;
20 ივლისი 2012      tatia-tatia777     19 კომენტარი     ნანახია 7565-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

სულ რაღაც 6 დღის იყო როდესაც შოტლანდიის დედოფალი გახდა. მამის გარდაცვალების შემდეგ დაიდგა ქვეყნის გვირგვინი თავზე მაგრამ მცირეწლოვან ბავშვს აბა რისი მართვა შეეძლოთ . გრაფების გადაწყვეტილებით მცირეწლოვანი მარიამ სტიუარტი საფრანგეთის კარზე გაგზავნეს, როდესაც გაიზრდებოდა ის საფრანგეთის პრინცის ფრანსუა მეორის ცოლი უდა გამხდარიყო
როგორც კი საფრანგეთის მიწაზე ფეხი დაადგა ყველამ შეიყვარა,ყველამ დიდი პატივით მიიღო პატარა დედოფალი
'' ყველაზე მშვენიერი ბავშვი ვინც კი ოდესმე მინახავს '' _წერდა შემდგომში საფრანგეთის მეფე ჰენრიხ მეორე
მეცნიერები ამტკიცებენ რომ არცერთი ფოტო რომელიც შემორჩენილია მარიამ სტიუარტის არ არის ნამდვილი რადგან იმ დროს შოტლანდიის კარზე დაბალი დონის მხატვრები მოღვაწეობდნენ და ისინი ისე ხატავდნენ მარიამს როგორც წარმოედგინათო
საოცარი ნიჭით იყო დაჯილდოებული მარიამ სტიუარტი .სწავლობდა ყველაფერს რაც კი უნდა სცოდნოდა მაშინდელ დედოფალს,ყველაფერს ითვისებდა ადვილად და სწრაფად . აღფრთოვანებაში მოყავდა ყველა ვინც კი მას შეხვდებოდა . საფრანგეთის კარის პოეტები ხოტბას ასხავდნენ მის მშვენიერებას,მის ღირსებას . აბა სხვა რა უნდოდა ბედისგან განებივრებულ გოგონას თუ არა ის რასაც იღებდა საფრანგეთის სამეფო კარზე
17 წლის იყო როდესაც ცოლად შერთეს ავადმყოფ პრინცს ეს ნორჩი და სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალი და მასთან ერთად დაიდგა თავზე საფრანგეთის დედოფლის გვირგვინი .ყველას ახარებდა და სიცოცხლით ავსებდა ეგ ნორჩი ახალგაზრდა . როგორც მემატიანე იუწყება ჯერ კიდევ მაშინ როდესაც ფრანსუა და მარიამი დაქორწინდნენ,ჯერ კიდევ ერთად თამაშობდნენო ,ამიტომ ისტორია ეჭვქვეშ აყენებს მათ ფიზიკურ ლტოლვას ერთმანეთისადმი მითუმეტეს რომ საბრალო მეფე ყოველთვის ავადმყოფობდა და ნახევრად საწოლში ჩავარდნილს თავთან უჯდა მშვენიერი მეუღლე
მარიამ სტიუარტი
ბედმა დიდხანს არ დააცადა ფრანსუს სიცოცხლე და მარიამ სტიუარტი მალევე გახდა ახალგაზრდა მშვენიერი ქვრივი . აღარ დაედგომებოდა საფრანგეთში რადგან ვეღარ გაუძლებდა დედამთილის საშინელ ქედმაღლობას, იცოდა რომ ეს ქალი მას არ მოასვენებდა მითუმეტეს რომ ხშირად შეუხსენებია მისთვის მისი ვაჭრული წარმომავლობა და ბევრჯერ დაუტრაბახებია მის ტვალწინ რომ მარიამის ძარღვებში წმინდა სტიუარტების და ტიუდორების სისხლი ჩქეფდა .


დიდი სევდით გამოაცილეს ნავსადგურში მარიამ სტიუარტი ,თითქოს მისით სიცოცხლის ნაპერწკალს კარგავდნენ,ერჩივათ ყოლოდათ ახალგაზრდა ქარიზმატული მონარქი ვიდრე ეკატერინე მედიჩის მსგავსი დედოფალი .

