;
26 ოქტომბერი 2012      McMurphy     28 კომენტარი     ნანახია 22479-ჯერ    
კატეგორიაში: საინტერესოა

მარიო პიუზო - ნათლია

მარიო პიუზო/Mario Puzo

მარიო პიუზო იტალიური წარმოშობის ამერიკელი მწერალია, დაიბადა ღარიბ ოჯახში, 1920 წლის 15 ოქტომბერს. სწავლობდა ნიუ-იორკში და კოლუმბიის უნივერსიტეტში, მისი ახალგაზრდობა დაემთხვა II მსოფლიო ომს და ეს შემოქმედებასეც აისახა პიველი ნამუშევარი, რომელიც გამოქვეყნდა 1955 წელს მოგვითხრობდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გერმანელი ხალხის ცხოვრებას. მარიო ოცი წლის განმავლობაში სახელწიფო დაწესებულებაში მუშაობდა. 1963 წლიდან კი უშტატო ჟურნალისტად.

მისი სცენარების მიხედვით არაერთი ფილმი გამოვიდა ეკრანზე. "ქრისტეფორე კოლუმბი", "სუპერმენის" სერია, "მიწისძვრა". მწერალს ყველაზე დიდი პოპულარობა მოუტანა "ნათლიამ" რომელშიც მოთხრობილია მაფიის ცხოვრება. წიგნის მიხედვით ფილმი გადაიღო ამერიკლემა რეჟისორმა ფრენსის ფორდ კოპოლამ 1972 წელს, ფილმში მონაწილეობენ: მარლონ ბრანდო, ალ პაჩინო, ჯეიმს კაანი.. "ნათლია" აშშ-ის ფილმების ისტორიაში რიგით მეორე რეიტინგულ ფილმად აღიარეს, ხოლო ინტერნეტმონაცემთა ბაზაში დღესაც პირველი ადგილი უკავია. ფილმი სენსაციად იქცა, წიგნი - ბესტსელერად. მარიო პიუზო ორჯერ დაჯილდოვდა ოსკარით საუკეთესო სცენარებისათვის. ის გარდაიცვალა 79 წლის ასაკში 1999 წელს.




მცირე ამონარიდები წიგნიდან:

“სილამაზე მისთვის ჯადოსნურ დამცავ ფარად ქცეულიყო.“

„საზოგადოება ხშირად გაყენებს წყენას, რომელიც უნდა დაითმინო, რადგან შეიძლება დადგეს დრო, როცა ამქვეყნად ყველაზე სუსტი და დაჩაგრულიც კი თავლს გაახელს და სამაგიეროს მოუზღავს უძლიერესთაგან უძლიერესს.“

„ .. გეგონა, ეს სამყარო უსაფრთხო ადგილია, სადაც შენს გემოზე შეგიძლია იცხოვრო. არასოდეს გიზრუნია იმაზე, რომ საიმედო მეგობრები შეგეძინა. შენ ხომ პოლიცია გიცავდა. გარდა ამისა, ხომ არსებობს სასამართლო, სადაც საჭიროების შემთხვევაში მისვლა შეგეძლო და ის დაგიცავდა. შენ არ გჭირდებოდა დონ კორლეონე. ძალიან კარგი მე შეურაცყოფილად ვგრძნობ თავს. არა ვარ ის კაცი, ვინ იმეგობრებს ადამიანთან, ვინც ვერ აფასებს მეგობრობას, – სათანადოდ ვერ მაფასებს."

