;
31 აგვისტო 2012      mikuss     22 კომენტარი     ნანახია 8399-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მაქმანი


მაქმანი - ''ბუნების ფანტაზიის ყველაზე მშვენიერი იმიტაცია'' .

ასე შეაფასა კოკო შანელმა მაქმანი. არაფერი ისე არ უსვამს ქალის მშვენიერებას ხაზს. როგორც უძვირფასესი მაქმანით დამშვენებული სამოსი ან თეთრეული. ის თითქოს ქალისთვისაა შექმნილი, მის სულს ასახავს, მასავით ნაზია, ლამაზი, გრაციოზული...

მაქმანი


მაინც სად და ვის მიერ შეიქმნა მაქმანის ქსოვის ტექნიკა,
რომელმაც საუკუნეებს გაუძლო და დღესაც არ კარგავს აქტუალურობას.


მაქმანის სამშობლოდ იტალია ითვლება. 1363 წელს ვენეციაში მაქმანის ტრადიცია დამკვიდრდა და საკმაოდ სწრაფად მთელ ნკ-ზე გავრცელდა. ვენეციელი ლამაზმანები უნაზესი ძაფებითა და ცხელი ძუის საშუალებით მართლაც რომ ხელოვნების ნიმუშებს ქმნიდნენ. კონკურენცია იმდენად ძლიერი იყო, რომ გოგონები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, ვინ უფრო დახვეწილსა და ორნამენტებით დატვირთულ ქსოვილს შექმნიდა. დროთა განმავლობაში ტექნოლოგია დაიხვეწა, მაქმანის შესაქმნელად უკვე სელს, ძუას, ალოეს, ძაფს, აბრეშუმსა და თქვენ წარმოიდგინეთ, ქაღალდსაც კი იყენებდნენ.

მოგვიანებით მილანსა და ფლანდრიაში დიდი პოპულარობით სარგებლობდა ე.წ. ''პოინტ დე როუზის'' ტექნოლოგია. ეს გახლდათ მაქმანის ქსოვის განსაკუთრებული ხერხი, რომელიც დელიკატური ყვავილების, ფოთლებისა და სხვადასხვა მცენარის გამოყვანას გულისხმობდა. შემდგომში ასეთი ხერხით ნაქსოვ ყვავილებს ერთმანეთთან პატარა - ''პიკო'' კბილანებით აერთებდნენ, რის შედეგადაც მივიღეთ დღესაც ასე პოპულარული გიპიური. ''გიპიური'' ფრანგული სიტყვაა და აბრეშუმით გადახვევას ნიშნავს.

მაქმანი

გიპიურის ნაჭერმა დიდი ბუმი მოახდინა არა მარტო იტალიაში, არამედ მთელ ევროპაში.
მე-16 საუკუნეში ისეთმა ცნობილმა ოსტატებმა, როგორებიც იყვნენ : ნიკოლო ზოპინო , ბუგანტო , პაგანინო , ტაგლიენტე , დაახლოებით 22 წიგნი შექმნეს მაქმანის ორნამენტებით, სწორედ ამ ორნამენტებით ხელმძღვანელობენ დღესაც და სახელოვანი ოსტატების სახელებს მოწიწებით იხსენიებენ. იტალიაში ყველაზე განთქმული ვენეციელი, გენუელი, მილანელი და ალბისოლელი ოსტატები იყვნენ. მე-15 საუკუნიდან გავრცელდა ე.წ '' ჰაერში კემსვა '' , რომელიც გულისხმობდა ურთულესი გეომეტრიული ფიგურების გამოყვანას, მოგვიანებით გეომეტრიული ფიგურები ადამიანთა და ცხოველთა გამოსახულებებით დაიტვირთა.

ნემსითა და სელის ძაფებით ურთულესი ორნამენტებით დატვირთულ გიპიურებს ქმნიდნენ, ხოლო ყაისნაგის მეშვეობით კი ოქროსა და ვერცხლის მაქმანებს ქსოვდნენ.

