;
31 აგვისტო 2012      Hermione...♥     24 კომენტარი     ნანახია 3940-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Oasis - Wonderwall


Life is a Wonderwall...
შენ არც ფიფქია ხარ და არც კონკია. შენ სულ სხვა ზღაპრის გმირი ხარ. ამ ზღაპარს რეალური ცხოვრება ჰქვია. შენი ცხოვრება ყველაზე მშვენიერი ზღაპარია, რადგან ამ ზღაპრის გმირი თავად ხარ. ცხოვრებას მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს - ეს ზღაპარი ყოველთვის ბედნიერად არ სრულდება. მისი დასასრული არა კეთილი მეზღაპრის ფანტაზიაზე, არამედ შენს მონდომებაზეა დამოკიდებული. ყველაფერი გააკეთე სასურველი მიზნის მისაღწევად. არასოდეს დანებდე, გაიღიმე და გახსოვდეს, რომ ცხოვრება მშვენიერია...

✓ საინტერესო ფაქტები:

♡ ქალაქი პრეტორია ალმასის საბადოებზეა გაშენებული.

♡ ყველა ადამიანი დღეში 200-ჯერ იტყუება, ე.ი. ყოველ 8 წუთში. ასეთ დასკვნამდე მივიდნენ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერები. გამოკვლევების თანახმად, ყველაზე გამოუსწორებელი მატყუარები არიან გამყიდველები, ჟურნალისტები, პოლიტიკოსები და ადვოკატები.

♡ თავის მხრივ ბუენოს-აირესი ქალაქის თავდაპირველი, ძალიან გრძელი სახელის შემოკლებული ვარიანტია: "სიუდად დე ლა სანტიმა ტრინიდად უ პუეტრო დე ნუესტრა სენიორა დავიგრა მარია ველოს ბუენოს აირეს". შემდეგში კი თვით სახელი "ბუენოს-აირესიც" შეამოკლეს და მისი შემოკლებული ვარიანტია "ბაირესი".


Life is a Wonderwall...

♡ გადმოცემის თანახმად, ძვ. ბერძენი ფილოსოფოს-მორალისტი, დიოგენი, კასრში ცხოვრობდა და დღისით სანათურით დაეძებდა კეთილისმყოფელ ადამიანს.

♡ უნივერსიტეტი ლათინური სიტყვაა და ნიშნავს ერთობლიობას.

♡ მოგეხსენებათ, რომ ალფონსი ეწოდება კაცს, რომელიც საყვარლის ხარჯზე ცხოვრობს. ეს სიტყვა ომდინარეობს დიუმას (შვილის) ერთ-ერთი პიესის მთავარი გმირის სახელიდან.


Life is a Wonderwall...

♡ ძლიერი შტორმის დროს ზღვაში წყალი თბება რადგან წყლის ერთი ფენის მეორესთან ხახუნის გამო წარმოქმნილი მექანიკური ენერგია სითბურ ენერგიად გარდაიქმნება.

♡ არსებობს ჰიპოთეზა, რომ ძვ. ეგვიპტეში არსებობდა რიტუალი, რომლის სახელწოდებაც იყო "ჰებ-სედი"; რიტუალის მთავარი მოქმედი პირი ფარაონი იყო. როდესაც იგი დასუსტდებოდა და აღარ შეეძლო ქვეყნის მართვა, მას რიტუალურად კლავდნენ.

♡ მილი (სიგრძის საზომი ერთეული) ლათინურიდან შემდეგნაირად ითარგმნება: "ათასი ორმაგი რომაული ნაბიჯი".


Life is a Wonderwall...

♡ პარიზი წარმოუდგენელია ეიფელის კოშკის გარეშე, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავთან დაკავშირებით აიგო ინჟინერ გუსტავ ეიფელის მიერ. მას თავის დროზე ძალიან ბევრი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რომელთა რიცხვშიც იყო ფრანგ ხელოვანთა მთელი პლეადა: შარლ გუნო, ალექსანდრე დიუმა, ლეკონტ დე ლილი, სიული პრიუდომი. გი დე მოპასანი კი იქამდე მივიდა, რომ საკმაოდ ორიგინალური ხერხი მოძებნა იმისათვის, რათა სადილის დროს მაინც დამალულიყო ამ "უწესრიგო ჩონჩხისაგან". ის სადილობდა რესტორანში, რომელიც ეიფელის კოშკზე მდებარეობდა. მისი თქმით, ეს ერთადერთი ადგილი იყო პარიზში, საიდანაც კოშკი არ ჩანდა.

♡ შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი, არტემიდეს ტაძარი, ჰეროსტრატემ დაწვა. მისი მიზანი იყო, სახელი გაეთქვა მთელს ქვეყანაზე, მაგრამ კანონის ძალით, ვინც მის სახელს ახსენებდა სიკვდილით სჯიდნენ. მიუხედავად ამისა, ისტორიამ მისი სახელი მაინც შემოგვინახა.


