;
10 ოქტომბერი 2012      chyipina     11 კომენტარი     ნანახია 3939-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ქართულ ინტერნეტ სივრცეში, ქალბატონების საყვარელ საიტზე რომესაც 46 ათასი ადამიანი ყოველდღე
სტუმრობს, მოდის და ვარსკვლავების მოყვარულთა შორის, ალბათ მოიძებნებიან ფემინისტებიც. ერთი
შეხედვით სიტყვა "feminist" თავის შინაარს ყველასთვის გასაგებ ენაზე შიფრავს. თუმცა ის არ გულისხმობს
მხოლოდ ქალების უფლებების წინ წამოწევას და დაცვას. მას გააჩნია რამდენიმე ქვე დანაყოფი, რომლებიც
"სუსტი სქესის" უფლებების დაცვის პასუხისმგებლობას სსხვადასხვა სფეროში ინაწილებენ.

ალბათ ყველა ქალბატონის ინტერესებში შედის ერკვეოდეს ფემინიზმში, ეს ხომ საკმაოდ სერიოზული
საზოგადოებრივი და პოლიტიკური მოძრაობაა. ასე რომ, მოდით უკეთ გავეცნოთ თუ ვინ იცავს ჩვენს
უფლებებეს - სოციალურ, კულტურულ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ პირად საკითხებში.



ფემინიზმი


ეს ასე იყო ოდითგანვე და დღესაც ასეა, ქალბატონებს კვლავაც მოიხსენიებენ "სუსტი სქესის" წარმომადგენლის
ტიტულით. თუმცა ფემინიზმის წარმომადგენლები შეიძლება ითქვას, რომ პირველ რიგში სწორედ ამ წოდებას
აპროტესტებენ. მათი მოსაზრებების თანახმად, ქალის უფლებები მაქსიმალურად უნდა იყოს აყვანილი მამაკაცის
უფლებებამდე. და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ფემინისტები არა მხოლოდ ქლაბატონები არამედ დიდი
რაოდენობით მამაკაცებიც არიან. ისინი დიდი ტრიუმფით აღნიშნავენ ქალთა დღეს, აწყობენ მშვიდობიან
აქციებს, თამამად გამოხატავენ პროტესტს და ყველაზე მთავარი - ისინი იცავენ ქალთა უფლებებს!

ფემინიზმი


ზოგადად ფემინიზმის ფუძემდებლები ძველ ჩინეთში ცხოვრობდნენ. თუმცა, ფემინიზმი როგორც ასეთი,
მიმდინარეობა მხოლოდ მე18 საუკნეში ჩამოყალიბდა. ფემინიზმის ფუძემდებელს ხანდახან უწოდებენ
ქალბატონ მერი უოლსთოუნქრაფტს რომელმაც ამავე საუკუნეში გამოსცა წიგნი სახელად
"განცხადება ქალთა უფლებების შესახებ" - რომელიც, პირდაპირი პროტესტი იყო ქლათა ჩაგვრის
წინააღმდეგ მიმართული. ფემინიზმის პირველი მაქსიმალური გააქტიურება კი მოხდა იმისთვის
რომ მანდილოსნებს მიეღოთ არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იმის შემდეგ რაც ქლბატონებმა
მიიღეს არჩევნებში მონაწილეობის უფლება, მათი მოთხოვნები გაიზარდა და პოლიტიკაში თამამად
ჩართვის უფლებებისთვის დაიწყეს ბრძოლა.

ფემინიზმი


როგორც უკვე ავღნიშნე, არსებობს ფემინიზმის ქვე დარგები. მათგან ძირითადი და ყველაზე პოპულარულია:
ლიბერალური, რადიკალური, ლესბოსური, ანტირასისტული, კულტურული და ფსიქოანალიტიკური
ფემინიზმი. სწორედ ამ სფეროებში ხდება ყველაზე ხშირად ქალთა ჩაგვრა, და სწორედ ამ საზოგადოებრივი
დაჯგუფებების წარმომადგენელი ქალბატონები საჭიროებენ ყველაზე მეტად დაცვას. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა
იყოს თანამედროვე, ცივილიზებურ სამყაროში მოიძებნებიან რასისტები, რომლებიც ღიად გამოხატავენ
სიძულვილს სხვადასხვა რასების მიმართ ანუ არ ერიდებიან ღია დისკრიმინაციას. ფემინისტები კი მხოლოდ და
მხოლოდ მაქსიმალურ ჰუმანურობას, ტოლერანტობას და ლიბერალობას მოითხოვენ.

