;

10 July 2012      anano-anano     Views 5724    
Category: Fun, Interesting

United Colors-ყველანაირი ფერი,რომელიც გამოხატავს მსოფლიოს,სადაც არის ბედნიერება,სიცოცხლე,სიკვდილი,ომი და სიყვარული.
United Colors of Benetton-იტალიური ტანსაცმლის ბრენდია,რომელმაც საკმაოდ თამამი რეკლამებით,ბევრი რამ შეცვალა მსოფლიოში.უკვე ოცი წელია რაც ისინი,ცდილობენ ნათელი მოჰფინონ საზოგადოებაში არსებულ პრობლემებს


***
როგორც წინა ნიუსში გაცნობეთ,2000 წელს ოლივერო ტოსკანი ბენეტონის ფირმიდან წავიდა. ამის შემდგომ კი მისი შემცვლელი ჯეიმს მოლისონი გახდა,რომელიც როგორც ჩანს,სრულიად ეთანხმებოდა მისი წინამორბედის არჩეულ გზას.
***
1.2000 წელს სიდნეიში საზაფხულო ოლიმპიადა ჩატარდა.ამ ყოველივეს კი ბენეტონის ჯგუფმა თავისებური ლოგოტიპი მიუსადაგა.

2.2003 წელს ბენეტონის კომპანიამ დაიწყო ''მსოფლიო კვების'' პროგრამის მხარდაჭერა. ამ შემთხვევაში ჯეიმსმა აქცენტი გააკეთა შიმშილზე,როგორც მსოფლიოში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემაზე.

3.საკვები შეიძლება ნიშნავდეს ჯანმრთელობას,განათლებას,თავისუფლებას,სამსახურს და მომავალ იმედს. ჯეიმს მოლისონი იმყოფებოდა ავღანეთში,კამბოჯაში,გვინეასა და სიერა-ლეონაში.იგი გაეცნო ხალხის მდგომარეობას,რათა შემდგომში ეს ყოველივე საზოგადოებისთვის ემცნო.

4.სარეკლამო კამპანიის გარდა,ბენეტონის ფირმამ გამოუშვა კატალოგი სახელწოდებით “2398 გრამი” - სწორედ ამდენს იწონიდა ერთ-ერთი გოგონა,რომელიც შიმშილობის მსხვერპლი გახდა.


5.ამ სურათზე გამოსახულია ფაბრიკის ერთ-ერთი სტუდენტის გაფეტიშებული მზერა,რომელიც საჭმელისკენაა მიმართული.

6.შემდგომ წლებში ბენეტონის ყურადღება გადაშენების პირას მყოფ ცხოველებზე გამახვილდა.კომპანიამ ხაზი გაუსვა ,იმ ფაქტს ,რომ მაიმუნები-ჩვენი ნათესავები არიან ,რადგან ადამიანებსა და მათ დეენემს შორის 96 პროცენტია მსგავსება.ამიტომ,მათაც შესაბამისი მოპყრობა სჭირდებათ.

7.2008 წელს პეკინში საზაფხულო ოლიმპიადა ჩატარდა.ამ პოსტერზე კი გამოსახულია იაპონელი და ტიბეტელი მონა,რომლებიც ერთად ლოცულობენ. ამით კომპანიამ საკუთარი დამოკიდებულება გამოხატა ტიბეტის ოკუპაციასთან დაკავშირებით.

8.ამავე წელს ბენეტონმა აფრიკელ მომუშავეთა მიკროკრედიტებზე გაამახვილა ყურადღება.

9.2011 წლის ნოემბერში დაიწყო სარეკლამო კამპანია სახელწოდებით ''unhate '',რომელიც მოიცავდა ფოტოკოლაჟების სერიას,სადაც მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს კოცნიდნენ.ეს მშვიდობის ერთგვარი სიმბოლო იყო ფირმის მხრიდან.


აი ასეთი იყო ბენეტონის გზა დღემდე,რომლის გაგრძელებასაც მომავალი გვიჩვენებს.
ბოლოს კი შემოგთავაზებთ რამდენიმე დასამახსოვრებელ პოსტერს ბენეტონის ისტორიიდან.
***
-კიდევ ერთი მაშტაბური სარეკლამო კამპანია შიდსის წინააღმდეგ საბრძოლველად.

-სამი სხვადასხვა რასის ადამიანის გული- წითელი,შავი,ყვითელი. კიდევ ერთი სიმბოლო რასიზმის წინააღმდეგ.

-იუგოსლავიის ომში დაღუპული ჯარისკაცის ტანსაცმელი.

-ბენეტონის კიდევ ერთი პოსტერი,ქალებზე ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად.

-ეს კი ადამიანთა უფლებების დეკლარაციის 50 წლის იუბილესთვის მიძღვნილი პლაკატი.

***
Oliviero Toscani:''ჩვენ,ჩვენი რეკლამებით არ მივუთითებთ ადამიანებს,რომ ჩვენი სამოსი შეიძინონ.მთელი ჩვენი ძალისხმევა,მიმართულია იმისკენ,რომ ხალხმა დაინახოს საზოგადოებაში არსებული პრობლემები.ბევრი მათ გვერდს უვლის,ჩვენი აზრით კი ამ ყოველივეზე საჯაროდ უნდა ვმსჯელობდეთ''


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top