Life is a Wonderwall...

♡ პირველი მონეტა ლიდიაში მოიჭრა ძვ.წ. VII ს-ში.

♡ მაიასა და მის მეზობელ ტომებს კეთილი ღმერთი, კეცალკოატლი ჰყავდათ, რომელმაც მრავალი სასიკეთო საქმე გააკეთა: მან შემოიღო კანონები და ჭეშმარიტი რწმენა დანერგა, რათა ადამიანთა მიწიერი ლტოლვანი შეეზღუდა. კეცალკოატლის კულტი, მათი კულტურის გეოგრაფიულ და ქრონოლოგიურ მიზნებს ძალიან შორს გასცდა მისი ემბლემა, "ფრთოსანი გველი", მთელს მექსიკაში გახდა ცნობილი. ბოლოს, კეცალკოატლი ომის შურიანმა ღმერთებმა განდევნეს. მას წასვლის წინ დაუბარებია, რომ ოდესმე დაბრუნდებოდა და ყველა მიიღებდა მის მოძღვრებას. თითქმის ცხრა საუკუნის შემდეგ, იუკატანის ნახევარკუნძულზე მოდარაჯე ინდიელებმა შავი წერტილები შენიშნეს. ყველას გაახსენდა ძველი თქმულება, ეს აღმოჩნდა არა კეცალკოატლი, არამედ ესპანელი კოლონიზატორები, რომელიც კუბის გუბერნატორმა, ველასკესმა გამოგზავნა.


Life is a Wonderwall...

♡ გამოჩენილმა გერმანელმა მწერალმა, ჰაინრიხ ჰაინემ, იმ დროისათვის წარმოუდგენელი სიმამაცე გამოიჩინა. 6 წლიანი არაოფიციალური თანაცხოვრების შემდეგ, მან თავის საყვარელზე იქორწინა, რომელიც უბრალო გლეხის ოჯახიდან იყო. მან ქორწილში მიიწვია ის მეგობრები, ვისაც საყვარლები ჰყავდათ და ურჩია მათ, რომ მისთვის მიებაძათ.

♡ ადამიანისათვის ძალიან სასარგებლოა ქოქოსის პალმა - "სიცოცხლის ხე", რომელსაც ხატოვნად ინდიელების უნივერმაღსაც უწოდებენ. პალმის ღეროსგან ამზადებენ ავეჯს, საოჯახო ნივთებსა და იარაღს. ფოთლებისაგან ქოხებს ხურავენ; ნორჩი ყლორტები - "პალმის კომბოსტო" - საკვებად გამოიყენება. პალმის წვენისაგან ამზაებენ სიროფს, შაქარსა და ღვინოს.


Life is a Wonderwall...

♡ კუტკალია მწერის სახეობაა, რომელიც ხმას გამოსცემს ფრთების მოძრაობით, მაგრამ ესმის ფეხების საშუალებით.

♡ კამბალა თევზის სახეობაა, რომელსაც ორივე თვალი ცალ მხარეზე აქვს.

♡ ჩანთოსანი თხუნელა ერთადერთი ძუძუმწოვარია, რომელსაც თვალები არ აქვს.


Life is a Wonderwall...

♡ 1816 წელს ლონდონის აუქციონზე 730 ფუნტ-სტერლინგად გაიყიდა ისააკ ნიუტონის კბილი. ეს არის ყველაზე ძვირადღირებული კბილი, რომელსაც მყიდველი მუდამ თან ატარებდა ბეჭდით.

♡ იცით, რა საერთო აქვს მზეს, ვარსკვლავებს, რადიაციულ სარტყელებსა და სარეკლამო მილების ნათებას? ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პლაზმურ მდგომარეობაშია.


Life is a Wonderwall...

♡ თავდაპირველად, დოლარი წითელი ფერის იყო.

♡ ანტილოპას ლურჯი ოფლი აქვს.

♡ ლეგენდარულმა კომიკოსმა, ჩარლი ჩაპლინმა, ალბერტ აინშტაინს შემდეგი სიტყვებით მიმართა: "მე ტაშს მიკრავენ ნიშნად იმისა, რომ ჩემი შემოქმედება ყველასთვის გასაგებია. თქვენ კი ვერ გიბედავენ, რომ არ დაგიკრან, თორემ თქვენი არაფერი გაეგებათ".


Life is a Wonderwall...

