;
10 ივლისი 2012      ✿GiRL From VoGue✿☆     9 კომენტარი     ნანახია 4245-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მოდა და სრულყოფილება მოდა და სრულყოფილება


- ✔✔✔ დღესდღეობით სრულყოფილებისაკენ სწრაფვა ყოველი მაღალი ფენომენის უმთავრესი მახასიათებელია, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი სწორედ მოდის სამყაროდან მოდის. მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისში სიტყვა "პერფექციონიზმი" მაღალი ფენის ელიტარულ წარმომადგენლებს შესანიშნავად ჰქონდათ გათვიცნობიერებული, რაც განაპირობებდა უამრავი ახალი სიტლისტიკური ელემენტის ან თუნდაც ახალი ხედვის ჩამოყალიბებასა და მის განვითარებას. თუმცა ცნობილია, რომ სრულყოფილება აბსოლიტურ სიმკაცრესა და ზომიერებას მოითხოვს, ერთმა წვრილმანმა შტრიხმაც კი შეიძლება ამ სფეროში დიდი ალიაქოთი გამოიწვიოს, ამიტომ ყოველი პროპორცია, ფორმა თუ ზომა საგულდაგულოდ უნდა იქნას დაცვული, განსაკუთრებით კი ნაჭერთან მიმართებაში, რათა არ დაირღვეს ბალანსი.

მოდა და სრულყოფილება

- ✔✔✔ სწორედ ამიტომ არსებობს ადამიანის გარკვეული სტერეოტიპი - კრიტიკოსი, რომელიც საგულდაგულოდ აკვირდება ყოველ ნიუანსსა თუ ხაზს. სწავლობს მათ სტრუქტურას, აგებულებასა და ხარისხის სიხშირეს, შემდეგ კი ამ ყველაფრის შეჯამებას მოსდევს შეფასება, დადებითი, უარყოფითი, ან თუნდაც ნეიტრალური.
სიტყვა "კრიტიკა", როგორც მიმართულება და პროფესია, ჯერ კიდევ შუა საუკუნეების დასაწყისში, საფრანგეთსა და ინგლისში დაარსდა და უმალვე გავრცელდა. ამ პერიოდში უკვე დიდი სიფრთხილით ეკიდებოდნენ ნაჭერზე და მის ხარისხზე მუშაობას. კრიტიკოსებმა დააბალანსეს კონტრასტი, გემოვნება და პროფესიონალიზმი, რამაც მოდის სამყაროში გარკვეული ევოლუციაც კი მოახდინა.


მოდა და სრულყოფილება
მოდა და სრულყოფილება

- ✔✔✔ მეოცე საუკუნის დასაწყისის მოახლოვებამ ადამიანთა გარკვეულ ტიპაჟებს გაათვიცნობიერებინა ის ფაქტი, რომ მოდის სამყაროში მოღვაწე ყოველ პერსონას სრულყოფილებისა და სრულფასოვნებისადმი მიმართული ხასიათი და საკუთარი "მე" გააჩნდა. სწორედ ამ მოსაზრებამ ჩაუყარა საფუძველი მოდის სრულყოფილებისადმი სწრაფვის სურვილსა და სტიმულს. ამ პერიოდს მოსდევს გარდამავალი ეპოქა, ჩვენთვის უკვე კარგად ცნობილი "მოდის აღორძინება" , რომელშიც უკვე უამრავი მდგრადი მიმართულება და მრავალი პერსპექტივა შეიქმნა. დაიწყო ერთგვარი "გადახარისხებაც". ყოველი დიზაინერი თუ უბრალოდ მოდური ჰუმანიტარი ცდილობდა შემოეტანა სიახლე და ამ ყველაფერმა საბოლოოდ დღევანდელობამდე მოგვიყვანა. შემდეგ კი დაისვა შეკითხვა - შეიძლება თუ არა არსებობდეს "სრულყოფილი მოდა", ამ ფაქტს რაღათქმაუნდა დიდი გამოხმაურება მოჰყვა, საზოგადოება ორ ნაწილად გაიყო - ერთის დიქტატურა აცხადებდა, რომ მოდა მხოლოდ გემოვნებისა და პროფესიონალიზმის ნაყოფია, მეორე კი მას სრულყოფილებასთან აიდიალებდა, თუმცა ვინ იცის, შეიძლება ამ შეკითხვაზე პასუხი არც კი არსებობს.

მოდა და სრულყოფილება
მოდა და სრულყოფილება
მოდა და სრულყოფილება
მოდა და სრულყოფილება
მოდა და სრულყოფილება
მოდა და სრულყოფილება
მოდა და სრულყოფილება
მოდა და სრულყოფილება

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

9


  • leluchia თქვა:
    11 ივლისი 2012 20:50 - ID: 9,
    ta_mo
    გალიანოს, მაქქუინის, გოტიეს ტანსაცმელს უფრო ხელოვნური დატვირთვა აქვს და ზედმეტად თეატრალურიცაა... მოდას ხომ არც ისეთი კომპლექსური დატვირთვა აქვს როგორსაც ასეთი ტიპის დიზაინერები ქმნიან...მეც მინდა რომ როგორმე ვალენტინომაც აღიაროს ფაქტი, რომ მოდა ხელოვნებაა და უბრალოდ ქალის გალამაზებას არ ნიშნავს.
    მართალი ხარ ასეთი გაყინვაც არაა მოსაწონი... თუმცა რთულია შექმნა პრაქტიკული,ტარებადი და ამვდროულად ავანგარდული სამოსი.

  • leluchia თქვა:
    11 ივლისი 2012 12:37 - ID: 8,
    ta_mo გალიანოს მართლაც შეუძლია ისეთ ფანტაზიას შეასხას ხორცი არც ერთ დიზაინერს რომ არ დასიზმრებია, მაგრამ ის რასაც გალიანო ქმნის ,,ქუჩაში''ჩAიცვამ?

  • Nina√ თქვა:
    11 ივლისი 2012 12:14 - ID: 7,
    კარგი ნიუსიაა love

  • aNn_♥_memi თქვა:
    10 ივლისი 2012 21:53 - ID: 5,
    ვაუ კაი იყოო love

  • mariamy_feria თქვა:
    10 ივლისი 2012 21:04 - ID: 4,
    love

  • 10 ივლისი 2012 21:01 - ID: 3,
    Anch_Bey,

    არა, მოდის თემატიკა გარკვეული კუთხეებით მაქვს განხილული, ამ შემთხვევაში ეს მოდისა და სრულყოფილების თანაფარდობაა.

  • Anch_Bey თქვა:
    10 ივლისი 2012 20:52 - ID: 2,
    ეს ხომ იდო ერთხელ

  • ninikoo თქვა:
    10 ივლისი 2012 20:42 - ID: 1,
    :fashionlove:

    love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top