;

15 September 2012      McMurphy     Views 9742    
Category: Fun, Interesting

...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა
მცირე ინფორმაცია მწერლის შესახებ

კენ კიზი 1935 წლის 10 სექტემბერს დაიბადა ლა ჯუნტაში (კოლორადო) ფერმერის ფრედერიკ კიზის და ჟენევა სმიტის ოჯახში. 1946 წლიდან ოჯახი გადავიდა საცხოვრებლად ამერიკის შტატ ორაგონში. კენ კიზი საშუალო სკოლაში სწავლისას, ჭიდაობით იყო გატაცებული, მაგრამ მხარის ტამვის გამო ვარჯიში ვეღარ განაგრძო. 1953 წელს მან დაამთავრა Springfield-ის უმაღლესი სასწავლებელი. 1956 წელს ორეგონის კოლეჯში სწავლისას, ის შეხვდა მის სატრფოს Norma Haxby-ს, მათ სამი შვილი ჰყავდათ ჯედი, ზეინი და შენონი. კენის ვაჟი ჯედი 1984 წელს ავტოავარიას ემსხვერპლა.
კენ კიზიმ უნივერსიტეტში ჟურნალისტიკისა და ლიტერატურის საუნივერსიტეტო კურსები გაიარა, ასევე მუშაობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და 1962 წელს მან შეექმნა მეოცე საუკუნის ერთ-ერთი გავლენიანი რომანი "...გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა." რომანს ძალიან დიდი წარმატება ჰქონდა.
1963 წელს რეჟისორმა დეილ ვასერმანმა რომანი ბროდვეიზე დადგა. 1975 წელს კი მილოშ ფორმანმა რომანის მიხედვით ფილმი გადაიღო. ფილმმა, რომლემაც კინემატოგრაფიის ისტორიაში უიშვითეს წარმატებას მიღწია, მიიღო 5 მთავარი "ოსკარი"საუკეთესო ფილმის, რეჟისურის, მსახიობი ქალის, მამაკაცის და სცენარისთვის. ამან წიგნის პოპულარობა კიდევ უფრო გაზარდა. 1992 წელს მწერალს დიაბეტის დიაგნოზი დაუსვეს. 1997 წლიდან ჯანმრთელობის მდგომარეობა გაურთულდა და ინსულტიც გადაიტანა. ის გარდაიცვალა 2001 წლის 10 სექტემბერს 66 წლის ასაკში.
მისი ცნობილი გამონათქვამია:
"ძალიან ახალგაზრდა ბიტნიკობისათვის, მაგრამ ძალიან ხნიერი – ჰიპობისთვის".



მცირე ამონარიდები რომანიდან "... გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა"

" მაგრამ ქალი მაინც იძულებულია ერთხელ კიდევ იცვალოს ნირი, ერთხელაც შეინიღბოს და დროზე დამალოს ჭეშმარიტი, საზიზღარი სახე."

".. მერე საკუთარი ტექნიკაც შეასწავლა; ასწავლა სიძულვილი არასდროს გამოამჟღავნოო, მუდამ შეინარჩუნე სიმშვიდე, დაელოდე და აუცილებლად მოიპოვებ თუნდაც სულ მცირე უპირატესობას, აუცილებლად მოესწრები მსხვერპლის ოდნავ მოდუნებას და უკვე მერეღა გაადცვი ყულფი, მაგრად მოუჭირე და აღარსდროს, არასდიდებით აღარ მოადუნოო, მხოლოდ ასე მოიყვან ჭკუაზეო, დაარიგა."

" .. ის და შავი ბიჭები ერთმანეთს სიძულვილის მაღალი ძაბვის ტალღით უკავშირდებიან და შავი ბიჭებიც ლამის იქამდე ასრულებენ ქალის ნებისმიერ ბრძანებას, სანამ თვითონ ფიქრს დაამთავრებდეს."

"აღგზნებული წესრიგი, ყოველდღიური ერთფეროვნებით დაჰიპნოზებული სახეები..."

"იმათაც ისევე აქცევს მთელის აუცილებელ, კარგად მორგებულ ნაწილებად, როგორც ადრე თვითონ აქციეს. ასე და ამ გზით ვრცელდება ბაცილა."

"აქაური ჰაერი სიცილისვის მეტისმეტად მაგრადაა კედლებით შეკუმშული."

"თერაპიული საზოგადოების ეს თერაპია იმდენჯერ მომისმენია, ზეპირად შემიძლია ჩავაბულბულო თავიდან ბოლომდე და ბოლოდან თავამდე - როგორ უნდა მიეჩვიოს კაცი ჯგუფში არსებობას, ვიდრე ნორმალურ საზოგადოებაში ფუნქციონირებას შეძლებს; როგორ შეუძლია ჯგუფს, ნებისმიერ თავის წევრს საკუთარი ზადი დაანახვოს; როგორ წყვეტს საზოგადოება, და მხოლოდ საზოგადპება, ვინ ნორმალურია და ვინ არა, შენ კი საზოგადოების ერთ-ერთო რიგითო წევრო, კეთილი ინებე და მოერგე და შეეწყვე ამ საზოგადოებას! აი, ასეთ რამეებს გვასწვალის ცნობილი თეორია."

