;
6 ივლისი 2012      Shemoseirnebuli     27 კომენტარი     ნანახია 4388-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

,,ჩემი მშვენიერი ლედი" - Audrey Hepburn

Edda Hepburn Van Heemstra ( Audrey Hepburn ) დაიბადა 1929 წლის 4 მაისს ბელგიის ქალაქ ბრიუსელში. მისი დედა ელა ვან ჰეემსტრა შეძლებული ოჯახიდან ყოფილა, ჯონ ჰეპბერნ-რასტონს(მამას) უყვარდა საკუთარი მეუღლე და ყველანაირად ეშურებოდა მის განებივრებას, თუმცა ცდილობდა ეს ცოლის კუთვნილი ფულით მოემოქმედებინა. მიუხედავად სიმდიდრისა, ოჯახში იდილია არ სუფევდა, რადგან ოდრის დედ-მამა გამუდმებული კამათით ,,იქცევდნენ თავს", ოდრის ძმები გამუდმებით ჩხუბობდნენ ერთმანეთთან და პატარა დაიკოსაც ჩაგრავდნენ, თავად ოდრის კი სულ შიოდა, ოღონდ არა იმიტომ , რომ საჭმელი აკლდათ, უბრალოდ მის კვებაზე არავინ ზრუნავდა, რადგან იგი არავის უყვარდა. ,,მე ჩემ მშობლებს არ ვჭირდებოდი", - ასე ჩაწერა მოგვიანებით ოდრიმ თავის მემუარებში და ისიც გაანდო პუბლიკას, რომ ბავშვობაში იგი ჩასუქებული და შეუხედავი გოგონა იყო. მისი ერთადერთი სიხარული შოკოლადი გახლდათ, ეს კი ძალიან აღიზიანებდა დედა-ბარონესას, რადგან შვილის სიმსუქნე მის არისტოკრატულობას ჩრდილს აყენებდა.
,,ჩემი მშვენიერი ლედი" - Audrey Hepburn

ძილის წინ გოგონა გამუდმებით ბიბლიას კითხულობდა და ღმერთს ევედრებოდა, რომ მის მშობლებს კინკლაობა შეეწყვიტათ. იგი ფიცს დებდა უფლის წინაშე, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე გამხდარი იქნებოდა! მას საბოლოოდ ასეთი აზრი ჩამოუყალიბდა, რომ, როცა გაიზრდებოდა მისი წონა 46 კილოგრამზე მეტი არასოდეს უნდა ყოფილიყო, რადგან დედა გამუდმებით უკიჟინებდა, რომ ნამდვილი ლედი სწორედ ასეთი წონის მქონე უნდა ყოფილიყო და ოდრიმ ეს ფიცი აბსოლიტური სიზუსტით შეასრულა... თვით ხანდაზმულ ასაკშიაც კი იგი მხოლოდ 50 კილოგრამამდე იწონიდა.
,,ჩემი მშვენიერი ლედი" - Audrey Hepburn

1938 წელს, ქმრის წასვლის შემდგომ ბარონესა ჰოლანდიის ქალაქ ანრემში გადასახლდა. მისი ცნობებით ჰიტლერი ამ ქვეყანას არ უნდა გაჰკარებოდა თუმცა, 1940 წელს, ჰიტლერი ჰოლანდიას თავს დაესხა. ბარონესას და მის შვილებს ნება დართეს ჰოლანდიაში ეცხოვრათ, მაგრამ მთელი მათი ქონება კონფისკაციას დაექვემდებარა.

როცა საკვები შემოაკლდათ, ოდრიმ დაარწმუნა საკუთარი თავი, რომ ჭირის დღესავით სძულს საჭმელი. იგი დღეში ზოგჯერ ერთი ცალი კარტოფილით კმაყოფილდებოდა, შემდეგ ქალაქის მოედანზე მთელი დღე სახტუნელათი დაკუნტრუშობდა და ფეხსაცმელში ბარათებს მალავდა, რომლებიც გერმანელთა წინააღმდეგ მებრძოლი ჯარისკაცებისთვის იყო განკუთვნილი. ეს იყო პირველი როლი, როლი უდარდელი ბავშვისა!

