;
9 სექტემბერი 2012      Nanuka.     44 კომენტარი     ნანახია 6833-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

განახლებული სატელევიზიო პროგრამა ახალ სეზონზე!

აი სულ მალე გავიდა ზაფხული და მალე ყველა ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდებით... ჩვეულ რეჟიმს
დაუბრუნდება აგრეთვე ჩვენი ტელევიზია, რომელიც ამ სეზონზე უამრავ ახალ და საინტერესო
პროექტს გვპირდება.
წარმოდგენილი პროექტებიდან გამომდინარე, შეგვიძლია თამამად ვთქვათ,
რომ ქართველი მაყურებელი განახლებული სატელევიზიო პროგრამით ძალიან კმაყოფილი დარჩება.
მოდით ერთად გადავხედოთ თუ რისთვის შეგვეძლება თვალყურის დევნება უახლოეს მომავალში.

განახლებული სატელევიზიო პროგრამა ახალ სეზონზე

"საქართველოს ვარსკვლავი"

ერთ-ერთი გრანდიოზული მუსიკალური პროექტი, რომელიც წლევანდელ სეზონზე ელის ქართველ მაყურებელს გახლავთ "საქართველოს ვარსკვლავი", რომლის მიზანია იპოვოს, ფართო საზოგადოებას წარუდგინოს და ვარსკვლავად აქციოს საქართველოს 16-დან 26 წლამდე ნიჭიერი მომღერლები. პროექტის ჟიურის წევრები ნინო ქათამაძე, ნინო ხოშტარია და ნიკოლოზ რაჟველი არიან. მოგეხსენებათ, ნიკოლოზ რაჭველი პირველი "ჯეოსტარის" ჟიურის წევრიც იყო, ხოლო ნინო ხოშტარია ცნობილია, როგორც პროექტ "ყველაზე ჭკვიანისა" და "ეკივოკის" წამყვანი. ნინო ქათამაძე მსოფლიო დონის უნიჭიერესი მომღერალია, რომელსაც ალბათ ჩემი წარდგენა არც კი სჭირდება.

"საქართველოს ვარსკვლავს" ორი წამყვანი - გვანცა დარასელია (ჟურნალისტი) და არჩილ სოლოღაშვილი (მსახიობი) ეყოლება. სავარაუდოდ, პროექტი 17 სექტემბერს დაიწყება და მონაწილეებთან ერთად წამყვანების ტანდემის ნახვა სწორედ ამ დროს შეგვეძლება.

"საქართველოს ვარსკვლავი" ბრიტანული მეგაპროექტის "American Idol"-ის ანალოგია. იგი დაახლოებით "ჯეოსტარის" ფორმატისაა განახლებული ჟიურითა და წამყვანებით. ცნობილია, რომ "ჯეოსტარის" დახურვასთან ერთად "რუსთავი 2" დატოვეს მარინა ბერიძემ და დუტა სხირტლაძემ. ვნახოთ როგორ გაართმევს თავს განახლებული შემოქმედებითი ჯგუფი ამგვარი საპასუხისმგებლო პროექტის მართვას!

განახლებული სატელევიზიო პროგრამა ახალ სეზონზე

"ცეკვავენ ვარსკვლავები"


წინა სეზონის ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი შოუ - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ქართველ მაყურებელს მე-2 სეზონით უბრუნდება! გახმაურებული ცნობებით, პროექტი 8 ოქტომბერს ტელეკომპანია "იმედის" არხზე გავა. გაგაცნობთ რამდენიმე ფაქტს, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-2 სეზონს უკავშირდება:

1) პროექტის წამყვანი აღარ იქნება რუსკა მაყაშვილი და მე-2 სეზონიდან იგი მონაწილის ამპლუაში მოგვევლინება. რუსკას წყვილი იქნება ოთო ფოლადაშვილი, რომელიც 1-ელ სეზონზე ნუკი კოშკელიშვილთან ერთად ცეკვავდა.

2) პირველი სეზონიდან პროექტში დარჩნენ სალომე ჭაჭუა, გიგი გაჩეჩილაძე, ჯულიანა ბარგ-ნარი, ოთო ფოლადაშვილი და ლევან ახვლედიანი. გეტყვით იმასაც, რომ სალომე და გიგი ახლა უკვე წყვილში მოგვევლინებიან.

3) პროექტის ჟიურის წევრებზე ჯერ სრულყოფილი ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა როგორც სალომე ჭაჭუამ და გიგი გაჩეჩილაძემ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეს, "ცეკვავენ ვარსკვლავების" მე-2 სეზონზე მონაწილეებს კვლავ შეაფასებენ ნინო ანანიაშვილი და გოჩა ჩერტკოევი.

