;
27 ივლისი 2012      Britain     11 კომენტარი     ნანახია 5592-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

◆ მიგელ დე სერვანტეს საავედრა ◆

მიგელ დე სერვანტეს საავედრა დაიბადა 1547 წლის 29 სექტემბერს, მადრიდის ახლოს, ქალაქ ალკალაში, ღარიბი დოსტაქრის ოჯახში. მისი ბავშვობის შესახებ არაფერია ცნობილი იმის გარდა, რასაც თვითონ გვიამბობს "დონ კიხოტის" პირველ ნაწილში. მას ადრე გაეღვივა შემოქმედების წყურვილი. სალამანკის უნივერსიტეტში სწალისას, დაწერა პოემა "ფილენა", რამოდენიმე სონეტი და მრავალი რომანსი, რომლებსაც ჩვენს დრომდე სამწუხაროდ არ მოუღწევიათ. შემდეგ რომის პაპის ელჩს - კარდინალ აკვავივას გაჰყვა რომში და მისი მდივანი გახდა. აქ შეისწავლა იტალიური ენა და გაიცნო იტალიელი კლასიკოსები.
მიგელ დე სერვანტეს საავედრა

1571 წლის 7 ოქტომბერს, მიგელმა გმირული მონაწილეობა მიიღო ლეპანტოს ცნობილ ბრძოლაში. თურქებთან შეტაკების დროს მძიმედ დაიჭრა და მარცხენა ხელიც დაჰკარგა. შემდეგში, როდესაც სერვანტესი სახელგანთქმული მწერალი გახდა, ის სიამაყით ამბობდა: "მარცხენა ხელის დაკარგვით მარჯვენა ხელი უფრო ვასახელეო".
ლეპანტოს ბრძოლის შემდეგ, ის მონაწილეობას იღებს მრავალ ომსა და შეტაკებაში. ხოლო 1575 წლის 20 სექტემბერს, ძმასთან ერთად ალჟირელმა მეკობრეებმა დაატყვევეს და ხუთი წელი საშინელ მონობაში გაატარეს. მას უპოვეს მტავარსარდლის სარეკომენდაციო ბარათები , წარჩინებულ პიროვნებად მიიჩნიეს და გამოსასყიდად დიდი თანხა მოითხოვეს. ღარიბ მშობლებს კი გამოსყიდვა არ შეეძლოთ, და იგი ჯოჯოხეთურად იტანჯებოდა ტყვეობაში, რაც მისთვის მოწიფულობის, დაბრძენებისა და გამობრძმედის სკოლად გადაიქცა. ტყვეობაში ვაჟკაცურად იქცეოდა. მრავალჯერ სცადა გაქცევა, ქალაქში თავმოყრილი ტყვეთა საერთო აჯანყება, მაგრამ - ამაოდ. ტყვეობაში ყოფნა შემდეგ წარმტაცად აღწერა "დონ კიხოტის" პირველ ნაწილში - რუის პერეც ვიედმას თავგადასავალში.

მიგელ დე სერვანტეს საავედრა

1580 წელს, სერვანტესი ძლივს გამოისყიდა დედ-მამამ და ის, ღატაკი და ჯანმრთელობა შერყეული დაბრუნდა მაშინდელ ესპანეთში, რომელიც იეზუიტებისა და ჯალათების სათარეშოდ იყო გადაქცეული. ათი წლის ხეტიალიდან დაბრუნებულმა მიგელმა, ვერსად იპოვა თავშესაფარი. უშედეგოდ სცადა ბედი ორ-სამ ლაშქრობაში. ლეპანტოს სახელოვანი გმირი ვერაგმა მეფე ფილიპე მეორემ ჯერ შიკრიკად აქცია, შემდეგ ხარკის ამკრეფ კომისრად. დიდბუნებოვანი, კეთილშობილი სერვანტესისათვის აუტანელი გახდა გაძვალტყავებული ესპანეთში სიარული, გლეხკაცების დაწიოკება.
გადაწყვიტა მწერლობისთვის მიეყო ხელი. 1583 წელს დაწერა პასტორალური რომანი "გალატეა". 1580-87 წლებში კი 20-30 პიესა, რომელთაგან დღემდე ათიოდემ მოაღწია. პიესებში აღსანიშნავია ტრაგედია "ნუმანსია", რომელიც ეხება ესპანეთის ძველი ქალაქის, ნუმანსიის გმირულ დაცვას დამპყრობელ რომაელთა წინააღმდეგ. პიესის კოლექტიური გმირია მთელი ქალაქის მოსახლეობა; ცოცხალ ადამიანებთან ერთად მასში მონაწილეობენ ალეგორიული ფიგურები: ესპანეთი, დიდება, შიმშილი, ომი, მდინარე დუერო შენაკადებიანად. მძიმე განსაცდელმა უცხოობაში, გამტანჯველმა განცდებმა ალჟირის ტყვეობაში აღუძრეს სერვანტესს სამშობლოსა და თავისუფლებისადმი ის მძაფრი სიყვარული, ის ტრაგიკული მსოფლშეგრძნება, რომლითაც გამსჭვალულია მისი იმდროინდელი ნაწარმოებები.