"ხედავთ, ეს ყველაფერი ერთი დიდი სისულელეა, ერთი დიდი სისულელე."

"მე ვერაფერს გავაწყობ, გესმით, ვერაფერს... არ გესმით? მე მკვდარი დავიბადე. თქვენ არა. თქვენ მკვდრები არ დაბადებულხართ. ოოოხხხ, რა ძნელი იყო...“

„მაგრამ მისი სიტყვები უკვე აღარც ჩივილია, აღარც მობოდიშება და აღარც გაფრთხილება – ამისთანები დიდი ხანია მოთავადა. ძველი საათივითაა, ზუსტ დროს ვეღარ აჩვენებს, მაგრამ არც ჩერდება; ისრებდაგრეხილი, ციფერბლატზე რიცხვებგადაშლილი, ენაჩავარდნილი, ჟანგიანზარიანი ძველი, უვარგისი კედლის საათივით – უბრალოდ, ჩვეულების გამო აგრძლებეს წიკწიკს და გუ–გუს ძახილს, თორემ არც წიკწიკი და არც ეს ძახილი აღარაფერს ნიშნავს.“

" ... დანარჩენებს კაცურად გაცინებისაც ეშინიათ. თავიდანვე მაგან დამცენტრა - არავინ რო არ იცინოდა. რაც აქ შემოვედი, ჯერ გულიანი სიცილი არ გამიგონია, როგორი ამბავია?! გაცინებაც თუ ვეღარ მოახერხე მორჩა, საბოლოოდ დაბრედილი ხარ. ქალი თუ ეგრე გაათამამე, სიცილიც რო დაგავიწყოს, დაგრხევია და ეგ არი. ეჭვიც თუ გაგიჩნდა, მგონი ბაჯობაო, ჩათვალე..."

[ჯეკ ნიკოლსონი, ფილმში: "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა"]

" თანამედროვე მსახვრალი მატრიარქატის წინააღმდეგ კაცს მხოლოდ ერთადერთი ნამდვილად ქმედითი იარაღი მოეძებნებბა, ოღონდ რათქმაუნდა ეს იარაღი სიცილი არ გახლავთ. არადა, ჩვენს მელანქოლიურად მოქანცულ და მოტიკაციურად გამოკვლეულ საზოგადოებაში ყოველწლიურად სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება, როგორ აქციოს უსარგებლოდ ის ერთადერთი იარაღიც და როგორ დაიპყროს ისინი, ვინც ერთ დროს დამპყრობლები იყვნენ."

"თავიდანვე ალალად გეუბნებით: მოთამაშე ვარ და წაგება არ მჩვევია."

"მოძრავი სამიზნისთვის მორტყმა მართლა ძნელი საქმეა."

"ზოგჯერ მავიწყდება კიდეც, რა ძალა აქვს სიცილს."

"ქალს ახლაც მშვიდი სახე აქვს, თითქოს სასურველი გამომეტყველების ნიღაბი შეკვეთით ჩამოუსხმევინებია და შეუღებინებია."

[ ლუის ფლეტჩერი, ფილმში: "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა".]

თუ გინდა დაამარცხო, არ კმარა, სამიდან ორჯერ ან ხუთიდან სამჯერ აჯობო: უკლებლივ ყველა შეტაკებაში უნდა დააჩოქო. თუ არადა, როგორც კი ოდნავ მოადუნებ სიფხიზლეს, როგორც კი თუნდაც ერთხელ დათმობ, საბოლოო გამარჯვება იმას დარჩება."

" .. როცა ვიღაც ნატრობს, ცხოვრება გაგიმწაროს, მთავარია უზრუნველი და უდარდელი კაცის იერი შეინარჩუნო, უკეთესად ძნელად გააღიზიანებ."

" .. ისეთი გრძნობა გეუფლებოდა, თითქოს ამოდენა აეროდრომზე მარტოდმარტო იყავი დარჩენილი. მტრისგან დაცული, მაგრამ ყველასგან მიტოვებული."

"მკაფიო სახის ცქერა ტკივილაც გაყენებს კი გაყენებს, თითქოს შიგნიდან ხედავ ადამიანს."

"მე ძველებურად ვტივტივებ - სიმარტოვეში კიდევ უფრო მეტად ჩაკარგული, ვიდრე როდისმე."

"წარსულიდან უეცრად ამოტივტივებულ მოგონებას, ვერაფერს მოუხერხებ."

