;
11 ოქტომბერი 2012      dakota-fan     20 კომენტარი     ნანახია 2697-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ყველა თქვენგანმა იცის, რომ კიბო იმ უსაშინლესი დაავადებების სიაშია,
რომელთა განკურნებაც ძალიან ძნელია, ხანდახან კი მკურნალობა დაგვიანებულია და აღარც იკურნება...

2007 წელს გარდაცვლილი ადამიანების 13% მსოფლიოში კიბო ჰქონდა..
ზოგიერთი სახის კიბო კი მხოლოდ და მხოლოდ ბავშვებს ემართებათ...

Childhood Cancer - ასე უწოდებენ 17 წლამდე ასაკის კიბოს დაავადების მქონე პაციენტებს.
ყოველდღიურად 46 ბავშვს უსვამენ კიბოს დიაგნოზს.
კიბო ყოველი 100,000 ბავშვიდან 14-ს ემართება და არავინ არ იცის ვინ იქნება ეს ბავშვი.


ამერიკის შეერთებულ შტატებში 2007 წელს 10,400 ბავშვი, რომელთა ასაკი 15 წელს ქვემოთ იყო
კიბოთი იყო დაავადებული, ხოლო 1545 ბავშვი ამ დაავადებას ემსხვერპლა კიდეც.
330 ამერიკელიდან 1-ს მაინც ემართება კიბო 20 წლის ასაკამდე.

ამერიკაში ყოველდღიურად 36 ბავშვს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს.
საშუალოდ ყოველი 5 სკოლიდან 1-ში მაინც სწავლობს ბავშვი რომელსაც სიმსივნე ჭირს.
სიმსივნე ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფაქტორია 15 წლამდე ბავშვების სიკვდილში.

ბავშვთა სიმსივნის გამომწვევი მიზეზები ჯერ ისევ უცნობია...
ბავშვების რიცხვი , რომლებსაც კიბო ჭირთ 20%-ით გაიზარდა 1960 წელთან შედარებით.
ბავშვების 35% რომელსაც კიბო სჭირს კვედება...

2 წელი სჭირდება იმას, რომ დადგინდეს, მართლა სჭირს თუ არა ბავშვს კიბო...


რამდენიმე დღის წინ კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა ავალანა,
ბავშვი რომელსაც უკანასკნელ დღეებში ძალიან ბევრი ადამიანი ედგა მხარში, მათ შორის 18 წლის ჯასტინ ბიბერიც.



ასევე რონანი, 4 წლის ბიჭი რომლის შესახებ ტეილორ სვიფტის დაწერილმა სიმღერამ
მსმენელი და თავად შემსრულებელიც აატირა.





ისტორიები, რომლებიც გულგრილს არ დაგტოვებენ:
◉ ბავშვებს ყოველთვის უკვირდათ, რატომ ჰქონდა მათ ერთ-ერთ მეგობარს თმა გადაპარსული. როდესაც გაიგეს ის, რომ მას სიმსივნე სჭირდა , თანაგრძნობის ნიშნად მათაც გადაიპარსეს თმა , რათა იმ ერთს თავი მარტოდ არ ეგრძნო...


◉ ელენის შოუში მისულმა ბავშვს, რომლსაც კიბო სჭირდა, ჰკითხეს, თუ როგორ რჩებოდა ისევ და ისევ ბედნიერი მიუხედავად ავადმყოფობისა, მან კი თქვა, რომ მას პატარა თევზმა უთხრა: "გააგრძელე ცურვა"


"ჩემს შვილს დაუსვეს სიმსივნის დიაგნოზი. მე ვუყურებდი , თუ როგორ იბრძოდა ის სიცოცხლისათვის და ცდილობდა მუდამ ბედნიერი ყოფილიყო... ამის შემდეგ მე მივხვდი, თუ როგორ უნდა მეცხოვრა. უნდა მეცხოვრა ისე , თითქოს ეს ჩემი უკანასკნელი დღე იყო. ჩემმა შვილმა მე ბრძოლა მასწავლა და დამანახა თუ როგორ უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი, მიუხედავად ყველაფრისა..."


ფილმი "my sister's keeper" (ლეიკემიით) კიბოთი დაავადებული გოგონას და მისი ოჯახის ოცხოვრებაზეა. ფილმი Jodi Picoult -ის ნოველის ეკრანიზაციას წარმოადგენს, რომელშიც მონაწილეობენ კამერონ დიასი, სოფია ვასილევა, აბიგაილ ბრესლინი.



მეტად რომანტიული სახით არის წარმოდგენილი ეს დაავადება ფილმებში:
Love Story, Walk to remember, Sweet November, Autumn in New York
Now Is Good, Restless, A Little Bit of Heaven

კომედიური სახით ფილმებში: 50/50, The Bucket List
და ფილმებში: Stepmom, My Life, Knockin' on Heaven's Door, Biutiful,
Terms of Endearment, Life as a House, Marvin's Room, Dying Young ...



2012 წლიდან წარმოებს ფეისბუქზე წამოწყებული კამპანია Beautiful and Bald Barbie, რომლის მიზანიც არის მიაწოდოს ხმა თოჯინების მწარმოებელ კომპანიებს და მათ შორის ყველაზე ცნობილი თოჯინა ბარბის მწარმოებელ ფირმა Mattel-ს რომ გამოუშვან ბარბის მოდელი, რომელიც იქნება თავხოტორა (თმის გარეშე) სიმსივნეთი დაავადებული ბავშვების გასამხნევებლად!