„ .. კაცი, რომელიც შვილებს მამობას არ უწევს, ვერასოდეს იქნება ნამდვილი კაცი.“

„ ... მეგობრობა ყველაფერია. მეგობრობა ნიჭზე მეტია. მეგობრობა სახელმწიფოზე, ხელისუფლებაზე მეტია. თითქმის ოჯახის ტოლფასია.“

„– მის საწინააღმდეგოდ ხმას ვერავინ იღებს.
– ის კაცი ბიზნესმენია, – თქვა დონმა, – ისეთ რაღაც შევთავაზებ, უარს ვერ იტყვის.“

„ – შედი ჩემს საწყალ ქმართან პალატაში... გკითხულობდა. შენი ქალიშვილის ქორწილში უნდოდა მოსვლა, პატივისცემა რომ გამოეხატა, მაგრამ ექიმებმა არ გამოუშვეს. მაშინ თქვა, რომ შენ თვითონ მოხვიდოდი მასთან ამ დიდებულ დღეს, მაგრამ არ დავიჯერე ოო, კაცებს მეგობრობა სულ სხვანაირად გესმის, ვიდრე ჩვენ, ქალებს.“

„პორტფელიდან ადვოკატს გაცილებით მეტი შეუძლია მოიპაროს, ვიდრე ავტომატებით შეიარარებულ ას კაცს.“

„საუკეთესო კოსმეტოლოგებზე დახარჯული ფულის მიუხედავად, ასაკი მაინც ცხდადა ეტყობოდა, – კანი სახეზე თითქოს ცალკეული ნაკუწებისაგნ დაეკემსათ. თუმცაღა მის მოძრაობაში საოცარი სასიცოცხლო ენერგია იგრძნობოდა და ამავე დროს, ის თვისებაც აშკარად ჰქონდა, რაც დონ კორლეონეს: აურა კაცის, ვინც ერთპიროვნულად მართავას სამყაროს, რომელშიც ცხოვრობს.“

„მოლაპრაკების ხელოვნება მას თვით დონ კორლეონემ ასწავლა.
–არასოდეს გაბრაზდე,–არიგებდა დონი, –ა რასოდეს დაემუქრო. იმსჯელე ადამიანებთან ერთად, საუბარში აიყოლიე.
სიტყვა "მსჯელობა" იტალიურად უკეთ ჟღერდა "რაგიონარე", ანუ ხელახლა გაერთიანება, მიმხრობა. მოლაპრაკების ხელოვნება მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა შეურაცხოფა, ყველა მუქარა უნდა უგულებელყო და მეორე ლოყა მიუშვირო. ჰეიგენს ნანახი ჰქონდა, როგორ უჯდა დო
ნ კორლეონე მოლაპრაკების მაგიდას რვა საათის განმავლობაში, ყლაპავდა შეურაცხოფას, ცდილობდა დაერწმუნებინა ერთი ცნობილი მაგარი კაცი, რომელსაც ძალიან დიდი წარმოდგენა ჰქონდა თავის თავზე. რვასაათიანი მოლაპრაკების შემდეგ დონმა ხელები გაასავსავა და მაგიდასთან მსხდომებს მიმართა: "არა, ამ კაცს ვერავინ დაარწმუნებს ამქვეყნად," – მერე კი ადგა და ოთახიდან გავიდა. მაგარი კაცი გაფითრდა, სასწრაფოდ გაგზავნა თავისი ხალხი დონ კორლეონეს მოსაყვანად. დონი დაბრუნდა, შეთანხმებას მიაღწიეს, მაგრამ ორი თვის შემდეგ მაგარი კაცი თავის საყვარელ სადალაქოში ჩაცხრილეს.“

„ ეს ტიპი სიტყვებს პირდაპირი მნიშვნელობით იგებს, მათი გარეგნული, სენტიმენტალურ–ემოციური მნიშვნელობით ვერ ხვდება, რა იამალება ნათქვამის უკან. ნათქვამის არსს ელემენტალურად ვერ ჩასწვდა.“

„არასოდეს არავის მისცე საშუალება, გარდა შენი ოჯახის წევრებისა, გაიგონ, რას ფიქრობ. არასოდეს არ უნდა იცოდნენ, რა გაქვს გულში.“