ფემინიზმი


ყველაზე მძიმე და შემზარავი ჩაგვრა ხორციელდება ლესბოსელი ქალების მიმართ.
მიუხედავად, მსოფლიოს ზოგად ფონზე არსებული ჰუმანური დამოკიდებულებისა სექსუალური უმცირესობების
მიმართ, ლესბოსელი ქალბატონები მსოფლიოს ყველაზე დიდ ქალაქებშიც კი ხდებიან ჩაგრულები. თუნდაც
მაგალითი ვეძიოთ თანამედროვე კულტურაში - უამრავი ფილმი, მუსიკალური ნაწარმოები თუ ხელოვნების
სხვა დარგი მოგვითხრობს ლესბოსელი ქალების ჩაგვრის ამბებს. ეს ფემინიზმის მიმდევრებისთვის ყველაზე
შემზარავი რეალობაა, ლეზბიანები ისევე ხშირად ხდებიან სექსუალური ძალადობის მსხვერპლნი როგორც
სექსუალური უმრავლესობის წარმომადგენლები.
თუმცა ფემინისტა შეხედულებების თანახმად ასეთ ძალადობას
ლესბოსელი ქალბატონები უფრო მტკივნეულად განიცდიან.

ფემინიზმი


ტრეფიკინგი - ეს გახლავთ კიდევ ერთი შემზარავი რეალობა თანამედროვეობაში
და მსოფლიო სტატისტიკის თანახმად ტრეფიკინგის მსხვერპლნი ხშირ შემთხვევაში სწორედ ქალაბტონები
არიან. სწორედ ასეთი ქლაბატონებისთვის ყველა დიდ ქალაქში არსებობს, არასამთავრეფო ფემინისტთა
ორგანიზაიცები, სადაც მაქსიმალურად ცდილობენ დაიცვან ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალბატონების
უფლებები. თუმცაღა, სამწუხარო რეალობის ფონზე ასეთ ქალბატონებს ძალიან მცირე შემთხვევაში ეძლევათ
შანსი ამ ორგანიზაციებს დაუკავშირდნენ, ან უფრო მძიმედ რომ ვთქვათ ამ ორგანიზაციებამდე მიაღწიონ.

ფემინიზმი ფემინიზმი


რაც შეეხება ფემინიზმს საქართველოში, გასულ ზაფხულს ჩვენს ქვეყანაშიც ჩატარდა ქალთა მხარდამჭერი
უფრო სწორედ ქალთა ჩაგვრის საწინააღმდეგოდ მიმართული მშვიდობიანი აქცია. სადაც, რაოდენ
გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩვენი ქვეყნის ფონზე თამამად ჟღერდა ყველას პროტესტი ფემინიზმის სხვადასხვა
დარგში. ყოველ შემთხვევაში, ეს მიმდინარეობა ყველა ქვეყანაში მიღებული და აღიარებულია, ასე რომ
ფემინისტები თამამად აფიქსირებენ თავიანთ შეხედულბებს ნებისმიერ თემაზე და ამაყობენ რომ ისინი
ამ საქმეში არიან ჩართულნი.

ფემინიზმი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

11


  • saliome თქვა:
    14 ოქტომბერი 2012 01:43 - ID: 11,
    კარგი ნიუსი იყო, ფავორიტებში... fellow

  • m a r i თქვა:
    12 ოქტომბერი 2012 16:32 - ID: 10,
    ყოჩაააღ!

  • QiQiTo:):) თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 16:11 - ID: 9,
    ვაუ მაგარია

  • Mari Glonti თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 15:35 - ID: 8,
    სუპერ სტატია იყო love

  • psiqologia თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 14:48 - ID: 7,
    არანარი სექსიზმი.

  • Johnny depp თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 14:38 - ID: 6,
    თათია სიტყვები არ მოყფნის , რიგირი დახვწეილი, სასიამოვნო და საინტერესო ნიუსი იყო !!! ვაფასებ შენს შრომას ! უაგმრესი ხარ რომ ასეთ მაგარ ნიუსებს ამაზდებ ! ხო გითხარი ყველა თემაზე ავლენ რომ პროფესიონალი ხარ ! love

  • Marriiiammiii თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 01:12 - ID: 5,
    მე მგონი უნაკლო ნიუსადაც შეიძლება ჩაოთვალოს თემაც მაგრადააა არჩეული აი ნამდვილი საინტერესო საკითხავი ასე რომ რა მეთქმის feel

  • suslika თქვა:
    10 ოქტომბერი 2012 23:19 - ID: 4,
    კარგი სიახლეა , არა კარგი არა, შესანიშნავი
    ყოჩაღ love

  • keetaa თქვა:
    10 ოქტომბერი 2012 23:17 - ID: 3,
    ვაიმე მალადეც უმაგრესი გოგო ხარ სიტყვები არ მყოფნის რამხელა ნაშრომია და როგორ კარგად გაქვს დაწერილი მაგარი ხარ რა !!!!!! სუპერ

  • elga თქვა:
    10 ოქტომბერი 2012 23:16 - ID: 2,
    უმაგრესი ნიუსი იყო მაგრად მომეწონა.
    მაინც არ არის ისე რომ ქალიც და მამაკაციც თანასწორია დარწმუნებული ვარ არცერთი მამაკაცი მაგას არ აღიარებს,.
    საწყალი ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალები დღესაც რომ ხდება ესეთი სადისტობა.
    უი ეხლა ტრეფიკინგზე გამახსენდა the killers- Goodnight Travel well. magari simgeraa

  • tamo თქვა:
    10 ოქტომბერი 2012 22:27 - ID: 1,
    ყოჩაღ საინტერესო სიახლე იყო

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top