;
2 აგვისტო 2012      Ann_J     113 კომენტარი     ნანახია 11734-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

[აუცილებლად ჩართეთ მუსიკა]
Ingrid Michaelson - Everybody


⇨აი დავბრუნდი ჩემთვის ჩვეული თუ უჩვეულო ცხოვრებისეული ისტორიებით, რომლის პირველმა ნაწილმა დიდი გამოხმაურება და კარგი შეფასება დაიმსახურა. მაშ მოდით განვაგრძოთ და გადავხედით მოკლე ცხოვრებისეულ საქციელებსა და ამბებს, რომელმაც შესაძლოა რაღაცაზე დაგაფიქროთ...
▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬ஜ۩۞۩ஜ▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬▬
⇨დღეს ჩემმა დამ, რომელიც ჩემზე 10 წლის უფროსია მომიყვა ისტორია, რომელმაც რადიკალურად შეცვალა მისი მომავალი. როდესაც ვიყავი 8 წლის გამოვუტყდი მას, რომ მინდოდა ყველაფერში მას ვმგვანებოდი. სწორედ იმ დღეს ჩემმა დამ გადაწყვიტა ნარკოტიკებისთვის თავის დანებება და დაშორდა შეყვარებულს რომელმაც ნარკოტიკები პირველად შესთავაზა. დღეს იგი ჩემი უაღრესად მადლიერია.
⇨დღეს ერთმა ნაცნობმა ქალბატონმა მიამბო თუ როგორ განიცდიდა მისი ქალიშვილის ავტოკატასტროფაში გარდაცვალებას. იგი დიდი ხნის განმავლობაში ვერ გამოდიოდა დეპრესიიდან, მუდმივად მისტიროდა ქალიშვილს, მისი ცხოვრება შეწყდა . ხოლო ერთ საღამოს მას დაესიზმრა პატარა გოგონა, რომელსაც თან მოჰქონდა ორი უზარმაზარი ვედრო. აშკარა იყო რომ მას უმძიმდა თითოეული ნაბიჯის გადადგმა. ქალმა ჰკითხა თუ რა მოჰქონდა მას, ხოლო გოგონამ უპასუხა: "ეს შენი ცრემლებია დედა, ნუ იცხოვრებ წარსულით, იცხოვრე აწმყოთი. გიყვარდე ისეთი როგორიც ვიყავი, გახსოვდე ისეთი, როგორიც შენ გინდა რომ ვყოფილიყავი. ♥ამ დღიდან ქალბატონმა თავი ხელში აიყვანა. შეწყვიტა ტირილი და განაგრძო ცხოვრება.

⇨დღეს სუპერმარკეტში დავინახე 8 წლის გოგონა. იგი ესაუბრებოდა ძაღლს, ეფერებოდა და უღიმოდა მას. გვერდით იდგნენ გოგონას ხელჩაკიდებული მშობლები. მათი სახის გამომეტყველების მიხედვით აშკარა იყო, რომ ისინი უზომოდ ბედნიერები ივნენ. ოდნავ მოგვიანებით შევიტყვე რომ გოგონა აუტიზმით იყო დაავადებული ხოლო მისი მშობლები პირველად მოესწრნენ იმ ფაქტს როდესაც გოგონა საუბრობდა სრული წინადადებით.
⇨გავიდა უკვე ათი წელი მას შემდეგ, რაც ჩემი მეუღლე გარდაიცვალა ფილტვის კიბოთი, მაგრამ მე ეზოს დასუფთავების დროს ისევ ვნახულებ სიგარეტის ნარჩენებს, რომელმაც მისი სიცოცხლე შეიწირა.
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

