;
23 აგვისტო 2012      Hermione...♥     35 კომენტარი     ნანახია 8259-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ბევრისათვის რთული წარმოსადგენია, რომ სახელგანთქმული ადამიანებიც ჩვეულებრივ მოკვდავთა რიგებს მიეკუთვნებიან (თუმცა, მათი სახელი მუდამ ცოცხლობს ისტორიის ფურცლებსა თუ თაყვანისმცემელთა გულებში). ზოგჯერ, ცნობილი ადამიანის სიკვდილი მასობრივ გლოვას იწვევს, სასოწარკვეთილი თაყვანისმცემლები კი ხშირად თვითმკვლელობასაც მიმართავენ. გთავაზობთ ცნობილი ადამიანების მიერ უკანასკნელად წარმოთქმულ ფრაზებს.

სტივ ჯობსი
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
კომპანია Apple-ის დამაარსებელი, სტივ ჯობსი, 2011 წლის 5 ოქტომბერს პანკრეასის კიბოთი გარდაიცვალა. ცნობილი მილიარდელის დის თქმით, მომაკვდავი სტივის უკანასკნელი სიტყვები იყო: -Oh wow. Oh wow. Oh wow.

იოანე პავლე II
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
რომის პაპი იოანე პავლე II, 2005 წლის 2 აპრილს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვა იყო -ამინ!

ბარი უაითი
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
სახელგანთქმულ მუსიკოსს, ბარი უაითს, ჭარბი წონის გამო ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა და 2003 წლის 4 ივლისს თირკმლის უკმარისობით გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: -მარტო დამტოვეთ. კარგად ვარ.

ჯო დიმაჯიო
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
ლეგენდარული ბეისბოლის მოთამაშე და მერილინ მონროს ყოფილი მეუღლე, ჯო დიმაჯიო, 1999 წლის 8 მარტს ფილტვის კიბოთი გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები იყო: -როგორც იქნა, ჩემს მერილინს ვნახავ.

დედა ტერეზა
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
კათოლიკე მონაზონი და ქველმოქმედი, დედა ტერეზა, 1997 წლის 5 სექტემბერს 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: -იესო, მე შენ მიყვარხარ. იესო, მე შენ მიყვარხარ.

პრინცესა დაიანა
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
ლედი დი 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში ავროკატასტროფის შედეგად დაიღუპა. მისი ბოლო სიტყვები იყო: -ღმერთო ჩემო! რა მოხდა?

ინდირა განდი
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი, ინდირა განდი, 1984 წლის 31 ოქტომბერს მოკლეს. მისი უკანასკნელი ფრაზა იყო: -მზად ვარ, რომ მთელი ცხოვრება ხალხის სამსახურში გავატარო. თუ დღეს მოვკვდები, ჩემი სისხლის ყოველი წვეთი სამშობლოს სიყვარულისათვის იქნება დაღვრილი.

ბობ მარლი
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
ცნობილი მუსიკოსი 1981 წლის 11 მაისს კიბოთი გარდაიცვალა. მისი ბოლო სიტყვები იყო: -ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი.

ჯონ ლენონი
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
1980 წლის 8 დეკემბერს მარკ დეივიდ ჩეპმენის მიერ მძიმედ დაჭრილ ვარსკვლავს საავადმყოფოსაკენ მიმავალ გზაზე ჰკითხეს: -თქვენ ჯონ ლენონი ხართ? მან კი უპასუხა: -დიახ, მე ვარ. ეს პასუხი ლეგენდარული მუსიკოსის უკანასკნელი სიტყვები აღმოჩნდა.

ელვის პრესლი
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
როკ-ენ-როლის მეფე 1977 წლის 16 აგვისტოს ნარკოტიკების გადაჭარბებული დოზის მიღების შედეგად გარდაიცვალა. თავისი უკანასკნელი პრეს-კონფერენციის ბოლოს ელვისმა თქვა: -იმედია, თავი არ მოგაბეზრეთ. სწორედ ეს ფრაზა აღმოჩნდა მისი ბოლო სიტყვები.

პაბლო პიკასო
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
ცნობილი მხატვარი 1973 წლის 8 აპრილს 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: -დალიეთ ჩემი სადღეგრძელო. მე მეტის დალევა აღარ შემიძლია.

მარტინ ლუთერ კინგი
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
მარტინ ლუთერ კინგი-ადამიანი, რომელმაც რასიზმის წინააღმდეგ შეუპოვარი ბრძოლით გაითქვა სახელი, 1968 წლის 4 აპრილს მოკლეს. სიკვდილამდე რამდენიმე წამით ადრე მან მუსიკოს ბენ ბრენჩს შემდეგი სიტყვებით მიმართა: -არ დაგავიწყდეს Take My Hand-ის შესრულება.

ვინსტონ ჩერჩილი
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი და გამოჩენილი ორატორი, ვინსტონ ჩერჩილი, 1965 წლის 24 იანვარს 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: -როგორ მომბეზრდა ეს ყველაფერი!

ჯონ კენედი
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
აშშ-ს 35-ე პრეზიდენტი, ჯონ ფიცჯერალდ კენედი, 1963 წლის 22 ნოემბერს მოკლეს. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან თქვა: -თუ ვინმე ჩემს მოკვლას შეეცდება, ამას მოახერხებს კიდეც.

