;
24 აგვისტო 2012      Hermione...♥     16 კომენტარი     ნანახია 6209-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ალბათ, ნებისმიერ თქვენგანს გასჩენია კითხვა იმის შესახებ, თუ რატომ ატარებს ესა თუ ის კომპანია ამა თუ იმ დასახელებას. სწორად შერჩეული სახელწოდება დიდ როლს თამაშობს ბრენდის მომავალ წარმატებაში. სახელი უნდა იყოს კრეატიული და ადვილად დასამახსოვრებელი. ამავდროულად, იგი ადეკვატურად უნდა შეესაბამებოდეს კომპანიის მიერ შემოთავაზებულ პროდუქტს. გთავაზობთ ინფორმაციას ცნობილი ბრენდების სახელწოდებათა შესახებ.

Coca-Cola
საიდან მომდინარეობს ცნობილი ბრენდების სახელწოდებები?
პოპულარულ გამაგრილებელ სასმელს სახელი მასში შემავალი ინგრედიენტების, კოკას ფოთლებისა და კოლას (ტროპიკული ხე) კაკლის გამო უწოდეს. პირველად სასმელი ჯონ პემბერტონმა 1886 წელს მოამზადა. მას სახელი პემბერტონის ბიზნეს პარტნიორმა, ფრენკ მეისონ რობინსონმა შეურჩია. პემბერტინმა კოკა-კოლას წარმოება 1888 წელს დაიწყო. აღსანიშნავია, რომ 1929 წლამდე სასმელი კოკაინის მცირე რაოდენობასაც შეიცავდა.

Google
საიდან მომდინარეობს ცნობილი ბრენდების სახელწოდებები?
ცნობილი საძიებო სისტემის სახელი მომდინარეობს სიტყვიდან 'googol' (რიცხვი, რომელსაც 1-ის შემდეგ 100 ნული მოსდევს). მისი შექმნის იდეა სტენფორდის უნივერსიტეტის პროგრამისტს, დევიდ კოლერს ეკუთვნის. Google-ის თანადამფუძნებლები, ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი, თავდაპირველად საძიებო სისტემისათვის GoogolPlex-ის დარქმევას აპირებდნენ, მაგრამ შემდეგ გადაწყვიტეს, რომ უბრალოდ Googol აჯობებდა. მათმა ერთ-ერთმა კოლეგამ გადაწყვიტა გადაემოწმებინა არსებობდა თუ არა ვებ-საიტი ამ დასახელებით, მაგრამ შემთხვევით საძიებო ველში Googol-ის მაგივრად, Google ჩაწერა. დამფუძნებლებს სახელი მოეწონათ და საძიებო სისტემა google.com-ის სახელით დაარეგისტრირეს.

Nike
საიდან მომდინარეობს ცნობილი ბრენდების სახელწოდებები?
სპორტული ბრენდის სახელწოდება ბერძნული მითოლოგიის გამარჯვების ქალღმერთის, ნიკეს სახელიდან მომდინარეობს. კომპანია 1964 წელს შეიქმნა და მას Blue Ribbon Sports ეწოდა. შექმნიდან რამდენიმე წლის შემდეგ, ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ფილ ნაითმა, ბრენდის ახალ სახელზე დაიწყო ფიქრი. ერთ დღესაც, კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, ჯეფ ჯონსონმა, კოლეგებთან საუბრისას გამოაცხადა, რომ წიგნის, სახელად Just Do It-ის კითხვისას ჩაეძინა და ქალღმერთი ნიკე დაესიზმრა. ნაითი აღტაცებული დარჩა ჯონსონის ნათქვამით. კომპანიას Nike დაერქვა, ხოლო მისი სლოგანი გახდა Just Do It.

Starbucks
საიდან მომდინარეობს ცნობილი ბრენდების სახელწოდებები?
სახელგანთქმული რესტორნების ქსელის თავდაპირველი სახელი Cargo House იყო. ბიზნესის საქმე შესანიშნავად მიდიოდა, მაგრამ დამფუძნებელს, გორდონ ბოუკერს, კომპანიის სახელის შეცვლა სურდა. ბოუკერს ერთ-ერთმა თანამშრომელმა უთხრა, რომ "st"-ით დაწყებულ სახელწოდებებს წარმატების მოტანა შეეძლოთ. ბევრი ფიქრის შემდეგ, რესტორნების ქსელს Starbucks-ი დაარქვეს.