▼დღეს, როდესაც მე ვტიროდი იმის გამო რომ ჩემმა შეყვარებულმა მიმატოვა, ბებო მომიჯდა გვერდით, თბილად ჩამეხუტა და მითხრა: "ყველაფერი იცვლება, მაგრამ მზე ყოველთვის ამოდის შემდეგ დღეს. ცუდი ისაა რომ არაფერი არაა მუდმივი, კარგი ამბავიც ამაში მდგომარეობს"
▼დღეს, როდესაც შუქნიშანთან ვიყავი გაჩერებული, შემომესმა ჩემთვის ყველაზე საყვარელი მელოდია, რომელმაც მოულოდნელად ამიტაცა. უეცრად დავიწყე არარსებულ ბარაბანზე დაკვრა და შევნიშნე გოგონა, რომელიც ავტომობილში იჯდა და თვალს მადევნებდა. მე დავიბენი და გაჩერება გადავწყვიტე, მაგრამ გოგონამ მოულოდნელად გამიღიმა და დაიწყო დაკვრა ვირტუალურ გიტარაზე. ჩვენ განვაგრძეთ დაკვრა მაგრამ აინთო მწვანე შუქნიშანი და ჩვენი ჯეიმ - სეიშენიც დასრულდა.

▼დღეს მე გავიგონე თუ როგორ დასცინოდა ჩემი ერთ - ერთი კოლეგა თანამშრომელს, იმის გამო რომ ის საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობდა, და არა კერძო ავტომობილით. ხოლო მოგვიანებით მე შევსწარი ფაქტს როდესაც ჩემი კოლეგა თავის კრედიტორს სესხის გადავადებას სთხოვდა.
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

✔დღეს ჩემს ერთ-ერთ პაციენტს განვუცხადე, რომ მისი ვაჟი დაიბადა დეფორმირებული მარცხენა ხელით. ის რამოდენიმე წუთით ჩაფიქრდა და შემდეგ მითხრა "მე ვიცოდი რომ ის იქნებოდა განსაკუთრებული"
✔დღეს მივხვდი რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ვფიქრობდი მხოლოდ საკუთარ თავზე, ხოლო ახლა როდესაც ის წავიდა, ვფიქრობ მხოლოდ მასზე
✔დღეს მე პირველად დავუბრუნდი სამუშაოს, მას შემდეგ რაც ვიყავი შვებულებაში ინვალიდობის გამო. ქარხანაში, სადაც ვმუშაობდი მოხდა აფეთქება, რის შედეგადაც დამეხშო სმენა ორივე ყურში. სამსახურში დაბრუნება ჩემთვის არის ნამდვილი დღესასწაული. თანამშრომლები დამხვდნენ პლაკატებითა და პოსტერებით "მოხარულნი ვართ, რომ დაგვიბრუნდი, კეთილი იყოს შენი დაბრუნება, ძალიან გვენატრებოდი". ჩემმა ცხრა კოლეგამ ჟესტების ენაც კი შეისწავლა ჩემი არყოფნის განმავლობაში , რათა შესძლებოდათ ჩემთან ურთიერთობა და კომუნიკაცია.

✔დღეს მე მოვინახულებდი მას ას ოცდამეშვიდეჯერ, როგორც ვაკეთებდი ამას გასული 126 დღის განმავლობაში, როდესაც იგი იმყოფებოდა კომაში. ღამით დამესიზმრა, რომ ის გარდაიცვალა. მე გამოვიღვიძე და დავიწყე ფიქრი შევძლებდი თუ არა მის გარეშე ცხოვრების გაგრძელებას, ამ დროს კი ტელეფონზე მან დამირეკა.
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