მაქმანი

1613 წელს ლუდოვიკო მეცამეტე იძულებული გახდა მაქმანის ტარების შეზღუდვის შესახებ კანონი გამოეცა, რადგან ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვა საფრანგეთის დიდებულების მიერ მაქმანების შესაძენად ენით აუწერელი თანხების ხარჯვისთვის. ამ სიტუაციიდან საფრანგეთმა მალე იპოვა გამოსავალი, მათ სპეციალურად იტალიიდან ჩამოიყვანეს ოსტატები და მაქმანის ქსოვის ცენტრები დაარსეს, სადაც ადგილობრივ, საკმაოდ ხარისხიან და დახვეწილ პროდუქციას ქმნიდნენ. ამაზე მეტყველებს ადრეული ფრანგული გიპიურის ნიმუშები, რომელთა ჰაეროვნება და ურთულესი ორნამენტები, მართლაც რომ თვალშისაცემია. საფრანგეთში მაქმანი რევოლუციამდე მეტად პოპულარული იყო, შემდეგ კი ის დიდი პოპულარობით სარგებლობდა ნაპოლეონის სამეფო კარზეც.

ფაქტები :


⇨ ევროპაში მაქმანისა და გიპიურის მოხვედრა ვაჭრების დამსახურებაა, სწორედ მათი შემწეობით ევროპამ პირველად იხილა ეს საოცრება და შეიძლება ითქვას მისით მოიწამლა.

⇨ 1662 წელს ფლამინდიური მაქმანის შემოტანა აიკრძალა და ადგილობრივის წარმოება დაიწყო, რომ ფლამანდური გიპიური არალეგალურად შემოჰქონდათ და როგორც ადგილობრივს ისე ასაღებდნენ. ეს აკრძალვა 1735 წლამდე გაგრძელდა.

მაქმანი

⇨ შოტლანდიაში მაქმანის წარმოებამ აღზევება მარია სტიუარტის დედოფლობისას განიცადა, დედოფალ მარიას არა მარტო სიგიჟემდე უყვარდა მაქმანის საყელოები და მანჟეტები, არამედ თავადაც პროფესიონალი მქსოველი გახლდათ და ცხოველებისა და მცენარეების გამოსახულებით ულამაზეს ორნამენტებს ქმნიდა.


⇨ ესპანეთში მაქმანი იმდენად პოპულარული იყო და მის შესყიდვაზე იმხელა თანხა იხარჯებოდა, რომ 1623 წელს მეფე ფილიპე მესამემ გამოსცა კანონი, რომელიც მაქმანების ტარებას კრძალავდა.


მაქმანი

⇨ მაქმანი საქართველოშიც ძალიან პოპულარული იუო, განსაკუთრებით კი სამეგრელოს თავადების, დადიანების კარზე, ეკატერინე ჭავჭავაძისთვის თურმე სპეციალურად საფრანგეთიდან ჩამოჰქონდათ მაქმანები. ქართველ გოგონებს კი მაქმანებიან თეთრეულსა და სამოსს მზითვად ატანდნენ.


⇨ გერმანიაში 1534 წელს გამოიცა იოჰან შარცენსბერგის მაქმანის ორნამენტების პირველი წიგნი.

⇨ შვედეთში მაქმანების ქსოვა წმ. ბრიგიტას სახელს უკავშირდება, რომელიც მონაზვნებს ქსოვას ასწავლიდა.


დაბოლოს, ეს ულამაზესი ქსოვილი დღესაც არ კარგავს პოპულარობას და ფუფუნების საგნად ითვლება. ამაზე ისეთი ცნობილი დიზაინერების 2012 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებიც მეტყველებს, როგორებიც გახლავთ : რობერტო კავალი , ოსკარ დე ვენტა , ვალენტინო , ლუის ვიტონი ...

