;
5 აგვისტო 2012      NiNi_N     19 კომენტარი     ნანახია 3466-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ჯადოსნური სითხე ანუ ცოტა რამ ისტორიიდან ♥

ერთი წამით დროსა და სივრცეში გადავინაცვლოთ.... ეს ოლმეკების სამფლობელოა - ჩ.წ-მდე 1500 წელს მექსიკის ყურეში არსებული უძველესი ცივილიზაციის აკვანი. ოლმეკებზე ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ ერთი რამ კი ზუსტად შეგვიძლია ვთქვათ: ოლმეკები, შემდეგ კი მათი დამპყრობელი მაიას ტომები და აცტეკები შოკოლადის "პირველაღმომჩენლები" და შოკოლადის ინდუსტრიის ფუძემდებლები იყვნენ! ოღონდ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მაშინდელი შოკოლადი ლამაზად შეფუთული მადის აღმძვრელი შოკოლადის ფილები არ იყო, არამედ ძალიან არომატული, მაგრამ მწარე, სპეციფიკური გემოს მქონე სასმელი რომელსაც კსოკოატლს (მაიას ტომები) და ჩოკოლატლს (აცტეკები), ანუ "მწარე სითხეს" ან, მეორე ვერსიით, "ქაფიან სითხეს" უწოდებდნენ.

ყველაზე ტკბილი ისტორია ♥


ღმერთების საჩუქარი

აცტეკების რწმენით, ღვთაება კეტცალკოატლი დედამიწაზე დილის მზის სხივს ჩამოჰყვა, ადამიანთა მოდგმისთვის საჩუქრად კაკაოს ხის ნერგი ჩამოიტანა, თავის ხალხს კაკაოს მარცვლების მოხალვა, დაფქვა და მისგან საკვებად ვარგისი ფხვნილის გაკეთება ასწავლა. ამ ფხვნილისგან სასმელის მისაღებად კი წყლის დამატება აცტეკებმა სათაყვანებელი ღმერთის კარნახის გარეშეც მოახერხეს, დაფხვნილი ცხარე წიწაკა და სხვა სანელებლებიც შეურიეს, რომ მისი მწარე გემო ოდნავ მაინც შეეცვალათ. ამ სასმელს დიდი ხნის განმავლობაში მაგიური რიტუალებისა და საქორწინო ცერემონიების დროს იყენებდნენ. ძველ მექსიკელებს სწამდათ, რომ საკვების ქალღმერთი ტონაკატეკუტლი და წყლის ღვთაება კალჩიუტლუკი განსაკუთრებულად მფარველობდნენ კაკაოს ხეს, მის მოსავალს და მისგან დამზადებულ ღვთაებრივ სასმელს, მაიას ტომების ხალხის საყვარელ კაკაოს ღვთაებას კი ეკ-ჩუახე ერქვა - მის სახელზე ლოცვებს აღავლენდნენ და ისევე სწირავდნენ მსხვერპლს. როგორც სხვა, არანაკლებს "გავლენიან" ღმერთებს.
ყველაზე ტკბილი ისტორია ♥

კაკაოს ფული

კაკაოს ხის ნაყოფმა, გარდა საკვებისა, სხვა ფუნქციაც შეითავსა: კაკაოს მარცვლები ფულად იქცა არამარტო მაიას ტომის ხალხისთვის - ნიკარაგუაში 10 ცალ კაკაოს მარცვლად კურდღლის ყიდვა შეიძლებოდა, ჯამრთელი მამაკაცი-მონა 100 მარცვლად ფასობდა, მონა-ქალის დროებით დასაქირავებლად კი სულ რაღაც 6 კაკაოს მარცვალი კმაროდა... იმდროინდელი "ყალბი ფულის მჭრელები" კი ნაყოფიდან კაკაოს მარცვლებს იღებდნენ, წონისთვის ქვებს დებდნენ და ისე ყიდიდნენ!
ყველაზე ტკბილი ისტორია ♥