„ არსებობს რაღაცეები, რაც უნდა გააკეთო და აკეთებ, მერე კი აღარასოდეს ლაპარაკობ მათზე. არ უნდა სცადო მათი გამართლება. მათი გამართლება შეუძლებელია. შენ, უბრალოდ აკეთებ და მერე ივიწყებ.“

„ჩვეულებრივმა ადამიანმა არ იცის, პროფესიონალი მომღერალი რამდენადაა დამოკიდებული ტექნიკურ საშუალებებზე, მისი ხმა საუკეთესოდ, რომ ჟრედეს.“

„– მე არასდროს ვატყუებ იმას, ვინც მეგობრად მივიღე.“
„–გაცილებით მომგებიანია, იმეგობრო ისეთ ადამიანთან ვინც დახმარებას კი არ გთხოვს, არამედ თავის საქმეებს თვითონვე აგვარებს და ყოველთვის მზად იქნება, იქით
დაგეხმაროს, როცა რაღაც გჭირდება.“

„მუქარა ზემოქმედების ყველაზე სულელური მეთოდია; მრისხანების დაუოკებლობა უგუნურებაა.“

„არ არსებობს უფრო დიდი, ბუნებრივი უპირატესობა ცხოვრებაში, ვიდრე გყავდეს ისეთი მტერი, რომელიც შენს სისუტეებს გადამეტებულად აფასებს,–ეს იგივეა, რომ გყავდეს მეგობარი, რომელიც შენს ღირსებებს ვერ ხედავს.“

„მადლიერების გრძნობას დრო სილამაზეზე უფრო სწრაფად აჭკნობს.“

„ამის საპასუხოდ დონ კორლეონემ წარმოთქვა სიტყვა, რომელიც სამუდამოდ დაამახსოვრდათ და რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იქ მყოფთა შორის იგი ყველაზე შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსია; კეთილგონიერი და გულწრფელი, კაცი, რომელიც საქმის გულისგოსლა ჭვრეტს. გარკვეული გაგებით, მან ისეთივე ცნობილი სიტყვა ეარმოთქვა, როგორიც ჩერჩილის სახელგანთქმული „რკინის ფარდა“ გახლდათ.

–რაღა ადამიანები ვიქნებოდით, გონება რომ არ გვიჭრიდეს,–დაიწყო მან– მაშნ ველურ მხეცებს დავემსაგვსებოდით, ჯუნგლებში რომ დაძრწიან, მაგრამ ჩვენ ხომ განსჯის უნარს ვფლობთ, შეგვიძლია, ერთმანეთისა და საკუთარ თავსაც რჩევა ვკითხოთ.“

„წყალობა მხოლოდ ოჯახისგან მოდის და ოჯახისადმი საზოგადოებასთან შედარებით გაცილებით უფრო დიდი ნდობა გვამრთებს.“

„სიტყვა ‘მაფია’ თავიდან თავშესაფრის ადგილს აღნიშნავდა. შემდეგ ეს სახელი საიდუმლო ორგანიზაციას ეწოდა, რომელიც საუკუნებიის განმავლობაში ებრძოდა ხელისუფლებას, ხალხს რომ უმოწყალოდ ჩაგრავდა.“

„– ისეთ წინადადებას შევთავაზებ, რომელზეც უარს ვეღარ იტყვის, – ჩუმად თქვა მაიკლმა.
ამ ჩვეულებრივი ტონით ნათქვამმა სიტყვებმა იქ მყოფებზე საოცრად იმოქმედა, ჟრუანტელმა დაუარათ. ეს დონის საყვარელი ფრაზა იყო.“
„ასეთია სამყაროს ბუნება – კეთილი და ბოროტი ურთიერთდაკავშირებული და გადაჯაჭვულია.“

„მაიკლი თავის ნადმვილ ძალას უცხო თვალისგან საგულდაგულოდ ფარავდა, იზიარებდა მამის დევზს, რომლის თანახმად, შენს ღირსებებს მეგობრები ბოლომდე ვერ უნდა აფასებდნენ, მტრებს კი შენს სისუსტეებზე გადაჭრბებული წარმოდგენა ჰქონდეთ.“

