;

19 July 2012      lady_tamo     27 Comments     Views 18753    
Category: Fun, Interesting

ფრედერიკ ბეგბედერის პროვოკაციული ციტატები

ფრედერიკ ბეგბედერი - ახალგაზრდა, მდიდარი და პოპულარული ფრანგი მწერალი. ქართული საზოგადოებისთვის მისი შემოქმედება უფრო მეტად ცნობილი გახდა წიგნით '99 ფრანკი' რომელიც შევიდა სიაში '50 წიგნი , რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ'. ბეგბედერმა მისი შემოქმედებით მალევე მოიპოვა 'მოამბოხე მწერლის' სახელი, რა არის მისთვის ეს იმიჯი - პოპულარობის მოსაპოვებლად მორგებული კლიშე თუ ბუნებრივი მდგომარეობა. ეს თავად განსაჯეთ ნიუსში მოცემული ციტატების მიხედვით.

ფრედერიკ ბეგბედერის პროვოკაციული ციტატები


ფრაზები წიგნიდან L’amour dure trois ans/სიყვარული ცხოვრობს 3 წელი


ფრედერიკ ბეგბედერის პროვოკაციული ციტატები

შენ ნამდვილად შეყვარებული ხარ, როდესაც იწყებ კბილის პასტის წასმას სხვის ჯაგრისზე და არა შენსაზე

კოღოს ცხოვრებისთვის ერთი დღე აქვს, ვარდს - სამი, კატას - 13 წელი, სიყვარულს კი სამი წელი. პირველი წელი - ვნების, მეორე - სინაზის და მესამე - მოწყენილობის.

პირველ წელს ამბობენ: "თუ წახვალ, თავს მოვიკლავ"
მეორე წელს: "თუ წახვალ, გამიჭირდება, მაგრამ შევეგუები"
მესამე წელს: "თუ წახვალ, ამას შამპანიურით ავღნიშნავ"


მე მიყვარდა და მე ვუყვარდი, მაგრამ ეს ორი მცნება არასდროს ემთხვეოდა.

ჩემი პრობლემა იმაშია, რომ შენ ხარ მისი გადაწყვეტა

უშენოდ ჩემი ცხოვრება - მოსაცდელი დარბაზია

XX საუკუნეში სიყვარული - ტელეფონია, რომელიც აღარ რეკავს

იმისთვის, რომ სიყვარული უსასრულოდ გაგრძელდეს, დროზე აღარ უნდა იფიქრო

უბრალო ტესტი იმისთვის, რომ გაიგოთ ხართ თუ არა შეყვარებული: თუ 4-5 საათი გაატარეთ საყვარელი ადამიანის გარეშე და მოგენატრათ, მაშინ თქვენ არ ხართ შეყვარებული, რადგან სიყვარულის შემთხვევაში, 10 წუთი საყვარელი ადამიანის გარეშე ყოფნაც საკმარისი იქნებოდა იმისთვის, რომ თქვენი ცხოვრება აუტანელი გამხდარიყო.



ფრაზები წიგნიდან 99 ფრანკი


ფრედერიკ ბეგბედერის პროვოკაციული ციტატები

სიკვდილი ერთადერთი პაემანია, რომელიც თქვენს ორგანაიზერში წინასწარ ვერ ჩაიწერება.

საერთოდ, ქალები ეგრე ხართ: ან ძალიან გვიან ამბობთ ჰოს, როცა კაცი უკვე შეგეშვებათ, ან ძალიან ადრე, სანამ რამეს გთხოვენ

თუ კაცი მოუხელთებელია, ქალი დაუმარცხებელია.

იმისათვის, რომ დარწმუნდე, რომ ფული ბედნიერება არ არის, ორივეს უნდა გაუსინჯო გემო: ფულსაც და ბედნიერებასაც.

მოკვდე – ეს ნიშნავს , გახდე ისეთივე თავისუფალი, როგორიც დაბადებამდე იყავი.

