;
12 სექტემბერი 2012      Johnny depp     17 კომენტარი     ნანახია 4228-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მგზნებარე სიყვარული მარჩელო მასტროიანი და კატრინ დენევეი

სიყვარულის ისტორია- მარჩელო მასტროიანი და კატრინ დენევეი

ეს იყო იტალიური კინოს ამომავალი ვარსკვლავისა და ულამაზესი ფრანგი მსახიობის სიყვარული .
მათი შეხვედრა ძალიან ბანალურად გადასაღებ მოედანზე შედგა

მარჩელო იყო ყველაზე პოპულარული იტალიელი მამაკაცი რომელმაც ყოველთვის იცოდა რა სურდა ქალებს და ესმოდა მათი. ის ქმნიდა დაუვიწყარ როლებს. მარჩელო სიცოცხლეშივე აღიარეს გენიოსად.

მსახიობს მუდამ აწუხებდა კითხვა.- რატომ გიჟდებოდნენ ქალები მასზე ის საკუთარ თავს არ თვლიდა მიმზიდველ მამაკაცად." ყოველთვის მაკვირვებს ქალების რეაქცია ჩემს მიმართ მე რომ ქალი ვყოფილიყავი სულაც არ მომეწონებოდა ჩემნაირი მამაკაცი. მაგრამ ალბათ ქალი რომ არ ვარ იმიტომაც ვერ ვხდები რატომ ვარ ქალებში ასეთი პოპულარული" - განაცხადა მარჩელომ ერთ-ერთ ინტერვიუში.

მარჩელოს ცხოვრებაში ყველაზე დიდი რომანი რეჟისორების შეკვეთით დაიწყო. კეტრინისა და მარჩელოს შეხვედრა მოხდა 1971 წლის 4 იანვარს გადასაღებ მოედანზე. მარჩელო სამუდამოდ მოჯადოვდა მისით.
გადაღებების დამთავრების შემდეგ ვარსკვალვები წავიდ-წამოვიდნენ ქალი-პარიზში, კაცი -რომში. მარჩელო ყოველდღე ურეკავდა კატრინს და ათასი ლამაზი სიტყვებით სიყვარულს უხსნიდა.

მგზნებარე სიყვარული მარჩელო მასტროიანი და კატრინ დენევეი

მარჩელო სატრფოსგან ითხოვდა, ყველაფერი მიეტოვებინა და მასთან რომში ჩასულიყო, მაგრამ იგი გაწონასწორებული და აუღელვებელი რჩებოდა. მარჩელოს აქამდე არასოდეს შეხვედროდა ასეთი ქალი და ეს კიდევ უფრო აღვივებდა მის ჟინს. ყველა მისი ყოფილი საყვარელი, ტემპერამენტიანი და ემოციური იყო. კატრინი თავის გრძნობებს ყოველთვის ფარავდა და უცხო თვალისთვის მიუწვდომელი იყო. და თავისი ქორწინების 20 წლის განმავლობაში მარჩელო პირველად ჩაუვარდა ფლორას ფეხებში, ემუდარებოდა და განქორწინებას სთხოვდა.

"მე მიყვარს იგი, ფლორა! გთხოვ, გამიშვა!"-მუხლებში ჩავარდნილი სთხოვდა მარჩელო მის მეუღლეს.
ცოლს გატანჯული თვალებით უყურებდა, რომლებშიც ისეთი ტკივილი იყო, რომ ფლორამ, ბოლოს და ბოლოს, ფარ-ხმალი დაყარა.

მასტროიანმა გადაწყვიტა პარიზში გადასულიყო საცხოვრებლად თუმცა კატრინისგან კვლავ უიმედობას ხედავდა. მიუხედავად ყველაფრისა წყვილი ერთად ჩნდებოდა ელიტარულ საღამოებზე კინოს და რესტორნებში. ისინი თავს ერთად ბედნიერად გრძნობდნენ. ერთ დღეს როცა ქუჩაში სეირნობდნენ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა "როდის აპირებთ შეუღლებას" ? - პასუხი კი არ ჩანდა. სწორედ ამიტომ მარჩელომ გადწყვიტა და ერთ საღამოს კატრინ რესოტრანში დაპტიჟა სადაც ბრილიანტის ბეჭედი აჩუქა და გაღიმებული ელოდა სატრფოსგან პასუხს "დიახ"- თუმცა კატრინმა სრულიად აუღელვებლად უპასუხა და უარი განუცხადა.

მგზნებარე სიყვარული მარჩელო მასტროიანი და კატრინ დენევეი

პირველი, რაც მარჩელომ ამის შემდეგ გააკეთა, რომში ფლორას დაურეკა. ასლუკუნებული ტელეფონის ყურმილში ყვიროდა:"ფლორა, მან მე უარი მითხრა! ფლორა, სიკვდილი მინდა!" პასუხად კი გაიგონა:"აბა, რას ელოდი მაგ ქარაფშუტასგან? ჩაალაგე ჩემოდანი და რომში ჩამოდი".
ფლორასთან ჩასვლის და დამშვიდების შემდგომ მარჩელომ გაიგო რომ კატრინი ბავშვეს ელოდებოდა.