ედგარ ალან პო
ცნობილი ადამიანების ბოლო სიტყვები
ამერიკელი მწერალი, ედგარ პო, 1849 წლის 7 ოქტომბერს გარდაიცვალა. მისი პოლო სიტყვები იყო: -ღმერთო, შეიბრალე ჩემი ცოდვილი სული.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

35


  • Hermione...♥ თქვა:
    29 აგვისტო 2012 15:42 - ID: 35,
    lady_tamo,
    Mariami❤,
    როგორ გამახარეთ თქვენი კომენტარებით! love მადლობა feel
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • Mariami❤ თქვა:
    29 აგვისტო 2012 14:23 - ID: 34,
    ძალიან მომეწონა განსაკუთრებით ჯო დიმაჯიო request

  • barjakuzu თქვა:
    28 აგვისტო 2012 17:44 - ID: 33,
    ჩერჩილი love

  • Hermione...♥ თქვა:
    26 აგვისტო 2012 11:33 - ID: 32,
    - Mลrίล,
    tako_takunebi,
    დიიდიიი მადლობა feel love
    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

    "What truly is logic? Who decides reason? My quest has taken me to the physical, the metaphysical, the delusional, and back. I have made the most important discovery of my career - the most important discovery of my life. It is only in the mysterious equations of love that any logic or reasons can be found." - John Nash

  • tako_takunebi თქვა:
    26 აგვისტო 2012 01:35 - ID: 31,
    კაი იყო უჰ sad

  • - Mลrίล თქვა:
    25 აგვისტო 2012 15:21 - ID: 30,
    მაგარი იყო ყოჩაგ ავტორ საღოოოლ love

  • Hermione...♥ თქვა:
    25 აგვისტო 2012 10:46 - ID: 29,
    LizyNavy,
    queen spears,
    მადლობა თქვენ, რომ ასე მოგეწონათ feel
    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

    "What truly is logic? Who decides reason? My quest has taken me to the physical, the metaphysical, the delusional, and back. I have made the most important discovery of my career - the most important discovery of my life. It is only in the mysterious equations of love that any logic or reasons can be found." - John Nash

  • queen spears თქვა:
    24 აგვისტო 2012 20:18 - ID: 28,
    ძალიან საინტერესო იყო
    მადლობა ამ ნიუსისთვის

  • Perfection❣ თქვა:
    24 აგვისტო 2012 20:11 - ID: 27,
    მხოლოდ აი ეს love love love
    შესანიშნავი სიახლეა love

  • Hermione...♥ თქვა:
    24 აგვისტო 2012 18:04 - ID: 26,
    I LOVE BS,
    keetaa,
    Ana smiley,
    მადლობააა love ამბობენ, რომ დიმაჯიო მართლა სცემდა მერილინს, მაგრამ სინამდვილეში რა ხდებოდა ვინ იცის? ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ძალიან უყვარდა...
    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

    "What truly is logic? Who decides reason? My quest has taken me to the physical, the metaphysical, the delusional, and back. I have made the most important discovery of my career - the most important discovery of my life. It is only in the mysterious equations of love that any logic or reasons can be found." - John Nash

  • Ninikoo_18 თქვა:
    24 აგვისტო 2012 15:19 - ID: 25,

    ბარი უაითი request ბობ მარლი love

  • Ana smiley თქვა:
    24 აგვისტო 2012 14:18 - ID: 24,
    საოცრი ნიუსი იყოო ყოჩაგ ძაან მომეწონაა love
    ბობრ მარლის სიტყვები love

  • keetaa თქვა:
    24 აგვისტო 2012 12:35 - ID: 23,
    ძალიან მაგარი ნიუსი იყო მართლა ძაან მომეწონა ავტორჩიკ love ჯო დიმაჯიო ვიცი რო მერილინს სცემდა ხოლმე :|

  • beauty queen თქვა:
    24 აგვისტო 2012 12:29 - ID: 22,
    ძალიან საინტერესო იყო!
    ყოჩაღ ავტორ <3

  • Hermione...♥ თქვა:
    24 აგვისტო 2012 11:58 - ID: 21,
    anuka-gaga,
    sally.15,
    Nini)),
    Lucy,
    Nina √,
    suslika,
    taakko,
    мιrαndα ะ )),
    mariamio,
    me,
    linda_JB,
    ankusha,
    gossip girl,
    QiQiTo:):),
    ყველას ძალიან დიდი მადლობა love მიხარია, რომ ეს სიახლე თქვენთვის ასეთი საინტერესო აღმოჩნდა feel სიმართლე გითხრათ, მისი გაკეთება ძალიან გამიჭირდა რადგან მეტირებოდა...
    Eet...,
    აბა რა გითხრა... როგორც მივხვდი, ამ სიტყვებში დიდი აზრი არც დევს... წესით ეს სისუსტისა და ტკივილისაგან გამოწვეული სიტყვები უნდა ყოფილიყო no
    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

    "What truly is logic? Who decides reason? My quest has taken me to the physical, the metaphysical, the delusional, and back. I have made the most important discovery of my career - the most important discovery of my life. It is only in the mysterious equations of love that any logic or reasons can be found." - John Nash

  • QiQiTo:):) თქვა:
    24 აგვისტო 2012 11:43 - ID: 20,
    კარგი ნიუსია

  • gossip girl თქვა:
    24 აგვისტო 2012 11:18 - ID: 19,
    ძალიან მომეწონა. ინდირა განდის ამდენის ლაპარაკის თავი თუ ქონდა გადაერჩინათ საწყალი

  • ankusha თქვა:
    24 აგვისტო 2012 11:14 - ID: 18,
    უზომოდ საინტერესო ნიუსი იყო. . ბობ მარლის სიტყვები მომეწონა ყველაზე მეტად.
    .
    კიდევ დადე სხვებზეცც love

  • Thamo თქვა:
    24 აგვისტო 2012 11:07 - ID: 17,
    სტივ ჯობსი winked ედგარ პო love ლედი დი love ბობ მარლი love

  • linda_JB თქვა:
    24 აგვისტო 2012 10:36 - ID: 16,
    რა საინტერესოა არა? feel კიდე დადეთ ესეთები winked

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top