მიგელ დე სერვანტეს საავედრა

მაგრამ, მწერლობამაც ვერ განამტკიცა მისი მდგომარეობა. უმნიშვნელო საქმიანობასა და შემთხვევით ლიტერატურულ წარმატებებში გავიდა კიდევ ერთი 10 წელი. ამ ხანებში ცოლად შეირთო მასავით ღარიბი აზნაურის ქალი - კატალინა. ისევ ღატაკად ცხოვრობდა, ვალებში ეფლობოდა და ციხე-საპყრობილეების ხშირი სტუმარი იყო.
საპყრობილეში ყოფნისას მოიფიქრა და დაწერა მსოფლიოში ყველაზე მხიარული და ამავდროულად ყველაზე სევდიანი წიგნი, სყოველთაოდ განთქმული რომანი - "მახვილგონიერი იდალგო დონ კიხოტ ლამანჩელი". პირველი წიგნი 1605 წლის იანვარში გამოვიდა. წიგნს ერთბაშად არნახული წარმატება ხვდა და კაცობრიობის ყველა კულტურულ ენაზე გადაითარგმნა. მანამდე არცერთ წიგნს არ მოუხდენია ასეთი შთაბეჭდილება : მეფის სასახლე, ტრაქტირი, სასტუმრო, ფუნდუკი თუ სადალაქო ამ წიგნში მოთხრობილი ამბებით ერთობოდა. ავტორმა წიგნი მოიფიქრა, როგორც პაროდია შუა საუკუნეთა რაინდულ რომანებზე. ის წერდა უბრალოდ, რაინდული რომანების გასაკიცხ მხიარულ წიგნს, მაგრამ მისი მნიშვნელობა უაღრესად ფართო გახდა. ის შეიქნა ულმობელი, ბასრი სატირა, მიმართული მთელი ფეოდალური სამყაროს წინააღმდეგ, შავბნელი საუკუნეების სქოლასტიკური მოძღვრების წინააღმდეგ, უფლებისა და სამართლიანოვის დასაცავად. მასში მკაფიოდაა ასახული მეთექვსმეტე საუკუნის ესპანეთის ცხოვრების მთელი რეალისტური სურათი.

მიგელ დე სერვანტეს საავედრა

ადამიანის უსაზღვრო სიყვარულითა და თანაგრძნობითაა გამთბარი ამ რომანის ყოველი სიტყვა. ლამანჩის გუდამშიერი აზნაური ალონხო კოხანა რაინდული წიგნების კითხვამ გააგიჟა. ის ჯაგლაგ ცხენზე შეჯდა, მოგზაური რაინდი დონ კიხოტი დაირქვა, საჭუეველ-მტვირთველი სანჩო პანსა იახლა და საგმირო საქმეთა საძებნად გაემართა ესპანეთში, იმ დროისთვის ვაჭრუკანებისა და მჩაგვრელების ქვეყანაში. დიდებისა და ადამიანური სახელის მოლოდინში, მან აღთმა დადო : ბოროტი დაეთრგუნა, სიმართლე და ოქროს საუკუნე აღედგინა, ყველა მოღალატე დაესაჯა, სუსტი და დავრდომილი დაეფარა, სამართლიანობისა და თავისუფლებისათვის ებრძოლა. რადგან მას თავისუფლება, ყველაზე ძვირფას სიკეთედ მიაჩნდა ამქვეყნად და ნაძრახ სიცოცხლესა და მონობას, უდიდეს უბედურებად თვლიდა.
ცხოვრებამ სასტიკად იძია შური კეთილშობილ მეოცნებეზე, დონ კიხოტი ებრძვის ქარის წისქვილებს, - ისინი გოლიათები ჰგონია, თავს ესხმის ცხვრის ფარას, - მტრის ლაშქრად მიაჩნია ის. მას სცემენ, დამტვრეული და ნეკნებდამსხვრეული მაინც არ ცხრება, ვერაფერი ვერ აოკებს მას, პასტორალებს გაიმღერის და ილუზიათა სამყაროში ცხოვრობს. სასაცილოა და ამავე დროს სევდის მომგვრელი მისი ყოველი მოქმედება. სიკვდილის წინ, დონ კიხოტი გამოფხიზლდა, ცეცხლს მისცა რაინდული წიგნები და ისევ ალონზო კიხანას სახელი დაიბრუნა. იგი აღარ იყო ჭკუადამთხვეული რაინდი, არამედ ღატაკი აზნაური, რომელიც "გიჟივით ცხოვრობდე, ხოლო ბრძენივით მოკვდა".

