;
29 აგვისტო 2012      Hermione...♥     12 კომენტარი     ნანახია 1982-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

დაიან ფოსი - გორილების საუკეთესო მეგობარი

დაიან ფოსი (Dian Fossey) იყო ქალი, რომელმაც ცხოვრება გორილების შესწავლას მიუძღვნა და მათი გადარჩენისთვის ბრძოლაში დაიღუპა. მისი ტრაგიკული ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს ამერიკული ფილმი სახელად გორილები ნისლში, სადაც ფოსის როლს სიგურნი უივერი განასახიერებს. (Gorillas in the Mist (1988))

* დაიან ფოსი 1932 წელს დაიბადა სან ფრანცისკოში. ბავშვობაში ვეტერინარობაზე ოცნებობდა, მაგრამ კოლეჯის დამთავრების შემდეგ ბავშვთა საავადმყოფოში დაიწყო მუშაობა.
* ერთ მშვენიერ დღეს, ფოსიმ გაზეთში სტატია წაიკითხა გორილების შესახებ. იგი ამ თემამ საოცრად გაიტაცა. რაც მეტს კითხულობდა ფოსი გორილების შესახებ, მით უფრო აინტერესებდა მათი შესწავლა.


დაიან ფოსი - გორილების საუკეთესო მეგობარი


* 1963 წელს ფოსიმ გორილების სანახავად აფრიკაში წასვლა გადაწყვიტა. ამ 7 კვირიანმა მოგზაურობამ მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ტანზანიაში ყოფნისას იგი შეხვდა ბრიტანელ ანთროპოლოგებს, მარი და ლუის ლიკებს. მათ სჯეროდათ, რომ გორილების შესწავლა ადამიანის მოდგმის შესწავლისთვისაც სასარგებლო იქნებოდა. მათ დაიწყეს კვლევების ჩატარება, მაგრამ სამწუხაროდ ფოსიმ ფეხის ტრავმა მიიღო და ექპედიცია ვეღარ გააგრძელა-მას აშშ-ში დაბრუნება მოუხდა.

დაიან ფოსი - გორილების საუკეთესო მეგობარი
* რამდენიმე წლის შემდეგ, ფოსი კვლავ დაბრუნდა აფრიკაში და გორილების შესწავლა ამჯერად აქტიურად დაიწყო. მისი კვლევები წარმატებით მიდიოდა, მაგრამ მას სხვა პრობლემებიც გაუჩნდა. იმ დროისათვის, დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის გამო, აფრიკის რეგიონში დარჩენა უცხოელი ქალისათვის დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. ფოსი მაინც არ აპირებდა დანებებას და უშიშრად განაგრძობდა კვლევებს.
* აფრიკის რეგიონში მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. ხალხი გორილებს ხოცავდა, რათა შემდგომში მათი ბეწვი გაეყიდათ. მას შემდეგ რაც, ფოსის ერთ-ერთი უსაყვარლესი გორილაც მოკლეს, ქალმა მონადირეების წინააღმდეგ ბრძოლა გადაწყვიტა.

დაიან ფოსი - გორილების საუკეთესო მეგობარი

* 1988 წელს გამოვიდა ფილმი სახელად გორილები ნისლში, რომელიც დაიან ფოსის ცხოვრების შესახებ მოგვითხრობს. ფილმში მთავარ როლს სიგურნი უივერი ასრულებს.
* ფოსის თავისი სიმამაცისა და შეუპოვრობის გამო უამრავი მტერი ჰყავდა. იგი 1985 წლის 27 დეკემბერს მოკლეს. მკვლელის ვინაობა დღემდე უცნობია.
* თუმცა ფილმში დაიანის გარდაცვალების სცენა შეცვლილადაა წარმოდგენილი, ვითომცდა მისი სიცოცხლე გორილებმა იმსხვერპლეს. რეალურად, ყველაზე სანდო მოსაზრებით დაიანი ბრაკონიერებმა მოკლეს (არალეგალურად მონადირეებმა), რომელთა წინააღმდეგაც ლაშქრობდა დაიანის კამპანია.



კატეგორია: საინტერესოა
Tags:

12


  • Ana smiley თქვა:
    2 სექტემბერი 2012 18:38 - ID: 12,
    ვიცი ამ ქალის შესახებ უკვე გარდაიცვალა ხო?

  • Hermione...♥ თქვა:
    30 აგვისტო 2012 20:51 - ID: 11,
    მადლობა, ვისაც მოგეწონათ love ფილმში რეჟისორი მოვლენებს ძირითადად იმის გამო ცვლის, რომ მისი აზრით შეცვლილი ვარიანტი უფრო საინტერესო საყურებელი იქნება. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის არ ამართლება... კარგით რა, ცხოველები შეიძლება არ გიყვარდეთ (არც მე ვგიჟდები, რადგან ალერგია მაქვს) მაგრამ რატომ გეზიზღებათ ვერ ვხვდები. თანაც, რომ გადაშენდნენ ეს თქვეთვისვე იქნება ცუდი. ნებისმიერი სახეობის ორგანიზმის გადაშენება დიდ ცვლილებებს იწვევს ბუნებაში bully

    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • megane თქვა:
    30 აგვისტო 2012 17:26 - ID: 10,
    mari.mr,
    გეთანხმები და იმ ხალხსაც ვერ ვიტან ვინც მაგათ დასდევს უსაქმურები

  • mari.mr თქვა:
    30 აგვისტო 2012 15:10 - ID: 9,
    ვერ ვიტან ცხოველებს am მეზიზღებიან am ჩემს თვალწინ,რომ გადაშენდნენ წარბსაც არ შევიხრი lol სრულყოფილი ნიუსია love

  • Marriiiammiii თქვა:
    30 აგვისტო 2012 14:02 - ID: 8,
    მომეწონა სიახლე საინტერესო საკითხავი იყო love

  • Tamtabera თქვა:
    30 აგვისტო 2012 13:20 - ID: 7,
    love

  • tambu თქვა:
    30 აგვისტო 2012 10:47 - ID: 6,
    ნიუსი love

  • ANGEL თქვა:
    30 აგვისტო 2012 10:41 - ID: 5,
    რატომ ცვლიან ხოლმე ფილმებში მნიშვნელოვან ბიოგრაფიულ მოვლენებს :| თუ რა ასე მაინც მისი სიკვდილის სცენამ იგივე აზრი დატოვა?

  • Nina√ თქვა:
    30 აგვისტო 2012 10:30 - ID: 4,
    ვაიმეე მეც როგორ მიყვარს ცხპველებიი <3 ისე ვუიყურებდი ამ ფილს ხო იცი :D
    ძალიან კარგი ნიუსია love

  • Hermione...♥ თქვა:
    30 აგვისტო 2012 10:19 - ID: 3,
    shakira-gvancaa,
    ჰაჰა wink
    -Diana-,
    დიდი მადლობა. მე უფრო მიყვარხარ love

    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • -Diana- თქვა:
    29 აგვისტო 2012 23:09 - ID: 2,
    - ძალიან მომეწონა ნიუსი love ავტორ მიყვარხარ ძაან love




    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • spy თქვა:
    29 აგვისტო 2012 21:57 - ID: 1,
    ალოო რას შვება წიგნს უკითხავს გორილებს? გიჟიაა




მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top