;

14 November 2012      lady_tamo     Views 8052    
Category: Fun, Interesting

უბერებელი სილამაზე ანუ ასაკოვანი მოდელები

როგორც აღმოჩნდა, ჭაღარა თმებისა და ნაოჭების მიღმაც კი შეიძლება შეინარჩუნო ახალგაზრდული სილამაზე და შარმი. ჟურნალისტები შენიშნავენ იმ ფაქტს, რომ მრავალი ასაკოვანი ქალბატონი ეწევა აქტიურ გლამურულ ცხოვრებას, ჩნდება ჟურნალების გარეკნებზე და მონაწილეობს ფოტოსესიებში მიუხედავად იმისა, რომ ისინი კარგა ხანია გასცდნენ 40 წლის ასაკს.


⇨ ჯილი ჯონსონი - 58 წლის.

ჯილის ისტორია საკმაოდ საინტერესოა. ის გადაიღეს თეთრეულების ბრენდ Janet Rege-სთვის როგორც 28, ასევე 58 წლის ასაკში. ჯილი იყო პირველი მოდელი, რომლემაც რეკლამირება გაუკეთა ამ ბრენდს, და 20 წლის შემდეგაც ჯილი შესანიშნავად გამოიყურება.

უბერებელი სილამაზე

უბერებელი სილამაზე


⇨ კარმენ დელ'ორეფისი - 81 წლის

ეს მოდელი მოხვდა გინესის რეკორდების წიგნში, როგორც მოდელი ყველაზე დიდი სტაჯით, რადგანაც ის პირველად ამ სფეროში 15 წლის ასაკში მოხვდა.

უბერებელი სილამაზე


"თუკი ჩემი ცხოვრების შედეგებს შევაჯამებთ, უნდა აღინიშნოს, რომ ყველაზე შერსანიშნავი და გასაოცარი რამ ჩემს ცხოვრებაში მაშინ ხდებოდა, როდესაც მე ამისთვის ღია და თავისუფალი ვიყავი. არასოდეს ვკარგავ იმედს, აღმოვაჩინო ჩემს თავში ახალი შესაძლებლობები. მე არ მაქვს პრეტენზია სამუდმაო ცხოვრებაზე, მაგრამ მინდა ცხოვრება ბედნიერად გავატარო და სიკვდილს მაღალ ქუსლებში შევხვდე."

უბერებელი სილამაზე

უბერებელი სილამაზე



⇨ სინდი ჯოზეფი - 62 წლის

სინდის კარიერა დაიწყო 49 წლის ასაკში, მას შემდეგ რაც შეწყვიტა ჭაღარის შეღებვა. ის უკევ მონაწილეობას იღებს ისეთი ცნობილი ბრენდების რეკლამირებაში, როგორებიც არიან Olay, D&G, Bloomingdale, DKNY, Nordstrom და Bobbi Brown.
უბერებელი სილამაზე

უბერებელი სილამაზე


უბერებელი სილამაზე



⇨ ჟაკლინ მერდოკი - 82 წლის

ასაკოვანი მოდელი ლათინო ამერიკული გარეგნობითა და შარმით ლანვინის სარეკლამო კამპანიაში გადაირეს, საინტერესოა, რისი თქმა სურდა ამით ლანვინს?

უბერებელი სილამაზე

უბერებელი სილამაზე


⇨ ჯეკი ო'შონესი - 60 წლის

თუკი ლანვინის რეკლამა 82 წლის მოდელის მონაწილეობით სავსებით ჩვეულებრივად აღიქვეს, American Apparel-ის სარეკლამო კამპანიის ჩვეულებისამებრ ეპატაჟურ რეკლამაში 60 წლის მოდელის დანახვამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, აქამდე ამ ქალბატონს მოდელად არ უმუშავია. აი რას ამბობენ ამ ბრენდის წარმომადგენლები ფეისბუქზე :
"იმ წამიდან, რაც ჩვენ შევნიშნეთ ჯეკი ზამთრის ერთ საღამოს ერთ-ერთ კაფეში, მოვიხიბლეთ მისი უცხო გარეგნობით და ენერგიულობით. ყოფით პრობლემებზე, კარიერაზე, სამოდელო ბიზნესსა დიდი ხნის საუბრის შემდეგს ჯეკის ვკითხეთ, მიიღებდა თუ არა ამ სარეკლამო კამპანიაში მონაწილეობას და ისიც დაგვთანხმდა. "
უბერებელი სილამაზე

უბერებელი სილამაზე

უბერებელი სილამაზე



⇨ დაფნა სელფი - 83 წლის

დაფნა პოდიუმზე პირველად 60 წლის წინ გამოვიდა. ახლა ის რეგულარულად მონაწილეობს ფოტოსესიებსა და სარეკლამო კამპანიებში. მას არ აქვს გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია,ჰყავს 3 შვილი და რამდენიმე შვილიშვილი.

უბერებელი სილამაზე

უბერებელი სილამაზე


⇨ მარი ჰელვინი - 60 წლის

57 წლის ასაკში ის გადაიღეს თეთრეულის ბრენდ Agent Provocateur სარეკლამო კამპანიაში. აი რას ამბობ სის საკუთარ გარეგნობასა და ცხოვრების სტილზე:
"მე არ მყავს შვილები. მაქვს უამრავი დრო საკუთარ თავზე საზრუნველად. არ ვიკეთებ ბოტოქსს, არ ვეწევი."
მარი აღიარებს, რომ საკუთარ თავზე ზრუნვა მისგან უდიდეს ენერგიასა და უამრავ დროს მოითხოვს.

უბერებელი სილამაზე

უბერებელი სილამაზე












Category: Fun, Interesting
Tags:

Share it
Comments

« 1 2 »


Welcome to ANGEL.GE

at our web page you can see the latest top newses about fashion world, street styles, trends, street styles, films, quotes and many other interesting things...

ANGEL.GE ინსტაგრამზე - Instagram

Back to Top