☼ დღეს, დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, როდესაც მე დავკარგე საფულე, კარზე დააკაკუნა ადამიანმა, რომელმაც ის იპოვა და უკან დამიბრუნა. ყველაფერი იყო თავის ადგილზე, საფულეში ზუსტად 200 დოლარი იდო. მე ვთხოვე უცნობს, რათა მიღო გასამრჯელო მადლობის სახით. უცნობი დამთანხმდა 100 დოლარი მიღებაზე და ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ დილით მანც დაკარგა საფულე რომელშიც ასევე 200 დოლარი იყო . ის წავიდა, მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ დაბრუნდა და თანხაც დამიბრუნა, იმიტომ რომ უცნობმა ქალმა იპოვა მისი საფულე და დაუბრუნა მას.
☼ ცოტა ხნის წინ მე შევედი წიგნების მეორად მაღაზიაში და ვიყიდე იმ წიგნის ასლი, რომელიც მომპარეს ბავშვობაში. წარმოიდგინეთ როგორი იქნებოდა ჩემი გამომეტყველება , როდესაც გადავშალე წიგნი და აღმოვაჩინე რომ ის ჩემი მოპარული წიგნი იყო, რომლის ყდაზეც ეწერა საკუთარი სახელი და ბაბუას წარწერა : დიდი იმედი მკაქვს, რომ მრავალი წლის შემდეგ ეს წიგნი ჩაგივარდება ხელში და შეძლებ მის ბოლომდე წაკითხვას.
☼დღეს ჩემმა მეგობარმა გოგონამ, რომელზეც შეყვარებული ვარ ბოლო 5 წლის განმავლობაში მკითხა რჩევა - ღირდა თუ არა მის შეყვარებულთან დაშორება. მე ვუთხარი რომ ის უნდა დარჩენილიყო მასთან, რადგან მისი შეყვარეებული არის საოცრად მზრუნველი, ერთგული და მოსიყვარულე ადამიანი.

☼ ჩემი შეყვარებული ყოველდღე მეუბნება რომ ვარ ულამაზესი, მიუხედავად იმისა რომ საზარელი უბდურების გამო მთელს სახესა და სხეულზე მაქვს ღრმა შრამები.
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

☁ დღეს მანამ, სანამ წავიდოდი სკოლაში, აღმოვაჩინე რომ ჩემი ძაღლი სახლში არ იმყოფებოდა. მე მოვირბინე ყველა კვარტალი, მაგრამ მაინც ვერ ვნახე იგი. მთელი დღის განმავლობაში ვიყავი სრულიად განადგურებული, ხოლო ბოლო გაკვეთილის მსვლელობის დროს მასწავლებელმა ფანჯარაში გაიხედა და იკითხა "ვისია ეს ბულდოგი"?. და მაშინ მე დავინახე რომ სკოლის ეზოში მელოდებოდა ჩემი ძაღლი. აზრზე ვერ მოვედი, თუ როგორ მიპოვა
☁ ოთახში მე და ჩემი საუკეთესო მეგობარი ვისხედით და გაუთავებლად ვსაუბრობდით სხვადასხვა თემებზე. უეცრად ის ადგა და განაცხადა "თვითმკვლელობა ყველაზე მაგარი საშუალებაა პრობლემების თავიდან ასაცილებლად ". მე გავიფიქრე რომ ის ხუმრობდა და არაფერი ვუთხარი. მაგრამ მეორე დღეს შევიტყვე რომ იგი სულაც არ ხუმრობდა.
☁დღეს ჩემს ქალიშვილს შევუძინე იმაზე უფრო მეტი ყვავყილი, ვიდრე აქამდე, როცა ის იყო ცოცხალი.
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

☂ ჩემი საუკეთესო მეგობრის, ლარას დაკრძალვაზე დედამისმა განაცხადა: "ჩემი შვილი იყო ორგანოების დონარი 10 ადამიანისთვის, რომელთაგან მხოლოდ 4 გადარჩა. მისი გარდაცვალებაც კი მისით ამაყობის საბაბია.
☂დღეს სკოლაში გაჩნდა ხანძარი და ევაკუაციის დროს გავვარდი სკოლის ეზოში რათა მეპოვა კლასის მთავარი ხულიგანი მაგრამ მოულოდნელად დავინახე ის, თუ როგორ ამშვიდებდა და ეხუტებოდა პატარა გოგონას რომელიც გაუთავებლად ტიროდა.
☂დღეს უსახლაკარო მამაკაცმა, რომელიც არც თუ ისე მოშორებით ცხოვრობს ჩემი საკონდიტროდან, იყიდა უზარმაზარი ტორტი . მე გავუკეთე მას 40%-იანი ფასდაკლება. მისი წავლის შემდეგ, მას ვაკვირდებოდი ფანჯრიდან, უეცრად დავინახე თუ როგორ გადაკვეთა ქუჩა და გადასცა ტორტი სხვა უსახლკაროს, რომელსაც ცრემლი წამოსკდა დაბურული სახიდან . ამის შემდეგ ისინი გადაეხვივნენ ერთმანეთს.
☂როდესაც ჩემი მეუღლე მშობიარობდა ჩვენს პირველ შვილზე, მე ოჯახით ველდებოდი მას საავადმყოფოში. სწორედ ამ დროს მამაჩემს დაემართა გულის შეტევა. მას უმალვე აღმოუჩინეს სასწრაფო დახმარება. ექიმებმა კი განაცხადეს, რომ მას ძალიან გაუმართლა, რადგან ის რომ არ ყოფილიყო საავადმყოფოში, მისი გარჩენა ვერ მოხერხდებოდა. . გამოდის რომ ჩემმა შვილმა იხსნა მამაჩემის სიცოცხლე
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

