;
6 ივლისი 2012      ფსიქეა     8 კომენტარი     ნანახია 4934-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ერთხელ, სტუდენტობისას ჩავატარე პატარა გამოკითხვა იმაზე, თუ რა განსხვავებაა შვილის აღზრდას და გაზრდას შორის? ნახევარზე მეტმა მხოლოდ ასოებში დაიჭირა განსხვავება (,,აღ-” და ,,გა-”). რამდენჯერ გსმენიათ მსგავსი ფრაზები: ,, მე შენ გივლიდი, გაგზარდე, არ დამიკლია არც საჭმელი, არც ჩაცმა-დახურვა, სწავლის ფულს გიხდიდი... მაგრამ რად გინდა, ყველა შვილი მაინც უმადურია!” ესაა ის ტიპიური იმედგაცრუება, რაც მშობლებს ემართებათ, როდესაც ლოკუსის კონტროლი გარეთ აქვთ და ყველაფრის მიზეზის პოვნას გარეთ ცდილობენ და არა საკუთარ თავში. თუ ასეთ ხალხზე ვბრაზდებით, მეორე ტიპის მშობლები თანაგრძნობას უფრო იწვევენ, რადგან გვიან ხვდებიან თავიანთ შეცდომას და ყველაფერში თავის დანაშაულს ხედავენ. თუმცა მაინც ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. მათ ყოველშემთხვევაში ეძლევათ შანსი, რომ მეტ-ნაკლებად გამოასწორონ ძველი შეცდომები.

შვილის აღზრდა


შვილის გაზრდა არაა რთული. ამისთვის მინიმალური მატერიალური სახსრებია საჭირო, რომ ბავშვი არ მოკვდეს შიმშილით და იცოცხლოს. თუ ის ცოცხლობს, ე.ი. იზრდება კიდეც. რომ წარმოვიდგენ, თუ რა პირობებში უწევს ცხოვრება ზოგიერთ ბავშვს, გული მისკდება (მაგ, ბოშები), მაგრამ ფაქტია, რომ სათბურის პირობებში გაზრდილ ბევრ ბავშვზე უფრო ძლიერები, ჯანმრთელები და ამტანები არიან.

აი აღზრდა კი უკვე სულ სხვა განზომილებაა. ამას ვერასდროს მიიღებს ის ბავშვი, რომელიც მიშვებულია თავის ნებაზე, რომელსაც არ ექცევა საკმარისი ყურადღება, აკლია კონტროლი და სითბო.

აღზრდა ერთდროულად მეცნიერებაცაა და ხელოვნებაც, რაც დასწავლადია. ზოგიერთს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა იმ წარმატებულ და ღირსეულ ადამიანებზე, რომლებიც აბსოლუტურად გამოუცდელი ან უცოდინარი მშობლების გარემოცვაში იზრდებოდა. სინამდვილეში არსებობს გამონაკლისები, როდესაც აღზრდის საუკეთესო მეთოდი ადამიანს თანდაყოლილად აქვს მინიჭებული. მაგრამ უმეტეს შემთხვევებში აუცილებელია მშობლებმა გაითვალისწინონ სპეციალისტების რეკომენდაციები და გამოიმუშავონ დაკვირვების კარგი უნარი.

შვილის აღზრდა

არ არსებობს ერთი უნივერსალური რეცეპტი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოთ შვილის აღზრდისას, რადგან ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და შესაბამის მიდგომას საჭიროებს. თუმცა ერთი რამ ცხადია, საუკეთესო პროდუქტი მიიღება მაშინ, როდესაც მშობელი გამოირჩევა მოთმინების და თვითკონტროლის უნარით, მაღალ დონეზე აკონტროლებს თავის შვილს, ამავდროულად ცდილობს თავშეკავების მექანიზმები გაუშინაგნოს, ანუ დაარწმუნოს იმის საჭიროებაში, რასაც აკეთებინებს. შემდეგ თანდათან ეს კონტროლი უნდა შესუსტდეს. მაგრამ ყოველთვის უნდა იგრძნობოდეს სითბო და მხარდაჭერა მშობლის მხრიდან.