მიგელ დე სერვანტეს საავედრა

სერვანტესმა უძლიერესი მხატვრული სიმართლით ასახა ეპოქა, აღსავსე დიდი ისტორიული მოვლენების დრამატიზმითა და იმ შეჟახებით, რომელსაც ახალი ბურჟუაზიული საზოგადოება ახდენდა რღვევის გზაზე მდგარი, დრომოჭმული ფეოდალური წყობილების წინააღმდეგ. მან, როგორც უდიდესმა ჰუმანისტმა, "დონ კიხოტში" გამოხატა აღორძინების ხანის მოწინავე იდეები და მისწრაფებანი. სერვანტესის ცხოვრების წვრილმანივ კი მჭიდროდ არის დაკავშირებული მის უკვდავ ნაწარმოებთან. ის ხშირად გამოთქვამს თავის იდუმალ აზრებს კეთილშობილი რაინდის პირით. "დონ კიხოტის" კითხვისას წარმოგვიდგება მიგელ სერვანტესი. მგზნებარე ენთუზიასტი, სიმპატიური პიროვნება, ტიტანური აზრისა და უდრეკი ნებისყოფის რაინდი, კეთილშობილი მეოცნებე, რომელსაც მთელი სიცოცხლის მანძილზე სასტიკად დევნის და ამასხარავებს ბედი, მაგრამ ის მაინც არ კარგავს იმედს, მასში არ მცირდება ადამიანის სიყვარული. "მარტოოდენ ჩემთვის დაიბადა დონ კიხოტი, ისე როგორც მე გავჩნდი მისთვის, მას წილად ხვდა ემოქმედნა, მე კი ამეწერაო" - ასე ამთავრებს მიგელი ამ შესანიშნავ რომანს, რომელიც საუკუნეთა მანძილზე ინარჩუნებს იდეოლოგურ სიახლეს და მხატვრული პროზის უბადლო ნიმუშია მსოფლიო ლიტერატურაში.
მიგელ დე სერვანტეს საავედრა

სერვანტესი წერდა ლექსებს, პოემებს, რომანებს, პიესებს, მაგრამ მხოლოდ "დონ კიხოტმა" გაუთქვა მას საქვეყნო სახელი და გახადა ყველა დროისა და ხალხის საყვარელ მწერლად.
"დონ კიხოტის" წარმატებამ ვერ იხსნა სიღატაკისგან სერვანტესი. სამეფო კარს იმ დროის უდიდესი გენიოსისათვის არაფერი გაუკეთებია, გაღატაკებული ავტორი ცოლ-შვილიანად ერთი ქალაქიდან მეორეში გადადიოდა, გაურბოდა მევალეებს და გავლენიან მფარველთა პროტექციას ეძებდა. 1613 წელს, გამოვიდა მისი საუცხოო "სამოძღვრებო ნოველები", 1615 წელს დაამთავრა "დონ კიხოტის" მეორე ნაწილი და ცალკე წიგნად დაიბეჭდა "კომედიები და ინტერმედიები".
უკანასკნელი რომანი " პერსილესისა და სიგიზმუნდას ვნებანი" დაამთავრა 1616 წლის 19 აპრილს, გარდაცვალებამდე ოთხი დღით ადრე. და მისი ინტიმურობით აღსავსე და ღრმა სიბრძნით გასაოცარ პროლოგში სიკვდილის სარეცელზე მიკრულმა ათრთოლებული ხელით ჩაწერა: ❝ სიცოცხლე სწაფად მდინარებს, იმედები ჰქრებიან... ხოლო ჩემი უძლიერესი სურვილია - სიცოცხლე... მშვიდობით, ლაღო ხუმრობავ, მშვიდობით, მეგობრებო, მშვიდობით, ჩემო ხალისიანო ცხოვრებავ!