♂დღეს მე შვესწარი საზარელ ავარიას. ხნიერი და ამავდროულად მთვრალი მამაკაცი შეეჯახა ავტომობილს, რომლის საჭესთანაც იჯდა ახალგაზრდა ყმაწვილი. ორივე ავტომობილს ცეცხლი მოეკიდა, ახალგზარდამ ქუჩაში გადმოხტომისთანავე გადმოიყვანა ავტოვარიის ინიციატორი.

♂მე ვარ ყვავილბით მოვაჭრე. დღეს ჩემთან მოვიდა ჯარისკაცი, რომელიც 1 წლით მიდოდიოდა ჯარში. წასვლის წინ მან გადაწყვიტა გაეკეთებინა შეკვეთა, რომლის თანახმადაც მისი მეუღლე მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველ პარასკევ დილას მიიღებდა ყვავილების თაიგულს . მე მას გავუკეთე 50% ფასდაკლება, რადგან მან ჩემი დღე ბედნიერი გახადა.
♂მე მყავს 9 წლის პაციენტი, რომელიც კიბოს იშვიათი სახეობიითა დაავადებული. გოგონას მეთოთხმეტედ უკეთებენ ოპერაციას ბოლო 4 წლის განმავლობაში. მაგრამ ამ დროის განმავლობაში, მე არასდროს არ მინახავს იგი მოღუშული. გოგონა ყოველთვის იცინის, თამაშობს მეგობრებთან და აწყობს სამომავლო გეგმებს . ის 100%-ით დარწმუნებულია, რომ გადარჩება და მართლაც ამ პატარას აქვს ძალა გაუძლოს გასაჭირს.
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

✿მე ვარ სამედიცინო თანაშემწე. დღეს ჩვენ მივიღეთ პარაშუტის კლასის ინსტრუქტორის გვამი, რომელიც იმის გამო დაიღუპა, რომ პარაშუტი არ გაიხსნა. გარდაცვლილის მაისურზე ეწერა: "მე მოვკვდები იმის კეთებით, რაც მიყვარს"
✿დღეს მე წავედი საავადმყოფოში, რათა მომენახულებინა ბაბუა, რომელსაც აქვს პანკრეასის კიბო. როცა მე დავჯექი მახლობლად, მან მაგრად ჩამკიდა ხელი და თქვა: "ყოველ დღეს, როცა გამოიღვიძებ, მადლიერი იყავი სიცოცხლის, იმისთვის რაც გაქვს. რადგან ყოველ წამს, ვიღაც უიმედოდ იბრძვის იმისთვის, რომ დარჩეს.
✿დღეს ჩემი ბაბუა და ბებია, ერთად 72 წლიანი თანაცხოვრების შემდეგ გარდაიცვალნენ ერთი საათის სხვაობით.
✿დღეს მე სამზარეულოს ფანჯრიდან ვუყურებდი ჩემს 2 წლის ვაჟს რომელიც აუზის მახლობლად თამაშობდა, უეცრად მას ფეხი დაუსრიალდა და წყალში ჩავარდა. ვერ მოვასწარო აუზთან მისვლა, რომ ლაბრადორმა იგი წყლიდან უვნებელი ამოიყვანა
⇨როდესაც მე ვიყავი პატარა, დედა ყოველთვის მიმღეროდა ერთიდაიმავე მელოდიას, ძილის წინ. როცა ვიყავი 18 წლის, დედა იწვა ონკოლგიურ პალატაში, სადაც ყველა პაციენტს მკერდის კიბო ჰქონდა. ჩვენ შვცვალეთ როლები და ახლა უკვე მე ვუმღეროდი სიმღერას ძილის წინ . მას შემდე, რაც დედა გარდაიცვალა, გავიდა უკვე მრავალი წელი და მე თითქმის დამავიწყდა ის სიმღერა, მაგრამ დღეს შევნიშნე რომ მას ჩემი მეუღლე ღიღინებდა.
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

