;
3 სექტემბერი 2012      Hermione...♥     17 კომენტარი     ნანახია 7310-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

New Age - Merlin's Magic - Chakra Meditation Music - The Heart of Reiki


ტიბეტი

ტიბეტი
ჩინეთის ავტონომიური რესპუბლიკაა, რომელიც განთქმულია თავისი მრავალფეროვანი კულტურითა და მდიდარი ისტორიით. შეიძლება ითქვას, რომ ტიბეტი ბუდისტებისათვის ისეთივე წმინდა ადგილია, როგორც ისრაელი-ქრისტიანთათვის.

საინტერესო ფაქტები:

* ტიბეტი მდებარეობს აზიის ცენტრში. მისი ფართბია 2.5 მილიონი კმ². იგი ესაზღვრება ინდოეთს, ნეპალს, ბღუტანს, ბურმასა და ჩინეთს.

* ტიბეტის დედაქალაქია ლჰასა.

* დალაი-ლამა ტიბეტის პოლიტიკური და სულიერი ლიდერია.

* ადრე ტიბეტი დამოუკიდებელი სახელმწიფო იყო. მისი ანექსია ჩინეთმა 1949 წელს მოახდინა. ამ ფაქტს ემსხვერპლა ათასობით ტიბეტელი; განადგურდა 6,000-ზე მეტი მონასტერი და ციხე-კოშკი. ტიბეტი დღემდე უშედეგოდ იბრძვის დამოუკიდებლობისათვის.

ტიბეტი

* ტიბეტში მთვარის კალენდარს იყენებენ. იგი 60 წლიან ციკლს მოიცავს. წლის პირველ დღედ მიიჩნევა ლოსარის ფესტივალი-ტიბეტური ახალი წელი.

* ტიბეტელებმა საუკუნეების წინ მოიშინაურეს იაკები-ხარის მსგავსი ცხოველები, რომელთაც შეუძლიათ 50 კგ ტვირთის 5 კმ-ზე წაღება და თავისუფლად ძლებენ -30°C ყინვაში.

* ცეკვას ტიბეტის კულტურაში დიდი ადგილი უკავია. ხშირად ტიბეტელები ცეკვით ჰყვებიან ისტორიებს და გადმოსცემენ ემოციებს.

* ყველაზე მაღალი მწვერვალი, ევერესტი, სწორედ ტიბეტში მდებარეობს.

ტიბეტი
* ტიბეტური მედიცინა, რომლის მთავარი პრინციპიც მედიტაციაზეა დამყარებული, მთელს მსოფლიოშია განთქმული თავისი სასწაულებრივი ეფექტის გამო.

* ტიბეტელები სტუმრისადმი პატივისცემას მათ კისერზე დეკორატიული ნაჭრის მოხვევით გამოხატავენ. ამ ყელსახვევს კატა ეწოდება. კატა შეიძლება იყოს ყვითელი ან თეთრი; მოქარგული ან სადა.

* ყველაზე ცნობილი ტიბეტური კერძი არის წამფა. ტრადიციულად, მას მიირთმევენ ჩასუიმასთან ერთად (ტრადიციული ტიბეტური სასმელი, რომელიც მზადდება ჩაის ფოთლებით, იაკის რძითა და მარილით) .

* ტიბეტში ყველაზე გავრცელებულ "დაკრძალვის ცერემონიას" შემდეგი ხასიათი აქვს: გარდაცვლილი ადამიანის სხეულს მთის მწვერვალზე ტოვებენ, რომელსაც შემდგომში ფრინველები ჭამენ. ტიბეტელთათვის, ეს ცხოვრების გაგრძელების სიმბოლოა.
























