;
11 ოქტომბერი 2012      B-)))     9 კომენტარი     ნანახია 5526-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

ლუვრის მუზეუმი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ძვირადღირებული მუზეუმია რომელიც, პარიზის შუაგულშია განთავსებული. ლუვრის კოლექცია მე-16 საუკუნეში დაარსდა როგორც, მეფე ფრენსის I-ის საკუთარი კოლექცია. ერთ-ერთი ცნობილი ნახატი რომელიც, მან შეიძინა იყო მონა ლიზა. კოლექცია თანდათან მეფეთა შემოწირულობებით და შესყიდვებით გაიზარდა 1793 წელს, საფრანგეთის რევოლუციის დროს, ლუვრი გახდა ხელოვნების ეროვნული მუზეუმი და კერძო სამეფო კოლექცია საზოგადოებისათვის გაიხსნა. მუზეუმის კოლექცია დაახლოებით 1 მილიონ ნაწარმოებს ითვლის, რომლის დაახლოებით 35,000 გამოფენილია. კოლექცია მრავალფეროვანია და მოიცავს რამოდენიმე პერიოდის ხელოვნების ნიმუშებს. ლუვრის მუზეუმში შესვლის შემდეგ, ტურისტს წინ შენობის სამი ფრთა ეშლება Sully, Richelieu და Denon.
ლუვრი

ლუვრის "სალის" ფრთა შენობის უძველესი ნაწილია, მეორე სართულზე განთავსებულია საფრანგეთის ფერწერის და გრაფიკის კოლექცია. პირველ სართულზე "სალის" ფრთა კოლექციის უძველეს ნაწილებს მოიცავს, 30 ოთახში განთავსებულია ეგვიპტის სიძველენი, ერთ-ერთი მათგანია ფარაონ რამსეს მეორეს ქანდაკება. პირველ სართულზე განთავსებულია აფროდიტეს ძეგლი. ქვედა სართულებზე ციხესიმაგრეების ნარჩენების ხილვაა შესაძლებელი.
ლუვრი

19 საუკუნის ნახატები ევროპის მასტაბით განთავსებულია მეორე სართულზე, Richelieu-ს ფრთაში.ის მოიცავს სამაგისტრო მხატვრების ნამუშევრებს როგორიცაა რუბენსი და რემბრანდტი. პირველ სართულზე, დაცულია დეკორატიული ხელოვნების კოლექცია როგორიცაა საათი, ავეჯი და სხვა.. ამავე სართულზე განთავსებულია ნაპოლეონ III-ს ბინა რომელიც, მნახველს უქმნის წარმოდგენას თუ როგორი იყო ლუვრი როდესაც სამეფო სასახლედ გამოიყენებოდა. ქვედა სართულზე ქანდაკებების კოლექციის ხილვაა შესაძლებელი.
ლუვრი

დენონის ფრთა ყველაზე ხალხმრავალი ფრთაა მთელ ლუვრის მუზეუმში, ამის მიზეზად შეიძლება მონა ლიზა ან ლეონარდო და ვინჩის ქალის პორტრეტი დავასახელოთ რომელიც, პირველ სართულზეა განთავსებული. არსებობს სხვა შედევრები თუმცა, მათ შორის ასევე გამორჩეული ყურადღებით სარგებლობს ჟაკ ლუი დავითის ნახატი რომელზეც ასახულია ნაპოლეონ I-ის კურთხევა. ბერძნული მარმარილოს ქანდაკება გამოსაჩენ ადგილასაა განთავსებული, ქანდაკებას Winged Victory of Samothrace ჰქვია და ისიც ერთ-ერთი ყურადღების ცენტრია. დენონის ფრთის პირველ სართულზე განთავსებულია რომაული და ეტრუსკული სიძველენი ასევე, ნამუშევრები რენესანსის დასაწყისი ეპოქიდან.
ლუვრი

ლუვრი შეიქმნა რამოდენიმე ფაზად, თავდაპირველად აგებული იყო როგორც ციხე მეფე ფილიპ II-ის მიერ მეთორმეტე საუკუნეში, მეთოთხმეტე საუკუნეში მეფე ჩარლზ მეხუთეს მეფობისას ის საგრძნობლად გაფართოვდა. მისი პირველი გამოჩენა როგორც, სასახლე მე-15 საუკუნეში მოხდა. მე-16 საუკუნეში კი ის საგრძნობლად გაფართოვდა. 19 საუკუნეში მეორე იმპერიის დროს, ლუვრი კვლავ საგრძნობლად გაფართოვდა და შეემატა ახალი ფრთა. უახლესი გარდატეხა კი, შუშის პირამიდაა რომელიც ფუნქციონირებს როგორც მუზეუმის მთავარი შესასვლელი. ის 1989 წელს ააშენა ამერიკელმა არქიტექტორმა.
ლუვრი

ლუვრი

ლუვრი

ლუვრი

ლუვრი

ლუვრი

ლუვრი

ლუვრი

ლუვრი

ლუვრი

კატეგორია: საინტერესოა
Tags:

9


  • Ana-Rihanna თქვა:
    12 ოქტომბერი 2012 14:51 - ID: 9,
    აი ავტორო როგორ მიყვარხარ ვერც კი წარმოიდგენ.... შესანიშნავი ნიუსები გაქვს.. ჯერ პარიზზე, მერე ეიფელის კოშკზე ახლა კიდევ ლუვრზე....ვაუ.....მმმმ..... და ძალიან ძალიან გთხოვ ასეთი სიუსი ტრიუმფალურ თაღზეც დადო.... დიდი მადლობა წინსაწარ..

  • lalaa თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 20:11 - ID: 8,
    უუ ძაან მაგარიააა ბაბიიიკ love

  • Rainbow თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 19:42 - ID: 7,
    საოცრად მინდა ლუვრში request

  • sopho) თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 19:19 - ID: 6,
    რამდენჯერ იდო ლუვრზე?

  • ani:) თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 19:11 - ID: 5,
    ჩემი ოცნებაა აქ მოხვედრა <3 feel

  • Ana smiley თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 17:19 - ID: 4,
    ვაუ კარგიაა love

  • -Diana- თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 15:18 - ID: 3,
    - როგორ მინდა ლუვრში feel



    ___________________________________

    If you die you're completely happy and your soul somewhere lives on. I'm not afraid of dying. Total peace after death, becoming someone else is the best hope I've got - Kurt Cobain
    Twitter ☮

  • Marriiiammiii თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 01:16 - ID: 2,
    feel feel

  • qeto_ თქვა:
    11 ოქტომბერი 2012 00:46 - ID: 1,
    Paris .... love news istvis madloba :*

ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top