⇨დღეს მე წავიკითხე თვიმთკვლელობის წერილი, რიომელიც დავწერე 1996 წლის 2 სექტემბერს. მე ვაპირებდი თავის მოკვლას, მაგრამ სიკვდილიდან 2 წუთით ადრე დამირეკა ჩემმა მეგობარმა გოგომ და შემატყობინა რომ იყო ფეხმძიმედ. მაშინ ეს აღმოჩნდა ერთადერთი მიზეზი, რომელმაც საზარელი უბედურებისგან გადამარჩინა . დღეს იგი ჩემი მეუღლეა. ჩვენ ბედნიერები ვართ უკვე მრავალი წელია. ზოგჯერ მე ხელახლა ვკითხულობ ამ წერილს იმის შესახსენებლად, რომ არარსებობს გამოუვალი სიტუაცია და მე მადლიერი უნდა ვიყო ღვთის, რათა მან მომცა მეორე შანსი.
⇨დღეს ჩემს ვაჟიშვილს შეუსრულდა 7 წელი, ხოლო მე - 23. მე გავაჩინე იგი 16 წლის ასაკში. როცა ვიყავი ორსული, მუდამ ვეჭვობდი, შევძლებდი თუ არა ბავშვის აღზრდას. დღეს როცა პარკში ავღნიშნავდით მის დაბადების დღეს, ჩემი შვილი ეთამაშობოდა პატარა გოგონას, რომელსაც სახეზე შრამები ჰქონდა, სახლში წასვლისთანავე მან მითხრა: " დედა, ის ისეთი ლამაზია" მე ვარ უბადნიერესი ქალი ,რომ 7 წლის წინ გავაკეთე სწორი არჩევანი
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

⇨დღეს გამაღვიძა ჩემი ქალიშვილის ხმამ. მე მეძინა მის პალატაში, სადაც მან გაატარა 98 დღე კომაში
⇨დღეს ჩემმა შვილმა ჩამიკრა გულში და მითხრა: " შენ ხარ საუკეთესო დედა მთელს სამყაროში! მაშინ მე ვკითხე მას: რატომ გადაწყვიტე ასე? შენ ხომ არ იცნობ სამყაროს ყველა დედას?, ხოლო მან მიპასუხა " ჩემთვის შენ ხარ მთელი სამყარო"
⇨ დღეს, ზუსტად 9 თვის შემდეგ რაც მამას მწვავე ინსულტი აქვს, პირველად წამოდგა ინვალიდის ეტლიდან დახმარების გარეშე, იმისათვის რათა ჩემთან ერთად ეცეკვა პატარძლისა და მამის ცეკვა.
⇨28 წლის წინ ერთმა ადამიანმა გადაარჩინა ჩემი სიცოცხლე, როდესაც დამიცვა სამი ბოროტმოქმედისგან, რომლებიც ცდილობდნენ ჩემს გაუპატიურებას. ინციდენტის შედეგად მან მიიღო ფეხის ტრავმა და მას შემდეგ დადის ჯოხის დახმარებით. დღეს ვარ სავდებით ამაყი, რადგან მან გადადო თავისი ჯოხი და ჩვენი ქალიშვილი მიიყვანა საკურთხევალთან
ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