კატეგორია: საინტერესოა
Tags:

17


  • Hermione...♥ თქვა:
    6 სექტემბერი 2012 17:56 - ID: 17,
    Nini)),
    მადლობა feel აუცილებლად smile
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • Nini)) თქვა:
    6 სექტემბერი 2012 15:58 - ID: 16,
    ძალიან საინტერესოო ნიუსიაა love
    spring_girl,
    Hermione...♥,
    lalanana,
    მეც წამიყვანეთ love

  • Hermione...♥ თქვა:
    5 სექტემბერი 2012 09:42 - ID: 15,
    Tamo Gallagher,
    spring_girl,
    მადლობააა love მერე ერთად წავიდეთ fellow
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • spring_girl თქვა:
    4 სექტემბერი 2012 23:40 - ID: 14,
    რა საინტერესოააა, დიდი სიამოვნებით წავიდოდიიიიიიი love

  • Little Angel )) თქვა:
    4 სექტემბერი 2012 20:29 - ID: 13,
    ვგიჟდებიიიიიიიიიიიიიიიიიიიი love love love love

  • Tamo Gallagher თქვა:
    4 სექტემბერი 2012 16:11 - ID: 12,
    საინტერესოო იყოო love

  • Hermione...♥ თქვა:
    4 სექტემბერი 2012 15:23 - ID: 11,
    Marriiiammiii,
    rihanna_nini,
    Queen.Mariam♥,
    ძალიან დიდი მადლობა ასეთი თბილი კომენტარებისათვის love
    ეს დიდ სტიმულს მაძლევს, რომ მომავალში უკეთესი სიახლეები დავამატო winked

    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • Ana smiley თქვა:
    4 სექტემბერი 2012 14:51 - ID: 10,
    ვაუ რა მაგარიაა რა სილამაზე იქნება წარმომიდგენა და რამხელა კულტურაა ექნებათ ამ ხალხს love

  • Queen.Mariam♥ თქვა:
    4 სექტემბერი 2012 12:25 - ID: 9,
    Hermione...♥, ძალიან მაგარი ვინმე ხარ!!! ვგიჟდები ესეთ საინტერესო სტატიებზე love ჩინეთი ულამაზესი ქვეყანაა და ტიბეტი კიდედ საოცრებაა love

  • NiNi_N თქვა:
    4 სექტემბერი 2012 11:56 - ID: 8,
    ჩინეთი ულამაზესი ქყვეყანაა! მომწონს ძაან love
    კარგი ნიუსია ♥

  • mariamy_feria თქვა:
    4 სექტემბერი 2012 11:42 - ID: 7,
    დიდი სიამოვნებით ვიმოგზაურებდი ტიბეტში,ძალიან მდიდარია კულტურულადაც და სანახაობრივადაც love love love

  • Marriiiammiii თქვა:
    4 სექტემბერი 2012 11:05 - ID: 6,
    საოცარი ადგილია ძალიან მინდა იქ წასვლა და ალბათ მოვახერხებ.....სიახლე კი შეუდარებელი love

  • Hermione...♥ თქვა:
    4 სექტემბერი 2012 10:22 - ID: 5,
    ერთ მშვენიერ დღეს აუცილებლად წავალ ტიბეტში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო ადგილად მიმაჩნია თავისი კულტურის, ისტორიისა და ტრადიციების გამო. თანაც, ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი ბუდიზმის შესწავლით love
    lalanana,
    -Diana-,
    μαριαμι,
    liliaNN,
    დიდი მადლობა feel love
    __________________________________________________
    You might belong in Gryffindor,
    Where dwell the brave at heart,
    Their daring, nerve, and chivalry
    Set Gryffindors apart.

  • liliaNN თქვა:
    4 სექტემბერი 2012 02:52 - ID: 4,
    საინტერესო ნიუსია :)) love ხომ მართლა ბრედ პიტს ეკრძალება ტიბეტში ჩასვლა ფილმში რაღაც გაუკეთებია ცუდად და...

  • μαριαμι თქვა:
    4 სექტემბერი 2012 00:55 - ID: 3,
    love

  • -Diana- თქვა:
    3 სექტემბერი 2012 22:05 - ID: 2,
    - შენი ნიუსი როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესოა თიკა love




    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

  • natukaaa22 თქვა:
    3 სექტემბერი 2012 21:39 - ID: 1,
    საოცარი და მისტიკური ადგილია feel

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top