;

20 October 2012      FAME     Views 7831    
Category: Fun, Interesting

ქართული კინო დაიბადა 1908 წელს და შესაბამისად მას დიდი და მდიდარი ისტორია აქვს.(მასზე სასაუბროდ ერთი საიხლე ნამდვილად არაა საკმარისი). პირველი ქართული კინო ქართული მიწის ფარგლებს გარეთ, ბაქოში იქნა გადაღებული და ყველა ქართველი ქართული კინოს ოქროს თარიღისთვის ვასილ ამაშუკელს უნდა უხდიდეს მადლობას, რადგან სწორედ მან გადაიღო პირველი ქართული9დოკუმენტური) ფილმი.


წლების განმავლობაში ქრათული კინო იხვეწებოდა და საპატიოდ დაიკავა თავისი ადგილი, როგორც საბჭოთა, ასევე მსოფლიო კინომატოგრაფიაში და მან იქონია თავისი გავლენა კინოს ფორმირებასა და განვითარებაში. დღეს კი ქართული ფილმები მსოფლიოს ოქროს ფონდის ნაწილია.
იტალიელი გენია ფედელიკო ფელინი ქართულ კინოზე ამბობდა : ,ქართული კინო უჩვეულო ფენომენია, სპეციალური, ფილოსოფიური ნათება, რთული და ამავე დროს ბავშვურად წმინდა და უმანკო. მასში ყველაფერია, რაც მე მატირებს და მინდა გითხრათ, რომ ეს (ჩემი ატირება) არც ისე ადვილია"
1928 წელს ეკრანებზე გამოვიდა პირველი ქართული მხატვრული ფილმი ,,ქრისტინე'', რომელიც გერმანე გოგიტიძის დაუღალავი შრომის შედეგად მოევლინა დღის შუქს.
ქართული კინო
ქართული კინო


ამის შემდეგ უკანა პლანზე იწევს, მანამდე გაბატონებული დოკუმენტური ჟანრი და ფართო ასპარეზს მატვრულ კინოს უთმობს, რომლის განვითარებაში უდიდესი როლი შეასრულეს მიხეილ კალატოზიშვილმა, მიხეილ ჭიაურელმა, კოტე მიქაბერიძემ, ნიკოლოზ შენგელაიამ და რათქმაუნდა კოტე მარჯანიშვილმა.

ოროცდაათიანი წლებიდან ქართულმა კინომ ახალ დონეზე აინაცვლა . ბევრი ფილმი საბჭოთა ცენზურას შეენაცვლა. თუმცა საბჭოთა დაფინანსებით იქმნებოდა კინოს შედევრები. ამ დროისთვის გამოჩნდნენ ელდარ და გიორგი შენგელაიები. შემდგომი ათწლეული კი ქართულ კინოში საბჭოთა ცენზურის წინააღმდეგ ფარული ბრძოლა და საპროტესტო ფაბულის მატარებელია. ამას დისიდენტურ კინოსაც უწოდებენ. სწორედ ეს ხანა ითვლება ქართული კინოსნ აღორძინების ხანად.


ქართული კინო
ქართული კინო


ამ პერიოდიდან კინო საქართველოში სტაბილურად ვითარდებოდა. მალე საბჭოთა კავშირის ცენზურა გაქრა და თან გაიყოლა თავისი ფულიც, გაქრა თვითონაც ბოროტების იმპერია. ოთხმოციანი წლები მეტად რთულია ხელოვანებისთვის და მთელი რიგი ნიჭიერი რეჟისორები, მსახიობები, სცენარისტები ტოვებენ ქვეყანას.
ოთხმოცდაათიანი წლები კი ისეთივე ბნელია ქართული კინოსთვის, როგორც თვითონ ქვეყნისთვის. ამ პერიოდში გამოდის ფილმების მინიმალური რაოდენობა და მათი უმეტესობა მდარე ხარისხის, სამოციანი წლების ტრადიციებსა და ღირსებას მოკლებული.
მოგვიანებით 2005 წლიდან შეინიშნება მდგომარეობის შედარებით გამოსწორება. ჩანს ინტელექტუალური კინოს კეთების მცდელობები. მაყურებელი მეტ-ნაკლებად ბრუნდება ეკრანებთან.

ქართული კინო
ქართული კინო




ქართული ფილმები გადიოდნენ ქვეყნის საზღვრებს გარეთაც.
ოსკარზე წარდგენილი იყო მხოლოდ ერთი ფილმი _ ,,შეყვარებული მზარეულის 1001 რეცეპტი.''
კანზე კი უფრო უმართლებდა ქართულ კინოს, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში იმჟამინდელი სიტუაციის მიუხედავად რამდენიმე ქართულმა ფილმმა მოახერხა ოქროს პალმის რტოს დასაკუთრება.
ქართული კინოს ვარსკვლავი სესილია თაყაიშვილის დანახვა შესაძლებელია ,,pink floyd_ის'' კლიპში.
საბჭოთა ქართულმა ხელოვნებამ მოახერხა შეექმნა კინო-მიუზიკლები და მელოდრამებიც კი რომლებიც ჰოლივუდურ ნაწარმს არ ჩამოუვარდება.
აღსანიშნავია ფაქტი, რომ უცხოელები საბჭოთა კავშირისგან ყველაზე დიდი რაოდენობით ქართულ ფილმებს ყიდულობდნენ. როცა გაღიზინებულმა რუსმა ჩინოვნიკებმა ფრანგებს უარი უთხრეს ქართული ფილმების მიყიდვაზე საფრანგეთის წარმომადგენლება უთხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში არც ისინიც გაყიდიდნენ თავიანთ ფილმებს, თუნდაც ეს ეკონომიკურად ძალიან დიდი ზარალს მიაყენებდა ფრანგულ კინომატოგრაფს, ამ გადაწყვეტილებამ საბჭოთა ხელისუფლება დათმობაზე წაიყვანა, რადგან ფრანგული კომედიები იმ დროისთვის ძალიან პოპულარული იყო კავშირში.
ქართული კინო წარმოუდგენელია მუსიკის გარეშე, შესანიშნავი მუსიკის შექმნაში კი უდიდესი წვლილი მიუძღვის გია ყანჩელს.





ყველაზე დიდმა კინოპორტალმა ,,IMDB'' გამოაქვეყნა ყველა დროის ათი საუკეთესო ქართული ფილმი. ეს კინოშედევრებია :


1 ,,მონანიება''


ქართული კინო




2 ,,ჯარისკაცის მამა''



ქართული კინო




3 ,,უძინართა მზე''


ქართული კინო



4 ,,ცისფერი მთები, ანუ დაუჯერებელი ამბავი''


ქართული კინო



5 ,,ფესვები''



ქართული კინო



6 ,,დიდი მწვანე ველი''



ქართული კინო



7 ,,ფიროსმანი''


ქართული კინო




8 ,,ქუჩის დღეები''



ქართული კინო




9 ,,ნაძვის დღე''


ქართული კინო



10 ,,არაჩვეულებრივი გამოფენა''


ქართული კინო


Category: Fun, Interesting
Tags:

Related
Share it
Comments

« 1 2 3 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top