⇨როდეს ჩვენ დავტოვეთ ექიმის კაბინეტი, სადაც მითხრეს რომ ვარ დაავადებული განუკურნებელი კიბოს სახეობით, ჩემმა შეყვარებულმა მთხოვა გავმხდარიყავი მისი ქმარი.
მამაჩემი - არის საუკეთესო ადამიანი, რომელზეც ოცნებაც კი შეიძლება. დედასთვის ის არის მოსიყვარულე მეუღლე, ჩემთვის - მზვრუნველი მამა. მას არასდროს გამოუტოვებია ჩემი საფეხბურთო თამაში, გარდა ამისა ის არის სახლის შესანიშნავი უფროსი. დღეს როდესაც ვათვალიერებდი ძველ ნივთებს, მოულოდნელად წავაწყდი ჩანაწერს, რომელიც მამას დღიურიდან იყო ამოხეული. ჩანაწერი ძალიან დიდი ხნის, ჯერ კიდევ ჩემს დაბამდე იყო დაწერილი. ჩანაწერში ეწერა: მე ვარ ალკოგოლიკი, კრიმინალური წარსულით, რომელიც გარიცხეს კოლეჯიდან, მაგრამ ჩემი მომავალი ქალიშვილისთვის მე მზად ვარ შევიცვალო და ვიყო საუკეთესო მამა. მისთვის გავხდები ისეთი მამა რომელიც არასდროს მყოლია". მე არვიცი მან ეს როგორ გააკეთა, მაგრამ აშკარად შეძლო გაეწია ჩემთვის იდეალური მამობა.

⇨მე მყავს პაციენტი, რომელიც განიცდის მძიმე ალცჰეიმერიის დაავადებას. მას იშვიათად ახსენდება საკუთარი სახელი, ის თუ სად იმყოფება და რა თქვა რამოდენიმე წუთის წინ. მაგრამ მისი მახსოვრობის გარკვეული ნაწილი რჩება სრულიად ხელშეუხებელი. მას სრულყოფილად ახსოვს თავისი მეუღლე. ყოველ დილას მამაკაცი ესალმება შემდეგი სიტყვებით " გამარჯობა ჩემო მშვენიერო ქეით" შესაძლოა ამ სასწაულს სიყვარული ეწოდება.
⇨მე ვმუშაობ მასწავლევბლად ღარიბ უბანში. ჩემი მოსწავლეების უმრავლესობა მოდის სკოლაში სადილის გარეშე ან ლანჩზე ფულის გარეშე. მე პერიდოულად ვაძლევ მათ კარგვეულ თანხას, რათა მათ შეძლონ კვება, მაგრამ ყველასთვის გასაკვირად ისინი ყოველთვის მიბრუნებენ ფულს გარკვეული ხნის შემდეგ , იმის მიუხედავად რომ მე ამის წინააღმდეგი ვარ.

ცხოვრებისეული ისტორიები, რომლებიც გაიძულებთ ❤ დაფიქრდეთ [2]

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

113


  • Ani-Rihanna თქვა:
    26 ივნისი 2013 13:15 - ID: 113,
    ძალიაან მაგარია love ასეთი ჯერ არაფერი წწამიკითხავს :* გააგრძელეე love

  • mariami222 თქვა:
    12 მარტი 2013 00:08 - ID: 112,
    Zalian kargiaa

  • D-) თქვა:
    17 ნოემბერი 2012 16:36 - ID: 111,
    არც კი ვიცი რა ვთქვა...მსოფლიოში რა საიტებიცაა და სადაც ესეთები ქვეყნდება ყველაზე მაგარია აი საცორება ხარ პირდაპირ ბრავოოო

  • Watson თქვა:
    25 აგვისტო 2012 22:29 - ID: 110,
    გაგრძელებას არ უნდა ველოდოთ ავტოოორ?

