;
3 სექტემბერი 2012      kristi_     43 კომენტარი     ნანახია 6221-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

♪ ♫ Paul McCartney & Michael Jackson - Say Say Say ♩ ♬



Powered by mp3skull.com


ერთმა მდიდარმა ავტოგრაფების კოლექციონერმა ცნობილ გერმანელ მხატვარს მაქს ლიბერმანს წერილი გაუგზავნა, გთხოვთ კოლექციისათვის ორიოდ სიტყვა დამიწერეთო.
პასუხად შემდეგი შინაარსის წერილი მიიღო:

«დიდად პატივცემულო ბატონო, ბატონი ლიბერმანი თავის ყველა ნახატს ხელს აწერს, ხოლო ავტოგრაფს არასოდეს არ იძლევა.
ერვინ შულზე, მდივანი »

რამდენიმე დღის შემდეგ ლიბერმანი იმ კოლექციონერს მეჯლისზე შეხვდა და ჰკითხა, წერილის გამო ხომ არ მემდურითო?
-მე ის მაშინვე ცეცხლში შევაგდე, - მიუგო მან უკმაყოფილოდ.
-აფსუს, თვითონ დავწერე, მე ხომ მდივანი არ მყავს,- უთხრა მხატვარმა.


საინტერესო ამბები ცნობილ ადამიანებზე


ერთხელ ბერნანდ შოუს მისმა თაყვანისმცემელმა ქალმა ბარათი გაუგზავნა:
❝მსურს თქვენი გაცნობა. იმ ოთხშაბათს ხუთიდან შვიდ საათამდე სახლში ვიქნები❞
შოუმ შეიტყო, რომ იგი იმ მრავალრიცხოვან აბეზარ ქალთა რიცხვს ეკუთვნოდა, ვინც გამოჩენილ ადამიანებთან ნაცნობობობის "კოლექციას" აგროვებდა და პასუხად მისწერა:
- საოცარი დამთხვევაა, მოწყალეო ქალბატონო, სწორედ იმ ოთხშაბათს ხუთიდან შვიდამდე მეც შინ ვიქნები.


დიდმა ამერიკელმა მწერალმა, რეალისტმა მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჭდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა: " ბარონი ფონ ბლანკი მსახურით ". ამის ქვემოთ კი თვითონ მიაწერა: " მარკ ტვენი ჩემოდნით".

საინტერესო ამბები ცნობილ ადამიანებზე


ერთ დღეს მაქს ლიბერმანთან მივიდა მდიდარი მეწარმე, რომელიც სურათების დიდი კოლექციას ფლობდა და ხელოვანს პროფესიული რჩევა რომელ საქველმოქმედო დაწესებულებისათვის გადაეცა თავისი ხელოვნების საგანძური.
ლიბერმანმა დაათვალიერა კოლექცია და განუმარტა:

- ჩემი აზრით, ყველაზე შესაფერისი იქნება უსინათლოთა სახლს გადასცეთ!.

ცნობილი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პაულ ფონ ჰაიზე ხალიხთ სავსე ტრამვაიში ავიდა. ტრამვაი რომ დაიძრა, ერთმა ახალგაზრდამ მას ფეხი დაადგა და ისე გაჩერდა. მწერალმა ფეხი არ გამოაცალა, მხოლოდ მხარზე ხელი მოუთათუნა და ჰკითხა:
-მითხარით , გეთანყვა, რამდენი წლისა ხართ?
ახალგაზრდამ გადაკვრით შეხედა და მიუგო:
-ოცისა გახლავართ.
-ვფიქრობ ,თქვენს ასაკში ადამიანი საკუთარ ფეხზე უნდა იდგეს,
- მიუგო ღიმილით მწერალმა.

საინტერესო ამბები ცნობილ ადამიანებზე


ერთმა დიდგვაროვანმა მანდილოსანმა მარკ ტვენი თავის ლოჟაში მიიწვია და მთელი სპეკტაკლის განმავლობაში დაუსრულებელი ლაპარაკით გული გაუწყალა. ხოლო წარმოდგენის შემდეგ შესთავაზა:
-იქნებ შემდეგისათვის "ტოსკაზეც" ერთად წამოვსულიყავითო?
- ო, ეს ფრიად საინტერესო იქნება. მე თქვენთვის ჯერ "ტოსკაში" არ მომისმენია.

გენიალურმა ინგლისელმა ფიზიკოსმა, მექანიკოსმა, ასტრონომმა და მათემატიკოსმა ისააკ ნიუტონმა თავისი მეცნიერული ნაშრომებისათვის ლორდის ტიტული მიიღო და მთელი 26 წელიწადი პარლამენტში გაატარა. მთელი ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ ითხოვა სიტყვა.
-ბატონებო,- მიმართა მან ლორდებს,- თუ თქვენ საწინააღმდეგო არ გექნებათ , გთხოვთ ფანჯარა მიახურინოთ, გამჭოლი ქარია და მეშინია არ გავცივდე.