„როდესაც ჰეიგენი ოთახიდან გავიდა, მაიკლმა მამას ხუმრობით უთხრა:
– ესე იგი, შენ ყველაფერი მასწავლე ამის გარდა, როგორ ვუთხრა ადამიანს „არა“ ისე, რომ კმაყოფილი დარჩეს?
– ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს, ‘არა’ ძალიან ხშირად არ უნდა უთხრა. მთელი საიდუმლო ესაა, ხოლო როცა ეუბნები ‘არას’, ეს ისე უნდა ჟღედეს, თითქოსდა ეუბნები ‘დიახ’. ან იქამდე უნდა მიიყვანო, რომ თვითონვე თქვან: ‘არა’. ეს დროსა და წვალებას მოითხოვს.“

„– შურისძიება ისეთი კერძია, რომელიც გაციებული უნდა მიირთვა; მაშინაა გემრიელი.“

„არსებობს ისეთი მოვალეობები, რომლებსაც ყველაზე საუკეთესონიც კი ვეღარ ასრულებენ“.

„მაიკლი პირველად მიხვდა, მამამისის მსგავსი ადამიანები საზოგადოების ლოიალურ წევრობას ქურდობასა და მკვლელობას რატომ ამჯობინებდბნენ. ღირსების მქონე ადამიანისთვის სიღატაკე, მუდმივი შიში და დამწირება სრულიად მიუღებელი იყო, ხოლო ამერიკაში გადასახლებული სიცილიელები მალე დარწმუნდნენ, რომ აქაური ხელისუფლება არანაკლებ სასტიკად ეპყრობოდა, ვიდრე მშობლიური“.

„დონმა ძალის წარმოუდგენელი დაძაბვით თავი აიძულა, თვალი გაეხილა და შვილისთვის კიდევ ერთხელ შეეხედა. გულის შეტევამ მისი ჩვეულებრივ წითელი სახე თითქმის გაალურჯა. ეს დონის უკანასკნელი წამები იყო. ბაღის ჰაერი შეისუნქა, თვალი ოქროსფერმა შუქმა დაუბინდა, ჩურჩულით წარმოთქვა: „რა მშვენიერია სიცოცხლე...“

„მამაისმა სიკვდილის წინ წარმოთქვა „რა მშვენიერია სიცოცხლე“. მაიკლი საერთოდ ვერ იხსენებდა, რომ დონს რაიმე ეთქვას სიკვდილზე როგორც ჩანს, მეტისმეტად დიდ პატივს სცემდა სიკვდილს, მასზე რომ ეფილოფოსობა.“

„თუკი მოვახერხებ მოვკვდე ამ სიტყვებით „რა მშვენიერია სიცოცხლე“, სხვას არაფერს არავითარი მნიშვნელობა აღარ ექნება, თუკი შევძლებ მჯეროდეს საკუთარი თავისა, დანარჩენს მართლა არ ექნებაო მნიშვნელობა.“

„ამქვეყნად არიან ადამიანები, რომლებიც ლამის თხოვენ მომკალითო, – თქვა მან, – შენ ისინი არაერთხელ გინახავს. ასეთები კარტის თამაშისას ჩხუბს ტეხენ, გაცოფებული გადმოხტებიან ხოლმე მანქანიდან, თუკი ვინმემ შემთხვევით მათ ავტომობილის გვერდი ოდნავ გაუკაწრა, შეურაცხოფას აყენებენ და აღიზიანებენ ადამიანებს, რომელთა შესაძლებლობაზე წარმოდგენაც არ აქვთ.
მინახავს ბრიყვი, რომელიც უაღრესად საშიიში ადამიანების მთელ ჯგუფს იწვევედა მაშინ, როცა ზურგს არავინ და არაფერი უმაგრებდა. ასეთები ამქვეყნად თითქოსდა დაეხეტებიან ყვირილით: „მომკალით, მომკალით“... და ყოველთვის გამოჩნდება ხოლმე ადამიანი, რომელიც ამ თხოვნას შეასრულებს. ასეთების შესახებ გაზეთებში ყოველთვის ვკითხულობთ და ასეთები რასაკვირველია გარშემომყოფებს მეტად დიდ ზიანს აყენებენ.“

