;
9 სექტემბერი 2012      Britain     44 კომენტარი     ნანახია 4139-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

James Blunt - You Are Beautiful

Powered by mp3skull.com
How To Love Yourself

ჩვენ უამრავ დროს ვატარებთ ლოდინში, თუ როდის გვიპოვის ნამდვილი სიყვარული. ჩვვენ თავს ვგრძნობთ ცარიელად და დაკარგულად მის გარეშე. ვოცნებობთ იმაზე, რომ ვინმემ შეგვიყვაროს და ისევ სრულყოფილად გვაგრძნობინოს თავი. თუმცა, სამწუხაროდ, ცხოვრება ჩვენს სურვილებზე არაა აგებული. საკუთარი თავის სიყვარული არის შენი თავის დაფასება და გარკვეულ წილად, ეს ნიშნავს შენ თვითონვე შექმნა სიყვარული შენს ცხოვრებაში. როცა შენ ელი სიყვარულს არ არსებული წყაროდან და ქმნი უამრავ ისტორიას შენი უსაზღვრო ფანტაზიით, უფრო ცუდად გრძნობ თავს. რადგან დრო და დრო აანალიზებ, რომ რეალური ცხოვრება, ზღაპარივით არ მთავრდება. "იმისათვის, რომ ვინმემ შეგიყვაროს, შენ თვითონვე უნდა გიყვარდეს და აფასებდე შენს თავს" - თითქოს ბანალური, მაგრამ ამავდროულად, ყველაზე მართალი ფრაზა. ყოველდღე, მილიონობით ადამიანი მიდის და მოდის ამ ქვეყანაში.ასე რომ, დრო დახარჯე ბრძნულად.
თუ ხარ დეპრესიაში ან ფიქრობ, რომ შენ არავის უყვარხარ, ამ ნიუსით, მე დაგარწმუნებ, რომ შენ, 100%-ით ცდები.

How To Love Yourself

მოექეცი სხვებს სიყვარულით და დაფასებით. სხვის სიცოცხლეში ბედნიერების და მხიარულების შეტანა შენ თვითონაც გაგაბედნიერებს. იმის თვალში, ვისაც კარგად მოექცევი, ამაღლებულ და სასიამოვნო ადამიანად დარჩები. შედეგად, შენ იგრძნობ, რომ სხვებს უყვარხარ.

დაეხმარე სხვებს. იპოვე გზა შენი ცოდნის მრავალმხრივ გამოყენებისთვის. ასევე, თუ დიდის შესაძებლობა არ გაქვს, პატარა დონაციით დაეხმარე მიტოვებულ მოხუცს, ან ობოლ ბავშვს. სხვების დახმარება და მათ სახეზე ღიმილის გაჩენა შენ ძალიან გაგახარებს.

აპატიე საკუთარ თავს. არ დატვირთო შენი თავი იმის სინანულში, რაც გაგიკეთებია წარსულში. მომხდარს ვეღარაფერი შეცვლის. უფრო ბრძნული გადაწყვეტილება შენი მხრიდან იქნება შეცდომაზე დაფიქრება და აქედან გამოცდილების მიღება. წადი, ჩაიხედე სარკეში, თვალი გაუსწორე საკუთარ თავს და ხმამაღლა თქვი : “მე ვპატიობ ჩემს თავს _______.” დაიმახსოვრე - ყოველი ახალი დღე, ახალი დასაწყისია.
How To Love Yourself

How To Love Yourself

დაჯექი სარკის წინ. წარმოიდგინე, რომ სარკე არის ის ადამიანი, რომელიც გძულს/ნერვებს გიშლის. ეცადე შეინარჩუნო სიმშვიდე და შენს თავში დაჯერებულად თქვი " არ მაინტერესებს" (ჯარგონულად: მკიდია). იმეორე ეს, სანამ მართლა არ დაიჯერებ.

იფიქრე იმ პოზიტიურ და კარგ თვისებებზე, რაც შენ გახასიათებს. ეცადე არ შემოიფარგლო "ლამაზი" და "სასიამოვნო"-თი. იყავი ორიგინალური.