როდესაც მარჩელომ შეიტყო, რომ კატრინი ბავშვს ელოდებოდა, რატომღაც დარწმუნებული იყო, რომ ნანატრი ბიჭი შეეძინებოდა, მაგრამ ქვეყანას კიარა მასტროიანი მოევლინა და მსახიობმაც თავისი ცხოვრების შეცვლა აღარ მოისურვა. "მთელი ცხოვრება ბიჭზე ვოცნებობდი. მაგრამ კიარამ ჩემი ცხოვრება უფრო გაალამაზა, მაგრამ ბიჭზე ოცნება ოცნებად დამრჩა".

1971 წლის 28 მაისს დაიბადა კატრინ დენევიეისა და მარჩელო მასოტრიანის ქალიშვილი კიარა შარლოტა მასტროიანი .მის ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა: მსახიობმა რამდენიმე ყუთი შამპანური იყიდა და ქუჩაში ყველა მსურველს უმასპინძლდებოდა:"ქალიშვილი შემეძინა! - ბედნიერების შეძახილით აყრუებდა მთელ კვარტალს და თან ამატებდა: - ვაღმერთებ ამ ბავშვის დედას".

მგზნებარე სიყვარული მარჩელო მასტროიანი და კატრინ დენევეი

მარჩელოს ეგონა რომ ბავშვი სააბოლოდ დააკავშირებდა კატრინთან თუმცა დენევეიმ მას ცოლობაზე უარი უთხრა ისევე, როგორც ოდესღაც როჟე ვადიმს, რომელმაც იგი ვარსკვლავად აქცია და ვისაც ვაჟი გაუჩინა. მეორე უარი მარჩელოსთვის დიდი დარტყმა იყო. წყვილის ურთიერთობა უარესდებოდა, ისინი სახალხოდ ჩხუბობდნენ. მათი რომანი იქვე დასრულდა, სადაც დაიწყო - გადასაღებ მოედანზე. როდესაც მსახიობების ქალიშვილი წლის გახდა, კატრინმა ისეთივე მშვიდი და უემოციო ხმით, უთხრა მარჩელოს, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა.

იგი პარიზში წავიდა, მარჩელო ფლორას დაუბრუნდა. დენევი არასოდეს უშლიდა მამას შვილის ნახვას, რომელიც თავდავიწყებით უყვარდა, სამწუხაროდ, მისი საყვარელ ქალთან ცხოვრების ოცნება მაინც არ ახდა

მგზნებარე სიყვარული მარჩელო მასტროიანი და კატრინ დენევეი

სიბერეში მსახიობს არასასიამოვნო სიურპრიზი ელოდა. ექიმებმა კუჭქვეშა ჯირკვლის სიმსივნე დაუდგინეს. მიუხედავად ამისა, მარჩელო კინოში თამაშზე უარს არ ამბობდა. პარადოქსია, რომ თეატრში მისი უკანასკნელი სპექტაკლი "უკანასკნელი მთვარე" იყო, სადაც მარტოსულ მამაკაცს თამაშობდა, რომელსაც გარდაცვლილი ცოლის აჩრდილი დაჰყვებოდა. იმისათვის, რომ საღამოს სპექტაკლი ეთამაშა და მაყურებლის ოვაციები დაემსახურებინა, დილიდან ქიმიოთერაპიის რთულ და მტკივნეულ კურსს იტარებდა. ცხოვრების ბოლო წუთამდე სჯეროდა, რომ სიკვდილი მასთან არ მოვიდოდა.

"სულ მგონია, რომ დიდ ხანს უნდა ვიცოცხლო. გიჟი არ გეგონოთ, სრულ ჭკუაზე ვარ, მაგრამ მჯერა, რომ მე ას წელზე მეტს ვიცოცხლებ", – ეს სიტყვები მსახიობის ბოლო ინტერვიუდანაა. რეალურად კი მარჩელო მასტროიანის სიცოცხლე 72 წლის ასაკში, 1996 წლის 19 დეკემბერს შეწყდა.

მგზნებარე სიყვარული მარჩელო მასტროიანი და კატრინ დენევეი

მგზნებარე სიყვარული მარჩელო მასტროიანი და კატრინ დენევეი

"კატრინი იყო ქალი, რომელმაც ყველაზე ბედნიერი გამხადა და თან ყველაზე უბედურიც. არ ვიცი, რატომ ვერ ხედავდა ჩემთან ერთად მომავალს. არ სჯეროდა, რომ მისი ერთგული ვიქნებოდი. არადა ჩემში ყოველთვის იყო ერთგული მამაკაცი, რომელიც ვერც ერთმა ქალმა ვერ დაინახა", – წერს მსახიობი მემუარებში.