”ქეი ხედავდა, როგორ იდგა მაიკლი, მათი პატივის მისაღებად მზად იყო. ველი რომაელი იმპერატორების ქანდაკებები გაახსენდა, იმპერატორებისა, რომლებიც ღვთაებრივი უფლებით ქვეშედრდომთა სიკვდილ-სიცოცხლეს ერთპიროვნულად წყვეტდნენ. ცალი ხელი წელზე ედო. სახეზე ამაყი, ძლიერი გამომეტყველება დასთამაშებდა, ოდნავ გვერდზე წინ გაწეულ ფეხს სხეული თავისუფლად ერდნობოდა. მის წინ კაპორეჟიმეები იდგნენ. და ქეი იმწამს მიხვდა: ყველაფერი რასაც კონი მაიკლს აბრალებდა, მართალი იყო.”


კატეგორია: საინტერესოა
Tags:

28


  • Zahir თქვა:
    10 ივლისი 2016 17:08 - ID: 28,
    Я сделаю тебе предложение от которого ты не сможешь отказаться 👌

  • daki თქვა:
    2 ოქტომბერი 2015 13:35 - ID: 27,
    ყველაზე მაგარიი წიიგნია არაც კი წამიკითხავვსს <3 <3 <3 (Y) )) ^_^

  • mariam1 თქვა:
    7 მარტი 2013 22:47 - ID: 26,
    ვაიმეე ვგიჟდებიიი.. წაიკიითხეეთ ხალხნოო უმაგრესიაა

  • Anch_Bey თქვა:
    30 დეკემბერი 2012 17:30 - ID: 25,
    ამ წიგნის წაკითხვას ვაპირებ))

  • Ana smiley თქვა:
    2 ნოემბერი 2012 23:49 - ID: 24,
    პიუზოო love

  • tamo თქვა:
    30 ოქტომბერი 2012 20:36 - ID: 23,
    აქ ფრაზები კი არა გონი შინაარსიი იყოო დაწერილი ნუ რამოდენიმე ფრაზა გამოერის

  • me თქვა:
    29 ოქტომბერი 2012 15:27 - ID: 22,
    უმაგრესი ნიუსია love

    ნათლიაზე რა შეიძლება ითქვას, შესანიშნავი ფილმი და გადასარევი მსახიობები love მარლონ ბრანდო და ალ პაჩინო განსაკუთრებით ნიჭიერი ხალხი love

  • zangoo თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 16:50 - ID: 21,
    მეკეტებააააა... ეს ფილმი მომკლავს

  • f_makuna თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 13:37 - ID: 20,
    exla vkitxulob titqmis davamtavre love sheudarebelia love

  • Queen.Mariam♥ თქვა:
    28 ოქტომბერი 2012 01:14 - ID: 19,
    ნათლია ჩემი ყველაზე საყვარელი ფილმი...არა რა არ არსებობს ფილმი ამაზე მეტად რომ მიყვარდეს love ნომერ 1! ჩემი დონ კორლეონეეე love ამ ფილმის ფანატი ვარ და დიდი მადლობა მარიამ რომ ამ ნიუსით ესე მასიამოვნე!!!ძალიან მაგარი ფრაზებიაა love წიგნიც ძალიან მაგარია love მარლონ ბრანდო,ალ პაჩინო love

  • salomesalo თქვა:
    27 ოქტომბერი 2012 14:26 - ID: 18,
    love

  • liliaNN თქვა:
    27 ოქტომბერი 2012 13:24 - ID: 17,
    მიყვარს ეს წგნი და კიდევ უნდა წავიკითხო

