;
2 სექტემბერი 2012      -Sally-     11 კომენტარი     ნანახია 7070-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ბამბუკის დათვი პანდა ჩინეთის ტყეებში ბინადროს. ჩინელები მას "ბეიშუნს" ეძახიან, რაც "თეთრ დათვს" ნიშნავს, თუმცა, ყველა გიგანტური პანდა შავ-თეთრი შეფერილობისაა. სქელი ბეწვი წყალგაუმტარია, ის დათვს სიცივისა და სინესტისგან იცავს. დიდი ხნის განმავლობაში ადამიანი ნადირობდა პანდაზე მისი ლამაზი ბეწვის გამო, რომელიც, ასევე, გადმოცემის თანახმად, მაგიური ძალით გამოირჩეოდა და ბოროტი სულებისგან დამცავ საშუალებას წარმოადგენდა. ამიტომაც, დღეს, პანდა ძალიან იშვიათი ცხოველია. იგი ბინადრობს მხოლოდ იმ მცირემასშტაბიან ტერიტორიებზე, სადაც ბამბუკის ტყეები არის. ველურ ბუნებაში მხოლოდ 500-მდე პანდაა შემორჩენილი, ამიტომაც, ჩინელებმა, მათ დასაცავად, სპეციალური ნაკრძალები შექმნეს. მთელი მსოფლიოს ზოოპარკებში 100-მდე გიგანტური პანდა თუ იქნება.



პანდები დიდი რაოდენობით ბამბუკს მიირთმევენ - დღეში 20 კგ-მდე. ჭამაში ისინი დღე-ღამეში 15 საათს ატარებენ, ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ეს დათვი მჯდომარე ჭამს. გიგანტური პანდები მორიდებული ცხოველები არიან და ხშირად ეულად დადიან. დროის უმეტეს ნაწილს ისინი მიწაზე ატარებენ, თუმცა, თუ რამე შეაშინებთ, სწრაფადვე აძვრებიან ხეზე და ხშირ ფოთლებში იმალებიან.




პანდას ახალშობილი ბელები პატარები, უბეწვოები და უსუსურნი არიან. სიდიდით ისინი შოკოლადის ფილას არ აღემატებიან! თუმცა, ისე მალე იზრდებიან, რომ რვა კვირაში მათი წონა 2 კგ-ს აღწევს. ადამიანიც რომ ასე სწრაფად იზრდებოდეს, ახალშობილი ბავშვი რვა კვირაში ზრდასრულის წონას მიაღწევდა!



მცირე (წითელი) პანდები გიგანტურ პანდებს არ ენათესავებიან. ისინი ჩინეთისა და ნეპალის ტყეებში ბინადრობენ და დღის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებენ. ღამღამობით კი ბამბუკსა და პატარა ცხოველებს მიირთმევენ.



საინტერესო ფაქტები:

ჩინეთის ზოოპარკებში 30-მდე პანდას ბელი დაიბადა თუმცა გადარჩენა მხოლოდ ნახევარმა შეძლო.



18 თვემდე პანდას ბელები დედასთან ერთად ცხოვრობენ.



გიგანტური პანდები ბამბუკის ყლორტებს თითქმის მთელი დღის განმავლობაში იღეჭებიან.




პანდას წინა თათებზე აქვს სპეციალური ცერი, რომლითაც იგი კარგად იჭერს ბამბუკის ყლორტებს.



ველურ ბუნებაში ერთმა პანდამ, რომელზეც დაკვირვებებს აწარმოებდნენ, ერთმანეთის მიყოლებით ბამბუკის 3500-მდე ყლორტი შეჭამა!




თუ მცირე (წითელ) პანდას შეაშინებთ, იგი ისისინებს და გრძელ, ბასრ ბრჭყალებს დაგანახებთ.




კატეგორია: საინტერესოა
Tags:

11


  • Lollipop♥ თქვა:
    20 ოქტომბერი 2012 23:43 - ID: 11,
    love

  • Taamoo თქვა:
    10 სექტემბერი 2012 16:31 - ID: 10,
    love

  • waiting.for.forever თქვა:
    5 სექტემბერი 2012 23:51 - ID: 9,
    შავ-თეთრი <33 აუ ძალიან საყვარელია , ზედმეტად. მიყვარს .

  • NiNi_N თქვა:
    3 სექტემბერი 2012 23:22 - ID: 8,
    როგორ მიყვარს პანდებიიი მმმმმ love კარგი ნიუსია request

  • -Sally- თქვა:
    3 სექტემბერი 2012 20:51 - ID: 7,
    kristi_,
    Sk8er,
    makunaaa,
    Naughty Angel,
    დიდი მადლობა love

  • magdaa98 თქვა:
    3 სექტემბერი 2012 20:47 - ID: 6,
    ვაიმეეე როგორ მიყვარს პანდები love ფუმფულები love

  • kristi_ თქვა:
    3 სექტემბერი 2012 20:46 - ID: 5,
    საყვარლები არიან love შვა თეთრი ჯობია ის უფრო ბომბორაა და დათუნია love კარგი ნიუსი იყო

  • -Sally- თქვა:
    3 სექტემბერი 2012 20:36 - ID: 4,
    პანდა ძალიან მიყვარს, უსაყვარლესი ცხოველია love

  • Sk8er თქვა:
    3 სექტემბერი 2012 20:32 - ID: 3,
    საინტერესო ნიუსია smile

  • makunaaa თქვა:
    3 სექტემბერი 2012 20:30 - ID: 2,
    ძალიან საინტერესოა :)

  • Naughty Angel თქვა:
    3 სექტემბერი 2012 20:30 - ID: 1,
    წითლები რა საყვარლები არიან <3
    ძალიან საინტერესო იყო ყოჩაღ ავტორო :))

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top