სწორედ აქედან იწყება 20 წლიანი დაუოკებელი ბრძოლა მარიამ სტიუარტსა და ინგლისის დედოფლის ელიზაბეტს შორის. მარიამ სტიუარტს არ ჩვეოდა დაეკარგა რამე ,ის ყოველთვის სიმაღლეების დასაპყრობად იბრძოდა,ამიტომაც მან პრეტენზია განაცხადა ინგლისის ტახტზე ,მისი თქმით მარიამი იყო ყველაზე კანონიერი მემკვიდრე ინგლისის ტახტისა. სწორედ ამან განაპირობა ელიზაბეტის მტრული დამოკიდებულება მისდამი და იწყება ამ ორ უძლიერეს ქალ მონარქს შორის თითქმის 20 წლიანი შეფარვითი მტრობა .
აბა რაში არგებდა ბედისგან განებივრებულ,ფუფუნებაში გაზრდილ მარიამ სტიუარტს გაღლეტილი შოტლანდიის გვირგვინი,ქვეყნისა სადაც მისი შესაფერისი სასახლეც ვერ მონახეს რომ პატივით მიეღოთ

აგიჟებდა მარიამ სტიუარტს ის ცივი სასახლე რომელიც მამისის გარდაცვალების შემდეგ არც კი შეუკეთებიათ ,სადაც ხელოვნების და მუსიკის ნასახიც არ იყო რომელიც ასე უყვარდა მას . მაგრამ ბოლოს ბედს შეეგუა და მშობლიურ სასახლესი კომფორტულად მოეწყო. თუმცა კვლავ და კვლავ არ ივიწყებდა მის მიზანს მიეღო ინგლისის ტახტი და გამხდარიყო ინგლის-შოტლანდიის გაერთიანებული სამეფოს მონარქი

20 წლის განმავლობაში ეპირფერა ერთმანეთს ელიზაბეტი და მარიამი, 20 წლის განმავლობაში ეძახდნენ ’’ძვირფას დებს ’’, სინამდვილეში კი სამკვდრო სასიცოცხლო ბრძოლა იყო მათ შორის გაჩაღებული. ბრძოლა რომელშიც მარიამ სტიუარტი დასამარცხებლად იყო განწირული .

მარიამ სტიუარტი
მარიამი იყო ქალი რომელიც დაუფიქრებლად მაშინვე წყვეტდა ყველაფერს, სწორედ ამ დროს გამოჩნდებოდა ხოლმე მისი ქარაფშუტობა მაგრამ თუ კი როდესმე მის პატივმოყვარეობას,გვირგვინს და სახელს ვინმე ჩირქა მოაცხებდა სწორედ მაშინ იქცეოდა ძუ ლომად და იბრძოდა საკუთარი ინტერესების დასაცავად

’’ყოველთვის როცა მისი ბედი.თავისუფლება,ღირსება და გვირგვინი ბეწვზე ეკიდა ,მარიამ სტიუარტი ყველა მის მსახურსა და შემწეზე მეტ ძალას იკრებდა .ყველაზე დაძაბულ წუთებში ნათელი ხდებოდა რა უჩვეულო ნიჭით იყო დაჯილდოებული .ვისაც სურდა ქედი მოეხრევინებინა ამ ქალისთვის ,სტიმულს აძლევდა ერთ ურყევ ენერგიად ქცეულიყო და წელში გამართულიყო’’ _წერდა შემდგომში მემატიანე

თუმცა არ უმართლებდა სიყვარულში,არ უმართლებდა პირად ცხოვრებაში,მხოლოდ ერთხელ განიცადა ნამდვილი სიყვარული,მხოლოდ ერტხელ დაკარგა საკუტარი თავი სიყვარულისთვის და მასვე გაატანა ის ყოველივე რითაც აღაფრთოვანებდა მაშინდელ მსოფლიოს ,არა ამრტო ღირსება შეწირა მას არამედ გვირგვინიც და შემდგომში საკუთარი სიცოცხლეც
პირველი ქორწინება უწყინარ ფრანსუასთან როცა ჯერ ისევ ბავშვი იყო,მეორეტ ჰენრი დარნლეი რომელმაც თავისი უზადო გარეგნობით გაიტაცა დედოფალი ,მაგრამ ვაი რომ მას იმ გარეგნობის გარდა არაფერი გააჩნდა ,უჭკუო კაცს დაუკავშირა საკუთარი თავი და ქვეყანა
მეორე ქორწინება იყო პირველი და მწარე შეცდომა მაგრამ ეს რას შეედრება იმ სიმწარეს რაც მას მესამე ქორწინებამ მოუტანა .გაგიჟებით შეუყვარდა მისივე მსახური ვინმე ბოთველი .როგორც ისტორია იუწყება აქედან იწყება ამ ქალის სულიერი გარდასახვა .ეს აღარ იყო ის მარიამი ვინც შოტლანდიაში დაბრუნდა,თავი დაკარგა,ღირსება დაკარგა ,ყველაფერზე უარს აცხადებდა ოღონდ მასთან ყოფილიყო .სწრედ ამაზე წერდა თავის სონეტებში მარიამი

