;

5 October 2012      Hermione...♥     Views 8845    
Category: Fun, Interesting

Gary Jules - Mad World

Powered by mp3skull.com

რა არის პეპლის ეფექტი? ეს ტერმინი იმ ფენომენის დასახასიათებლად გამოიყენება, როდესაც უმნიშვნელო და ხშირად შეუმჩნეველი მოვლენები უდიდეს ცვლილებებს იწვევენ ჩვენს სამყაროში. მეცნიერები ამ მოვლენის ახსნას უშედეგოდ ცდილობენ, მაგრამ წარსულში არსებული უამრავი მაგალითის წყალობით, მის არსებობაში ეჭვი არ ეპარებათ. თეორიულად, ნებისმიერ წვრილმანს შეუძლია სამყაროს შეცვლა, მისი წონასწორობის დარღვევა და/ან კვლავ წონასწორობაში მოყვანა. პეპლის ეფექტის მიმართ ინტერესი კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც გავრცელდა ლეგენდები, რომლებიც ამოუსხნელ ფენომენს ე.წ. პარალელურ სამყაროებთან კავშირს მიაწერენ.
პეპლის ეფექტი/პარალელური სამყაროები
პეპლის ეფექტი

სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ, მსხვილი სისტემაა, რომლის შემადგენელი ელემენტები ისეთი კანონზომიერებითაა დალაგებული, რომ მცირე ცვლილებაც კი უდიდეს გავლენას ახდენს მთელს სისტემაზე. თეორიულად, აზიაში მყოფი პეპლის ფრთების გაქნევას შეუძლია ავსტრალიაში ქარიშხალი გამოიწვიოს. ამ ფაქტის დამტკიცება შეუძლებელია, მაგრამ უამრავი მეცნიერი ამ თეორიას სავსებით ლოგიკურად მიიჩნევს. შემდგომში, სწორედ "პეპლის ეფექტის" თეორია დაედო საფუძვლად პარალელური სამყაროების არსებობას და მათში გამავალი გზის ძიებას, რაც პირდაპირ კავშირშია დროსა და სივრცეში მოგზაურობასთან.
პეპლის ეფექტი/პარალელური სამყაროები

პარალელური სამყაროები

1954 წელს, პრინსტონის უნივერსიტეტის ლექტორმა, ჰიუ ევერეტმა, გამოთქვა მოსაზრება პარალელური სამყაროების არსებობის შესახებ. ისინი მჭიდრო კავშირში არიან ჩვენს სამყაროსთან, მაგრამ მათში არის გარკვეული განსხვავებებიც. მაგალითად, ჩვენს სამყაროში მცხოვრები ადამიანი პარალელურ სამყაროში შესაძლოა დაბადებულიც არ იყოს; ხოლო აქ უკვე დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანი იქ უვნებელი ტკბებოდეს ცხოვრებით. ევერეტის თეორიის თანახმად, პარალელური სამყაროები სხვა განზომილებებში მდებარეობენ და მათი მიგნება სირთულის მიუხედავად, შეუძლებელი სულაც არ არის.
პეპლის ეფექტი/პარალელური სამყაროები

რა აკავშირებთ ერთმანეთთან პეპლის ეფექტსა და პარალელურ სამყაროებს?

ადამიანები ყოველდღიურად უამრავ შეცდომას უშვებენ, რაც დიდი გავლენას ახდენს არა მხოლოდ მათი, არამედ ყველა ჩვენთაგანის ცხოვრებაზე. ზოგჯერ, სულ მცორე შეცდომა შეიძლება ოჯახის ან კარიერის დანგრევის მიზეზიც კი გახდეს. როგორც მიხვდით, ეს მოვლენა ძალიან ჰგავს "პეპლის ეფექტის" ფენომენს. ადამიანებმა პატარა შეცდომების გამოსწორებისა და ამით დიდი უსიამოვნების აცილების მიზნით, იმ გზების ძიება დაიწყეს, რომლებსაც პარალელურ სამყაროებამდე მივყავართ.
პეპლის ეფექტი/პარალელური სამყაროები

მითი და/თუ რეალობა?

ალბათ, ნანახი გაქვთ ამერიკული ფილმი პეპლის ეფექტი, რომლის მთავარი გმირი წარსულის შეცდომების გამოსასწორებლად დროსა და სივრცეში (პარალელურ სამყაროებში) მოგზაურობს. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმში მეცნიერულად დადასტურებული მოვლენებიც კი დამახინჯებულადაა წარმოდგენილი. საქმე ის გახლავთ, რომ ფილმის მთავარი გმირი პარალელურ სამყაროებში ბავშვობაში დაწერილ დღიურებში აღწერილ ფაქტებზე კონცენტრაციის მეშვეობით "მოგზაურობს", მაგრამ შემდეგ აცნობიერებს, რომ ერთი შეცდომის გამოსწორებას მომავალში შეიძლება ადრინდელზე უარესი შედეგებიც კი მოჰყვეს და იდეალური მდგომარეობის ძებნაში რამდენიმე პარალელურ სამყაროს "გამოიცვლის". მეცნიერები დღემდე უშედეგოდ ცდილობენ პარალელური სამყაროების არსებობის დამტკიცებას, მაგრამ დარწმუნებულნი არიან, რომ მხოლოდ მოგონებებზე კონცენტრირებით დროსა და სივრცეში ვერ ვიმოგზაურებთ, სხვა განზომილებაში გადახვეწილ ადამიანს კი უკან დასაბრუნებელი გზა სამუდამოდ მოეჭრება.
პეპლის ეფექტი/პარალელური სამყაროები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top