;
6 ოქტომბერი 2012      Nina√     25 კომენტარი     ნანახია 3656-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

Neon Hitch - Billionaire (Who Fuckin' Cares)

Powered by mp3skull.com



თუ თქვენ ჩაატარებთ გამოკითხვას სათაურით თუ რასთან ასოცირდება პარიზი პირველ რიგში , 100 ადამიანიდან 100-ვე ერთი და იმავე პასუხს გაგცემთ და გეტყვით, რომ პარიზის სიმბოლო დიდებული ეიფელის კოშკია. ეს უზარმაზარი შენობა მსოფლიოში ტურისტებისთვის ყველაზე მიმზიდველი და განსაკუთრებულია. წარმოგიდგენთ რამდენიმე საინტერესო ფაქტს ეიფელის კოშკზე!

ეიფელის კოშკს ვერ იტანდნენ

დავიწყოთ იქედან, რომ ეიფელის კოშკი შეიძლებოდა არც კი აეშენებინათ. როცა ფრანგმა ინჟინერმა გუსტავ ეიფელმა 1887 წელს გადაწყვიტა დაედგა შენობა ქალაქის შუაგულში, ჩანაფიქრი უმალ კრიტიკის საგნად იქცა. ძალიან ბევრი ცნობილი პირი აკრიტიკებდა გუსტავს ამ იდეის გამო. მათ ხელიც კი მოაწერეს იმ დოკუმენტს, სადაც ისინი ეწინააღმდეგებოდნენ ეიფელის კოშკის აგებას.პროტესტი ძლიერდებოდა. ამბობდნენ, რომ ხალხს წლების განმავლობაში მოუწვდა ამ საშინელი რკინის ყურება, რომ ეს ნაგებობა საბოლოოდ დამახინჯებდა ქალაქს და შავი საფარივით გადაეფარობოდა ახლომდებარე შენობებს. ადამიანი, რომელიც ყველაზე მეტად ვერ იტანდა ეიფელის კოშკს, მწერალი ლი დე მოპასენი გახლდათ. მწერალი ხშირად სადილობდა კოშკის რესტორანში და ამის მთავარი მიზეზი მისი თქმით, ის იყო, რომ ეს ერთადერთი ადგილი იყო პარიზში, სიადანაც ვერანაირად ვერ შესძლებდით დაგენახათ ეს 'გულისამრევი' ნაგებობა.



ის უნდა დანგრეულიყო

ეიფელის კოშკი 1889 წელს ააგეს, როგორც დროებითი სტრუქტურა ფრანგული რევოლუციის მე-100 იუბილის აღსანიშნავად და ამავდროულად მისი აგების მთავარი მიზანი იყო ის, რომ ფრანგებს სურდათ მსოფლიოსთვის ენახებინათ თუ როგორი განვითარებული იყო ქვეყანაში ტექნოლოგია და ინჟინერია. დაგეგმილი იყო, რომ კოშკს 20 წლის შემდეგ აიღებდნენ, თუმცა იმ მიზეზის გამო, რომ ის ყველაზე მაღალი შენობა იყო მთელ მსოფლიოში და ხალხის ყურადღებასაც იპყრობდა, გადაწყვიტეს სამუდამოდ დაეტოვებინათ.



გადაულახავი ბარიერი ჰიტლერისთვის

II მსოფლიო ომის პერიოდში, სანამ ჰიტლერი პარიზში შემოვიდოდა 1940 წელს, ფრანგებმა ეიფელის კოშკის ყველა ლიფტი მოშალეს და მათი აღდგენა ომის გამო შეუძლებელი გახდა. შედეგად, ნაცისტმა ჯარისკაცებმა ეიფელის კოშკის სახურავზე ასვლა ვერ შესძლეს და შესაბამისად ვერც თავიანთი დროშა დაკიდეს. ხალხი დიდი აღფრთოვანებით საუბრობდა ამ ინციდენტის შესახებ და ამბობდა, რომ ჰიტლერმა შესძლო წინააღმდეგობის გაწევა საფრანგეთზე, მაგრამ ეიფელი კი ვერა და ვერ აიღო.

ფერადი ეიფელი

ეიფელის კოშკს სამ განსხვავეული ფერით ღებავენ. ყველაზე მუქით კოშკის ქვედა ნაწილი, ხოლო ყველაზე ღია ფერით შენობის ზედა ნაწილ(სახურავი) იღებება. ყოველი 7 წლის განმვალობაში ამ დიდებული სკულპტურისთვის 6 ტონა საღებავი იხარჯება.



ყველაზე მაღალი ადგილი რეკლამისთვის

პირველად ეიფელის კოშკში რეკლამა 1925 წელს გადაიღეს საავტომობილო კომპანია Citro(?)-სთვის. იმ დროს ეს სარეკლამო კამპანია იყო მსოფლიოში ყველაზე მსხვილი, ხოლო ეიფელი ყველაზე მაღალი ადგილი, სადაც ოდესმე რეკლამა გადაუღიათ.

მყარი კოშკი

ეს უზარმაზარი ნაგებობა ქარისგან არასდროს დაზიანებულა. ძლიერი ქარის დროსაც კი, ეიფელის კოშკის წვერი მხოლოდ 15 სანტიმეტრით იხრება. იმაღლის გამო მასზე მუშაობა ძალზედ ძნელი იყო და რისკი იმისა, რომ მუშებს დაშავებულიყვნენ, საკმაოდ მაღალი, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, სინამდვილეში მშენებლობამ მხოლოდ ერთი ადამიანი იმსხვერპლა.