✓ ცხოვრებისეული გამონათქვამები

"უკიდურესი დემოკრატია არის ტირანია" - არისტოტელე

"ძალა აქვთ ახალგაზრდებს, გონიერება კი მოხუცებს, ამიტომ ამის შესაბამისად უნდა გაინაწილონ ძალაუფლება, რაც იქნება სამართლიანი და სასარგებლო" - არისტოტელე

"თუ ვინმე შეძლებს დამიმტკიცოს, რომ მე არასწორად ვფიქრობ ან ვმოქმედებ, სიამოვნებით შევიცვლი აზრსაც და მოქმედების წესსაც, რადგან მე დავეძებ ჭეშმარიტებას, რომლისაგანაც არავის არასოდეს ვნებია რა. პირიქით, დაზარალებული ისაა, ვინც თავისი სიკერპის გამო, ცდომილებასა და უმეცრებაში აღმოჩნდება" - მარკუს ავრელიუსი


Life is a Wonderwall...

"უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე-ძალის მეშვეობით. პირველი ნიშნეულია ადამიანებისათვის, მეორე კი მხეცებისათვის, მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს. ადამიანი უნდა ითვისებდეს ორივე ბუნებას, რადგან ერთი მეორის გარეშე უდღეურია. ამრიგად, თუ ადამიანი იძულებული იქნება იბრძოლოს როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავის დაცვა გველისაგან, მელას-მგლებისაგან. მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი და ლომი, რომ დაიფრინო მგლები. იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის" - ნიკოლო მაკიაველი


Life is a Wonderwall...

"სამართლიანობა ხშირად სადავია და საკამათო. ძალა კი უდავო და უცილობელი. ამიტომაც სამართლიანობა ვერ იქნა და ვერ გახდა ძლიერი: ძალა არ სცნობდა მას და ამბობდა, რომ სამართლიანობა-უსამართლოა და მხოლოდ თვითონაა სამართლიანი. რაკი სამართლიანობა ვერასდიდეით ვერ იქცა ძალად, ხალხმა საბოლოოდ გადაწყვიტა, რომ მხოლოდ ძალაა სამართლიანი" - ბლეზ პასკალი


Life is a Wonderwall...

"ყველაზე ძლიერი არასოდეს არ არის ისე ძლიერი, რომ მუდამ ბატონი იყოს; ცხადია, თუ თავის ძალას უფლებად, ხოლო მორჩილებას მოვალეობად არ გარდაქმნის" - ჟან ჟაკ რუსო


"არ უნდა ხედავდე საკუთარ თავს, ამის ცოდნა საჭიროა, რათა ბევრს ხედავდე" - ფრიდრიხ ნიცშე


Life is a Wonderwall...

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

24


  • Ana-Rihanna თქვა:
    3 სექტემბერი 2012 23:49 - ID: 24,
    Hermione...♥,
    ეიფელის კოკსა და პარიზზე ლაპარაკი ცჰემი აზრით შორს წაგვიყვანს და დიდად გამახარებ და დიდად მადლობელი დაგრჩები თუ გააკეთებ ნიუსს სფრანგეთზე... დიდი მადლობა წინასწარ...

  • Hermione...♥ თქვა:
    3 სექტემბერი 2012 10:49 - ID: 23,
    Ana smiley,
    მადლობა feel
    ivi,
    შენიანი ვარ, აბა რა!!! Until the very end
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • ivi თქვა:
    2 სექტემბერი 2012 17:17 - ID: 22,
    Hermione...♥,
    MARAUDER,
    აი თქვენ ჩემიანები ხართ რაა !!
    (ჰპს ვგულისხმობ) <3

  • Ana smiley თქვა:
    2 სექტემბერი 2012 16:16 - ID: 21,
    კაი იყოო*))

  • Hermione...♥ თქვა:
    1 სექტემბერი 2012 20:16 - ID: 20,
    MARAUDER,
    დიდი მადლობა love feel აუცილებლად დავდებ მეორე ნაწილს smile ძალიან მომწონს შენი ნიკი winked ენჯელზე თავიდან მაგის დარქმევას ვაპირებდი, მაგრამ შემდეგ გადავიფიქრე fellow
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • MARAUDER თქვა:
    1 სექტემბერი 2012 19:54 - ID: 19,
    ძალიანნ მომეწონა love კარგი სურათები იყოოოოო love
    მეორე ნაწილიც დადე რა love
    "არ უნდა ხედავდე საკუთარ თავს, ამის ცოდნა საჭიროა, რათა ბევრს ხედავდე" love

  • Hermione...♥ თქვა:
    1 სექტემბერი 2012 18:29 - ID: 18,
    SaLuKaAa,
    tamo,
    I LOVE BS,
    სამივეს ძალიან დიდი მადლობა feel როგორ მახარებს თქვენი ასეთი კომენტარები love
    Ana-Rihanna,
    თავადვე აღიარე, რომ ეიფელის კოშკი პარიზის სიმბოლოა. ე.ი. დღესდღეობით პარიზი მის გარეშე ნამდვილად წარმოუდგენელი ყოფილა fellow რაც შეეხება დანარჩენს, მითხარი თუ რამის გაკეთება შემიძლია გული რომ აღარ გწყდებოდეს და გავაკეთებ smile
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • beauty queen თქვა:
    1 სექტემბერი 2012 17:29 - ID: 17,
    ძალიან კარგი სიახლეა