  • no more questions თქვა:
    22 აგვისტო 2012 19:49 - ID: 109,
    არაჩვეულებრივი სიახლეა, ბევრ რამეზე დააფიქრებს ადამიანს :) მადლობა ავტორს winked

  • lady19 თქვა:
    19 აგვისტო 2012 10:27 - ID: 108,
    love recourse love

  • elle_N თქვა:
    18 აგვისტო 2012 20:29 - ID: 107,
    მომეწონა ძააააააააალიიიიიიიააააააან!

  • Nini)) თქვა:
    14 აგვისტო 2012 19:22 - ID: 106,
    გულის ამაჩუყებელია love ძალიან ძალიან მომეწონა

  • Ggvantsa თქვა:
    11 აგვისტო 2012 19:51 - ID: 105,
    ყოჩაღ მართლაც რომ კარგი იყო smile

  • twilighter თქვა:
    11 აგვისტო 2012 00:37 - ID: 104,
    პირდაპირ ფავორიტეეებშიიიიი...აი სიტყვები არ მყოფნის...ყოჩაღ ავტოოორ...

  • SuSan-Anna თქვა:
    10 აგვისტო 2012 12:23 - ID: 103,
    ავტორო, კომენტარის გარეშე, აი არ ვიცი რა გითხრა, ესაა საუკეთესო ნიუსი რაც კი წამიკითხავს ოდესმე, ცრემლებიმომადგა, ბრავო,ბრავო და ბრავო, საუკეთესო საუკეთესოთა შორის, მე ასეთ შეფასებას მივცემდი!!!!!!!!!! love

  • meducha თქვა:
    8 აგვისტო 2012 17:58 - ID: 102,
    ანა ნუ მატირებ თუ შეიძლება ; (((((
    .
    .
    .
    .
    .
    მესამე ნაწილიც გაუკეთე რა ძალიან გთხოვ ♥
    სულში ჩამწვდომია love

  • Dreamer Cyrus თქვა:
    8 აგვისტო 2012 15:42 - ID: 101,
    "დღეს ჩემს ერთ-ერთ პაციენტს განვუცხადე, რომ მისი ვაჟი დაიბადა დეფორმირებული მარცხენა ხელით. ის რამოდენიმე წუთით ჩაფიქრდა და შემდეგ მითხრა "მე ვიცოდი რომ ის იქნებოდა განსაკუთრებული" < ამ სიტყვებმა ძალიან იმოქმედა sad

  • nicanicako თქვა:
    7 აგვისტო 2012 20:00 - ID: 100,
    მოვკვდი ტირილით ... საუკეთესო ხარ request love love

  • FuCk Off. თქვა:
    6 აგვისტო 2012 15:31 - ID: 99,
    როგორც პირველი ნაწილი ესეც საოცარია.. ყოჩაღ ავტორ, ბრავოო ! feel

  • zuzi თქვა:
    5 აგვისტო 2012 23:44 - ID: 98,
    dzalian dzalian dzalian kargi newsia aplodismentebi avtors da biis tu sheidzleba winked

  • aNn_♥_memi თქვა:
    5 აგვისტო 2012 17:36 - ID: 97,
    სიტყვები არ მყოფნის არაჩვეულებრივი ნიუსიაააა love

  • waiting.for.forever თქვა:
    5 აგვისტო 2012 12:13 - ID: 96,
    ძალიან მომეწონა პირველი ნაწილი და მეორე რომ ვნახე მიხარიაა ❤ და გააგრძელე თუ შეგიძლიაა .. ყველაზე კარგი რამაა რაც მინახავს ! უბრალოდ აი ესიამოვნება ყველა ადამიანს :)) სულში წვდება პროსტა :)) ყოოჩაღ ავტორ ❤ და ჩემი თხოვნა იქნება თუ შეგიძლია გააგრძელე ❤

  • Marriiiammiii თქვა:
    5 აგვისტო 2012 10:46 - ID: 95,
    ავტორ ბრავო შენ დამბურძგლა...უკომენტაროდ გაოცებული ვარ love feel

  • ანსეტა თქვა:
    5 აგვისტო 2012 03:01 - ID: 94,
    საოცრებაა! სიტყვები ზედმეტია! ბრავო !

« 1 2 3 4 5 6 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top