;
31 აგვისტო 2012      Nanuka.     14 კომენტარი     ნანახია 4167-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

♛ ჭადრაკი/Chess ♛

ყველასთვის კარგად ნაცნობი ინტელექტუალური თამაში - ჭადრაკი, რომელიც სპორტის ერთ-ერთ სახეობათაცაა მიჩნეული, 1500 წლოვან ისტორიას ითვლის. მის გამომგონებლებად ინდიელები ითვლებიან. ინდოეთიდან თამაშის პოპულარიზაცია სპარსეთში (დღევანდელ ირანში) მოხდა და როდესაც არაბებმა სპარსეთი დაიპყრეს, მუსლიმანური სამყაროს დახმარებით ჭადრაკი უკვე სამხრეთ ევროპულ ბაზარზეც გამოჩნდა. XV საუკუნის ევროპაში ჭადრაკმა დღევანდელი ფორმა მიიღო და უკვე 1886 წელს პირველი მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა.

ჭადრაკს, 64 კვადრატიან დაფაზე ორი მოთამაშე, ორი ფერის ფიგურებით (თეთრი და შავი) თამაშობს. თითოეულს 16 ფიგურა (მეფე, ლაზიერი, 2 მხედარი, 2 კუ, 2 ეტლი და 8 პაიკი) ჰყავს. ჭადრაკში გამარჯვება მხოლოდ და მხოლოდ მეფის დაშამათებით (მოკვლით) არის შესაძლებელი და დანარჩენი 15 ფიგურა სწორედ მის გადასარჩენად იბრძვის. ეს თამაში მოითხოვს უდიდეს კონცენტრაციას, ყურადღებასა და გამჭრიახ გონებას.

ჭადრაკი/Chess

ჭადრაკის პირველი მსოფლიო ჩემპიონი ავსტრიელი Wilhelm Steinitz გახდა, ამჟამად კი ამ ტიტულის მფლობელი ინდოელი Viswanathan Anand-ია. საქართველოს და არამარტო საქართველოს განსაკუთრებული მოჭადრაკეა ნონა გაფრინდაშვილი, რომელიც 5-ჯერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი.

გარდა იმისა, რომ ჭადრაკი ხსნის გონებას და ავითარებს კრიტიკულ აზროვნებას, იგი იმითაც არის
საინტერესო, რომ გვთავაზობს მწვერვალამდე მისასვლელ იერარქიულ სისტემას. უფრო ზუსტად კი,
ტურნირებში მოპოვებული წარმატების მიხედვით ჭადრაკის დიდოსტატამდე მისასვლელი გზა
შემდეგნაირად გამოიყურება:
მე-5 თანრიგი>მე-4 თანრიგი>მე-3 თანრიგი>მე-2 თანრიგი>1-ლი
თანრიგი>კანდიდატი>ოსტატი>დიდოსტატი. მე-20 საუკუნის მე-2 ნახევრიდან კომპიუტერული პროგრამები იმდენად განვითარდა, რომ ახლა კომპიუტერს ჭადრაკის თამაში უმაღლეს დონეზე შეუძლია. პირველი საჭადრაკო კომპიუტერი, რომელმაც 1997 წელს მსოფლიო ჩემპიონ გარი კასპაროვის დამარცხება შეძლო იყო - "Deep Blue".


ძალიან საამაყოა ის ფაქტი, რომ მსოფლიოს პირველი დიდოსტატი ქალის წოდება ნონა გაფრინდაშვილმა
მოიპოვა 1978 წელს.
მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშედ დღესდღეისობით რუსი გარი კასპაროვი იწოდება,
რომელმაც მოხსნა ყველანაირი რეკორდი და დიდოსტატის წოდება 22 წლის ასაკში მიიღო. მან აგრეთვე შეძლო საჭადრაკო კომპიუტერ "Deep Thought"-ის დამარცხება 1989 წელს, თუმცა როგორც უკვე გითხარით 1997-ში, "Deep Thought"-ის თანამედროვე ვერსია "Deep Blue"-სთან დამარცხდა.


ჭადრაკი/Chess

მეფე (♛) - არის ჭადრაკის უმთავრესი ფიგურა, რადგან ის არის ერთადერთი, რომლის სიკვდილიც პარტიის მომენტალურ წაგებას ნიშნავს. იგი გადაადგილდება ყველა მიმართულებით, თუმცა ძალზე შეზღუდულად - მხოლოდ ერთი უჯრით.

ლაზიერი (♚) - არის ჭადრაკის ყველაზე ძლიერი ფიგურა, რომელსაც აბსოლიტურად ყველანაირი მიმართულებით შეუძლია გადაადგილდეს, მეფისგან განსხვავებით, რამდენი უჯრითაც მოთამაშეს სურს იმდენით.

ეტლი (♜) - არის ლაზიერის შემდეგ ყველაზე ძლიერი ფიგურა, რომელიც მოძრაობს ვერტიკალური და ჰორიზონტალური მიმართულებით.

კუ (♝) - არის სიძლიერით ეტლის შემდგომი ფიგურა, რომლის ძალაც დაახლოებით მხედრის ძალის ტოლია. იგი მოძრაობს დიაგონალზე.

