;

5 August 2012      Sofia ϟ ♥     39 Comments     Views 4278    
Category: Fun, Interesting

წერილები ჯარისკაცებისგან ანუ ენით აღუწერელი ნოსტალგია





1941 წელი.
”საყვარელო სარა ! როგორ არის ჩვენი პატარა ჯორჯი ? ჩემგან მიულოცე დაბადების დღე ! საჩუქრის გამოგზავნა გამიჭირდება. საჩუქარი განსხვავებულია - იგი დაამარცხებს ჰიტლერის წლებს, იგი დაიცავს სამშობლოს და უწინასწარმეტყველებს ნათელ მომავალს, შემდგომ თაობებს. გკოცნით დიდი სიყვარულით ! თქვენი აარონი.”

წერილები ჯარისკაცებისგან ანუ ენით აღუწერელი ნოსტალგია


1941 წელი.
”ძვირფასო მერი ! შენ გინდა , რომ ტელეგრამით დამიკავშირდე ? არ შეიძლება. ნუ გამიბრაზდები.შენ ხომ ჭკვიანი ხარ და ხვდები, რომ მე ყველაზე ძვირფასი რამ მაქვს დასაცავი - სამშობლო. სამშობლო რომ დავიცვა, უნდა ვისწავლო, უსწავლელი ხომ შენც არ დაგჭირდები ? ასე, რომ გამაგრდი ! მფრინავის ცოლი - ეს ხომ ასე ადვილი არაა ? ”

”გასაოცარი სიჩუმეა გარშემო. ბალახი...მზე...თითქოს პიკნიკისთვის შეგვკრიბეს. ხალხი კი აქედან სასიკვდილოდ მიდიან, მაგრამ მე სიკვდილს არ ვაპირებ. მე და შენ ჯერ კიდევ იმდენი რამ გვაქვს წინ.
გუშინ აეროდრომზე ხეები ჩარგეს, იქნებ წინაპრებმა მაინც მოგვიგონონ თბილი სიტყვებით...(გარდაცვალების დღეს გაგზავნილი წერილი)”


წერილები ჯარისკაცებისგან ანუ ენით აღუწერელი ნოსტალგია



1941 წელი.
”ივან ! მამაშენი წავიდა ფაშისტებთან საბრძოლველად, რომლებიც ჩვენს ქვეყანას დაესხნენ თავს. ძალიან ბევრმა მამამ ჩემ მსგავსად დატოვეს ოჯახები და იბრძვიან სამშობლოსთვის და წირავენ საკუთარ თავებს.
როდესაც გაიზრდები, წაიკითხავ და გაიგებ ამ ომის შესახებ და მიხვდები რამხელა დარდი და უბედურება მოუტანა ჩვენს სამშობლოს. ჩემმა წასვლამ რათქმაუნდა გაართულა და გააუარესა თქვენი მდგომარეობა, მაგრამ გიღირთ ეს დარდად !? არა ივან ! კაცი უნდა იყო და ვიცი რომ შენ ასეთი მყევხარ ! სწორედ ამიტომ გწერ როგორც დიდს.
აბა კარგად გაიხსენე, გინახავს ოდესმე , რომ მამაშენი ტიროდეს ? არა არ გინახავს ! იმიტომ რომ მეც კაცი ვარ ! რას ნიშნავს ეს ? ეს იმას ნიშნავს , რომ შენ მამაცი და ენერგიული უნდა გაიზარდო ! შენ არ უნდა წუწუნებდე ! ჩემს არ ყოფნაში, ოჯახში მთავარი შენ უნდა იყო ! ეს შენი მთავარი ვალდებულებაა - მოუარო ჩვენს დედას, რომ მან არ იტიროს და არ ინერვიულოს. იცი , რომ დედა ძალიან კარგი გყავს და მხოლოდ კარგს გასწავლის. შეიძლება გიჭირთ საჭმელთან და ტანსაცმელთან დაკავშირებით,მაგრამ არაფერია ! მე შენ ტოლს მხოლოდ ერთი ნაჭერი პური, ხახვი და ძველი შარვალი მქონდა.
...და თუ მე რამე დამემართა, მინდა იცოდე, რომ ნამდვილი მებრძოლი და ქვეყნის დამცველი მინდა გახდე ! აი შენ, ჩემი რჩევები !”


წერილები ჯარისკაცებისგან ანუ ენით აღუწერელი ნოსტალგია


1941 წელი.
”გამარჯობა საყვარელო ჯეინ ! გკოცნი ძალიან ბევრს ! ჩემ მაგივრად ჩვენ მომავალ გმირებსაც მინდა აკოცო. მე ჯანმრთელად ვარ , მაგრამ არც მთლად. 16 ივნისს მხარში დავიჭერი 30 მდე გმირულად გავუმკლავდი და მწყობრში ვიყავი, მაგარმ ჭრილობა ნელნელა გაფართოვდა და დროა გოსპიტალში მივიდე. ვებრძვი მტერს, როგორც მამაცი პატროტი, საყვარელი ქვეყნის ! გკოცნით ბევრს ! მიყვარხართ !”

წერილები ჯარისკაცებისგან ანუ ენით აღუწერელი ნოსტალგია


1941 წელი.
”საყვარელო მარია ! დღეს , აქ კიევში გოგონა გამოგზავნეს , რომელსაც მხოლოდ 10 კლასი აქვს დამთავრებული და დაჭრილებს ეხმარება და ბრძოლის ველიდან გამოჰყავს. იგი მეც დამეხმარა. როგორი მამაცი გოგონები არიან - ჩვენი ქვეყნის ნამდვილი პატრიოტები !
მარია, გამიგე : ფაშიზმი თავს დაგვესხა რათა წაგვართვას ჩვენი ძვირფას სამშობლოს ბედნიერება, რომელიც 1917 – 1920 წლებში ჩვენმა მამებმა სისხლით დაიცვეს. ჩვენ ახლა ვალდებულები ვართ, ვიბრძოლოთ სამშობლოს გულისთვის როგორც ლომებმა, სისხლის ბოლო წვეთამდე. ფაშისტები ტყვეებად ვარდებიან და ამბობენ, რომ არ უნდათ ჰიტლერის მხარეს ბრძოლა, მაგრამ ჯერჯერობით ერთეულები, მაგრამ მერწმუენ! ამაზე კიდევ ბევრი ალაპარაკდება !”


წერილები ჯარისკაცებისგან ანუ ენით აღუწერელი ნოსტალგია


1942 წელი.

ჟურნალისტის წერილი :

”გამარჯობა საყვარელო ანნა ! ჩვეულებისამებრ ჩვენი საბრძოლო დღე დილის 3 საათზე იწყება. გარშემო სულ ტყვიების ზუზუნის ხმა ისმის ! მაგრამ ამას ვინღა აქცევს ყურადღებას. რაკეტების და თვითმფრინავების აქეთ იქით ფრენაც უკვე ჩვეული სანახაობაა. სიყვარულით შენი ივანი !”

წერილები ჯარისკაცებისგან ანუ ენით აღუწერელი ნოსტალგია


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top