აჯანყების დაწყებამდე სიფილისის განსაკურნად (გადამდები ვენერული დაავადება), რომელიც ცხვირს ანადგურებდა. ყველაფრის მიუხედავად გასპარის "ვირტუალური" ცხვირი არ იყო გამძლე. შეიძლებოდა მომხმარებელს ის ძლიერი დაცემინებისას ძირს დავარდნოდა.

1794 წელს ბრიტანელი ქირურგები უცნაური ფაქტის თვითმხილვენი გახდნენ. კალატოზი მესაქონლეს ცხვირს "ურემონტებდა". ბრიტანელებმაც არ დააყოვნეს და კალატოზისგან ცხვირის ოპერაციის გაკეთება ისწავლეს. შემდგომში ეს მეთოდი ჩრდილო ევროპაში ფართოდ გავრცელდა.

საინტერესო ფაქტები პლასტიკურ ქირურგიაზე


WWI პლასტიკური ქირურგიის ყველაზე დიდი ორგანიზაციაა, რომელიც მდებარეობს ამერიკაში.

სილიკონის მკერდზე მოთხოვნილება 1960-იან წლებში გაიზარდა. გოგონებს თავიანთ მკერდში შეჰყავდათ გამჭვირვალე სილიკონის ფენები. სილიკონი საწყისს ეტაპზე მხოლოდ იაპონიაში გამოიყენებოდა. საუბედუროდ, ამ ნივთიერებას ზოგჯერ საშინელი ეფექტი ჰქონდა, თან ძლაიან მტიკვნეულიც იყო.

ნაცისტურ გერმანიაში პლასტიკურ ქირურგიას ხშირად "მახინჯ" მეომრებს უკეთებდნენ, რათა ისინი "ნამდვილი" მეომრები დამდგარიყვნენ.

მკერდის პირველი თანამედროვე პლასტიკური ოპერაცია დაფიქსირდა 1893 წლის 4 ნოემბერს ჰაიდელბერგში (გერმანია) ვინსენტ კზენრის მიერ. მისი პაციენტი 41 წლის მომღერალი იყო, რომლის მკერდმაც ვადაზე ადრე შეწყვიტა ზრდა. ქალბატონს ზურგის ცხიმოვანი სიმსივნე აღმოაჩნდა. სწორედ ეს იყო მკერდის ზრდის ნაადრევად შეწყვეტის მიზეზი. ოპერაციამ წარმატებულად ჩაიარა.

2007 წელს მსოფლიოს მასშტაბით პლასტიკური ქირუგიის 11.5 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა

დღესდღეობით პლასტიკურ ქირურგიაში ყველაზე პოპულარული ბოტოქსია, რომელიც მიღებულია ბოტულიზმის შხამისგან. ის შეჰყავთ კანში კანის მუსკულების პარალიზებისთვის. ბოტოქსი გაკეთებიდან 3-4 თვის შემდეგ ეფექტს კარგავს.

საინტერესო ფაქტები პლასტიკურ ქირურგიაზე

2007 წელს ყველაზე დიდი მოთხოვნილება ქალების და კაცების მიერ მსოფლიოს მასშტაბით ლიპოსაქვია იყო.

2006 წელს მამაკაცების 17%-მა მიმართა პლასტიკურ ქირურგიას.

2006 წელს ამერიკელებმა საერთო ჯამში 13.2 მილიარდი ევრო დახარჯეს პლასტიკურ ქირურგიაზე

პლასტიკური ქირურგიის მსურველების 2 მესამედი ერთი და იგივე პაციენტია და ამერიკის მოსახლობის 5 მილიონი პლასტიკური ოპერაციებს გამუდმებით იკეთებს.

2009 წელს 5 ყველზე პოპულარული პლასტიკური ოპერაციები: რინოლასტიკა (ცხვირის), ლიპოსაქცია, მუცლის, თვალის და მკერდის ოპერაციები.

ქალბატონების 43% და მამაკაცების 23% პლასტიკური ქირურგის მომხრეა, ხოლო ქალბატონების 23% და მამაკაცების 17% ამაზე სერიოზულად დაფიქრდებოდა.

საინტერესო ფაქტები პლასტიკურ ქირურგიაზე

საინტერესო ფაქტები პლასტიკურ ქირურგიაზე

საინტერესო ფაქტები პლასტიკურ ქირურგიაზე

საინტერესო ფაქტები პლასტიკურ ქირურგიაზე

შესაძლებლობა რომ გქონდეთ, გაიკეთებდით პლასტიკურ ოპერაციას?

არ ვიცი
კი
არა

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 4 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top