მგზნებარე სიყვარული მარჩელო მასტროიანი და კატრინ დენევეი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

17


  • sophia თქვა:
    13 სექტემბერი 2012 09:54 - ID: 16,
    ვერ გავიგე ამ ქალის თუ უყვარდა რატო არ გაყვა ცოლად feel ვერ ვიტან ამ ქალს არც ფიზიკურად მომწონს am ისიც ვერ გავიგე რა აგიჟებდათ ამ კაცში ქალებს belay ნამეტანი უცნაური სიყვარულის ისტორია ქონიათ wink

  • elga თქვა:
    12 სექტემბერი 2012 22:54 - ID: 15,
    camilla
    პომპეზურად მინდოდა დაბრუნება მაგრამ არ გამომივიდა wink love

  • camilla თქვა:
    12 სექტემბერი 2012 22:14 - ID: 14,
    ულამაზესი და უნიჭიერესია კატრინი ასევე მარჩელოც love love მაგრამ რატომღაც როგორც წყვილი ერთად არ მომწონს winked ნიუსი ძალიან კარგია love
    elga,
    ვახ ვახ ვინ დაბრუნებულა რა სიურპრიზია wink love

  • tamo თქვა:
    12 სექტემბერი 2012 18:44 - ID: 13,
    რა დადებითი პიროვნება იყოო..ეს ქალი კიდე დებილი თუ არ უყვარდაა რას ათამაშებდა ?? შტერიი

    კარგი სიახლეა love

  • elga თქვა:
    12 სექტემბერი 2012 16:51 - ID: 12,

    Johnny depp
    მეც მომენატრე ქალი მაგრად love გილოცავ გოგონი მაგრად გამიხარდა love

  • Ana smiley თქვა:
    12 სექტემბერი 2012 16:24 - ID: 11,
    ვაუუ რა კარგი ნიუსი იყოოო love

  • Johnny depp თქვა:
    12 სექტემბერი 2012 15:01 - ID: 10,
    lalaa,
    დიდი მადლობა. love

  • lalaa თქვა:
    12 სექტემბერი 2012 14:57 - ID: 9,
    რა საინტერესო ნიუსი იყო თაააკოოოო love აქაც გილოცაავ love ისე რა საინტერესო და მოულოდნელობებით სავსე სიყვარულის ისტორია ჰქონდაათ love განსხვავებული რაღაც love

  • Johnny depp თქვა:
    12 სექტემბერი 2012 14:48 - ID: 8,
    keetaa,
    artblogi.blogspotcom,
    suslika,
    Anny_,
    ძააან დიდი მადლობა ყველას :*
    elga,
    ეკუნნნნ როგორ მომეანტრეეეე ჩემი ბიცოლა :DDD გოგო ენჯელი გავხდი :D wink

  • elga თქვა:
    12 სექტემბერი 2012 14:37 - ID: 7,
    გენაცვალოს ბიცოლა შენ ჩემი ჩკვიანი გოგოო
    მაგარი მაგარი წყვილი იყო და კარგი ნიუსიაა

  • Anny_ თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:59 - ID: 6,
    თააკ უმაგრესი ნიუსია, ყოჩაღ love

  • suslika თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:35 - ID: 5,
    ძAლიან მაგარი ნიუსია

  • keetaa თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:30 - ID: 4,
    ვაიმე ჩემო თაკუნკულიკო რა ნიუსებს აკეთებ ვაიმე ყველა შეუდარებელია აი მართლა ისეთ მაგარ ხალხზე დებ ნიუსებს სიტყვები არ მყოფნის ჩემი საყვარელი ადამიანებზე love ვგიჟდები ორივეზე მარჩელოზე რა ვთქვა მე სირცხვილიც კია ყველანაირად იდეალურია და ეს ქალი კიდე საოცარია ნამდვილი ფერია

  • Johnny depp თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:30 - ID: 3,
    Lucy,
    ვაიმე ძაან დიდი მადლობა :* love

  • Johnny depp თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:25 - ID: 2,
    Lucy,
    რისი მალდობა გაგიჟდი ? პირიქით შენ მადდლობა :*
    ელლეეეეეეეე აიი ვიცოდი რომ გაგიხარდეობდააააა მართალია ცოტა წავიკოჭლე და კარგი არ გამოვიდა მაგრამ მაინც გავგზავნე :D
    მეც აი ძალიან მომწონს საოცრად გალანტური იყო love

  • Marriiiammiii თქვა:
    12 სექტემბერი 2012 13:16 - ID: 1,
    ისე მართლა რა აგიჟებდათ ამ კაცში

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top