რადგან როგორც გამოკითხვამ აჩვენა ქიმიოთერაპიის და ძლიერ მედიკამენტოზური მკურნალობის შედეგად თავგადახოტრილი პატარა გოგონებისთვის უაღრესად მნიშნველოვანია მათი სათამაშო ბარბიც იზიარებდეს მათ გულისტკივილს და სილამაზის აიკონი ბარბი მაინც შთამბეჭდავად გამოიყურებოდეს თავგადახოტრილი, რაც დასტური იქნება იმისა, რომ სიცოცხლისთვის ბრძოლა მშვენიერებაა!

იდეა წარმოიშვა მაშინ, როდესაც 4 წლის ხენესის როდგირესმა მხოლოდ ერთ რამეზე დაიწუწუნა, რომ თავს ვეღარ გრძნობდა პრინცესად თმის გარეშე! სწორედ ეს გახლდათ პატარა ხენესისის სადარდელი, რომელიც ლონგ აილენდის საავადმყოფოს მძიმედ დაავადებულ ბავშვა ბლოკში თავის პატარა განუყრელ მეგობარ ბარბისთან ერთად მკურნალობდა.

თემატური სიახლე: angel.ge/index.php?cstart=3&newsid=91833


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

20


  • tatushkebe თქვა:
    16 ნოემბერი 2012 19:12 - ID: 20,
    sad რა საშინელებაა საწყალი პატარები sad

  • Leggo1616 თქვა:
    5 ნოემბერი 2012 13:36 - ID: 19,
    ვტირივაარ ;( ავტორ საღოლ მომეწონაა <3

    ტეილორის სიმღერა როგორ მომეწონა, საწყალი რონანი <3

  • taylorswift13love თქვა:
    13 ოქტომბერი 2012 21:45 - ID: 18,
    ტეი რა კეთილია sad სულ მეტირება რონანს რომ ვუსმენ

  • dakota-fan თქვა:
    12 ოქტომბერი 2012 22:31 - ID: 17,
    BarcaFan,
    kristi_,
    Taamoo,
    Ggvantsa,
    suslika,
    ძააალიან ძალიან დიდი მადლობა <3 ძალიან მიხარია რომ მოგწეონათ 3 დღე ვწერდი ზუსტად))
    lovelygirl,
    ძალიან საშინელებაა:(((([b]

  • anna_ anna თქვა:
    12 ოქტომბერი 2012 16:19 - ID: 16,
    sad

  • lalaa თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 23:33 - ID: 15,
    ვაიმე ცუდად ვარ :(

  • suslika თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 17:30 - ID: 14,
    კარგი სიახლეა ძAალიან
    ტეილორის ამ სიმგერაზე სულ მბურძგლავს
    ჩემი ფარველი ანგელოზიი ამ კინოზე ვაბოდეეებბ love

  • rdhsyeye თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 17:14 - ID: 13,
    ღმერთო დაიფარე ყველა recourse

  • Ggvantsa თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 16:17 - ID: 12,
    კარგი ნიუსია ყოჩაღ

  • nanka_nanka17 თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 16:05 - ID: 11,
    salome55555,
    მეც , მაგრამ მოვა დრო და დაამარცხებენ, მე მგონია არც კიდევ დიდხანს გაგრძელდება ასე,აუცილებლად გამოიგონებენ მკურნალობის საშუალებას, ასე იყო ადრე შავი ჭირი, ტუბერკოლიუზი თუ უამრავი რამ, უბრალოდ ბევრი ადამიანის სიცოცხლე ეწირება და ჩემთვის პირადად ტრაგედიაა , ეხლაც დამბურძგლა
    ყოჩაღ ავტორო

  • Taamoo თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 15:54 - ID: 10,
    ძალიან მაგარი ნიუსია love

  • Marriiiammiii თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 14:18 - ID: 9,
    მბურძგლავს ყოჩაღ რა ავტორო არაფერი მეთქმის უნაკლოა no

  • mariami თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 13:38 - ID: 8,
    recourse

  • krukuna თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 13:27 - ID: 7,
    კიბო მაქვს მემგონი

  • Miley_elle თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 12:10 - ID: 6,
    recourse

  • anii:):):) თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 12:03 - ID: 5,
    ღმერთო რა საშინელებაა გული მეტკინა

  • salome55555 თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 11:22 - ID: 4,
    ცუდად ვარ ყველაზე მეტად იმაზე მეშლება ნერვები რომ ამ დაავადებას ვერ ამარცხებენ რა გახდა ასეთი recourse

  • kristi_ თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 10:49 - ID: 3,
    ვაიმეე ღმერთო ყველა დაიფარე sad ძალიან მაგარი ნიუსია request

  • BarcaFan თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 07:42 - ID: 2,
    ცრემლები წამომივიდა მართლა ! კარგა ხანია სტატიას ჩემზე ესეთი შთაბეჭდილება არ მოუხდენია ! ბრავო ავტორს !!!

  • lovelygirl თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 02:25 - ID: 1,
    რა ცოდოები არიან გული დამეწვაა .... ჩემი ბიძაშვილიც კიბოთი დაიღუპა 9 წlის ასაკში და ვიცი რა მტკივნეულია ეს ყველაფერი ვიცი როგორ იტანჯებიან ეს ბავშვებიი sad recourse

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top