’’მე მას დავუთმე ღირსება და სახელი ჩემი
რაც მაქვს მას ვუთმობ ,_ააღარავის აღარ დავინდობ ,_
ის სევიყვარე მთელი გულით ,ოცნებით,რწმენით,
მე სამშობლოში შემიძულეს სწორედ ამიტომ

მარიამ სტიუარტი
სიმართლეს წერდა მარიამი თავის სონეტებში, სწორედ მაგიტომ შეიძულა შოტლანდიამ და განაჩენი გამოუტანა .მთელმა შოტლანდიამ იცოდა რომ ბოთველმა გაისტუმრა იმქვეყნად მეფე დარნლეი,მარიამის მეუღლე .ვაი რომ ამ ყოველივეში მონაწილეობა შემდგომში მარიამ სტიუარტსაც დაუმტკიცდა . თუმცა მარიამ სტიუარტის მომხრენი ამტკიცებენ რომ ეს ასე არ იყო და ელიზაბეტმა მისი ჩირქის მოსაცხებად გამოიგონა ეს ამბავი .ფაქტი კი ისაა რომ მარიამი ტახტიდან სწორედ აკრძალული სიყვარულისთვის ჩამოაგდეს და შემგომში 15 წელი იმყოფებოდა ლტოლვილად ინგლისის კარზე,ელზაბეტის მოწყალების იმედად

ეს ’’მამაცი ამორძალი ’’როგორც მას ისტორია უწოდებს, სიცოცხლით სავსე ,ენერგიული ქალი,ქალი რომელიც ბნელ ღამეში 5 თვის ფეხმძიმე შეუდრეკად შემოახტა ცხენს და 52 მილის მანძილზე შეუსვენებლივ აჭენა გაქაფული ცხენი ტყევეობიდან გასაქცევად,მოულოდნელად იქცა სიყვარულის მონად .მტელი მსოფლიო აღაშფოტა მისმა საქციელმა როდესაც კაცს რომელსაც მისი ქმრის მკვლელობა ბრალად ედებოდა,რომელსაც მეფის სიკვდილს ბრალად სდებდნენ 3 თვეში ცოლად გაყვა .მთელი მსოფლიო და კათოლიკური ეკლესია აღუდგა წინ ამ საქციელს მაგრამ ვერავინ და ვერაფერმა შეაჩერა . სწორედ ამიტომ ამბობენ რომ ეს სიყვარული რაც მარიამ სტიუარტმა ისტორიის ფურჩლებზე ჩაწერა განუმეორებელია ,მსგავსი სიყვარულის ისტორია არ მოიპოვება მსოფლიო ისტორიის ფურცლებზეო ,წერენ დღესაც მეცნიერები და ვერ აუხსნიათ რამ შეშალა ასე ეს უდრეკი დედოფალი.როგორ დაიმონა მსახურმა ისე რომ არაფერი ესმოდა და ვერაფერს ხედავდა