აკეთე ის, რაც გიყვარს. თუ უკვე ნაპოვნი გაქვს ის საქმე,რისი კეთებაც გიყვარს და სიამოვნებას განიჭებს, ეცადე ხშირად მიჰყო ხელი მას. საყვარელი რამის კეთება მოგგვრის მხიარულებას და ბედნიერებას.
How To Love Yourself

How To Love Yourself

ისწავლე "არა"-ს თქმა. სრულიად ჩვეულებრივია "არა"-ს თქმა, როდესაც არ ხარ იმის კეთების გუნებაზე, რასაც ვინმე გთავაზობს. არასდროს არაფერი არ გააკეთო მხოლოდ სხვისთვის სიამოვნების მიგვრის გამო. აკეთე ის, რაც გიყვარს და რასაც შენი გული გთხოვს. უარის თქმა ხელოვნებაა და მას პრაქტიკაც კი ჭირდება. დაიმახსოვრე, რომ არ არის შესაძლებელი ყველას სიამოვნება. ასევე, "არა"-ს თქმის დროს, არ დაგავიწდეს ზრდილობიანად გაღიმება.

მორჩი შენი თავის სხვებისთვის შედარებას. დედამიწაზე არსებული ყველა ადამიანი უნიკალურია. ჩვენ, ყველას გვაქვს საკუთარი ნიჭი და ხიბლი. როდესაც თავს სხვებს ადარებ, ფიქრობ იმაზე, რომ მას ჰყავს უკეთესი მანქანა, სახლი, ფული ან სამსახური, საკუთარ თავს უბედურად თვლი და ამას მიჰყავხარ დეპრესიამდე. ამ პუნქტის ასასრულებლად საუკეთესო გზაა ფოკუსირება შენს სიძლიერეებზე. გაიცანი შენი თავი უკეთ და აღმოაჩინე დამალული თვისებები. დააფასე ის რაც გაქვს, იყავი მადლობელი ყველაფრისთვის, რაც ღმერთმა მოქცა : ხალხი შენს ცხოვრებაში, სამსახური, მატერიალური მდგომარეობა, სასიყვარულო ურთიერთობები და სხვ. ასევე, იყავი მადლობელი იმისთვის, რომ ხარ საუკეთესო "შენ". აკეთე შენი მაქსიმუმი და მაშინ, უფრო დიდი სიყვარულით აგევსება გული.

იყავი შენი თავი და გჯეროდეს საკუთარი თავის. არასდროს ეცადო რომ შეიცვალო. გამომჟღავნე შენი თვისები, იმხიარულე, იცინე, იმღერე, იცეკვე... არ გეშინოდეს იმის, თუ რას იფიქრებენ სხვები.
How To Love Yourself

How To Love Yourself

How To Love Yourself

How To Love Yourself

How To Love Yourself

How To Love Yourself

How To Love Yourself

How To Love Yourself

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

44


  • Britain თქვა:
    13 სექტემბერი 2012 23:51 - ID: 44,
    SaLuKaAa,
    marika0704,
    უღრმესი მადლობა გოგოებო! ბევრს ნიშნავს თქვენი სიტყვები
    love

  • KoGHo თქვა:
    13 სექტემბერი 2012 16:33 - ID: 43,
    პიუმ.
    ყოველგვარი "რჩევების" გარეშეც ყველაზემეტად მიყვარს ჩემი თავი.
    იმიტომ რომ ვიცი, როცა გამიჭირდება ჩემი თავის გარდა არავინ მეყოლება რომ დავეყრდნო =)))

  • SaLuKaAa თქვა:
    12 სექტემბერი 2012 15:06 - ID: 42,
    ესეთი კარგი სიახლე კარგი ხანია არ მინახავს.