გზა ევროპისკენ და ასწლიანი საიდუმლო რეცეპტი

ძველ თქმულებას თუ დავუჯერებთ, აცტეკების ლეგენდარული მეფე მონტესუმა Ⅱ შოკოლადის გარდა სხვა სითხეს არც ეკარებოდა. დამპყრობელმა ერნან კორტესმა და მისმა მეომრებმა 1519 წელს მექსიკის დაპყრობისას, სხვა სიმდიდრესთან ერთად, ხელთ ჩაიგდეს მონტესუმას კაკაოს ნაყოფის გრანდიოზული საცავი, ამ ეგზოტიკურ სასმელსაც გაუსინჯეს გემო და, მართალია, სიმწარის გამო დიდად არ მოიწონეს, მაგრამ მისი თვისებებით გაოცებულნი დარჩნენ. ესპანეთში დაბრუნებულმა კორტესმა ეს ჯადოსნური სითხე მეფე კარლ Ⅴ-ს მოუმზადა და მას შემდეგ სამეფო კარის დიდებულები ლერწმის შაქრით, ნიგვზით და დარიჩინით შენელებულ შოკოლადის სასმელს მიირთმევდნენ. შოკოლადის რეცეპტი სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენდა, მის გამცემს სიკვდილით დასჯა ემუქრებოდა.... მაგრამ გავიდა ხანი და ესპანეთის მეფე ფილიპ Ⅲ-ის ქალიშვილი, ანა ავსტრალიელი, 1615 წელს მისთხოვდა ლუი ⅫⅠ-ეს. სწორედ მან ჩაიტანა საფრანგეთში ერთი ყუთი კაკაოს მარცვალი და მისი მომზადების რეცეპტი. პარიზის შემდეგ კი შოკოლადის ბუმმა მთელი ევროპა წალეკა.
ყველაზე ტკბილი ისტორია ♥

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

19


  • lamzira თქვა:
    12 აგვისტო 2012 23:14 - ID: 19,
    რა გემრიელი იქნება love

  • -Sally- თქვა:
    7 აგვისტო 2012 11:14 - ID: 18,
    ძალიან კარგი ნიუსია love love შოკოლადზე ვგიჟდები love

  • teonapopovi თქვა:
    7 აგვისტო 2012 00:46 - ID: 17,
    მიყვარს love

  • krist...star თქვა:
    6 აგვისტო 2012 15:59 - ID: 16,
    შოკოლადიიი- ჩემი სუსტი წერტილი love love love

  • Pusy თქვა:
    6 აგვისტო 2012 10:19 - ID: 15,
    ვაიმე ისეთი მაგარი ფოტოებია რომ სიგიჯემდე მომინდაააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააააა

  • beonce თქვა:
    5 აგვისტო 2012 23:26 - ID: 14,
    ვგიჟდები შოკოლადზე love love love მომინდა ეხლაა love

  • NiNi_N თქვა:
    5 აგვისტო 2012 19:21 - ID: 13,
    Glamour_chill
    ჰმ, ეს ფოტოკრებული კი არა მცირედი ინფორმაცია იყო! საკმარისი ფოტოებია არ სჭირდება მეტი...


    elga
    მადლობა ♥

  • elga თქვა:
    5 აგვისტო 2012 18:51 - ID: 12,
    best
    ავოიეეე ვგულაობთ მოწამლულებიი wink

  • Glamour_chill თქვა:
    5 აგვისტო 2012 18:47 - ID: 11,
    კარგია მაგრამ ძაან ცოტაააა sad უფრო ბევრი დადე ფოტო angry

  • Little Angel )) თქვა:
    5 აგვისტო 2012 15:07 - ID: 10,
    love love

  • best თქვა:
    5 აგვისტო 2012 15:00 - ID: 9,
    მეც მოწამლული ვარ მაგრამ მე ნესვმა მომწამლა :D

  • elga თქვა:
    5 აგვისტო 2012 14:28 - ID: 8,
    მოწამლული ვარ გოგო და ისე მომინდა ეხლა შოკოლადი რო ცუდად ვარ. არადა შოკომ მომწამლა wink

    აუ კარგი ნიუსია ყოჩაღ love

  • Rma_(k) თქვა:
    5 აგვისტო 2012 14:12 - ID: 7,
    love

  • NiNi_N თქვა:
    5 აგვისტო 2012 14:06 - ID: 6,
    keetaa
    B-)))
    QiQiTo:):)
    marita))

    მადლობა :))

  • marita)) თქვა:
    5 აგვისტო 2012 13:45 - ID: 5,
    კარგი ნიუსია <3 ფავორიტებში ++
    მმ.. რა გემრილი გიფებია love

  • QiQiTo:):) თქვა:
    5 აგვისტო 2012 12:07 - ID: 4,
    ნამ-ნამები........ნიუსი კარგიაააა

  • Deakoo თქვა:
    5 აგვისტო 2012 11:38 - ID: 3,
    როგორ მიყვარს love

  • keetaa თქვა:
    5 აგვისტო 2012 01:06 - ID: 1,
    მალადეც ნინ ძალიან კარგი ნიუსია love მე-2 გიფი რა საზიზღრობააა ..:|

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top