;

31 August 2012      lady_tamo     Views 6620    
Category: Fun, Interesting

როგორია თქვენი სტილი?

უპასუხეთ რამდენიმე მარტივ შეკითხვას და გაიგეთ, თუ რომელი სტილი გაქვთ არჩეული

ყველა ქალი ოცნებობს გამოიყურებოდეს არამარტო სუპერმოდურად, არამედ ელეგანტურად, ჰქონდეს მისთვის დამახასიათებელი, ინდივიადულური სტილი. მდედრობითი სქესის ზოგიერთი წარმომადგენელი ორიგინალური, კრეატიული, უცხო და გამორჩეული ლუქებით იწონებს თავს და ამით გამოირჩევა საზოგადოებისგან, ზოგი კი მისი არჩეული სტილით ბრბოში იკარგება. გთავაზობთ მცირე ტესტს, შეკითხვებზე პასუხის გაცემით თქვენ ნახავთ თუ როგორ სტილს ანიჭებთ უპირატესობას.

ტესტი: როგორია თქვენი სტილი?


სტილი, რომელსაც უპირატესობას ვანიჭებ, ძირითადად არის:

A. კომფორტული ნივთები, რომლეშიც თავს თავისუფლად ვგრძნობ

B. კლასიკური სტილი - სტილი, რომელიც მოდიდან არ გადადის

C. არანაირი სიმკაცრე სტილში, არანაირი ზედმეტი სიულეტები, უფრო მეტად კაბები, ვიდრე კოსტუმები

D. მოდური, თამამი ლუქები



როგორი წარმომიდგენია იდეალური უიქენდი:


A. ცურვა, ტენისი, გოლფი - ანუ სპორტული დასვენება

B. ბილეთები ახალ სპექტაკლზე, თეატრის შემდეგ ვახშამი

C. საყვარელ ადამიანთან ერთად დასვენება

D. ქალაქგარეთ გასეირნება


ჩემი საყვარელი ვარცხნილობა:

A. ვარცხნილობას დიდად არ ვაქცევ ყურადღებას/ვარცხნილობა, რომელიც ადვილად კეთდება

B. აკურატული და ლამაზი, მაგრამ არა მკაცრი

C. რბილი და ფუმფულა, დიდ დროს ვუთმობ ვარცხნილობას

D. ასიმეტრიული, მოვლილი, ძალიან გრძელი ან ძალიან მოკლე

ჩემი საყვარელი ქსოვილი:

A. ჯინსი, ბამბა

B. აბრეშუმი, ქაშმირი

C. ბარხატი, მაქმანები

D. 'ზამში', ტყავი



უპირატესობას ვანიჭებ შემდეგ ნახატებს:

A. სხვადასხვა ტიპის და ფერის საღებავები

B. ერთ ტონში გადაწყვეტილი

C. აკვარელით ნამუშევარი, ყვავილებითა და სხვადასხვა ორნამენტებით გაფორმებული

D. ზოლების სიჭარბე, გეომეტრიული ფიგურები



რომელ აქსესუარს ვანიჭებ უპირატესობას:


A. სადა, არ მიყვარს დიდი ბრჭყვიალა ქვები

B. ვერცხლი, ოქრო

C. ბრჭყვიალა ნივთები

D. თამამი, გეომეტრიული ფიგურებით გაფორმებული



როგორ ფეხსაცმელს ვანიჭებ უპირატესობას:


A. დაბალქუსლიანი (კედები, ვანსები, ბოტასები)

B. 'ბალეტკები'

C. მოდური, ძვირფასი მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი

D. ტყავის ჩექმები, ექსტრავაგანტულ სტილში



კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს


A. შენთან კარგად და მხიარულად ვატარებ დროს

B. შენ ისეთი დახვეწილი გემოვნება გაქვს!

C. დღეს რა კარგად გამოიყურები

D. ფანტასტიური სტილი გაქვს



როგორ დავახასიათებდი ჩემ იმიჯს:


A. მეგობრული, კონტაქტური

B. თავდაჯერებული

C. ნაზი, ქალური

D. მოდური, შემოქმედებითი



თუკი პასუხების უმეტესობა A ვარიანტია: ნატურალური სტილი

მეგობრული ხართ. ადვილად შედიხართ კონტაქტში და არ ცნობთ ფორმალურ, ცივ დამოკიდებულებას თანამოსაუბრისადმი.
ტანსაცმელი - ყოველდღიური სტილი, 'ნატურალურ' ტონალობებში გადაწყვეტილი

თუკი პასუხების უმეტესობა B ვარიანტია: კლასიკური სტილი

მშვიდი, დინჯი და დაკვირვებული ხართ. თქვენ გთვლიან ელეგანტურად. ტანსაცმელი - ელეგანტური, 'მშვიდ' ფერებში, სწორი სილუეტებით.

თუკი პასუხების უმეეტსობა C ვარიანტია: რომანტიული სტილი

თქვენ ხართ რომანტიკოსი ადამიანი ქალური, ნაზი სტილით. უპირატესობას ანიჭებთ პასტელურ, სასიმოვნო ფერებს, ყვავილოვან პრინტს, სხვადასხვა ნივთებით - ბანტებით/ პეპლებით/ყვავილებით/ზოლებით გაფომებულ სამოსს.

თუკი პასუხების უმეტესობა D ვარიანტია: დრამატული სტილი

გარშემომყოფები თქვენს სტილს გამორჩეულს უწოდებენ. გიყვართ თუ თავს ბრბოდან გამოღცეულად გრძნობთ. არ ერიდებით თამამ სტილს: კაშკასა, ხასხასა ფერებს, არაორდინალურ სილუეტებს, ისეთ ტენდენციებს, რომლებიც უდაოდ მოდური, თუმცა ჯერ-ჯერობით საზოგადოებს დიდ ნაწილში არ არის გავრცელებული და დამკვიდრებული.

ეს დახასიათება და ზოგადად ეს ტესტიც, რაღა თქმა უნდა ზოგადი ხასიათისაა. თითოეულ ადამინს საკუთარი,
ინდივიდუალური სტილი აქვს, რომელზეც საუბარი და მათი დახასიათება ათეულ ნიუსს შეადგენდა.
+ ტესტი არ არის შედგენილი ნიუსის ავტორის მიერ. აღებული და გადმოთარგმნილია უცხოენოვანი საიტიდან.

ნატურალური
კლასიკური
რომანტიული
დრამატული

Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top