ტყეში ,,სასეირნოდ" რომ მიდიოდა, პატარა ქალბატონი კალათით გერმანელების მიერ ჩამოგდებულ თვითმფრინავის პილოტებისათვის საკვები მიჰქონდა, თავად კი არაფერს ჭამდა. არ უნდოდა ჭამა... მორჩა და გათავდა!
,,ჩემი მშვენიერი ლედი" - Audrey Hepburn

ერთხელ ნაცისტებმა იგი ქუჩაში შეიპყრეს და ანრემის ყველა ქალთან ერთად გერმანიაში სამუშაოდ გაგზავნას უპირებდნენ, მაგრამ გოგონამ რაღაც საოცრების წყალობით გაქცევა მოახერხა და ერთი თვის განმავლობაში, 1945 წლის გაზაფხულამდე ვირთხებით სავსე სარდაფში მარტო იმალებოდა.

ოდრიმ საკუთარ თავს უბრძანა, რომ ვირთხების არ შეშიშებოდა, ნახევრად გონდაკარგულს აგონდებოდა, თუ როგორ დაატარებდა დედა თეატრში, შემდეგ როგორ ასწავლიდა მუსიკას, ცეკვას და კიდევ ინგლისურ ენას, რომლის შესწავლა ჯერ კიდევ ლონდონში, მამასთან ყოფნის დროს დაიწყო.

მან მთელი თვის განმავლობაში შეჭამა მხოლოდ ექვსი ვაშლი და ნახევარი პური,
რაც მას ფაშისტებისაგან გაქცევისას აბგაში აღმოაჩნდა.
,,ჩემი მშვენიერი ლედი" - Audrey Hepburn

ერთ დილას მას არტილერიული დანადგარების კომონადა შემოესმა და იფიქრა, ამერიკელებმა ფაშისტები განდევნესო. ამოძვრა სარდაფიდან და სახლში დაბრუნდა... ბარონესა ელამ ცოცხალი, ლანდგასული შვილი რომ დაინახა, მეტყველების უნარი წაერთვა.
,,მე მაშინ აჩრდილს ვგავდი, ყვითელ აჩრდილს", - ხშირად იგონებდა ოდრი.

10 წლის შემდეგ კრიტიკოსები ხოტბას ასხამდნენ მის მშვენიერებას, დახვეწილობას, ნიჭიერებას.
10 წლის შემდეგ იგი გახდა მშვენიერი ლედი!

,,ჩემი მშვენიერი ლედი" - Audrey Hepburn


სახელი ,,ოდრი", თავისი წარმოშობით, ნიშნავს ,,კეთილშობილს", ,,სამეფოს".

დაბადებიდან 21-ე დღეს ოდრის გული მცირე ხნით გაჩერებულა და ჩვილი ყველას მკვდრად ჩაუთვლია, მაგრამ რაღაც სასწაულის წყალობით ბავშვს კვლავ გაუხელია თვალი. ამის გამო ოდრი ხშირად ამბობდა-
,,მე სამ კვირაში გარდავიცვალე, რათა ჩემში სხვა არსების სული ჩასახულიყოო".

ოდრის საყვარელი ფერები იყო თეთრი და ვარდისფერი (ოდრის პირველი ქორწინების დროს თეთრი კაბა ემოსა,
ხოლო მეორის დროს ვარდისფერი).

ოდრის ძალიან მოსწონდა დიასახლსობა და ამ საქმიანობას გადასაღებ მოედანზე გამეფებულ გაწამაწიასა და მოჩვენებითობას ამჯობინებდა.