მაქმანი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

22


  • D-) თქვა:
    7 დეკემბერი 2012 10:28 - ID: 22,
    აი ძაან მაგარი ნიუსია love ყოჩაღ მარი ♥

  • just,nino თქვა:
    3 სექტემბერი 2012 22:33 - ID: 21,
    ჩემი ტკივილიიააა <3

  • Ana smiley თქვა:
    2 სექტემბერი 2012 15:53 - ID: 20,
    ლამაზიაა ძაან love

  • Medea♥ თქვა:
    2 სექტემბერი 2012 12:00 - ID: 19,
    ძაალიაან მომწონს love
    ნიუსი შესაანიშნავია

  • mikuss თქვა:
    2 სექტემბერი 2012 10:08 - ID: 18,
    mariamy_feria,
    love

  • mariamy_feria თქვა:
    1 სექტემბერი 2012 18:56 - ID: 17,
    ძAლიან მიყვარს.ყოჩაღ მაგარ ნიუსებს აკეთებ winked love

  • mikuss თქვა:
    1 სექტემბერი 2012 17:22 - ID: 16,
    დიდი მადლობა გოგოებო ვისაც მოგეწონათ :*

  • beauty queen თქვა:
    1 სექტემბერი 2012 16:56 - ID: 15,
    ძალიან მაგარი ნიუსია
    საინტერესო იყო

  • Queen.Mariam♥ თქვა:
    1 სექტემბერი 2012 16:17 - ID: 14,
    ვაიმე ჭკუა მეკეტება მაქმანებზე love ჩემი გარდერობის ნახევარი მაქმანებითაა გადატენილი love love

  • Naughty Angel თქვა:
    1 სექტემბერი 2012 14:02 - ID: 13,
    მიყვარს მოკლე კაბა რომელსაც მაქმანები აქვს
    ძალიან კარგი ნიუსია :)

  • Ms.Casillas თქვა:
    1 სექტემბერი 2012 13:59 - ID: 12,
    ძალიან მომწონს მაქმანებიანი სამოსიი request

  • Ana-Rihanna თქვა:
    1 სექტემბერი 2012 12:54 - ID: 11,
    ფრანგული მაქმანი მართლაც რომ საოცრებაა...

  • bubunia:) თქვა:
    1 სექტემბერი 2012 12:24 - ID: 10,
    მომწონს მაქმანიიი <3 ნიუსი კარგიააა love

  • ina თქვა:
    1 სექტემბერი 2012 12:12 - ID: 9,
    ძაალიან მიყვარს მაქმანებიანი სამოსი love

  • sopho) თქვა:
    1 სექტემბერი 2012 11:44 - ID: 8,
    კარგი სიახლეა:) ძაან მომწონს "გიპიურები", ამას წინათ ქვედაბოლო ვიყიდე შავი,მაღალწელიანი,მაქმანებით

  • EchelonMonster თქვა:
    1 სექტემბერი 2012 01:37 - ID: 7,
    როგორ მომწონს რა ლამაზია love

  • buzguna_teoo თქვა:
    1 სექტემბერი 2012 01:30 - ID: 6,
    nikon L120 ზუმი 21 მეგაპიქსელი 14.1 ფასი 420 ლარი მსურველები დამიკავსირდით ნომერზე 598768555 (თეონა) ფასზე მოლაპარაკება შეიძლება..

  • TT.West ♥ თქვა:
    1 სექტემბერი 2012 00:39 - ID: 5,
    ძალიან მომწონს მაქმანებიანი მაისურები განსაკუთრებით love
    კარგი ნიუსი იყო ძაააალიან love

  • banchita თქვა:
    31 აგვისტო 2012 23:56 - ID: 4,
    მომწონს smile

  • -Diana- თქვა:
    31 აგვისტო 2012 23:42 - ID: 3,
    - ძალიან საინტერესო იყო love




    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top