საინტერესო ამბები ცნობილ ადამიანებზე


გამოჩენილი ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ერთ ღამეს ბინაზე ქურდი ეწვია. ქურდმა სიბნელეში საწერ მაგიდას მიაგნო და ფულს დაუწყო ძებნა.
ამის შემხედვარე ბალზაკს ხმამაღლი სიცილი აუტყდა, სანთელი აანთო და ხმაურისგან დაფეთებულ ქურდს მიაძახა:

- არ გაგიკვირდეთ, გეთაყვა, ჩემი ხარხარი. თქვენ სიბნელეში გინდათ ჩემთან ფული იპოვოთ , მე კი სინათლეზეც ვერ მიპოვია. ამაზე მეტი სასაცილო რაღა იქნება?!


არტურ კონან დოილი მეგობარს ესტუმრა. მასპინძელს უნდოდა სტუმარი გამოეცადა და ჰკითხა:
-აბა , თუ იტყვი , რამდენიმე წუთის წინ აქ რა მოხდა?
კონან დოილმა მიიხედ-მოიხედა ოთახში და თქვა:
-თაგვი გწვევიათ.
-მართალია, მაგრამ როგორ მიხვდი?
-სრულიად უბრალოდ, სავარძელს ჯერ კიდევ ამჩნევია ქალის ფეხსაცმლის კვალი.



საინტერესო ამბები ცნობილ ადამიანებზე


სასტუმროში მყოფმა გოეთემ ერთი ბოთლი ღვინო და თან ჭიკა ცივი წყალი შეუკვეთა. მეზობელ მაგიდასთან ოთხი მხიარული სტუდენტი ღვინოს შეექცეოდა. მათ შეამჩნიეს , რომ გოეთე ღვინოში წყალს ურევდა და სიცილი დააყარეს:
-ასეთ კეთილშობილურ სასმელს რატომ აფუჭებთ?
პოეტმა ირონიულად შეხედა და მიუგო:
- ვინც მარტო წყალს სვავს,
არის მდუმარე,
დაგიდასტურებს
თევზე უმალვე.
ვინც მარტო ღვინოს-
იქცევა ხელად.
შეგხედავთ კაცი-
რწმუნდება ხელად.
მე არც ერთი მსურს
და არც მეორე,
და ამიტომაც
ღვინოს წყალს ვურევ.


სოფი ლორენი იტალიელი ბანკირის ცოლს წარუდგინეს.
-თქვენი გარეგნობის პატრონს კინოში გადაღება შეგეძლოთ.
-მე ხომ სოფი ლორენი ვარ.
- მერე რა? გვარს გამოიცვლიდით.


ალექსანდრე დიუმა რუსეთში მოგზაურობისას თბილისსაც ეწვია და ერთმა მაშინდელმა წიგნებით მოვაჭრემ მაღაზიაში მიიპატიჟა. თავაზიანმა მასპინძელმა საპატიო სტუმრის მოსვლამდე მის საამებლად წიგნის ყველა თარო დიუმას ნაწარმოებებით აავსო.
-დანარჩენი ავტორების წიგნები სადღაა?- ჰკითხა გაკვირებულმა მწერალმა.
-ასე თუ ისე... გაიყიდა.- ენა დაება წიგნით მოვაჭრეს.

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

43


  • toto თქვა:
    9 სექტემბერი 2012 16:00 - ID: 43,
    dzaan magari iyo love

  • FuCk Off. თქვა:
    8 სექტემბერი 2012 14:12 - ID: 42,
    რა კარგი ნიუსია :) ვისიამოვნე :)) feel

  • Puws Up თქვა:
    5 სექტემბერი 2012 23:27 - ID: 41,
    ძალიან საინტერესო იყო! love

  • krist...star თქვა:
    5 სექტემბერი 2012 15:09 - ID: 40,
    ძალიან კარგი ნიუსია

  • kristi_ თქვა:
    4 სექტემბერი 2012 19:08 - ID: 39,
    maisa,
    love

  • maisa თქვა:
    4 სექტემბერი 2012 14:56 - ID: 38,
    ცნობილი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პაულ ფონ ჰაიზე ხალიხთ სავსე ტრამვაიში ავიდა. ტრამვაი რომ დაიძრა, ერთმა ახალგაზრდამ მას ფეხი დაადგა და ისე გაჩერდა. მწერალმა ფეხი არ გამოაცალა, მხოლოდ მხარზე ხელი მოუთათუნა და ჰკითხა:
    -მითხარით , გეთანყვა, რამდენი წლისა ხართ?
    ახალგაზრდამ გადაკვრით შეხედა და მიუგო:
    -ოცისა გახლავართ.
    -ვფიქრობ ,თქვენს ასაკში ადამიანი საკუთარ ფეხზე უნდა იდგეს,- მიუგო ღიმილით მწერალმა.

    yochagh avtor love

  • kristi_ თქვა:
    4 სექტემბერი 2012 11:00 - ID: 37,
    Katyn,
    მადლობაა დიდი love