ოდრის ძალიან ჰყვარებია კვახე, მჟავე ვაშლი და ყოველთვის მიირთმევდა სადილის შემდეგ, როგორც დესერტს.

,,რომაულ არდადაგებში" მთავარი როლი ელიზაბეტ ტეილორს უნდა ეთამაშა, რომელსაც პარტნიორობას კერი გრანტი გაუწევდა, მაგრამ არჩევანის შეჩერება ჰეპბერნზე გახდა მიზეზი, გრეგორი პეკის მიწვევისაც, რომელიც ოდრის საუკეთესო მეგობრად ითვლებოდა ყოველთვის.
,,ჩემი მშვენიერი ლედი" - Audrey Hepburn

,,რომაული არდადაგების" ფინალურ სცენაში ოდრი დიდხანს ვერ ახერხებდა ბუნებრივად ცრემლის გადმოფრქვევას, მაგრამ როდესაც რეჟისორ უილიამ უაილერს მისთვის შეუხსენებია ის ფაქტი, რომ ფილმის გადაღება დასასრულს მიუახლოვდა, ოდრის დიდხანს უტირია და არც არავის უცდია მისი დაწყნარება.
,,ჩემი მშვენიერი ლედი" - Audrey Hepburn


ოდრის საუკეთესო მეგობრები იყვნენ გრეგორი პეკი და ელიზაბეტ ტეილორი,
სწორედ ისინი უმსუბუქებდნენ უკანასკნელ დღეებს ლეგენდად ქცეულ ქალს.

საოცარი დამთხვევითობით ოდრის უკანასკნელი პერსონაჟი კინოში იყო ანგელოზი ფილმში ,,მუდამ", ელიზაბეტ ტეილორს, ალბათ, ამიტომ უთქვამს: ,,ახლა ღმერთს მიწიერი ანგელოზიც ჰყავს, რომლის მშვენიერებას ვერანაირი ციური არსებანი ვერ გაუტლოდებიან".

ოდრის დაკრძალვის დღეს შვეიცარიის ალპების ერთ პატარა სამლოცველოში ისმოდა ბახის მუსიკა და ბავშვთა ქორო...
რომში ხალხს ყვავილები მოჰქონდა ტიბრის იმ ნაპირზე, სადაც ოდრი და გრეგორი პეკი ერთად ცეკვავდნენ ,,რომაული არდადაგების" გადაღებებისას.

ცხედრის გვერდით იდგნენ ის მამაკაცები, ვისაც ქალმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა:
მელ ფერერი, ანდრეა დოტო, რობერტ უოლდერსი, იუბერ დე ჟივანში და მისი ორი ვაჟი: შონი და ლუკა...
ოდრის რომ შესძლებოდა, შესაძლოა, ამ წუთისოფლიდან პირველად და ერთადერთხელ ეთქვა:
,,ბოლოსდაბოლოს ბედნიერი ვარ!"

,,ჩემი მშვენიერი ლედი" - Audrey Hepburn


,,წარმოუდგენელია ასეთი არაამქვეყნიური სილამაზის და სიწმინდის გოგონა სადმე ჩვეულებრივ ქალაქში ცხოვრობდეს და ჩვეულებრივი ყოფით იყოს დაკავებული".

,,მსოფლიო დარწმუნებული იყო, რომ იგი მართლაც მეფის ასული იყო, რომელიც ერთი დღით სასახლიდან გაიპარა..."

,,იგი იყო მსოფლიო კინოს ნამდვილი დედოფალი, მისი მშვენიერი ლედი... იგი დედოფალი იყო, მაგრამ მისთვის განკუთვნილი არცთუ ხანგრძლივი სიცოცხლე ძალიან წააგავდა კონკიას გაწამებულ ცხოვრებას..."