განახლებული სატელევიზიო პროგრამა ახალ სეზონზე

"ახალი ხმა"


"იმედის" მორიგი გრანდიოზული პროექტი გახლავთ "ახალი ხმა", რომლის წამყვანიც ყველასთვის კარგად ნაცნობი დუტა სხირტლაძე იქნება. "ახალი ხმა" გახლავთ ამერიკული შოუს - "The Voice"-ს ანალოგი, რომლის არსიც შემდეგში მდგომარეობს: 6 ჟიურის წევრი ზის სკამზე, რომელიც სცნეისაკენ ზურგითაა მიბრუნებული და ისინი ბრმა მოსმენით, მხოლოდ და მხოლოდ ხმისა და შესრულების ტექნიკის მიხედვით ღილაკზე ხელის დაჭერით ირჩევენ მათთვის მოსაწონ და სასურველ კონკურსანტს. არჩეული კონკურსანტები მომდევნო ტურში უკვე ერთმანეთს ეჯიბრებიან და საბოლოოდ პროექტში 24 მონაწილე რჩება, რომელთაგან მაყურებელი ხმის მიცემით ირჩევს ერთ გამარჯვებულს. ინფორმაცია ჟიურის წევრებზე, კონკურსანტებზე და ა.შ შეგიძლიათ იხილოთ პროექტის ოფიციალურ საიტზე.

"ახალი ხმა" და "საქართველოს ვარსკვლავი" წლევანდელი სეზონის ორი მთავარი მუსიკალური პროექტია. "ახალი ხმის" შემოქმედებითი ჯგუფის განცხადებით, ამ პროექტში არ არსებობს ცინიზმი და ისინი საუკეთესო კონკურსანტებს მხოლოდ და მხოლოდ მათი ხმით შეარჩევენ. მეორეს მხრივ, "საქართველოს ვარსკვლავის" მესვეურები აცხადებენ, რომ შემდგარი მომღერლისთვის არ კმარა მხოლოდ ხმა და მნიშვნელოვანია ეფექტური შოუ, დახვეწილი ვოკალი და ა.შ. თუ რომელი მათგანი ისარგებლებს მეტი პოპულარობით და რომელ მათგანს ეყოლება მეტი გულშემატკივარი, ამას სულ მალე ვიხილავთ!

განახლებული სატელევიზიო პროგრამა ახალ სეზონზე

"სპიკერი"


"BBC"-ს ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდული და საინტერესო პროექტი - "სპიკერი" (The Speaker) გველის "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში, რომლის მიზანია აღმოაჩინოს და ფართო საზოგადოებას გააცნოს 13-დან 17-წლამდე ორატორული ნიჭით დაჯილდოვებული ახალგაზრდები. წელს, უკვე "სპიკერის" მე-2 სეზონია ჟიურის უცვლელი შემადგენლობით. ორატორ ახალგაზრდებს თამარ ფხაკაძე, გია მურღულია, გიგი თევზაძე და გია ჭანტურია შეაფასებენ. 3 ტურიანი კასტინგის შემდეგ პროექტში 10 მონაწილე მოხვდება, რომელთა შორის გამარჯვებული 1 თვით დიდი ბრიტანეთის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

განახლებული სატელევიზიო პროგრამა ახალ სეზონზე

როგორც ხედავთ, წლევანდელი სატელევიზიო პროგრამა მრავალფეროვანი, საინტერესო და გამორჩეულია... სავარაუდოა, რომ ამ სიას შეუერთდება მეგაპროექტი "ნიჭიერი", რომელიც უკვე 3 წელია ყველაზე მაღალი რეიტინგით სარგებლობს. მაშ ასე, დაველოდოთ ახალ სატელევიზიო სივრცეს და გავიცნოთ ბევრი ახალი, ნიჭიერი ადამიანი!

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

44


  • mari lursmanashvili თქვა:
    2 იანვარი 2013 16:39 - ID: 44,
    ახალი ხმა როგორ დატავრდება ნეტა

  • mwvanee)) თქვა:
    12 სექტემბერი 2012 02:02 - ID: 43,
    რა სისულელეაა სალომე და გიორგი ვარდოსანიძეა წყვილშიი winked

  • nata თქვა:
    10 სექტემბერი 2012 19:49 - ID: 42,
    არა სალომე და გიგი ერთად ნამდვილად არ იცეკვებენ

  • nata-damon თქვა:
    10 სექტემბერი 2012 18:16 - ID: 41,
    მე მარტო ცეკვავენ ვარსკვლავებს ველოდებიი love დანარჩენები ვიცი იდიოტობა იქნება.