მარიამ სტიუარტი
ბოლოს იძულებული გახდა შოტლანდიიდან გაქცეულიყო და მფარველობა მისი ’’ძვირფასი დისთვის’’ ეთხოვა,ტახტიდან ჩამოგდებულს აღარ დაედგომებოდა შოტლანდიაში. ელიზაბეტს არ მოსწონდა ეს დაუპატიჟებელი სტუმარი თუმცა რას იზამდა წლების მანძილზე უმტკიცებდა დობას და მეგობრობას და ახლა ხელს ვერ კრავდა, მსოფლიო მისჩერებოდა თვალებში რას მოიმოქმედებდა ელიზაბეტი .მიიღო და დიდი პატივითაც . ფიქტიურ ტყვედ ითვლებოდა ინგლისის მიწაზე მაგრამ როგორც დედოფალი ისე ცხოვრობდა . 50 მდე მსახური ემსახურებოდა,ცხენები მის განკარგულებაში იყვნენ. ყველაფერი ქონდა რაც სურდა. ყველაფრის მიუხედავად არ დავიწყებია ელიზაბეტს რომ ის გვირგვინოსანი მეფე იყო .იცავდა მის პოზიციას მაგრამ მხოლოდ იმიტომ რომ საკუტარი გაემყარებინა.ვერ დაუშვებდა მეზობელ სახელმშიფოში ჩამოეგდოთ დედოფალი რადგან იცოდა რომ ინგლისში მასაც ყავდა მოწინააღმდეგეები და იგივე არ განმეორებულიყო .

მარიამ სტიუარტი
მარიამი კი ციხიდან ციხეში გადაყავდათ და იქედან ხლართავდა ინტრიგებს რათა მიეღო ინგლისის ტახტი . მარტოდ დარჩენილი ებრძოლა ყველას და ყველაფერს.საბოლოოდ კი გამოაშკარავეს როგორ დართო ნება მის მომხრეებს მოეკლათ ელიზაბეტი და ტახტზე ის აეყვანათ. სიკვდილი მიუსაჯეს ,მაგრამ ელიზაბეტი ახლაც თავს იკავებდა როგორც ყოველთვის განაჩენზე ხელი მოეწერა. ის ვერ დაუშვებდა მონარქი ისე გაესამართლებინათ როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე რადგან ეს იმის თქმა იყო რომ ღვთისგან მირონცხებულსაც შეიძლებოდა შეცდომები მოკითხოდა და ვაითუ ერთ დღეს ისიც წაეყენებინათ სამსჯავროზე .მაგრამ ეს არაფერი მსოფლიო ხელებში შესცქეროდა მოაწერდა თუ არა ხელს.

საფრანგეთმა ბევრჯერ შეახსენა რომ მარიამი ყოფილი დედოფალი იყო საფრანგეთისა და ასე იოლად არ შეეგუებოდა,ისიც კი დაემუქრა ჯარებს ინგლისი მიწაზე გადმოვსვავთ ჩვენი დედოფლის დასაცავადო მაგრამ ელიზაბეტმა იცოდა ძლევაოსილი ინგლისი წინააღმდეგ გამოლაშქრებას ვერავინ გაბედავდა და 41 წლის მარიამ სტიუარტი ეშაპოტზე აიყვანეს და თავი მოკვეთეს .
ყველაზე სამარცხვინო კი ის იყო რომ მისმა შვილმა, რომელსაც შეეძლო სიტყვა შეეწია დედისთვის,ელიზაბეტისთვის შეეხსენებინა რომ მარიამი სტიუარტების და ტიუდორების შთამომავალი იყო ,მისთვის შეეხსენებინა რომ მონარქს ისე ვერ გაასამართლებდა, როგორც დამნაშავეს, ელიზაბეტთან გარიგდა რიმლის მიხედვითაც ის თვალს დახუჭავდა დედის სიკვდილით დასჯაზე იმ შემთხვევაში თუ ელიზაბეტი მას მემკვიდრედ დაასახელებდა

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

19


  • 24 აპრილი 2014 20:32 - ID: 19,
    რატომღაც არ მიყვარს ეს წიგნი...სტატია კი უმაგრესი იყო... <3

  • mariamiiiiiiiiii თქვა:
    9 აგვისტო 2013 15:35 - ID: 18,
    მარიამ სტიუარტზე ფილმი არ არის გადაღებული?

