;

7 September 2012      FAME     58 Comments     Views 9773    
Category: Fun, Interesting

Disney-Anastasia - Once Upon a December


19917 წლის სისხლიანი ოქტომბერი და რუსეთის სამეფო ოჯახის უკანასკნელი წლები. განსაცდელი, რომელიც მათ მხოლოდ აძლიერებდათ და სვლა გარდაუვალი დაღუპვისკენ. აღმოსავლეთ ევრპოპის დამხობილი მონარქია და ვერ ნაპოვნი გოგონა, რომელიც რუსი დიდგვაროვნებისა და სამართლიანობის აღდგენის ერთადერთ იმედად რჩებოდა. ანასტასია _ უკანასკნელი რომანოვა.


ყველაფერი 1901 წელის 5 ივნისს დაიწყო, მისი წინაპრების მსგავნად ანასტასიაც ,,ცარსკოოე სელოში'' მოევლინა ქვეყანას. სამეფო კარი ბიჭს ელოდა გოგოს დაბადებამ კი ყველა გააკვირვა. რუსეთის, საიმპერატორო ტახტს მემკვიდრე ვაჟი სჭირდებოდა, თუმცა ამჯერად ქვეყანას ანასტასია მოევლინა.


იგი თავის დებთან და ძმასთან ერთად იზრდებოდა პეტერბურგის სამეფო სასახლეში, მიუხედავად იმისა, რომ ისინი მსოფლიოს ყველაზე დიდი იმპერიის სამეფო ოჯახის წევრები იყვნენ, მაინც არ ჰქონდათ ფუფუნებაში ცხოვრების გამოცდილება. ისინი იზრდებოდნენ მკაცრად, ორი და ერთ საძინებელს იყოფდა მიუხედავად იმისა, რომ უზარმაზარი სასახლე მათ განკარგულებაში იყო. დასასვენებლად დადიოდნენ ფინეთის მახლობელ კუნძულებზე ბანაობდნენ თბილ ზღვაში და სეირნობდნენ ტყეში. დასვენებამდე კი ჰქონდათ დიდი და გრძელი გაწერილი გრაფიკი. გოგონები სულ სწავლბდნენ _ მუსიკა, ხელოვნება, კარგი მანერები, ისტორია, გეოგრაფია, ინგლისური, ფრანგული და რაც მთავარია რუსულის მართლწერა და გრამატიკა მათ ზედმიწევნით კარგად უნდა სცოდნოდათ. ანასტასია ისევე, როგროც მისი ასაკის სხვა ბავშვები იყო ცელქი.


მალე მათი მშიდი ბავშვობა პირველი მსოფლიო ომის საშინელებამ შეარყია. ჰოსპიტალებში მოჰყავდათ დაჭრილები და ისმოდა ხმები ომის საშინელების შესახებ. გოგონებმაც დაივიწყეს თავიანთი წარმომავლობა და ჰოსპიტალში დაიწყეს სამსახური. ისინი ეხამრებოდნენ დაჭრილებს, უკითხავდნენ მათ წიგნებს, უწყობდნენ წარმოდგენებს, აი რას წერს ანასტასია თავის დღიურში ამ პერიოდთან დაკავშირებით:

,,დღეს ერთ-ერთ ჩვენს ჯარისკაცს ვუჯექი და კითხვას ვასწავლიდი. მასაც ძალიან მოსწონდა ეს — აღნიშნავდა ანასტასია — მან წერა–კითხვა, აქ, ჰოსპიტალში ისწავლა. ორი გარდაგვეცალა; არადა, წუხელ არ იყო, რომ ერთად ვისხედით.''

,,მახსოვს დიდი ხნის წინ რომ მოვინახულეთ ჰოსპიტალი. იმედია, ყველა ჩვენი დაჭრილი საბოლოოდ ცოცხალი დარჩა. თითქმის ყველა მათგანი ცარსკოე სელოდან წაიყვანეს. გახსოვს ლუკანოვი? ისეთი უბედური და თავაზიანი იყო ერთდროულად, და ბავშვივით სულ ჩვენი სამაჯურებით თამაშობდა. მისი სავიზიტო ბარათი ალბომში ჩამრჩა, ალბომი კი ცარსკოეში დამრჩენია. ახლა საძინებელში ვარ, მაგიდასთან ვზივარ და ვწერ, მაგიდაზე კი ჰოსპიტლის ფოტოები აწყვია. იცი, საოცარი დრო იყო ჰოსპიტალს რომ ვნახულობდით. ხშირად ვიხსნებთ ხოლმე ამას, ასევე ჩვენს სატელეფონო საუბრებს და ათას რამეს.''



მალე იარაღის სუნმა და ჯარისკაცების ყიჟინამ ,,ზამთრის სასახლემდეც'' მოაღწია. გოგონებსა და ალექსის, რომლებიც ამ დროს წითურასგან იტანჯებოდნენ ეუბნებოდნენ, რომ ეს მხოლოდ სამხედრო წვრთნის ხმები იყო თუმცა ყველამ იცოდა, რომ მათ სისხლიანი რევოლუცია უახლოვდებოდათ.

მალე ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა და ხმა გავარდა, რომ მეფე ჩამოაგდეს. სასახლეში მარტო მყოფ ბავშვებს და იმპერატრიცას საკუთრი ხალხის გონიერების იმედი ჰქონდათ, თუმცა ბრბო გაჩერებას არ აპირებდა.