პატარა ტესტს შემოგთავაზებთ იმის დასადგენად, თუ რომელ აღზრდის სტილს იყენებთ:

1. თუ თქვენ გახასიათებთ მაღალი კონტროლი, აწესებთ განსაზღვრულ შეზღუდვებს და წესებს, მაგრამ თან უხსნით მათ საჭიროებას, ამავდროულად მზად ხართ მოუსმინოთ შვილებს და ხანდახან დაუთმოთ და გააკეთოთ გამონაკლისები (თუ ისინი ძირითად მორალურ ღირებულებებს არ ეწინააღმდეგება), ითვალისწინებთ მათ ასაკს და დამოუკიდებულობის მოთხოვნილებას; თუ სითბოს გამოხატავთ (ხშირად უღიმით, მხარს უჭერთ, ამხნევებთ, აგრძნობინებთ, რომ ის გიყვართ), მაშინ თქვენ ხართ ავტორიტეტული მშობელი.

2. თუ გახასიათებთ მაღალი კონტროლი გამონაკლისების გარეშე, და კითხვაზე ,,რატომ” პასხობთ: ,,იმიტომ, რომ მე ასე მინდა”, ან ,,იმიტომ, რომ მე ვთქვი”, არ ითვალისწინებთ შვილის აზრებს და შენიშვნებს, სჯით (მათ შორის ფიზიკურადაც) მათ, არ გამოხატავთ სითბოს და მხარდაჭერას, მაშინ ავტორიტარული მშობელი ხართ.

3. როდესაც ბავშვი თავისუფალია თავის ქცევებში, არ აქვს შეზღუდვები და წესები და იღებს მშობლისგან დიდ სითბოს და სიყვარულს, მაშინ საქმე გვაქვს ლიბერალურ მშობელთან.

4. თუ თქვენ შვილს აძლევთ სრულ თავისუფლებას და არ აკონტროლებთ, და ამავდროულად არც სითბოს და მხარდაჭერას გამოხატავთ, გამოდიხართ ინდიფერენტული მშობელი.

შვილის აღზრდა

როგორც გამოკვლევებში ვლინდება, ავტორიტარული მშობლების შვილები გამოირჩევიან ჩაკეტილობით, მორცხვობით. გარდამავალ ასაკში მწვავედ რეაგირებენ აკრძალვებზე და ბიჭებში ხშირად ჩნდება აგრესია და გაუგონრობა, გოგნებში კი დამოკიდებულება და პასიურობა.

ლიბერალებთან, მიუხედავად იმისა, რომ ავტორიტარულების საწინააღმდეგოდ იქცევიან, მაინც ჩნდება ხოლმე აგრესია და გაუგონრობა. მათი შვილები ფეთქებადები არიან და არ იციან ხალხში ქცევა. ხანდახან შემოქმედებითები ხდებიან.

ყველაზე კარგ შედეგს იძლევა ავტორიტეტული სტილი, რომელთა შვილები უფრო დარწმუნებულები არიან თავში, აქვთ მაღალი თვითშეფასება და სოციალურ უნარებს ავლენენ. სკოლაში წარმატებული მოსწავლეები არიან.

ყველაზე ცუდად აქვთ საქმე ინდიფერენტული ხალხის შვილებს. მათ არაფერი აკავებს, რომ გამოავლინონ ყველა დამანგრეველი ინსტინქტი და აქვთ კრიმინალური და კანონსაწინააღმდეგო ქცევები.


ამ სტატიის მიზანია დაგარწმუნოთ იმაში, რომ შვილის აღზრდას სერიოზულად უნდა მიუდგეთ, ყურადღება მიაქციოთ ყველა ნიუანსს, დროულად გამოასწოროთ პრობლემური ურთიერთობები და ქცევები და რაც მთავარია დაიწრმუნოთ თავი იმაში, რომ მშობელი შვილისთვის ერთროულად მემკვიდრეობაცაა და გარემოც. გახსოვდეთ, რაც უფრო ადრე დაიწყებთ აზრდას, მით უფრო კარგ შედეგს მიიღებთ. თუმცა გვიანიც არასდროს არაა.