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

27


  • mari.chitauri.3110 თქვა:
    8 დეკემბერი 2013 12:17 - ID: 27,
    პატარა ქალბატონი ♥

  • gossip girl თქვა:
    8 ივლისი 2012 11:04 - ID: 26,
    ვაიმ ერა მძიმე ცხოვრება ქონია. ეს არის ერთადერთი იმ დროინდელი ქალი რომელზე ვგიჟდები

  • aNn_♥_memi თქვა:
    7 ივლისი 2012 19:27 - ID: 25,
    სიტყვები არ მყოფნიის ისე მიყვარს love drunk

  • Gossip T თქვა:
    7 ივლისი 2012 15:02 - ID: 24,
    ულამაზესი<3 ძალიან მიყვარს love

  • TaMoOo :)))) თქვა:
    7 ივლისი 2012 13:21 - ID: 23,
    მიყვაააააააააარს love

  • barsutka))) თქვა:
    7 ივლისი 2012 12:48 - ID: 22,
    ვაიმეეე ვგიჟდები ოდრიზეეე love love ჩემი ლამაზიი love

  • salYyY თქვა:
    7 ივლისი 2012 11:33 - ID: 21,
    მიყვარს ძალიან ,,

  • (:Kristen-Emma:) თქვა:
    7 ივლისი 2012 11:27 - ID: 20,
    აი ძალიან ძალიან მიყვარს love ულამაზესი და უნიჭიერესი love არაჩვეულებრივი ნიუსია love

  • bangel2 თქვა:
    7 ივლისი 2012 11:23 - ID: 19,
    ძაან მაგარი ნიუსიააა და ოდრი ხო სასწაულია

  • dabidubio თქვა:
    7 ივლისი 2012 10:46 - ID: 18,
    ვგიჟდები love

  • 65-day თქვა:
    7 ივლისი 2012 09:49 - ID: 17,
    არ მიყვარს ოდრის ფილმები,ვერც მის სილამაზეს აღვიქვამ:)

  • salukk თქვა:
    6 ივლისი 2012 23:40 - ID: 16,
    ოდრიიი ძალიან მიყვარს love

  • leave me alone თქვა:
    6 ივლისი 2012 23:18 - ID: 15,
    ვაიმე ვაიმე ვაიმე ვაიმე ვაიმე ვაიმე ვაიმე ვაიმე ვაიმე როგორ მიყვარს love

    ვაიმე რა ცოტა იცოცხლა :( ბებიაჩემზე ერთი წლით უფროსი იქნებოდა ახლა, მარა მაგას რა გააძლებიებდა დიდხანს ისეთი ჩხინკორა იყო :D ჯოხები ცარიელი love

  • hollynii თქვა:
    6 ივლისი 2012 22:57 - ID: 14,
    love love love

  • Anch_Bey თქვა:
    6 ივლისი 2012 22:51 - ID: 13,
    უთბილესი, ულამაზესი, უსაყვარლესი love

  • Kapa თქვა:
    6 ივლისი 2012 22:44 - ID: 12,
    ulamazesiiii .. zveli drois silamazis dedopali... aii sityvebit ver avgwer... ketilo , lamazi, satno... love

  • adele თქვა:
    6 ივლისი 2012 22:30 - ID: 11,
    dzalian dzalian dzalian magari newsiaa, yochaaag love
    aii am qalze kidev ar vici ra vtqva... saocrebaaa love

  • beauty queen თქვა:
    6 ივლისი 2012 21:49 - ID: 10,
    ულამაზესი ქალია
    ნამდვილი სილამაზე.

  • aleksandra თქვა:
    6 ივლისი 2012 21:02 - ID: 9,
    love

  • kristi_ თქვა:
    6 ივლისი 2012 20:19 - ID: 8,
    აშკარად ბევრი გაქვს ნაშრომი და გიფასებ უბრალოდ ეს ოდრი ოდრი ოდრი და სულ ოდრი ყელში მართლა. სხვა უამრავი და არანაკლებ ლამაზი მსახიობი ყოფილა smile

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top