  • dabidubio თქვა:
    7 აგვისტო 2012 13:37 - ID: 17,
    შტეფან ცვაიგის "მარიამ სტიუარტი" ძალიან, ძალიან მიყვარსეს წიგნი love

  • sNoop_N თქვა:
    30 ივლისი 2012 02:49 - ID: 16,
    ძალიან მაგარი იყო, ყოჩაღ ავტორ request

  • KeSso13 თქვა:
    30 ივლისი 2012 02:29 - ID: 15,
    ვგიჟდები ამ წიგნზე love პოსტი ძალიან მომეწონა love

  • gretta თქვა:
    26 ივლისი 2012 01:56 - ID: 14,
    გუშინ ვუყურე მარიამ სტიუარტს, რუსთაველის თეატრის სპექტაკლს და ძალიან მომეწონა love fellow

  • tamo თქვა:
    25 ივლისი 2012 00:40 - ID: 13,
    ისე კარგად არის დაწერილი,რომ რა ვთქვაა...
    კარგი ხარ ავტორო

  • MaRuSa13 თქვა:
    23 ივლისი 2012 19:39 - ID: 12,
    tatia-tatia777 ყოჩაღ ავტორო არაჩვეულებრივი სტატია გამოგივიდა tatia-tatia777 "გავოცდი როცა აღმოვაჩინე რომ არსებობს მოსაზრება მარიამ სტიუარტი შექსპირის სახელიტ ფარულად წერდა სონეტებსო ,რომ შექსპირის უკან მარიამ სტიუარტი იმალება." გეთანხმები შეიძლება ასეც იყო მეც წავიკითხე ეს წიგნში

  • ana :X თქვა:
    22 ივლისი 2012 15:16 - ID: 11,
    ვგიჟდებიიი ამიის წიიგნზეე <33 ცვაიგის ყველა წიიგნი მაგაარიაა

  • tatia-tatia777 თქვა:
    20 ივლისი 2012 21:50 - ID: 10,
    მადლობა რომ მოგეწონათ. თუმცა ახლა გადავიკიტხე და 1 შეცდომა გამქცევია. 44 წლის იყო ტავი რომ მოკვეთეს . ძან საინტერესო ქალია და ძან მიყვარს ეს ისტორიული პერსონაჟი. ახლახანს გამოაცხადეს რომ თეატრი სადაც მარინა კახიანი ასრულებს მარიამის როლს ბათუმში ჩადის. ნეტა ქუთაისშიც ჩამოვიდნენ სიამოვნებით ვნახავ .
    მარიამი ზან საინტერესო პიროვნებაა,და ძან გავოცდი როცა აღმოვაჩინე რომ არსებობს მოსაზრება მარიამ სტიუარტი შექსპირის სახელიტ ფარულად წერდა სონეტებსო ,რომ შექსპირის უკან მარიამ სტიუარტი იმალება.

  • ketimtvarelidze თქვა:
    20 ივლისი 2012 20:10 - ID: 9,
    ძალიიაან საინტერესოო წიგნიიიაა <3 საერთოოდ ძალიიაან მიყვაარს ცვაიგიი :*:***

  • nanka_nanka17 თქვა:
    20 ივლისი 2012 17:55 - ID: 8,
    ყოჩაღ, ყველანაირად სრულყოფილი ნიუსია

  • Salome maisuradze თქვა:
    20 ივლისი 2012 17:02 - ID: 7,
    Shtepan cvaigiiissss mariam stiuartiii moomwoonsss love

  • marita)) თქვა:
    20 ივლისი 2012 17:00 - ID: 6,
    ყოჩაღ ავტორო! ძალიან საჭირო და საინტერესო სტატიაა <3 ფავორიტებში ++

  • anano.96 თქვა:
    20 ივლისი 2012 16:41 - ID: 5,
    დასაწყისი ზუსტად შტეფან ცვაიგის " მარისამ სტიუარტიდან" გაქვს ამოწერილი და ბოლოში არ ვიცი . smile ისე გიშრომია . ძალიან საიტერესო და კარგი გამოვიდა :)

  • Harry_Elle თქვა:
    20 ივლისი 2012 16:20 - ID: 4,
    ძალიან მაგარი ნიუსია ძალიან საინტერესო და აუცილებელი love love

  • Spain-Girl თქვა:
    20 ივლისი 2012 16:01 - ID: 3,
    შტეფან ცვაიგის "მარიამ სტიუარტი" მიყვარს ძალიან love

  • mariegrenier თქვა:
    20 ივლისი 2012 15:02 - ID: 2,
    ძალიან საინტერესო იყო )

  • Nina√ თქვა:
    20 ივლისი 2012 14:50 - ID: 1,
    აი ძალიან,ძალიან საინტერესო იყო love დიდი სიამოვნებით წავიკითხე love ფავორიტებში love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top