ცხოვრება ასე მიდის: იბადებით, კვდებით, შუაში კი მუცელი გტკივათ. ცხოვრება
– ეს არის მუდმივი მუცლის ტკივილი. 15 წლისას იმიტომ გტკივათ, რომ შეყვარებული
ხართ; 25–ისას იმიტომ , რომ მომავალი გაშინებთ; 35 წლისას იმიტომ , რომ ბევს მუშაობთ;
55 წლისას იმიტომ, რომ შეყვარებული აღარ ხართ; 65 წლისას იმიტომ, რომ წარსულის
მოგონებები გტანჯავთ. 75 წლისას კი იმიტომ, რომ კიბო გაქვთ, თან მეტასტაზებით.
ინტერვალებში კი მხოლოდ ემორჩილებით.....


მორალი - შეიძლება ძალზედ მოსაწყენი რამეა, მაგრამ ეს ერთადერთია რითიც კარგის ცუდისგან გარჩევა შეგიძლია.

რატომ გვჭირდება ყველას სილამაზე? იმიტომ რომ სამყარო ძალიან მახინჯია, ჩვენ გვინდა გავხდეთ ლამაზები და სამყაროც ლამაზი გავხადოთ.

საუკეთესო დღესასწაული - ის, რომელიც ჩვენში ხდება



ფრაზები წიგნიდან Windows on the world

ფრედერიკ ბეგბედერის პროვოკაციული ციტატები

მარტოობა გაიძულებს დაფიქრდე. ის გაძელვს ზედმეტად ბევრ დროს ფიქრისთვის. და რაც უფრო მეტს ფიქრობ, მით უფრო ჭკვიანი და ამავე დროს მოწყენილი ხდები.

ქორწინება - ეს არის ხიზილალა საუზმედ, სადილად და ვახშმად. ის, რასაც აღმერთებ, შეიძლება გულისრევამდე შეგძულდეს.

პირველ ქორწინებაში ეძებ სრულყოფილებას, მეორეში სიმართლეს.

ჩვენ ზუსტად ისევე ვქორწინდებით, როგორც ვაბარებთ საატესტატო გამოცდებს: ყოველთვის განსაზღვრულ ჩარჩოებში უნდა მოექცე, რათა იყო ისეთი, როგორც არის ყველა, როგორც არის ყველა, როგორიც არის ყველა ... ნებისმიერ ფასად.



ფრაზები წიგნიდან L'égoïste romantique/რომანტიკული იდიოტი


ფრედერიკ ბეგბედერის პროვოკაციული ციტატები


განქორწინება - ეს არის სულიერი უდანაშაულობის დაკარგვა

ჩვენ დავშორდიტ ისევე, როგორც დავქორწინდით: ბოლომდე არაფერი გვესმოდა.

იმისთვის რომ წრფელი სიყვარულით შემიყვარდეს, ზედმეტად გადაღლილი ვარ, იმისთვის რომ გულგრილი დავღცე - ზედმეტად ემოციური.



ფრაზები წიგნიდან Au secours pardon /იდეალი

ფრედერიკ ბეგბედერის პროვოკაციული ციტატები


როდესაც სხვა ადამიანს ტანჯავ, ყველაზე ცუდს შენ თავს უკეთებ

ყველაზე დიდი პრობლემა ცხოვრებაში - ესაა ტკივილი, რომელსაც აყენებ საყვარელ ადამიანს და ვერანაირი ფილოსოფია ვერ გაამართლებს ადამიანს, რომელმაც საყვარელ ადამიანს გული ნამსხვრევებად უქცია.

და ბოლოს ....

დღეს, ვისაც ფული აქვს, არ აქვს დრო, ხოლო იმათ, ვისაც დრო აქვს, არა აქვს ფული.


ფრედერიკ ბეგბედერის პროვოკაციული ციტატები



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top