;

26 October 2012      Johnny depp     Views 7869    
Category: Fun, Interesting

რა არის სიბერე ?


დაბადება, ბავშვობა, ახალგაზრდობა, სიმწიფე და სიბერე ესაა გზა რომელიც ყველა ჩვენგანის
გასავლელია ვინაიდან ყველა ჩვენგანის ცხოვრებაში დგება ასაკი, რომლსაც შეცდომით სიბერეს მივიჩნევთ ,
მაგრამ მას ხანდაზმულობასთან საერთო არაფერი აქვს .
სიბერე...

(Alphaville) - Forever.Young

Powered by mp3skull.com


იყო მოხუცი _ ისეთივე შესანიშნავი და აუცილებელი ამოცანაა, როგორც იყო ახალგაზრდა,
ისწავლო სიკვდილი და სიკვდილი ისეთივე საპატიო ფუნქციაა, როგორც სხვა ნებისმიერი, იმ პირობით,
თუ ეს სრულდება ყოველგვარი სიცოცხლის აზრისა და სიწმინდის წინაშე მოწიწებით, კრძალვით.

სიბერე ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპია: დრო. როდესაც მწვერვალიდან მიდიხარ ქვემოთ,
მთის ძირში..

სიბერე ჩვენი ცხოვრების საფეხურია, რომელსაც, ისევე როგორც მის სხვა ეტაპებს, აქვს საკუთარი სახე,
საკუთარი ატმოსფერო და ტემპერატურა, საკუთარი სიხარული და დარდი.
..
სიბერე...

სიბერე ის დროა როცა უბრალოდ უნდა დაჯდე და დატკბე განვლილი ცხოვრების მოგონებებით, დაკარგული მეგობრების,
ლამაზი დღეების, მხიარული თავგადასავლების გახსენებით, მაშინ ყველა წყენა და ტკივილი გავიწყდება ალბათ…

სიბერე ალბათ ის დროა როცა უნდა თქვა და გააკეთო ის რისიც ახალგაზრდობაში გეშინოდა, როცა წარსულში დაშვებული შეცდომები აღიარო და მოინანიო .

სიბერე ის დროა, როცა ყველაფერი იცი, მაგრამ აღარავინ აღარაფერს გეკითხება.. როცა გრძნობიდან-თანაგრძნობაზე გადადიხარ.
ყველაფერი ბებერი, ყველაფერ ახალ მიჩვეულებს მალე ბეზრდებათ და ზიზღდებათ..

სიბერე არის საშუალება, რომ გადახედო შენს წარსულს და
და იფიქრო წარსულ შეცდომებზე, რადგან უკვე სიკვდილი გელოდება. სიბერეში ყველაფერს ხვდები.


სიბერე...

სიბერე სულ ორი ნაბიჯით უსწრებს სიკვდილს…-*ლევ ტოლსტოი*

თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი რაასაც იმსახურებს-*კოკო შანელი*

ყველა ქალი ახალგაზრდაა, უბრალოდ ზოგი სხვებზე ახალგაზრდააა- *მარსელ აშარი*

დაითვალე წლები ისე, როგორც ფული და მიხვდები, რომ ის ძალიან ცოტაა. - *მაგდალენა*
.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ენდოთ ქალს, რომელიც თავის ასაკს არ მალავს. ასეთმა ქალმა ყველაფერი შეიძლება თქვას..-*ოსკარ უაილდი*

სიბერე...სიბერე...

ძალიან მომინდა ამ საკითხთან დაკავშირებით გამეგო ქართული საზოგადოების აზრი. რის შედეგადაც მცირე გამოკითხვა ჩავატარე


მოხუცი ხარ მაშინ ...


როცა ,აღარ მოგმართავენ " ახალგაზრდავ "

როცა ,პირველად გითმობენ ავტობუსში ადგილს

როცა ,კოლეგა მოგმართავთ ამ სიტიყვებით " ჩვენი თაობის ადამიანი "

როცა, ორდღიანი შიმშილის შემდეგ ერთი კილოგრამის დაკლებას ვერ ახერხებთ

როცა ,კაფეში ზიხართ და ერთი ოფიციანი მეორე ეუბნება " მოემსახურე ქალბატონს "

როცა, მეტროში ზიხართ და ახალგაზრდების საუბრდიან ვერც ერთ სიტყვას ვერ იგებთ.

როცა ,გამყიდველი ფეხსაცმელ გაჩვენებთ და გეუბნებათ " საერთოდ , ეს ახალგაზრდული მოდელია "

როცა, ერთ საღამოს დაღლა იმის გამო იგრძენით, რომ მთელი დრე მარალქუსლიან ფეხასცმელებზე იარეთ.

როცა , როკ კონცერტზე მბორგავი ახალგაზრდების ტალღაში მოქცეული საათზე იყურებით და ფიქრობთ " როდის დამთავრდება ეს ყველაფერი "


სიბერე...

და ბოლოს, მინდა შემოგთავაზოთ უცნობი მწერლის შესანიშნავი ლექსი:

სიბერე


ადრე თუ გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
თავზე დაგვათოვს უთვალავი თოვლის ფანტელი!
გულის ტკივილით
შეცდომებსაც მოვინანიებთ,
შეცდომები კი რამდენია, ღმერთო, რამდენი.

დრო
მოვა, წლებად გადაბმული ვერცხლის წვიმები
გადარეცხავენ შემორჩენილ ჭუჭყიან ლაქებს!
ჩვენ კი, სიცოცხლით დაღლილი და გახუნებული,
სათნო ღიმილით
გავიხსენებთ გარდასულ ამბებს:

ბევრ გულის ტკივილს, დიდ სიყვარულს, ცოტას
სიხარულს.
დაუნდობლობით მიყენებულ წყენას, სინანულს.
თურმე რამდენი შესძლებია
გესლიან ენას!....
თურმე რა ცოტა სდომებია ჩვენს გულის ტკენას.

ადრე, თუ
გვიან, უეჭველად მოვა სიბერე,
მოვა სიკვდილის მოლოდინით, დარდით,
გოდებით….
მაშ გავუფრთხილდეთ, გავუფრთხილდეთ ახალგაზრდობას.
ნუ დავამძიმებთ
უგუნური, მძიმე ცოდვებით!


სიბერე...


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

some articles are translated to English via google.com

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top