მხედარი (♞) - არის ერთადერთი ფიგურა, რომლის სტილით გადაადგილება ლაზიერსაც კი არ შეუძლია. იგი მოძრაობს ორი უჯრით წინ და ერთით გვერდზე ან ორი უჯრით გვერდზე და ერთით წინ.

პაიკი (♟) - არის ყველაზე სუსტი ფიგურა, რომელიც მოძრაობს მხოლოდ წინ ერთი უჯრით, თუმცა მას პირველი სვლის გაკეთება ორი უჯრის გადაადგილებითაც შეუძლია. პაიკი მეზობელ უჯრაზე მყოფ მოწინააღმდეგეს დიაგონალზე კლავს. მიუხედავად იმისა, რომ პაიკი ყველაზე სუსტ ფიგურადაა მიჩნეული, მას აქვს ერთი უნიკალური თვისება: იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე პაიკის გაყვანას დაფის ბოლოში (მოწინააღმდეგის პირველ ხაზზე) შეძლებს, მას უბრუნდება ნებისმიერი ფიგურა, რომელსაც მოისურვებს.


ჭადრაკი/Chess
ნონა გაფრინდაშვილი


არსებობს აგრეთვე მრავალი ლეგენდა ჭადრაკის შექმნის შესახებ, მათგან ყველაზე გავრცელებული კი შემდეგს მოგვითხრობს: ინდოეთში მცხოვრებმა უბრალო კაცმა, ვინმე სინმა რაჯას თავისი გამოგონილი ინტელექტუალური თამაში - ჭადრაკი წარუდგინა. რაჯა აღფრთოვანებულა ბრძენკაცის ნახელავით და უკითხავს: "რით დაგასაჩუქრო"?. ბრძენს, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, მოუთხოვია იმდენი ხორბლის მარცვალი მომეცით, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის დაფიდან თუ პირველ უჯრაზე - ერთს, მეორეზე - ორს, მესამეზე - ოთხს, მეოთხეზე - თექვსმეტს და ასე თანმიმდევრულად დავაწყობთო. მარცვლების რაოდენობა იმდენი გამოსულა, რომ როგორც რაჯას უთხრეს მას ათი ათასი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფოდა მოსახნავად.


***
ჭადრაკის თამაში შეგიძლიათ ონლაინში საიტზე: Chess.Com



ჭადრაკი/Chess
გარი კასპაროვი

იცით თუ არა ჭადრაკის თამაში?

კი
არა

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

14


  • Mariam_1804 თქვა:
    3 მაი 2013 13:40 - ID: 14,
    ჭადრაკიი <3 ვგიჟდებიი <3 5 წელია დავდივაარ :*

  • D-) თქვა:
    28 დეკემბერი 2012 17:12 - ID: 13,
    ვიცი ჩადრაკი მაგრამ ხშირად არ ვთამაშობ.ნიუსი ძაან მომეწონა love

  • Anch_Bey თქვა:
    27 დეკემბერი 2012 17:37 - ID: 12,
    მმმმ, ვიცი და ძალიან მიყვარს love

  • Shemoseirnebuli თქვა:
    2 სექტემბერი 2012 23:37 - ID: 11,
    ვინმემ შეგიძლიათ მითხრათ სად ასწავლიან ჭადრაკს ?

  • Medea♥ თქვა:
    2 სექტემბერი 2012 12:02 - ID: 10,
    5 წელი დავდიოდი და საკმაოდ კარგად ვთამაშობდი love მიყვარდა კიდეც, მაგრამ ახლა დიდი ხანია არ მითამაშია.

  • Bellania თქვა:
    1 სექტემბერი 2012 19:09 - ID: 9,
    .

  • danise თქვა:
    1 სექტემბერი 2012 17:57 - ID: 8,
    ადრე ვტამაშჰობდი ადრე, მასწავლეს მაგრამ დიდი ხანია აღარ მითამაშია საერთოდ დამავიწყდა :(

  • funny17 თქვა:
    1 სექტემბერი 2012 13:23 - ID: 7,
    ვიცი და ძალიან მიყვარს ჭადრაკი love სააზროვნო და ძალიან აზარტულია love

  • 1D თქვა:
    1 სექტემბერი 2012 01:15 - ID: 6,
    მეც ვიცი და მეამაყება რო ვიციი:D:D love lol

  • liliaNN თქვა:
    31 აგვისტო 2012 23:14 - ID: 5,
    მიყვარს ძალიან:) ადრე კარგად ვთამაშმoბდი და ახლა დავსუსტდი სსამწუხაროდ დიდი პაუzა მqონდა :((( love

    ისე კასპაროვი ინდოელმა დაამარცხა

  • ანსეტა თქვა:
    31 აგვისტო 2012 21:45 - ID: 4,
    ვერ წარმოიდგენთ როგორ მიხარია ჭადრაკის თამაში რო ვიცი wink

  • -Sally- თქვა:
    31 აგვისტო 2012 21:21 - ID: 3,
    ძალიან მიყვარს ჭადრაკი love ისე კარგა ხანია არ მითამაშია...

  • -Diana- თქვა:
    31 აგვისტო 2012 20:43 - ID: 2,
    - ვაიმე როგორ მიყვარს love ეხლა ვნანობ რომ დავანებე თავი fellow




    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top