მიგელ დე სერვანტეს საავედრა

1616 წლის 23 აპრილს, მადრიდის ერთ ბეჩავ ბინაში წყალმანკისგან გარდაიცვალა ესპანეთის უდიდესი მწერალი, მსოფლიოში ყველაზე პოპულარული წიგნის სახელგანთქმული ვტორი - მიგელ დე სერვანტეს სააავედრა,ხალისიანი სიცოცხლისადმი ასეთი სიყვარულით აღგზნებული გაშორდა იგი საყვარელ სამშობლოს, რომელმაც თავის ერთ-ერთ საუკეთესო შვილს არგუნა ტყვეობა, მომქანცველი უსარგებლო ლაშქრობანი, აუტანელი სიღატაკე, ლეტერატურულ მტერთა მხრივ დაუნდობელი ცილისწამება, მევალეთაგან დევნა, ბრწყინვალე მეცენატთა შემთხვევითი, ქედმაღლური, დამამცირებელი მოწყალებითა და ნასუფრალით ცხოვრება.
მისი სამარე მალე დაიკარგა, მაგრამ დარჩა შარავანდედით მოსილი უბრწყინვალესი სახელი, რომელიც უჭკნობი იქნება მთელი კულტურული კაცობრიობისთვის.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

11


  • Rma_(k) თქვა:
    27 ივლისი 2012 21:28 - ID: 11,
    კარგი ნიუსია, შემთხვევით ამის რომელიმე წიგნი ხომ არ გაქვთ წაკითხული?

  • bubunia:) თქვა:
    27 ივლისი 2012 19:27 - ID: 10,
    ძალიან კარგი და საინტერესო ნიუსიააა...ავტოროო ბრავოო...ფავორიტებშიიიი...დონ კიხოტი ძალიან მაგარიაა... love როგორც ყველა გენიოსი ესეც გარდაცვალების შემდეგ აღიარეს რაც ჩემი აზრით სამარცხვინოა

  • secrets in life თქვა:
    27 ივლისი 2012 18:27 - ID: 9,
    ვაუ, მააგრი ნიუსია

  • Ana-Rihanna თქვა:
    27 ივლისი 2012 17:29 - ID: 8,
    უდიდესი ნიუსია.... ყოჩაღ ავტორო.... მართლა უდიდესი მწერალი იყო რომელიც საზხოგადოებამ დააამცირა როგორც ყოველი მეორე გენიოსი ადამიანი....

  • Brave Dreamer თქვა:
    27 ივლისი 2012 17:23 - ID: 7,
    საინტერესო ნიუსია <3 მიყვარს დონ კიხოტიი love

  • sopiko თქვა:
    27 ივლისი 2012 17:06 - ID: 6,
    მიყვარს დონ კიხოტე <3

  • Britain თქვა:
    27 ივლისი 2012 16:05 - ID: 5,
    anuka-gaga,
    მადლობა ანუკაა love

  • anuka-gaga თქვა:
    27 ივლისი 2012 15:58 - ID: 4,
    ბევრი გიწვალია love კარგი ნიუსია ძალიან

  • Britain თქვა:
    27 ივლისი 2012 15:48 - ID: 3,
    Spain-Girl,
    Anch_Bey,
    მადლობა love

  • Anch_Bey თქვა:
    27 ივლისი 2012 15:42 - ID: 2,
    კარგი ნიუსია

  • Spain-Girl თქვა:
    27 ივლისი 2012 15:38 - ID: 1,
    დედა, რა მაგარი ნიუსიაა belay ყოჩაღ! ფავორიტებში უნდა დავამატო feel მიყვარს ჩემი ესპანელი კაცი love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top