  • Katyn თქვა:
    4 სექტემბერი 2012 02:10 - ID: 36,
    ძალიან ბევრი ვიცოდიი,მაგრამ ბევრი სიახლე იყო და ძალიან მომეწონა,ყოჩაღ ავტორ smile

  • kristi_ თქვა:
    3 სექტემბერი 2012 23:04 - ID: 35,
    Lucy,
    sopo_sopo,
    beonce,
    lilele,
    love love

  • lilele თქვა:
    3 სექტემბერი 2012 22:07 - ID: 34,
    ძააან მაგარია...საღოლ ავტორ love

  • beonce თქვა:
    3 სექტემბერი 2012 21:46 - ID: 33,
    გამოჩენილი ფრანგი მწერალი ონორე დე ბალზაკი ხელმოკლედ ცხოვრობდა. ერთ ღამეს ბინაზე ქურდი ეწვია. ქურდმა სიბნელეში საწერ მაგიდას მიაგნო და ფულს დაუწყო ძებნა.
    ამის შემხედვარე ბალზაკს ხმამაღლი სიცილი აუტყდა, სანთელი აანთო და ხმაურისგან დაფეთებულ ქურდს მიაძახა:
    - არ გაგიკვირდეთ, გეთაყვა, ჩემი ხარხარი. თქვენ სიბნელეში გინდათ ჩემთან ფული იპოვოთ , მე კი სინათლეზეც ვერ მიპოვია. ამაზე მეტი სასაცილო რაღა იქნება?!

    მაგარი ნიუსი იყო wink

  • sopo_sopo თქვა:
    3 სექტემბერი 2012 21:34 - ID: 32,
    ესეთი გამორჩეული არცერთი სიახლე არ ყოფილა. ბოლო ძალიან მაგარი იყო :DD

  • kristi_ თქვა:
    3 სექტემბერი 2012 21:20 - ID: 31,
    tamo,
    love love

  • tamo თქვა:
    3 სექტემბერი 2012 21:11 - ID: 30,
    აი ყველა მაგარიი იყო love

    ცნობილი გერმანელი მწერალი, ნობელის პრემიის ლაურეატი, პაულ ფონ ჰაიზე ხალიხთ სავსე ტრამვაიში ავიდა. ტრამვაი რომ დაიძრა, ერთმა ახალგაზრდამ მას ფეხი დაადგა და ისე გაჩერდა. მწერალმა ფეხი არ გამოაცალა, მხოლოდ მხარზე ხელი მოუთათუნა და ჰკითხა:
    -მითხარით , გეთანყვა, რამდენი წლისა ხართ?
    ახალგაზრდამ გადაკვრით შეხედა და მიუგო:
    -ოცისა გახლავართ.
    -ვფიქრობ ,თქვენს ასაკში ადამიანი საკუთარ ფეხზე უნდა იდგეს,- მიუგო ღიმილით მწერალმა.




    დიდმა ამერიკელმა მწერალმა, რეალისტმა მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჭდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა: " ბარონი ფონ ბლანკი მსახურით ". ამის ქვემოთ კი თვითონ მიაწერა: " მარკ ტვენი ჩემოდნით".



    ყოჩაღ!
    გადასარევი სიახლეა

  • kristi_ თქვა:
    3 სექტემბერი 2012 20:07 - ID: 29,
    Lanikooo,
    Watson,
    sNoop_N,
    anastasia98,
    love love ესეიკი ის ბარონი იყო და მოახლეებით დადიოდა და მარკს მხოლოდ ჩანთა გააჩნდა

  • Lanikooo თქვა:
    3 სექტემბერი 2012 19:56 - ID: 28,
    ძაან დონეაა, რამოდენიმე კი ვიცოდი მაგრამ ყოჩააღ ავტოროო love
    აუ ისე ამას ვერ მიხვვდი და იქნებ განმიმარტოოთ დიდმა ამერიკელმა მწერალმა, რეალისტმა მარკ ტვენმა სასტუმროს შთაბეჭდილებათა წიგნი გადაათვალიერა და ბოლო სტრიქონი ამოიკითხა: " ბარონი ფონ ბლანკი მსახურით ". ამის ქვემოთ კი თვითონ მიაწერა: " მარკ ტვენი ჩემოდნით".

  • Watson თქვა:
    3 სექტემბერი 2012 19:56 - ID: 27,
    ძალიან მომეწონაა love

  • sNoop_N თქვა:
    3 სექტემბერი 2012 19:35 - ID: 26,
    მიყვარს ესეთი ნიუსები love

  • kristi_ თქვა:
    3 სექტემბერი 2012 19:24 - ID: 25,
    Nini)),
    Nini)),
    FAME,
    mariamy_feria,
    lalaa,
    Ana smiley,
    MARAUDER,
    suslika,
    Bellania,
    მადლობა პუპსიკებოო love

  • anastasia98 თქვა:
    3 სექტემბერი 2012 19:11 - ID: 24,
    მაგარი საკაიფო ნიუსია love

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top