;

12 November 2012      FAME     Views 5447    
Category: Fun, Interesting

უდაბნო კილომეტრებზე გაწელილი ქვიშის, ზოგჯერ ქვის ან მარილის გროვა, სადაც ან ძალიან ცხელა ან ძალიან ცივა. უდაბნო დიდი ხანია იქცა მრავალი კულტურის ინსპირაციის წყაროდ. წარმოგიდგენთ უჩვეულო უდაბნოებს.
საოცარი უდაბნოები



ლენსოის მარანენისის _ ლაგუნების უდაბნო


ეს უდანბო მდებარეობს ბრაზილიაში. ერთ-ერთ ეროვნულ პარკში. გასაოცრად თეთრი ქვიშის გარდა გამოირჩევა, იმით, რომ იგი სავსეა ლაგუნებით. აქ შეხვდებით უამრავ ლაგუნას, რომელიც წარმოიქმნება წვიმის შედეგად და აქვს ულამაზესი ცისფერი შეფერილობა, რაც კონტრასტს ჰქმნის თეთრ დუინებთან. ლაგუნები სამწუხაროდ ნაწილობრივ ქრება ზაფხულში, თუმცა ეს ხელს არ უშლის თევზებს, კუებსა და მოლუსკებს აქ დაიდონ ბინა.

საოცარი უდაბნოები
საოცარი უდაბნოები
საოცარი უდაბნოები




ფერადი უდაბნო



ეს უმშვენიერესი და ამავე დროს უსიცოცხლო ადგილი მდებარეობს ა.შ.შ. -ში, არიზონას შტატში. უდაბნო წარმოადგენს კლდოვანი ქანების მთელ გროვას. კლოვანი ბორცვები ეროზიისგანაა გამოფიტული და ძირითადად წითელი ფერის ქანებით ხასიათდება. წითელ ფერში კი გამოერევა სხვა შეფერილობის ნიადაგი და სწორედ ეს ჰმატებს ამ ადგილ უცნაურ მომხიბლელობას.

საოცარი უდაბნოები
საოცარი უდაბნოები




კარკოსის უდაბნო


ეს უდანბო მდებარეობს კანადაში და იგი წარმოადგენს ყველაზე პატარა უდაბნოს მთელს მსოფლიოში. ხშირმა ქარმა და ცხელმა კლიმატმა აქ უდაბნოს წარმოქმნა გამოიწვია. ქვიშის დიუნები უჩვეულოდ მოჩანს მყინვარების ფონზე. აქაური მცენარეებიც შეეგუვნენ უდაბნოს არსებობას და ისინი აშვენებენ მას. უდაბნოს დიამეტრი სულ რაღაც 2.6 კილომეტრია.

საოცარი უდაბნოები
საოცარი უდაბნოები





უიუნი

ეს უდაბნო მდებარეობს ბოლივიაში, თუმცა იგი მთალდ უდაბნოც არაა. ესაა დამშრალი ტბა, რომლისგანაც მხოლოდ მარილებიღა დარჩა. თუმცა არც ეს მარილებია მთლად ჩვეულებრივი. ისინი გამჭირვალენი არიან და თითქოს ირეკლავენ კიდეც ცას. ამიტომ ამ ადგილზე მოხვედრილებს უცნაური შეგრძნება აქვთ. მარილს შეიძლება ლურჯი შეფერილობაც ჰქონდეს სწორედ ცის წყალობით და იგი საკმაოდ მყარია იმისთვის, რომ ადამიანებმა ზედ იმოძრაონ.
საოცარი უდაბნოები
საოცარი უდაბნოები


Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top