Twitter
საიდან მომდინარეობს ცნობილი ბრენდების სახელწოდებები?
სოციალური ქსელის თავდაპირველი სახელწოდება Stat.us იყო. საიტის დამფუძნებელს, ჯეკ დორსის, მისთვის უფრო მხიარული სახელის დარქმევა სურდა. ერთ დღესაც, მან ლექსიკონში აღმოაჩინა სიტყვა "twitter", რომელსაც ორი მნიშვნელობა აქვს: ინფორმაციის გაჟონვა და ჩიტის ჭიკჭიკი. საბოლოოდ, სოციალურ ქსელს twitter.com დაერქვა, ჩიტი კი მისი სიმბოლო გახდა.

Amazon.com
საიდან მომდინარეობს ცნობილი ბრენდების სახელწოდებები?
საიტის დამფუძნებელმა, ჯეფ ბეზოსმა ეს სახელი ორი მიზეზის გამო შეარჩია. პირველ რიგში, ეს მსხვილი კომპანიის შექმნის სიმბოლო იყო. რაც შეეხება მეორე მიზეზს, ეს დასახელება ანბანის პირველი ასოთი იწყება და სხვადასხვა სიების დათვალიერებისას მომხმარებელს თვალში მოხვდებოდა.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

16


  • Hermione...♥ თქვა:
    26 აგვისტო 2012 11:34 - ID: 16,
    Puws Up,
    Queen ^_^,
    liliaNN,
    კარგია, თუ მოგეწონათ feel love
    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

    "What truly is logic? Who decides reason? My quest has taken me to the physical, the metaphysical, the delusional, and back. I have made the most important discovery of my career - the most important discovery of my life. It is only in the mysterious equations of love that any logic or reasons can be found." - John Nash

  • Queen ^_^ თქვა:
    26 აგვისტო 2012 11:01 - ID: 15,
    საინტერესო იყო love

  • Puws Up თქვა:
    26 აგვისტო 2012 00:47 - ID: 14,
    Coca-Cola ვიცოდი საინტერესო იყო

  • liliaNN თქვა:
    25 აგვისტო 2012 12:47 - ID: 13,
    ძალიან კარგი და საინტერესო იყო ) love მე რამდენადაც ვიცი ნაიკის ლოგოს შემქმნელს 35 დოლარი გადაუხადეს

  • Hermione...♥ თქვა:
    25 აგვისტო 2012 11:07 - ID: 12,
    ina,
    barsutka))),
    QiQiTo:):),
    Ana smiley,
    ekako,
    -Diana-,
    Nina √,
    cikvi,
    mari.mr,
    queen spears,
    suslika,
    ძალიან დიდი მადლობააა love შევეცადე, რომ საინტერესო გამეკეთებინა და მიხარია, თუ გამოვიდააა feel
    _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _ _

    "What truly is logic? Who decides reason? My quest has taken me to the physical, the metaphysical, the delusional, and back. I have made the most important discovery of my career - the most important discovery of my life. It is only in the mysterious equations of love that any logic or reasons can be found." - John Nash

  • suslika თქვა:
    24 აგვისტო 2012 23:40 - ID: 11,
    ძაან საინტერესო ნიუსი იყო ყოჩაღ love

  • queen spears თქვა:
    24 აგვისტო 2012 23:30 - ID: 10,
    საინტერესიო ნიუსია

  • mari.mr თქვა:
    24 აგვისტო 2012 22:50 - ID: 9,
    არაჩვეულებრივი ნიუსია.ძალიან მიყვარს ასეთი საინტერესო ნიუსები და არც დამზარებია წაკითხვა love

  • Vampire-BS თქვა:
    24 აგვისტო 2012 22:25 - ID: 8,
    ნაიკი და ტვიტერი მომეწონაა :)

  • Nina√ თქვა:
    24 აგვისტო 2012 22:12 - ID: 7,
    კარგი ნიუსია

  • -Diana- თქვა:
    24 აგვისტო 2012 22:10 - ID: 6,
    - საინტერესო იყოო smile




    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • ekako თქვა:
    24 აგვისტო 2012 22:09 - ID: 5,
    მართლა საინტერესო იყო :) wink

  • Ana smiley თქვა:
    24 აგვისტო 2012 22:07 - ID: 4,
    კაი ნიუსიაა love ტვიტერი love

  • QiQiTo:):) თქვა:
    24 აგვისტო 2012 22:05 - ID: 3,
    ნიუსი სუპერრრრ

  • barsutka))) თქვა:
    24 აგვისტო 2012 21:52 - ID: 2,
    საინტერესო იყოო

  • ina თქვა:
    24 აგვისტო 2012 21:46 - ID: 1,
    ყოჩაღ ავტორ კარგი იყო და საინტერესო love

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top