  • SaLiSa თქვა:
    12 სექტემბერი 2012 14:29 - ID: 41,
    ზუსტია

  • marika0704 თქვა:
    11 სექტემბერი 2012 18:07 - ID: 40,
    აააააა "დაგლიჯა"! wink ძაან მაგარი ნიუსია! love

  • veko_vek თქვა:
    11 სექტემბერი 2012 02:31 - ID: 39,
    კარგია, მე ისეთ ადამიანებს ვერ ვიტან საკუთარ თავში რო ძაან არიან დარწმუნებულები და თავდაჯერებულები არიან და სხვებს რაღაცნაირად უყურებენ, მაძიზიანებს და ბევრს ვიცნობ ეგეთს :ს

  • KeSso13 თქვა:
    11 სექტემბერი 2012 02:09 - ID: 38,
    არც მიყვარს და ხანდახან მაინც მიყვარს საკუთარი თავი :D მსგავსი ნიუსი იდო ენჯელზე და დამეხმარა საკმაოდ :) კარგია რომ ეს ნიუსიც დადეთ და შეგვახსენეთ :)

  • barsutka))) თქვა:
    10 სექტემბერი 2012 17:59 - ID: 37,
    კაი იყოო ძაან, მარა არა-ს მაინც ვერ ვამბობ, მერე მეთვითონ მწყინს ჩემი თავის რომ სხვას ვაწყინეე :)))))

  • Ana smiley თქვა:
    10 სექტემბერი 2012 17:02 - ID: 36,
    love love love love

  • Adam თქვა:
    10 სექტემბერი 2012 15:27 - ID: 35,
    ვგიჟდები ჩემ თავზე ისეთი კარგი ვარ love wink კარგი ნიუსია love

  • eleneee თქვა:
    10 სექტემბერი 2012 15:00 - ID: 34,
    მომეწონა ძალიან.. smile ხშირად ვარ მოწყენილი ,ზოგჯერ ჩემი თავის დანახვაც კი არ მინდა.. ზოგჯერ ვვოცნებობ კიდეც იმაზე რაც მინდა რომ მოხდეს, მერე რეალობაში რომ ვბრუნდები გული მტკივა.. აღარ ვიცი ხოლმე როგორ მოვიქცე. როცა ვინმეს გულს ვტკენ,მერე მე უარესად ვიტანჯები.... sad

  • leluchia თქვა:
    10 სექტემბერი 2012 14:29 - ID: 33,
    მადლობა ავტორრ
    ეს მჭირდებოდა ზუსტადდ... სულ იმაზე ვფიქრობ რომარ ვარ საკმარისად კარგი... \\. გარეგნულად კი მკიდია ტიპი ვარ და რაც არ მინდაიმას ვერ კამაკეთებინებს კაციი. :D
    თვითკმაყოფილ იდიოტებსაც ვერ ვიტან... უბრალოდ ობიექტურად შეფასების უნარი უნდა გქონდეს ადამიანს და ეგაა რა
    ► tumblr

  • Britain თქვა:
    10 სექტემბერი 2012 14:20 - ID: 32,
    Takkk...,
    NinOo:X :x,
    Smiley :),
    მიხარია თუ დაგეხმარათ ჩემი ნიუსი ცოტათი მაინც love მადლობა გოგოებო love

  • Takkk... თქვა:
    10 სექტემბერი 2012 13:47 - ID: 31,
    მადლობა love ეს ნიუსი ზუსტად ჩემთვის ყოფილა ყოჩაღ ავტორ მადლობა ამ რჩევებისთვის love sad

  • suslika თქვა:
    10 სექტემბერი 2012 13:11 - ID: 30,
    ძალიან ძალიან საინტერესო ნიუსია

  • NinOo:X :x თქვა:
    10 სექტემბერი 2012 12:56 - ID: 29,
    საუკეთესო რჩევები იყო
    ყოჩაღ ! love

  • Smiley :) თქვა:
    10 სექტემბერი 2012 12:35 - ID: 28,
    ყოჩაღ ვერ წარმოიდგინ როგორ მჭირდებოდა ეს ნიუსი . ფავორიტებში

  • Britain თქვა:
    10 სექტემბერი 2012 12:30 - ID: 27,
    amanda,
    Anny_,
    artblogi.blogspotcom,
    Katniss,
    MaKakAaa,
    liliaNN,
    ankusha,
    მადლობა გოგოეებო love

  • Marriiiammiii თქვა:
    10 სექტემბერი 2012 11:58 - ID: 26,
    ძალიან მაგარი ნიუსია love

  • Anny_ თქვა:
    10 სექტემბერი 2012 10:31 - ID: 25,
    კარგი ნიუსია, ყოჩაღ love

« 1 2 3 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top