მშენებლობა

ეიფელის კოშის მშენებლობას ინჟინრებმა 2 წელი 2 თვე და 5 დღე მოანდომეს და და მისი აგება 2 მილიონამდე დაჯდა. გუსტავმა გადაწყვიტა კოშკი ფოლადით აეგო, რათა დიდი მასა ჰქონოდა და ძლიერი ქარის დროს წვერი არ დაზიანებულიყო. მშენებლობაში 9441 ტონა ფოლადი გამოიყენეს. საერთო ჯამში ნაგებობა 10,100 ტონას იწონის, რომლიდანაც 7,300 სუფთა მეტალია. ყოველწლიურად ამ ბრწყინვალე ნამუშევარის სანახავად საფრანგეთში 200 მილიონი ტურისტი ჩამოდის.
















შესაძლებლობა რომ გქონდეთ წახვიდოდით პარიზში?

კი
არა
შესაძლებლობ რომ მქონდეს, სხვაგან წავიდოდი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

25


  • Sophie - თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 20:12 - ID: 25,
    დიდად არ მიყვარს, მაგრამ ნიუსი მართლაც რომ არაჩვეულებრივია love

  • LiZzz ... თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 12:10 - ID: 24,
    კაია მარა ნიუ იორკი მირჩევნია love

  • amanda თქვა:
    7 ოქტომბერი 2012 01:21 - ID: 23,
    ძალიან კარგი ნიუსია love

    ეიფელის კოშკის გარეშე პარიზი ვერ წარმომიდგენია :) ჩემი ოცნების ქალაქიი love

  • queen spears თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 23:01 - ID: 22,
    ვგიჟდები ამ ქალაქზე აი ძაან მიყავრს ჩემი ოცნებაა <3

  • beauty queen თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 21:45 - ID: 21,
    სიახლე არის ძააააალიან მაგარი მომეწოანა

  • best თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 20:48 - ID: 20,
    წასვლა მინდაააა

  • Ana smiley თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 19:52 - ID: 19,
    კიდეკაი თორე ამ საოცრების გარშე ხო დაგვტოვებნდენ feel love

  • Smiley :) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 18:07 - ID: 18,
    ერთ-ერთი ოცნება ^^
    კარგი სიახლეა ძალიან <3

  • suslika თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 18:06 - ID: 17,
    კარგიაააააააააა love

  • Ana-Rihanna თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 16:45 - ID: 16,
    მიუხედავად იმისა რომ ეიფელის კოშკი საფრანგეთის აქრიტექტურის შედევრებთან ვერც კი მივა მაინც მინდა ვთქვა რომ საკმაოდ ლამაზია... პარიზი კიდევ სრულყოფილება....

  • para_para_paradise თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 16:42 - ID: 15,
    რა მაგარი სიახლეაა love

  • Queen Q თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 16:38 - ID: 14,
    ვყოფილვარ პარიზში და ეიფელზეც ავსულვარ სულ ბოლოში და ვერ ავღწერ ისეთი საოცრება იყო! ულამაზესია ეიფელი და პარიზს ისეთ სილამაზეს ანიჭებს, ძალიან დიდი ცოდვა იქნებოდა რომ დაენგრიათ ❤
    ნიუსი არაჩვეულებრივია! love

  • Nina√ თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 16:11 - ID: 13,
    AaaNi,
    Melody),
    Summer Girl,
    SaLuKaAa,
    Nini)),
    ani:),
    QiQiTo:):),
    anna_ anna,
    lalaa,
    უღრმესი მადლობა ძალიან ძალიან მიხარია რომ მოგეწონათ love

  • lalaa თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 15:49 - ID: 12,
    ნინი ყოჩაააღ love უკარგესიი ხარ და უნიჭიერესიი

  • anna_ anna თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 15:42 - ID: 11,
    რა კარგი და საინტერესო ნიუსი იყო.. პარიზიიი... love

  • Mariami:) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 15:29 - ID: 10,
    love

  • QiQiTo:):) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 14:30 - ID: 9,
    ვაი...რა კარგი ნიუსია

  • ani:) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 13:46 - ID: 8,
    ჩემი ოცნები ქალაქია ვგიჟდები ვგიჟდებიიიიი...იმედია იმ 200 მილიონ ტურისტიდან 1 მე ვიქნები love
    ვერ ვიტან როცა ამბობენ პარიზში ეიფელის მეტი არაფერიაო ეს მათ დაბალ დონეზე მეტყველებfellow
    ნიუსი ფავორიტებშია winked

  • sophia თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 13:37 - ID: 7,
    საფრანგეთი,მონაკო,იტალია აი ქვეყნები სადაც ვოცნებობ რომ ვიმოგზაუროო love ეიფელი ხო საოცრებაააა love ის მხოლოდ და მხოლოდ თუ ალამაზებს პარიზს და არავითარ შემთხვევაში არ ამახინჯებს love

  • Nini)) თქვა:
    6 ოქტომბერი 2012 13:28 - ID: 6,
    Pარისიი ეიფელიი ძალაინ მიყვარსს აუცილებლად წავიდოდი love ნიუსიი სრულყოფილიაა love

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top