  • Ana-Rihanna თქვა:
    1 სექტემბერი 2012 12:15 - ID: 16,
    Hermione...♥,
    ვიცი და სწრორედ ამაზე მწყდება გული რომ ნამდვილ ხელოვნების ნიმუშებს გვერდს უვლიან და უბრალოდ რკინის კონსტრუქციას ეთაყვანებიან...
    ეიფელის კოშკი უდაოდ ძალიან ლამაზია და ნამდვილად ეთქმის პარიზის სიმბოლო მაგრამ მას არ ეკუთვნის ასეთი ადგილი როდესაც არსებობენ მსოფლიო საოცრებები...

  • tamo თქვა:
    31 აგვისტო 2012 22:12 - ID: 15,
    კარგი სიხლეა

  • SaLuKaAa თქვა:
    31 აგვისტო 2012 22:11 - ID: 14,
    ძალიან მაღალი დონის სტატია არის.

  • Hermione...♥ თქვა:
    31 აგვისტო 2012 21:50 - ID: 13,
    Ana-Rihanna,
    უღრმესი მადლობა love შენი აზრი ჩემთვის 100%-ით მისაღებია და ძალიან კარგია რომ ზოგადად პარიზულ კულტურას აფასებ, უბრალოდ ჩვენს დროში ხალხის უმრავლესობისათვის პარიზი პირველ რიგში ეიფელის კოშკთან ასოცირდება.
    TT.West ♥,
    Katyn,
    Marriiiammiii,
    ძალიან დიდი მადლობა გოგოებო feel love
    maco,
    სურვილის შემთხვევაში, მეორე ნაწილსაც გავაკეთებ და იმისთვისაც კარგი სურათები მაქვს გადანახული. პირადად მე, ასეთი ფოტოები მამშვიდებს... winked
    Ann_J,
    mariamy_feria,
    თქვენი კომენტარები რატომღაც განსაკუთრებით მესიამოვნა... feel რა საყვარლები ხართ love მიხარია, თუ ამ სტატიამ თუნდაც ერთ ადამიანს მაინც გამოუკეთა განწყობა winked ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს

    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • Marriiiammiii თქვა:
    31 აგვისტო 2012 21:19 - ID: 12,
    love

  • mariamy_feria თქვა:
    31 აგვისტო 2012 21:18 - ID: 11,
    უმაგრესიაა,სიტყვები არ მყოფნის,ყოჩააღ,ჩემს განწყობაზე საოცრად იმოქმედა love

  • Ann_J თქვა:
    31 აგვისტო 2012 20:26 - ID: 10,
    არაჩვეულებრივი ნიუსია, feel რომელმაც საოცრად იმოქმედა ჩემზე love ძირითადად მიყვარს როცა ამ ტიპის ნიუსებს მე ვაკეთებ, მაგრამ არ შემიძლია არ ავღნიშნო რომ ეს ნიუსი საოცრად მომეწონა love ყოჩაღ Hermione...♥ და მალე გაენჯელებას გისურვებ

  • maco თქვა:
    31 აგვისტო 2012 20:15 - ID: 9,
    მაგარი ფოტოები ადევს ძააააააააან

  • Katyn თქვა:
    31 აგვისტო 2012 20:03 - ID: 8,
    ძალიან კარგი ნიუსია!

  • TT.West ♥ თქვა:
    31 აგვისტო 2012 19:33 - ID: 7,
    არაჩვეულებრივი ნიუსია თიკა love
    love

  • Ana-Rihanna თქვა:
    31 აგვისტო 2012 19:24 - ID: 6,
    Hermione...♥,
    უბრალოდ შესანიშნავი იყო... სიტყვები არ მყოფნის.... გეტყობა რომ ბევრი გიშრომია...
    მაგრამ აქედან იმას არ ვეთანხმები რომ პარისი ეიფელის კოშიკის გარეშე წარმოუდგენელია... მე პარიზი და საერთოდ საფრანგეთი ვერ წარმომიდგენია ტრიუმფალური თაღისა, ლუვრისა, ვერსალისა, მუზეუმებისა და ხელოვნების შედევრთა გარეშე......

  • Hermione...♥ თქვა:
    31 აგვისტო 2012 18:55 - ID: 5,
    RanDom,
    Johnny depp,
    -Diana-,
    lalanana,
    mari.mr,
    B-))),
    დიდი მადლობა feel ბაბი, შენც იმავეს გისურვებ winked თქვენი აზრი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და უბედნიერესი ვარ, რომ მოგეწონათ love
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top