;

27 October 2012      -Diana-     Views 5152    
Category: Fun, Interesting

La Peau De Chagrin - შაგრენის ტყავი

შაგრენის ტყავი არის ფრანგი მწერლის ონორე დე ბალზაკის ნაწარმოები. მოვლენები XIX საუკუნის საფრანგეთში ვითარდება. ახალგაზრდა ყმაწვილი იპოვის მაგიურ შაგრენის ტყავს რომელიც მის ყოველ სურვილს ასრულებს. მაგრამ ყოველი სურვილის შესრულების შემდეგ ტყავი პატარავდება და ნაწარმოების მთავარ გმირს - რაფაელს, სიცოცხლის საუკეთესო წლები აკლდება

La Peau De Chagrin - შაგრენის ტყავი


ფრაზები წიგნიდან

ამბიციური მეოცნებე თავის თავს ძალაუფლების მწვერვალზე
ხედავს, როდესაც იგი მონურად განრთხმულია ჭაობში

მე მესმის, რომ კაცი სათამაშოდ მიდიოდეს, მაგრამ ეს მხოლოდ
იმ დროს უნდა მოხდეს, როცა ის თავის თავსა და სიკვდილს შორის
არაფერს ხედავს, გარდა უკანასკნელი ხუთფრანკიანისა

ამ ქვეყანაზე არაფერია სრულყოფილი, გარდა უბედურებისა

La Peau De Chagrin - შაგრენის ტყავი


სკიპტრა სათამაშოა ბალღისათვის, ნაჯახია რიშელიეს ხელში,
ხოლო ნაპოლეონისათვის დედამიწის ასაწევ ოწინარს წარმოადგენს.
ძალაუფლების მიღება უცვლელად გვტოვებს და მხოლოდ
დიდბუნებოვან ადამიანებს ადიდებს

გასაოცარი ძალით, რომელიც სიცოცხლის უკანასკნელ
აფეთქებას წარმოადგენდა, მან კარები ჩალეწა და დაინახა,
რომ მისი სატრფო ნახევრად შიშველი ფართხალებდა
დივანზე. იდი ამაოდ ცდილობდა სიცოცხლე მოეწრაფა
და თავისივე შალით თავი დაიხრჩო

ჩემი ცხოვრება მეცნიერებასა და აზროვნებას შევწირე, მაგრამ
მათ საკვებიც არ მომცეს.. მე მინდა მეფურად ბრწყინვალე სადილი,
მე მინდა ღრეობა, ღირსი ჩვენი საუკუნისა,.. დაე, ეს ღამე აღგზნებული
ქალებით იყოს შემკული! მე მინდა, ავხორცობის ბოდვამ და ღრიანცელმა
თავისი ოთხცხენიანი ეტლით გაგვიტაცოს, ამ ქვეყნის საზღვრები
გადაგვატაროს და უცნო ნაპირებზე გადაგვისროლოს!

La Peau De Chagrin - შაგრენის ტყავი


ადამიანები და მოვლენები არაფერს წარმოადგენენ
პოლიტიკასა და ფილოსოფიაში მხოლოდ პრინციპებსა
და იდეებს აქვს მნიშვნელობა

ჩემი პატივმოყვარეობის ერთადერთი საგანი დანახვა იყო.
რა გვრჩება ხელში მატერიალური მფლობელობიდან? მხოლოდ
აზრი. არასოდეს არაფერი მომისურვებია, მხოლოდ ველოდი.
სამყაროში ისე ვსეირნობდი, თითქოს ჩემი საკუთარი ბაღი ყოფილიყოს

ჩემი სიცოცხლე მოვათავსე არა გულში, რომელიც ტყდება,
არა გრძნობაში, რომელიც ჩლუნგდება, არამედ ტვინში, რომელიც
არ ცვდება. მე ყველაფერს იმიტომ მივაღწიე, რომ ბოლოს
ყველაფერი უგულვებელვყავი

La Peau De Chagrin - შაგრენის ტყავი


განათლება საოცარი აბდაუბდაა

სასაფლაოს მოიჯარე წააწერს: ''გამვლელო, ცრემლს ნუ
დაიშურებთ მის მოსაგონრად!..'' ოჰ, ას სუს მივცემდი მათემატიკოსს,
რომელიც ალგებრული განტოლების შემწეობით
ჯოჯოხეთის არსებობას დამიმტკიცებდა

რასაც ადამიანები მწუხარებას, სიხარულს, პატივმოყვარეობას, მარცხს,
კაეშანს უწოდებენ, ჩემთვის მხოლოდ იდეების, რომელსაც მე ოცნებად ვაქცევ

La Peau De Chagrin - შაგრენის ტყავი


ერთადერთი, რაც ნებადართულია ადამიანისთვის,
ესაა შეიგნოს ის, რასაც ვერასოდეს შეიგნებს

''მამაო ჩვენოს'' უნდა ვუმადლოდეთ, ჩვენს ხელოვნებას, ძეგლებს
შეიძლება მეცნიერებასაც და კიდევ უფრო მეტ სიკეთეს, სახელდობრ,
ჩვენს თანამედროვე მმართველობას, რომელშიც ფართო და ნაყოფიერი
საზოგადოება საუცხოოდაა წარმოდგენილი ხუთასიოდე გონიერი
და განათლებული ადამიანის სახით

ვინც მხოლოდ ცხოვრების მატერიალურ მოვლენებს
ეხება, იგი ქრონოლოგიას წერს. ე.ი. უგუნურთა ისტორიას

აჰ, თქვენ არ იცით რას ნიშნავს სიამოვნებისთვის
თავის გაწირვა, როცა სიკვდილი გაქვს გულში

La Peau De Chagrin - შაგრენის ტყავი


ადამიანს ყველაფერზე უფრო სიბრალულის გრძნობის
ატანა უჭირს, განსაკუთრებით, როცა ის საფუძვლიანია

სიძულვილი გამამაგრებელი წამალია, ის ადამიანს
აცოცხლებს, შურისძიებისაკენ მოგვიწოდებს. ეს
შემპარავი ბოროტებაა, ეს განაზებული ზიზღია
ან შეურაცხმყოფელი სინაზეა

აბსოლუტურ თავისუფლებას ერები
თვითმკვლელობისკენ მიჰყავს

დესპოტიზმი არალეგალურად დიდ საქმეებს
აკეთებს. თავისუფლება კი თავს არ იწუხებს,
პატარა საქმეები მაინც გააკეთოს ლეგალურად

სათნოება მახინჯებსა და კუზიანებს ჰქონდეთ.
რაღა იქნებოდნენ ეს საბრალონი მის გარეშე

იგი ჩემია, მე მოვკალი.
განა მე ეს არ ვიწინასწარმეტყველე ??


La Peau De Chagrin - შაგრენის ტყავი


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top