" კაცი მართლა მაგარი ვერასოდეს გახდები ნებისმიერი მოვლენის ან საგნის სასაცილო მხარის დანახვაც თუ არ შეგიძლია."

"დიდხანს ვიყურებოდი სარკეში; თავს ვიტეხდი, რანაირად შეიძლებოდა, რანაირად ახერხებდა ვიღაც, ასეთი გმირობა გამოეჩინა და საკუთარი თავისთვის არ ეღალატა, იმად დარჩენილიყო, რაც სინამდვილეში იყო."

"ვგიქრობდი, არა, ეს მე არა ვარ, ეს ჩემი სახე არ არის-მეთქი. არც ვიყავი. მაშინაც კი, როცა ვცდილობდი ყველანაირად სარკეში დანახულ სახეს დავმსგავსებოდი, სინამდვილეში მე - მე არ ვიყავი. მაშინაც კი. უბრალოდ, ის ვიყავი, რაც ვჩანდი, რის დანახვაც სხვებს უნდოდათ. ეტყობა, მე არც არასდროს ვყოფილვარ მე."

"სხვებისგან გამიჯვნა, განმარტოება და საკუთარ საფიქრალში ჩაკეტვა მხოლოდ აძლიერებს თქვენს გაუცხოებას."

"ხანდახან კაცმა წყენა უნდა ჩაყლაპო კიდეც, რაღაცეებზე თვალი უნდა დახუჭო, სიამაყესაც მიაფურთხო."

"მამა ამბობს, ფრთხილად თუ არ ქენი, ასე თუ ისე ხალხი მაინც გაიძულებს ის აკეთო, რაც იმათი აზრით შეგეფერაბაო; არადა, ჯორივით თუ გაჯიუტდი, მაშინ მთელი ცხოვრება საპირისპიროს კეთებას გადაყვები, ოღონდ უკვე ვიღაცის ჯიბრითო."

[ "ვიღაცამ გუგულის ბუდეს გადაუფრინა".]

" ადრე არც მიფიქრია, სულიერი ავადმყოფობა ძალაუფლების გარკვეულ ასპექტსაც თუ შეიცავდა. არა, წარმოგიდგენიათ? თურმე რაც უფრო გიჟია კაცი, შეიძლება მით უფრო მეტი ძალაუფლება ჩაიგდოს ხელში. მაგალითად თუნდაც ჰიტლერი გამოდგება. მთელი ეს ამაოების ბაზარი გონებას გიფანტავს კაცს, არადა ღირს ამ ამბავზე სერიოზული დაფიქრება."

" კაცს ცვლილებას მაშინ შეატყობ, როცა დიდი ხნის უნახავს შეხვდები, ყოველდღე თუ უყურებ, დილა-საღამოს, ვერაფერს შეამჩნევ, რადგან ცვლილბა თანდათანობით ხდება."

" თუკი წონასწორობის შენარჩუნება გინდა, თუკი ცდილობ, ცხოვრებამ ჭკუიდან არ გადაგიყვანის, ყველაფერზე უნდა იცინო, რაც ტკივილს გაყენებს."

"ადრე თუ გვიან ადამიანები აუცილებლად მოიძულებენ იმათ, ვინც ჩვეულებრივზე მეტს აძლევთ - სანტა კლაუსებს, მისიონერებს, საქველმოქმედო ფონდების დამაარსებლებს, აუცილებლად უჩდებათ ეჭვი და მოსვენებაც ეკარგებათ, რა უნდათ, თვითონ რა გამორჩენა აქვთ ამ ყველაფრიდანო?"

" ძძძინ. ნუ ამთქნარებ იცოდე, საყვარელო ბიცოლა, მებადური ძველი, ქათმებს იჭერ ხელით... ცხრაკლიტურში კედავ, რას უპირებ ნეტავ... გუნდში სამი ბატი გვყავს, მეტი არ გაბადია... ერთი მოფრინდა ერთი გაფრინდა, გუგულის ბუდეზე სხვა გადაფრინდა... აყიყინდა - გამოდი, ჩვენ ეზოში ჩამოდი."

" ერთადერთი, რაც სიგიჟისკენ გიბიძგებს კაცს, საზოგადოების მხრიგან გამოვლენილი დაუნდობლობაა."

" ... იმ განცდამ დამაავდმყოფა, რომ საზოგადოების დიდი ვეებერთელა, მაკაცრად გახევებული საჩვენელი თითი მუდმივად ჩემკენ იყო მოშვერილი და მილიონხმიანი ქოროც - სირცხვილი, სირცხვილი-ო გუგუნებდა გაუთავებლად. ეტყობა, საერთოდ ესაა სხვანაირებთან საზოგადოების ურთიერთობის ფორმა."

"არა, სინამდვილეში არაფერი ეს არ ხდება. ეს კაფკას, მარკ ტვენის და მარტინის ფანტაზიების ერთობლივი ნაყოფია."



Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments



Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top