;

11 September 2012      Nanuka.     Views 19479    
Category: Fun, Interesting, Georgians

უცნობი ფაქტები ქართველი დიდი ადამიანების შესახებ

ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ილია ჭავჭავაძე 1837 წელს ყვარელში დაიბადა, რომ გალაკტიონ ტაბიძის ერთადერთი სიყვარული მერი შერვაშიძე იყო, რომ აკაკი წერეთელი გასაზრდელად სავანეში ძიძას მიაბარეს... თუმცა, ამ საყოველთაოდ ნაცნობი ფაქტების გარდა არსებობს ძალიან საინტერესო ისტორიები ქართველი დიდი ადამიანების შესახებ, რომლებიც სრულებით შესაძლებელია არ იცოდეთ. ამჯერად სწორედ მათ წარმოგიდგენთ.

ილია ჭავჭავაძეს ძალიან უყვარდა კარტის თამაში, განსაკუთრებით კი ჯოკრის;

გალაკტიონ ტაბიძე ჭადრაკის დიდი მოყვარული იყო და ხშირად ბავშვებთან თამაშით ერთობოდა. იგი ამ დროს მოწინააღმდეგეს ფიგურას მოპარავდა და ისე აგრძელებდა თამაშს... თუ ბავშვი მოპარულ ფიგურას შეამჩნევდა, გალაკტიონს უხაროდა, ხელს გადაუსვამდა და შეაქებდა ხოლმე.

უცნობი ფაქტები ქართველ დიდ ადამიანებზე

ვაჟა-ფშაველას ერთადერთი ჩოხა ჰქონდა, რომელიც მწერალთა კავშირის წევრებმა საჩუქრად გადასცეს. ერთხელ, ვაჟას მეზობელი გარდაეცვალა, მეზობლებს კი არ ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ იგი ჩაცმული დაემარხათ, სწორედ ამიტომ შიშველს უპირებდნენ დამარხვას. ვაჟამ ეს რომ გაიგო თქვა: "ქრისტიან კაცს შიშველს ხომ არ დავმარხავთო"? და მეზობლის ბავშვს თავისი ერთადერთი ჩოხა გაატანა...

გალაკტიონმა თავისი ერთ-ერთი შედევრი "ქებათა ქება ნიკორწმინდას" ისე დაწერა, რომ ნიკორწმინდა ერთხელაც არ ჰქონდა საკუთარი თვალით ნანახი. მისი მშვენების შესახებ გალაკტიონს მხოლოდ სხვისი მონათხრობით იცოდა.

ვაჟა-ფშაველას არასდროს შეეძლო ერთ საქმეზე კონცენტრირება. როდესაც ლექსს წერდა, მუდამ ყოფით პრობლემებზე ეფიქრებოდა, ხოლო როდესაც მიწას ამუშავებდა, მუდამ მუზები მოუფრენდენ ხოლმე. რამდენჯერ ყოფილა, რომ შუაღამისას ბარი გაუგდია ხელიდან და ლექსი დაუწერია.

გალაკტიონი ამბობდა, რომ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც მას გოგლა ლეონიძე გამორჩეულად უყვარდა "ცისფერყანწელებიდან" იყო ის, რომ მას ჩემზე არასდროს უთქვამს ლოთიაო.

● ილიას მკვლელობის შემდეგ, ოლღა გურამიშვილმა (ილიას მეუღლემ) სასამართლოს მისი მკვლელების დაპატიმრების უფლება არ მისცა, მიზეზად კი ის დაასახელა, რომ თავად მიხვდებიან თავიანთ დანაშაულს და დაიტანჯებიან იმით, რომ ქართველებს ილია წაართვესო.

მიხეილ ჯავახიშვილი ერთხელ ბაზარში უბადრუკ ჯუჯას გადაეყარა. მწერალმა მას მთელი დღის განმავლობაში სდია და უთვალთვალა, საღამოს კი მისი ერთ-ერთი შედევრი "ჩანჩურა" დაწერა.

უცნობი ფაქტები ქართველ დიდ ადამიანებზე

გალაკტიონი წერის გარდა, ხატავდა კიდეც... ალბათ ცოტა თქვენგანისთვისაა ცნობილი, რომ მას 1200-ზე მეტი ნახატი ჰქონდა და უყვარდა თავის ნაცნობების კარიკატურების დახატვა.

ნიკოლოზ ბარათაშვილის ფოტოსურათი დაკარგულია და მისი ცნობილი ნახატი, რომელიც ლადო გუდიაშვილის შემოქმედების ნაწილია, მხოლოდ და მხოლოდ პირობითად არის შექმნილი.

ვაჟა-ფშაველას პირველი ნაწარმოები, რომელიც ილია ჭავჭავაძემ მოისმინა იყო "შვლის ნუკრის ნაამბობი". ილია გაოგნებულა და თურმე იძახდა: "კოჭებზევე ეტყობა რა ვაჟიკა იქნება, შორს წავა, შორს"!!!
უცნობი ფაქტები ქართველ დიდ ადამიანებზე

● ისეთ დიდ პოეტს, როგორიც გალაკტიონი იყო არასდროს ჰქონია საკუთარი საცხოვრებელი... იგი ხან მწერალთა კავშირში ცხოვრობდა, ხან კი სხვას იყო შეფარებული... არაერთხელ სთხოვეს ცისფერყანწელებმა თავიანთ ორდენში გაწევრიანება, რაც მისთვის მცირეოდენი შემოსავლის წყარო იქნებოდა, თუმცა გალაკტიონი მუდამ უარს ამბობდა, რაც მისი მარტოობის სურვილით იყო გამოწვეული.


● არსებობს ვარაუდები, რომ გალაკტიონმა თავის საყვარელ ქალს მერი თვითონ შეარქვა, ვინაიდან ლათინურად მერი იწერება როგორც "Mary" (მარიამ ღვთისმშობლის სახელი) და გალაკტიონმა საყვარელი ქალის სილამაზე სწორედ მარიამ ღვთისმშობლის სილამაზეს გაუტოლა.

მიხეილ ჯავახიშვილის ერთ-ერთ წინაპარს კაცი მოუკლავს, ამიტომაც ქართლიდან ქიზიყში გადასულა და გვარი ადამაშვილად გადაუკეთებია. ერთი პერიოდი, მიხეილ ჯავახიშვილი სწორედ ადამიშვილის ფსევდონიმით აქვეყნებდა ნაწარმოებებს, თუმცა იგი იყო პირველი, რომელმაც საკუთარი გვარის დაბრუნება მოისურვა და დაიბრუნა კიდეც.

● თურმე, როდესაც გიორგი ლეონიძე 7 წლის იყო დედას ილიას დაკრძალვაზე წაუყვანია, გოგლას კი დაუნახავს, რომ ილიას შუბლზე, ნატყვიარზე მუხის ფოთოლი ედო და მთელი ცხოვრების განმავლობაში არ ავიწყდებოდა ეს ფაქტი... ამბობდა: "მუხა ხომ ძლიერების სიმბოლოა, ილიაც მუხა იყოო".

უცნობი ფაქტები ქართველ დიდ ადამიანებზე


Category: Fun, Interesting, Georgians
Tags:

Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top