პ.ს. დაელოდეთ სტატიის გაგრძელებას

პატივისცემით, თიკა ევდეევი
წყარო: http://www.facebook.com/psychea.georgia

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

8


  • aNn_♥_memi თქვა:
    6 ივლისი 2012 17:05 - ID: 8,
    სათქმეალად ადვილია შვილის აღრზდა კი ძაან რთული..მე თამამად შემიძლია ვთქვა ჩწემამ მშობლებმა მე კარგად ამღზარდეს...ძირითადად ალბათ ბავშვის აღზრდაში უფრო დიდი წვლილი დედას მიუძღვის, ნუ მამასაც რათმქაუნდა მარა უფრო დედას ჩემის აზრიით feel მთავარია ბავშს ყველა ახირება არ აუსრულო დამიჯერეთ თორე ასე გაყოყოჩდება და ეს მისთვისაა ცუდი fellow

  • tamo თქვა:
    6 ივლისი 2012 16:11 - ID: 7,
    მშობლებსა და შვილს შორის მთავარია ნდობა და ურთიერთ გაგებაა..ზოგჯერ მშობლებმა უნდა "დათმონ",ზოგჯერ კი შვილებმაა...
    გამიგია რომ კონსერვატიულ მშობლებს ურჩი შვილები ყავთ და ეს ასეაა..გადამეტებული სიმკაცრე, რომ ვითომ მათი შვილი უკეთ გაიზრდეებაა და ჩამოყალიბდება აბსურდიაა...ყველაფერი თუ დაუშალლეე ეს არ გააკეთო,იქ არ წახვიდე,ეს არ ჩაიცვა და რამეეე..ყველანაირ სურვილს ჩაკლაავვვსს რაც კი ოდესმე ჰქონია ადამიანს..მშობლებს არ ესმით და ზემოთ მოხსენებული სიტყვები მოჰყავთ
    ,,იმიტომ, რომ მე ასე მინდა”, ან ,,იმიტომ, რომ მე ვთქვი”
    მოკლედდ იყო მშობელი დიდი პასუხის მგებლობაა და დიდი ვალდებულება,რომელიც შვილის წინაშეე გვაკისრია და პირველ რიგში ჩვენს თავის წინაშეე...
    თუმცა ზოგჯერ ვერ გაიგებ ადამიანის ბუნებასაცც,როგორც აკაკი ამბობს თუ ბუნებაომ არ უშვალაოო



    სიახლე მომეწონა

  • Marriiiammiii თქვა:
    6 ივლისი 2012 12:25 - ID: 6,
    მშვენიერი ნიუსიაა love ....მაგრამ მე ვიცი რომ დიდი სიმკაცრის გარეშეც მოვახერხებ შვილის კარგად გაზრდას ეს საჭიროდ არ მიმაჩნია....

  • Queen.M თქვა:
    6 ივლისი 2012 11:53 - ID: 5,
    მე მართალია ჯერ 16 წლის ვარ მაგრამ აღზრდაზე მაქვს შემდეგნაირი მოსაზრება რომ მშობელი უნდა იყოს შვილის მეგობარი,არასდროს არ უნდა გამოვიდეს წყობიდან.ყველაფერი არ უნდა დაუშალოს და თუ სადმე არ უშვებს ან რამეს გაკეთების ნებას არ რთავს უნდა აუხსნას წყნარად ანუ ტაქტიანი უნდა იყოს და რა თქმა უნდა არ უნდა გაათამამოს winked

  • nimfuniaa თქვა:
    6 ივლისი 2012 10:50 - ID: 4,
    თუმცაღა მარტო აღზრდა რას უშველის თუ ბუნებამ არ უშველაოო :)

  • leave me alone თქვა:
    6 ივლისი 2012 00:26 - ID: 3,
    მე არაჩვეულებრივი მშობლები მყავს, მადლობა ღმერთს :)) ხალხი არი სახლში მისვლა არ უხარიათ, ან გოგოები, ბიჭებს მალავენ და ეშინიათ დედამ არ გაიგოს.
    დედაჩემი ჩემი საუკეთესო მეგობარიცაა აგრეთვე :)

  • tatuu:) თქვა:
    6 ივლისი 2012 00:22 - ID: 2,
    ნამდვილად ვეთანხმები :)

  • leave me alone თქვა:
    6 ივლისი 2012 00:19 - ID: 1,
    ასე იოლი სათქმელია :D მაგრამ მაინც კარგი ნიუსი იყო ახალბედა დედებისთვის და მამებისთვის

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top