  • Mariam)) თქვა:
    27 ოქტომბერი 2012 13:09 - ID: 16,
    სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად თუ როგორ მიყვარს ეს წიგნი,უბრალოდ შედევრია! და სიახლეც არაჩვეულებრივია love

  • Marriiiammiii თქვა:
    27 ოქტომბერი 2012 12:47 - ID: 15,
    ყველაზე მეტად სწორედ ამ წიგნიდან მიყვარს გამონათქვამები..სიახლეც შესანიშნავია საოცრად მსუყე და გემრიელი საკითხავი

  • MARAUDER თქვა:
    27 ოქტომბერი 2012 12:05 - ID: 14,
    love

  • rob sten თქვა:
    27 ოქტომბერი 2012 11:12 - ID: 13,
    ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ფილმია რაც კი ოდესმე მინახავს. წიგნი ხომ საერთოდ love მარლონ ბრანდო შეუდარებელია, ალ პაჩინოზე აღარფერს ვამბობ. მოკლედ ამ წიგნის წაკითხვა ხომ ერთი დიდი სიამოვნებაა და მერე ამ ფილმის ნახვა ვაბშე მაგარიაა. love

  • Anch_Bey თქვა:
    27 ოქტომბერი 2012 11:04 - ID: 12,
    მარიამ ბრწყინვალე ხარ!

  • kristi_ თქვა:
    27 ოქტომბერი 2012 10:34 - ID: 11,
    ისევ ვიმეორებ რომარა ფილმი ეს წიგნი არაფერი იქნებოდა. ერთ ამოსუნთქვაში წავიკითხე თუმცა ძალიან იმედგაცრუებული დავრჩი.
    კარგი ნიუსია

  • Ancho. თქვა:
    26 ოქტომბერი 2012 23:06 - ID: 10,
    ფანტასტიკური ნისუია მარიამ!

  • dajikunia თქვა:
    26 ოქტომბერი 2012 22:54 - ID: 9,
    უძაანმაგრესიაააა:*:*:*

« 1 2 »
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
გთხოვთ გაიაროთ რეგისტრაცია. რეგისტრაციის დასაწყებად დააჭირეთ ამ ბმულს: რეგისტრაციის დაწყება



მოგესალმებით angel.ge-ზე

საიტი, სადაც გაეცნობით სიახლეებს სელებრითების შესახებ, მოდისა, და ხელოვნების სფეროდან. ექსკლუზიური მასალები ცნობილი ქართველი ადამიანების და მნიშვნელოვანი ღონისძიებების შესახებ. გვადევნეთ თვალი და მოგვყევით @wwwangelge ინსტაგრამსა და ფეისბუქზე



ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Instagram
  • ანუკი არეშიძის დღიური
    "ყველას უნდა მთის წვერზე ცხოვრობდეს, მაგრამ ის კი არ იციან, რომ ბედნიერება სწორედ ის არის თუ როგორ ადიხარ მთის ციცაბო ფერდობზე."
  • თაკო ჩხეიძის დღიური
    რას ფიქრობს მოდის სფეროს აქტიური წარმომადგენელი მოდაზე, რასთან ასოცირდება მისთვის ჟურნალი Nargis და ვინ არის მისთვის ყველაზე საინტერესო პიროვნება...
  • სოფი ვილის დღიური
    დღიურის მთავარი თემა მუსიკაა. სოფი ვილის დღიური - ახალგაზრდა მუსიკოსის შესახებ საინტერესო დეტალებს გაგაცნობთ.
  • გიორგი ცაგარელის დღიური
    რადიკალურად ობიექტურიც და სუბიექტურიც, უზრდელობამდე პირდაპირი და ემოციური- ასე დაახასიათა მუსიკოსმა საკუთარი პიროვნება.
Back to Top