  • Lanikooo თქვა:
    10 სექტემბერი 2012 09:31 - ID: 40,
    Ggvantsa,
    ვერც მეე.. ეგ ხმ შეუძლებელია ორივე საკმაოდ მააღალი დონის პროფესიული მოცეკვავეაა..

  • Nanuka. თქვა:
    10 სექტემბერი 2012 00:58 - ID: 39,
    Ggvantsa,

    ერთ-ერთს დაასახელებენ ვარსკვლავად (თავად განაცხადა ორივემ ინტერვიუში)

    TiKKaa RonaLDoo,

    მადლობა, შევასწორე:))

  • CRiMiNAL თქვა:
    10 სექტემბერი 2012 00:49 - ID: 38,
    Ggvantsa,
    ანუ ერთ ერთი ვარსკვლავი იქნება. ალბატ სალომე love
    აუ ცეკვავენ ვარსკვლავები ყველაზე მეტად მაინტერესებს love

  • v.t.g თქვა:
    10 სექტემბერი 2012 00:42 - ID: 37,
    მე ძალიან ველი ახალ ხმას ამერიკული ვარიანტი ძალიან სახალისო და კარგია ასევე ძალიან მაინტერესებს ცეკვავენ ვარსკვლავები ტან როგორც ვიცი წყვილების რაოდენობა გაზარდეს

  • Ggvantsa თქვა:
    9 სექტემბერი 2012 23:50 - ID: 36,
    მოიცა სალომე და გიგი წყვილში რანაიარდ მოგვევლინებიან??? belay

  • D-) თქვა:
    9 სექტემბერი 2012 23:23 - ID: 35,
    ცეკვავენ ვარსკვლავებს ველოდები ყველაზე მეტად ალბათ იმიტომ რომ ნაყურები მაქვს და ჯერ არ ვიცი სხვები:*გუშინ ფილარმონიაში წავედი საყურებლად საქართველოს ვარსკვლავის მაგრამ არ იყო<3 მე კიდე მითხრეს არისო lol

  • The Tkemala თქვა:
    9 სექტემბერი 2012 23:04 - ID: 34,
    ცეკვავენ ვარსკვლავებს და ახალ ხმას ველოდები :)

  • Laaaa თქვა:
    9 სექტემბერი 2012 23:03 - ID: 33,
    ეს დუტა ყველგან უნგა გაეჩხიროს ! მე ახალ ქართულ ხმას და ცეკვავენ ვარსკვლავებს ველოდები ))

  • TiKKaa RonaLDoo თქვა:
    9 სექტემბერი 2012 22:40 - ID: 32,
    "ცეკვავენ ვარსკვლავები" და"ახალი ხმა" მმაინტერესებსს.ავტოორ იქ მოცეკვავე გიგი თევზაძეე თუუ გიგი გაჩეჩილაძეე??

  • Taso-)) თქვა:
    9 სექტემბერი 2012 22:40 - ID: 31,
    ცეკვავენ ვარსკვლავები. love ია ფარულავა იქნება ჟიურის ერთ-ერთი წევრი და ნანიკო ხაზარაძე მიიღებს მონაწილეობას.

  • salome55555 თქვა:
    9 სექტემბერი 2012 22:22 - ID: 30,
    საქართველოს ვარსკვლავი რაღაც დებილობა მგონია. ახალი ხმა მაგრად მაინტერესებს და ცეკვავენ ვარსკვლავები საერთოდ love

  • barsutka))) თქვა:
    9 სექტემბერი 2012 22:15 - ID: 29,
    მე მარტო ცეკვავენ ვარსკვავებს ველოდები <33 ოთო და რუსკასკენ ვარ მე <33 და ეს სალომედა გიგი ერთად რა პონტში არიან :??

  • ina თქვა:
    9 სექტემბერი 2012 21:58 - ID: 28,
    ცეკვავენ ვარსკვლაბეს ველოდები განსაკუთრებით love

  • Elelo♥ თქვა:
    9 სექტემბერი 2012 21:31 - ID: 27,
    ოთხივეს მოუთმენლად ველოდებიიიი! ისე მეწყინა ჯეოსტარი რო აღარ იქნება!

  • nninna თქვა:
    9 სექტემბერი 2012 21:27 - ID: 26,
    'ცეკვავენ ვარსკვლავები' 8 სექტემბრიდან დაიწყება ??? მე უფრო მალე მეგონა .............

  • Anch_Bey თქვა:
    9 სექტემბერი 2012 21:21 - ID: 25,
    ერთი ეს "ახალი ხმა" რანაირი იქნება

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top