მეფე სასახლეში დაბრუნდა და სამეფო ოჯახს შინაპატიმრობა მიუსაჯეს. ,,ზამთრის სასახლეში'' გატარებული ეს პერიოდი საშინლად მოქმედებდა ანასტასიაზე . მათ შეუმცირეს კვების რაციონი, გაუწერეს გრაფიკი, როდის უნდა ესადილათ, როდის უნდა დაეძინათ. ყველას ენატრებოდა ძველი დრო.


მალე სამეფო ოჯახი ტობოლსკში სრულიად საიდუმლოდ გააპარეს. იქ კიდევ უფრო ცუდი პირობები დახვდათ, მაგრამ ბედს მაინც არ ემორჩილებოდნენ, მათში კიდევ ცოცხლობდა იმედი იმისა, რომ საბოლოოდ მათ კანონიერ ადგილას დაბრუნებდნენ.

აქ მის საიმპერატორო აღმატებულებები, აკეთებდნენ ისეთ საქმეებს, როგორიცაა შეშის ჭრა, რეცხვა, წმენდა, ეზოს დაგვა, თუმცა მათ ამას არავინ ავალებდათ თვითონ თვლიდნენ თავს ვალდებულად რაიმე სახის სარგებელი მოეტანათ. მეცადინეობები შინა პატიმრობის დროსაც გაგრძელდა.


ამასობაში გოგონების ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდებოდა და მათ თმები გადაპარსეს, რასაც ეწინააღმდეგებოდა იმპერატრიცა თუმცა ამაოდ.



მალე ოჯახს უფლება მისცეს ეკლესიაში ევლოთ და წირვას დასწრებოდნენ. ეს ამბავი ისე გაუხარდათ თავიანთ დღიურებში სიხარულით სავსე ჩანაწერებს აკეთებდნენ. მათი დღიურები დღესაც არსებობს და მკითხველს სრულიად უსახავს წარმოდგენას სამფო ჯახის წესიერების, უშუალობისა და სისადავის შესხაებ. თუმცა მათ წაკითხვას ცივ გულზე ვერავინ შეძლებს.


მალე მეფე მოსკოვში მიიწვიეს, მას გაჰყვა დედოფალი და ერთი ქალიშვილი, მარია. მათ წინააღმდეგ განაჩენი უკვე გამოტანილი იყო, მაგრამ რომანოვებს ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონდათ. გზად მათ ეკატერინბურგში შეისვენეს. ოჯახის დანარჩენი წევრები კი ტიბოლიდან წამოვიდნენ და მათ შეუერთდნენ, ოჯახის ძვირფასეულობაც თან წამოიღეს იმის იმედად, რომ მათი მეშვეობით ვინმეს მოისყიდნენ და ქვეყნიდან გაიქცეოდნენ.

ამ დროს ევროპაში მხოლოდ ერთ ადამიანს, ბრიტანეთის მონარქს, რომანოვების ნათესავს, ელიზაბეტ II_ის მამას, გეორგ V_ს შეეძლო მათი გადარჩენა, მაგრამ მანაც რომანოვების მთელი ოჯახი და მათი გარემოცვა ბედის ანაბარა მიაგდო, რითაც მთელი ინგლისი შოკში ჩააგდო.


ერთ საბედისწერო დღეს კი მთელი ოჯახი სარდაფში ჩაიყვანეს და დახვრიტეს. საოცარი სისასტიკით გაუსწორდა რუსი ხალხი თავის მონარქს და იმათ ვინც ისინი გასაჭირში არ მიატოვა და გარდაუვალ დაღუპვაზე წასულები მათ გვერდით დადგა, ასეთები ცოტანი, მაგრამ იყვნენ.



გადმოცემების თანახმად, რომანოვებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ მათ ასე გაუსწორდებოდნენ ამიტომ სარდაფში საკუთარი ნებით ჩავიდნენ. სროლის პირველი ტალღის შემდეგ კი ბევრი მათგანი ისევ ცოცხალი ყოფილა. ყველაზე დიდხანს ანასტასიამ იცოცხლა და ბოლოს მას ნიჩბებით გაუსწორდნენ. გარდაცვლილებს მჟავა დაასხეს, გვამები დაასახიჩრეს და შახტაში ჩააგდეს.

დადიოდა ხმები, რომ გოგონა ისევ ცოცხალი იყო, არსებობდა უამრავი ვერსია,
ისტორიაში 30_მდე ცრუ ანასტასია გამოჩნდა.


თუმცა რეალობასთან ყველაზე ახლოს მდგომი ვერსიით ანასტასიამ მეზობელ სახლამდე მიაღწია და ჯარისკაცების დახმარებით თავის ბიძაშვილთან ცნობილ დიდგვაროვანთან მივიდა, რომელსაც დახამრება სთხოვა მან კი უპასუხა, რომ არასოდეს გაეგო ანასტასია რომანოვას შესახებ და რომ პირველად ხედავდა. სრულიად მიტოვებულმა მეფის ასულმა კავკასიას შეაფარა თავი და ცხოვრების ბოლომდე საქართველოში ცხოვრობდა ისე, რომ თავის წარმომავლობას არ ამხელდა.



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top