;

10 September 2012      Hermione...♥     Views 9110    
Category: Fun, Interesting, Architecture

Ray Quinn (feat.ultra love) - New york, New york (fwb remix)


ნიუ-იორკის ცათამბჯენები
ნიუ-იორკს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სამყაროს ახდენილ ოცნებას. მართლაც, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ყოველი ცათამბჯენის უკან დგანან გამბედავი ადამიანები ინოვაციური იდეებით. სწორედ ადამიანთა ხელით შექმნილი არქიტექტურული შედევრების შემხედვარენი ვრწმუნდებით, რომ ბრძოლისუნარიანობითა და დაუღალავი შრომით ყველაზე წარმოუდგენელი ოცნებებიც კი ხდება. გთავაზობთ ინფორმაციას ნიუ-იორკის ყველაზე ცნობოლი, მანჰეტენზე მდებარე ცათამბჯენების შესახებ.

Flatiron Building
ნიუ-იორკის ცათამბჯენები
აგების წელი: 1902
სიმაღლე: 87 მ
სართულების რაოდენობა: 21
მეხუთე ავენიუსა და ბროდვეის 23 ქუჩის გადაკვეთაზე მდებარე ცათამბჯენს არასდროს ჰქონია მსოფლიოში უმაღლესი შენობის სტატუსი, მაგრამ იგი დღემდე ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ არქიტექტურულ ძეგლად ითვლება. იგი დენიელ ჰადსონ ბარნემის თაოსნობით ააგეს, რომლის პროექტების მიხედვით ჩიკაგოშიც არის რამდენიმე ცათამბჯენი აშენებული.
ნიუ-იორკის ცათამბჯენები

Woolworth Building
ნიუ-იორკის ცათამბჯენები
აგების წელი: 1913
სიმაღლე: 241 მ
სართულების რაოდენობა: 27
ბროდვეიზე მდებარე ცათამბჯენი აღიარებილია მსოფლიოში ულამაზეს კომერციულ შენობად. მას ზედმეტსახელად "კომერციის კათედრალსაც" კი უწოდებენ. მისი აგების იდეა ფრენკ უინფილდს ეკუთვნის და მან ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი 1930 წლამდე შეინარჩუნა.
ნიუ-იორკის ცათამბჯენები

Chrysler Building
ნიუ-იორკის ცათამბჯენები
აგების წელი: 1930
სიმაღლე: 319 მ
სართულების რაოდენობა: 77
უნიკალური დიზაინის მქონე ცათამბჯენი დღემდე ნიუ-იორკის ერთ-ერთ სიმბოლოდ ითვლება. მისი დაპროექტება ცნობილმა ბიზნესმენმა, უოლტერ კრაისლერმა, არქიტექტორ უილიამ ვან ალენს ანდო. ცნობილია, რომ კრაისლერმა პროექტი დაიწუნა და ვან ალენს გასამრჯელოს გადახდაზე უარი განუცხადა. არავინ იცის, თუ როგორ დასრულდა მათ შორის დავა. რაც შეეხება ცათამბჯენს, მხოლოდ 1 წლით შეინარჩუნა მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სტატუსი.
ნიუ-იორკის ცათამბჯენები

Empire State Building
ნიუ-იორკის ცათამბჯენები
აგების წელი: 1931
სიმაღლე: 381 მ
სართულების რაოდენობა: 102
ნიუ-იორკის ყველაზე მაღალი შენობა მეგაპოლისის ცენტრში მდებარეობს. მასში მოთავსებულია 6500 ფანჯარა და 73 ლიფტი. ცათამბჯენის თავზე 62 მ სიმაღლის ანტენა არის დამონტაჟებული. შენობას აქვს 2 ობსერვატორია, რომლებიდანაც მთელი ნიუ-იორკი ხელისგულივით ჩანს. ულამაზესი ხედების სანახავად, შენობას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი სტუმრობს.
ნიუ-იორკის ცათამბჯენები

MetLife Building
ნიუ-იორკის ცათამბჯენები
აგების წელი: 1963
სიმაღლე: 246 მ
სართულების რაოდენობა: 59
შენობის თავდაპირველი სახელწოდებაა Pan Am Building, რომელიც 1981 წელს სადაზღვევო კომპანია MetLife-მა შეისყიდა. მისი რვაკუთხა ფუძე თვითმფრინავის ფრთას მოგვაგონებს, რაც გასაკვირი სულაც არ არის, რადგან მისი თავდაპირველი მფლობელი Pan American Airlines-ი იყო.
ნიუ-იორკის ცათამბჯენები

Trump Tower
ნიუ-იორკის ცათამბჯენები
აგების წელი: 1983
სიმაღლე: 202 მ
სართულების რაოდენობა: 68
მანჰეტენის ცენტრში მდებარე ცათამბჯენის აგების იდეა მილიარდელ ბიზნესმენს, დონალდ ტრამპს ეკუთვნის. ეს შენობა პოსტმოდერნისტული სტილის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითია. მასში მოთავსებულია მაღაზიები, რესტორნები, ოფისები და მდიდრული აპარტამენტები.
ნიუ-იორკის ცათამბჯენები


Category: Fun, Interesting, Architecture
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top